ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • სამი თვეა, მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს ვხვდებით. მე ის მომწონს, მასაც მოვწონვარ. ხან უბრალოდ ვსაუბრობთ, ხან ინტიმური ურთიერთობა გვაქვს. არსად დავდივართ - არც კინოში, არც თეატრში, არც კლუბებში, არ მაცნობს თავის მეგობრებს... ყველაფერი რაღაც უცნაურად აეწყო, ვერ გამიგია, რა ხდება.

თქვენი წერილით თუ ვიმსჯელებთ, თქვენი ურთიერთობის საფუძველს ამჟამად სექსი წარმოადგენს. თავდაპირველად თქვენ მოგწონდათ ეს, ახლა კი ცვლილებებს ელით. შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ ეს არა უარყოფითი, არამედ დადებითი ფორმით, ანუ არა ასე: “მე არ მომწონს, რომ ჩვენ არსად დავდივართ”, - არამედ ასე: “მე მინდა შენთან ერთად კინოში წასვლა”.

შესთავაზეთ რამე ისეთი, რაც თქვენს შეყვარებულსაც მოეწონება და დააინტერესებს. ის, რომ “დღის სინათლეზე” არ გამოდიხართ და ქვეყანას არ ეჩვენებით, სრულიადაც არ ნიშნავს თქვენი ურთიერთობის არასერიოზულობას. იქნებ თქვენს ახალგაზრდა მეგობარს არ უყვარს ხალხმრავლობა, თავისუფალი დროის სახლში გატარება ურჩევნია, ან თქვენს უკეთ გასაცნობად თქვენთან მარტო დარჩენა და უფრო მეტად დაახლოება სურს? ხმაურიანი ადგილები, კლუბი, კინო ამაში ხელს შეუშლის. ამასთან, ურთიერთობის დასაწყისში მრავალი წყვილი ოცნებობს განმარტოებაზე. ამიტომ ნუ ეცდებით, თავად უპოვოთ ახსნა მოვლენებს; ჯობს, პირდაპირ, მაგრამ ტაქტიანად დაუსვათ კითხვა შეყვარებულს.

  • საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი: ჩემთან დაახლოებას ცდილობს ჩემი საყვარელი მამაკაცის ყოფილი შეყვარებული. ის სასიამოვნო ადამიანია, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ არის გულგრილი ჩემი შეყვარებულის მიმართ. არ ვიცი, როგორ ავაწყო მასთან ურთიერთობა, რადგან მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება.

თქვენი უნდობლობა იმაზე მიანიშნებს, რომ შინაგანი ხმა გკარნახობთ: ეს გოგონა თქვენთვის საშიშია. შეეცადეთ ახსნათ, რით შეიძლება იყოს უსიამოვნო მასთან თქვენი ურთიერთობა, მის რომელ ქცევას უფრთხით. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მიხვდებით, რომელ თემებს არ უნდა შეეხოთ მასთან საუბრისას.

თუ თქვენთვის ის ნამდვილად საინტერესოა როგორც პიროვნება, მაშინ მიზეზიც არ არსებობს, მასთან ურთიერთობაზე უარი თქვათ.

  • ჩვენი გოგონას დაბადების შემდეგ მე და ჩემი ქმრის ურთიერთობა სრულიად შეიცვალა. ამბობდა, რომ უნდოდა შვილი, ახლა კი ყურადღებას საერთოდ აღარ გვაქცევს, მიაჩნია, რომ მისი ერთადერთი ამოცანა ფულის შოვნაა. როგორ მოვიქცე?

როგორც ჩანს, ბავშვის დაბადებამდე უფრო თბილი ურთიერთობა გქონდათ, მერე კი ყველაფერი შეიცვალა. შეეცადეთ, გაიგოთ ამ ცვლილების მიზეზი. იქნებ თქვენი ქმარი “თამაშგარე მდგომარეობაში” აღმოჩნდა, რადგან ბავშვზე ზრუნვა მთლიანად საკუთარ თავზე აიღეთ?

ჩართეთ მეუღლე ბავშვის მოვლაში, მიეცით მარტივი დავალებები: დააჭერინეთ პატარა, შესთავაზეთ, ესაუბროს მას - იქნებ გაუღვივდეს ოჯახის შეგრძნება, მამობრივი გრძნობა. ამისთვის დროა საჭირო. აგრძნობინეთ მას, რომ ეს მისი ოჯახია, რომელიც ახლა სამი წევრისგან შედგება.


  • უკვე მერამდენედ მეორდება ერთი და იგივე - როცა რომელიმე მეგობარს დახმარება სჭირდება, მაშინვე მისკენ მივიჩქარი, მაგრამ პრობლემა მოგვარდება თუ არა, ის მაშინვე მივიწყებს. რატომ ხდება ასე? იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ?

როგორც ჩანს, პრობლემის ერთი მხარე ის არის, რომ ყველა ადამიანმა არ იცის დახმარების მიღება. როცა ადამიანს დახმარებას უწევენ, ის ერთგვარად დამოკიდებული ხდება და საკუთარ თვალში სუსტად გამოიყურება, ის კი, ვინც დაეხმარა - უფრო ძლიერად. ბუნებრივია, ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს საკუთარი “სისუსტის” გახსენება, ამიტომ გაურბის მასაც, ვინც ის ამ არასასიამოვნო წუთებში ნახა. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებსაც დაეხმარნენ, უჩნდებათ განცდა, რომ მოვალენი არიან. ეს გრძნობა მათ მძიმე ტვირთად აწვებათ. ამიტომაც ეუხერხულებათ მათ თქვენთან ურთიერთობა, სანამ არ იპოვიან საშუალებას მადლიერების გამოსახატავად.

თუ გსურთ, ამგვარი სიტუაციები თავიდან აიცილოთ, შეეცადოთ გაიგოთ, სახელდობრ რომელ მომენტში წყდება ურთიერთობა - ცხოვრებისეული სცენარები ხომ მეორდება. ამაში გასარკვევად კი შესაძლოა ფსიქოლოგის დამატებითი კონსულტაციები დაგჭირდეთ.

  • ჩემი განაწყენება ძალიან ადვილია. ზოგჯერ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტყვებიც კი მაღიზიანებს. ამ დღეებში ჩემი მეგობრის შემთხვევითმა ფრაზამ ძალიან მატკინა გული. სიხარულით გადავეჩვეოდი ასეთ მძაფრ რეაგირებას, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხო.

იმისთვის, რომ შემთხვევით ფრაზებზე მწვავედ რეაგირებას გადაეჩვიოთ, უნდა გაიგოთ, რა გტკენთ ასე ძალიან გულს. როგორც ჩანს, თქვენ გაკლიათ საკუთარი თავის რწმენა, რაღაც გიშლით ხელს, კომფოტულად იგრძნოთ თავი იმ სფეროში, რომლის შესახებაც გითხრათ მეგობარმა. თუ ამაში გარკვევას მოახერხებთ, ასეთი ემოციური რეაქცია აღარ გექნებათ.

ამბობთ, რომ თქვენი გულისტკენა ადვილია. ეს დაბალ თვითშეფასებაზე მეტყველებს. არსებობს მრავალი მეთოდი თვითშეფასების ასამაღლებლად და საკუთარი თავის რწმენის დასაბრუნებლად. დაგეხმარებათ პროფესიული ფსიქოლოგიური კონსულტაციებიც.