ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • მეჩვენება, რომ გარშემო მყოფთაგან ბევრი ჩემდამი არაკეთილგანწყობილია, ხშირად კონფლიქტიც მომდის. არ მინდა, ასეთი განცდები მაწუხებდეს. მინდა, ბედნიერი ვიყო. როგორ ვიცხოვრო?

მოიზიდეთ და შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი კარგი ადამიანი და პოზიტიური სიტუაცია, რათა სევდისა და მარტოობისთვის ადგილი აღარ დარჩეს. უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი - მსგავსი იზიდავს მსგავსს, ამიტომ ეცადეთ, გათავისუფლდეთ ეჭვისა და უნდობლობისგან - უმეტესად სწორედ ისინი იწვევენ კონფლიქტს.

ეცადეთ გამოიმუშაოთ ისეთი თვისებები, როგორებიცაა გულწრფელობა და თანაგრძნობა. მათი წყალობით თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან (შესაძლოა, უცბად არა, მაგრამ აუცილებლად!) ადამიანები, რომელთაც ექნებათ თქვენთან ურთიერთობის სურვილი და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ. ოღონდ ნუ მოინდომებთ, ნებისმიერი კომპანიის სული და გული გახდეთ - ასე შეიძლება საკუთარი სახე დაკარგოთ. შეუძლებელია და არც არის საჭირო, ყველას მოსწონდეთ. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რას აფასებთ საკუთარ თავსა და სხვებში, რათა მეგობრები ამის მიხედვით აირჩიოთ.

სინათლე ამარცხებს წყვდიადს

ნაცვლად იმისა, რომ ეძებოთ ადამიანში ცუდი ან შექმნილ ვითარებას უარყოფითი მხარეები უპოვოთ, ეცადეთ დაინახოთ ყველაფერში მხოლოდ საუკეთესო. ისწავლეთ არა მლიქვნელობა და პირფერობა, რათა კეთილი და ყველასთან კორექტული გამოჩნდეთ, არამედ ის, რომ არ გაამახვილოთ ყურადღება ბნელ მხარეებზე. თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ნებისმიერ ურთიერთობაში პოზიტივის მარცვალი და ეცადოთ ყველაზე რთული კონტაქტების გაუმჯობესებას.

ურთიერთშეურაცხყოფისა და მუდმივი კონფლიქტის ნაცვლად ენერგია რაიმე პოზიტიურისკენ მიმართეთ. დასაწყისისთვის თუნდაც ამით: ადამიანს, რომელიც ნაკლებად იმსახურებს სიმპათიას, უთხრით რამდენიმე სასიამოვნო და კეთილი სიტყვა.

“გამრავლების” წესი

გაიხსენეთ, ყველაზე ხშირად რა აღგიძრავთ დადებით ემოციას: ბავშვის ღიმილი, ჩიტების ჭიკჭიკი, ვანილის სურნელი, მანდარინის არომატი... ახლა წარმოიდგინეთ (წარმოსახვით დახატეთ, შეისუნთქეთ, გაიგონეთ) ეს ყველაფერი.

ფიქრში წარმოთქვით: “ყველას სიკეთეს და მშვიდობას ვუსურვებ!” შეასრულეთ ეს სავარჯიშო დილა-საღამოს და დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ გარშემო მყოფები თქვენდამი კეთილად განეწყობიან.

კეთილი ზრახვები

მოიშორეთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატივი. არსებობს რამდენიმე ხერხი ფიქრებისა და გრძნობების მოსაწესრიგებლად. მაგალითად, გაუზიარეთ განცდები მეგობარს.

მედიტაცია ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ნეგატივისგან გასათავისუფლებლად. მედიტაციის პროცესში ყური უნდა მიუგდოთ საკუთარ გრძნობებს და კონცენტრირება მოახდინოთ მხოლოდ იმაზე, რაც განწყობას აგიმაღლებთ. მიუძღვენით საჩუქრები ადამიანებს, თუნდაც უმიზეზოდ. აარჩიეთ ძღვენი სიყვარულით, ისე, თითქოს თქვენთვის გსურდეთ. მთელი გულით მიძღვნილი საჩუქარი სიხარულით აგავსებთ თქვენც და იმ ადამიანსაც, ვისთვისაც იგია განკუთვნილი.


  • ჩემი თაყვანისმცემელი ყოველმხრივ კარგი ადამიანია, მაგრამ საშინლად მომჭირნე. როგორ მოვიქცე - ვეცადო მის შეცვლას თუ უბრალოდ ყურადღება არ მივაქციო?

ის რესტორანში არ გეპატიჟებათ, კინოში ყველაზე იაფფასიან ბილეთებს ყიდულობს, თაიგულს მხოლოდ დაბადების დღეზე გიძღვნით, თუმცა შემოსავალი საშუალებას აძლევს, უფრო მეტად გაგანებივროთ. “ეკონომკლასის” სიყვარული უკვე გაღიზიანებთ, ის კი თქვენს უკმაყოფილებას ვერ ამჩნევს. ან იქნებ არ იმჩნევს? რამდენად უიმედოა სიტუაცია?

ღირსების კოდექსი

დაახარჯო ფული საყვარელ ქალს, ეს ნიშნავს იცავდე თამაშის წესს და შეესაბამებოდე თაყვანისმცემლის სტატუსს. შეხვედრები მხოლოდ ამ შემთხვევაში ემსგავსება პაემნებს. სხვაგვარად ისინი დიდად არ განსხვავდება ყოფილ თანაკლასელებთან შეხვედრისგან.

რა საჭიროა საჩუქრები?

რომანის დასაწყისში თქვენ ჯერ კიდევ არ გჯერათ სიტყვების, ამიტომ მამაკაცი თქვენდამი ინტერესს რიტუალური “შესაწირით” - კანფეტებით, სადილად თუ თეატრში მიპატიჟებით გამოხატავს. თუ ასე არ მოიქცა, მაშინვე ჩნდება კითხვა: გაფასებთ კი? მოდი გავარკვიოთ, რატომ იქცევა თქვენი თაყვანისმცემელი ასე უცნაურად.

მიზეზი პირველი - გამოუცდელობა

მან არ იცის, როგორ მოიქცეს ქალთან. მის აღზრდაში ეს პუნქტი გამოტოვებულია. მაგალითად, მთელი ცხოვრება კომპიუტერით იყო გატაცებული, ერთ დღესაც თავი ასწია, დაგინახათ და შეუყვარდით. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ? აჩვენეთ, რომ ძალიან გახარებთ მისი ყურადღება. შესთავაზეთ ფილმის ნახვა, რომელშიც მთავარი გმირი საყვარელ ქალს საჩუქრებით ანებივრებს, მერე კი სასხვათაშორისოდ უთხარით, რომ ქალის ოთახში ყოველთვის უნდა იდგეს ცოცხალი ყვავილების თაიგული. ჭკვიანი კაცისთვის ასეთი გადაკრული ნათქვამი სავსებით საკმარისია.

მიზეზი მეორე - პრაქტიკულობა

თქვენს თაყვანისმცემელს საჩუქრები ფულის უაზრო ხარჯვად მიაჩნია. ის მკაცრად დაგეგმილი ბიუჯეტით ცხოვრებას არის მიჩვეული.

როგორ მოიქცეთ?

როცა ის პაემანზე მიგიპატიჟებთ, უარი უთხარით და ასეთი არგუმენტი მოიყვანეთ: გზის ფული უსაფუძვლო დანახარჯია; თუ მას ასე ძალიან სურს თქვენთან შეხვედრა, მაშინ თვითონ მოგაკითხოთ სადარბაზოსთან!

ლამაზი პაემნები სურს? მაშ, რა უშლის ხელს მათ მოწყობაში? ბიუჯეტისადმი ისეთი სერიოზული დამოკიდებულება აქვს, როგორც ჩანს, კარგი ორგანიზატორიც უნდა იყოს. დაე, მოაწყოს ისეთი შეხვედრები, რომ შემდეგ არ ინანოს დახარჯული ფულის გამო.

მიზეზი მესამე - მეშჩანურ ტრადიციებზე უარის თქმა

მას შეურაცხმყოფლად მიაჩნია ქალის ყურადღების “ყიდვა”. დარწმუნებულია, რომ ნამდვილი გრძნობისთვის ყოველგვარი პირობითობა ზედმეტია.

როგორ მოიქცეთ?

შესთავაზეთ ალტერნატივა. არ სურს, პრინციპებს უღალატოს? კეთილი, ნუ მოგართმევთ თაიგულს, მაშ, დაგიხატოთ ის, ან მოგიძღვნათ ლექსი. ერთი სიტყვით, თუ ეს მამაკაცი გიყვართ მის ღირსებათა გამო, ნაკლოვანებებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. გამოიჩინეთ მოთმინება და ფანტაზია და ურთიერთობაც ნელ-ნელა მოგვარდება.

და კიდევ: თუ ბინისთვის ან მანქანისთვის ფულის შეგროვება გსურთ, უკეთეს პარტნიორს ვერ იპოვით.