/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

რატომ გვეხვევა თავბრუ

რატომ გვეხვევა თავბრუ
დიდი ხანია, ჩემი ქმარი თავბრუხვევას უჩივის. ექიმმა მას კისრის ოსტეოქონდროზის დიაგნოზი დაუსვა.

ეგებ გამარკვიოთ, რა კავშირი აქვს კისრის ოსტეოქონდროზს ამ ჩივილთან და კიდევ რომელი დაავადებები იწვევს თავბრუხვევას.

თავბრუხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომლის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ. სიხშირით მას მეორე ადგილი უკავია ნევროლოგიურ დაავადებებს შორის თავის ტკივილის შემდეგ. თავბრუხვევად ხშირად მიიჩნევენ სრულიად სხვადასხვა შეგრძნებებს:

არამყარობას, გაბრუებას, საკუთარი სხეულის ან ირგვლივ არსებული საგნების ტრიალის ილუზიას. ჭეშმარიტ თავბრუხვევად მიჩნეულია სხეულის ან გარშემო მყოფი საგნების ბრუნვის, ვარდნის ან ქანაობის ილუზორული შეგრძნება. იგი კარუსელზე ჩქარი ტრიალის მსგავსია.

თავბრუხვევის მიზეზები

არსებობს თავბრუხვევის 80-მდე მიზეზი. ათიდან ორ შემთხვევაში იგი გამოწვეულია შიგნითა ყურის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებით. ცენტრალური თავბრუხვევა დაკავშირებულია თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებასთან. თავბრუხვევის ხასიათი, შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა ექიმს მისი ჭეშმარიტი მიზეზის დადგენაში ეხმარება.

ფსიქოგენური თავბრუხვევა

ფსიქოგენური თავბრუხვევა გაურკვეველი შეგრძნებაა, რომელიც თავს იჩენს ემოციური დარღვევის დროს. ფსიქოგენური თავბრუხვევის კლინიკური გამოვლინებებია:

  • უჰაერობა, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, ძილის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, შებერილობა, დისკომფორტი მუცლის არეში;
  • თავბრუხვევა, აღმოცენებული სპონტანურად ან კიბეზე ასვლის დროს, ხიდზე, მეტროში, ხალხმრავალ ადგილებში და სხვ.;
  • “თავში ბურუსის”, “მსუბუქი თრობის” ან “დაცემის შიშის” მსგავსი შეგრძნება.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ფსიქოგენურ თავბრუხვევას ზოგჯერ თან სდევს შიში და შფოთვა.

რა შუაშია ხერხემალი

ხერხემლის კისრის ნაწილი, ვესტიბულურ და მხედველობის სისტემებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონასწორობის დაცვაში. ხერხემლის კისრის ნაწილის კუნთებში და ხერხემლის მალებს შორის არსებული სახსრების კაფსულებში მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები - რეცეპტორები. რეცეპტორები აქტიურდება კისრის მოძრაობის, სახსრების კაფსულების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის დროს და თავის ტვინს აწვდის ინფორმაციას სივრცეში თავის მდებარეობის შესახებ.

კისრის მიდამოს პათოლოგიური ცვლილებების დროს ინფორმაცია გაუკუღმართებულია და თავის ტვინი სივრცეში თავის მდებარეობას არასწორად განსაზღვრავს, რაც თავბრუხვევად აღიქმება. ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიის დროს შესაძლოა დაირღვეს თავის ქალადან ვენური სისხლის უკუდენა, რაც იწვევს ქალასშიდა და ყურისშიდა წნევების ხანმოკლე მომატებას. ამის შედეგად აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება თავში, შუილი და დაგუბების შეგრძნება ყურებში.

რა სიმპტომებით ვლინდება ხერხემლის კისრის მიდამოს დაზიანება?

ამ დროს ხშირია:

  • თავბრუხვევა, არამყარობა, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა. სიმპტომები ძლიერდება ხერხემლის კისრის ნაწილში სწრაფი მოძრაობისას (თავის დახრა, მიბრუნება-მობრუნება, ზევით ახედვა).
  • კისრის მიდამოში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი, ასევე - ტკივილი კეფის არეში საფეთქელსა და თვალში გადაცემით, კისრის უკანა ზედაპირზე კუნთების დაჭიმულობა, რასაც ხშირად თან ახლავს თავბრუხვევა.

უმეტესად ვინ უჩივის ასეთ თავბუხვევას?

კისრისმიერ თავბრუხვევას ხშირად უჩივიან ფსიქოემოციურად დატვირთული და სტრესული სამსახურის მქონე პირები. შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის არარსებობის ფონზე სტრესი იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობას. ამას, წესისამებრ, ყურადღებას არ აქცევენ. განმეორებითი სტრესის დროს ძლიერდება კისრის კუნთების დაჭიმულობა, იცვლება სისხლის მიმოქცევა, რასაც საბოლოოდ თავბრუხვევამდე მივყავართ.

კისრისმიერი თავბრუხვევა ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებმაც ავტოავარიის დროს გადაიტანეს კისრის შოლტისებური ტრავმა.

კისრისმიერი თავბრუხვევისკენ მიდრეკილნი არიან ქალები გრძელი, მოქნილი “გედის” კისრით.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

ხერხემლის კისრისმიერი თავბრუხვევის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე. ამ დროს სპეციალური ტესტებით იკვლევენ ხერხემლის კისრის ნაწილის როლს თავბრუხვევის განვითარებაში. აუცილებელია ხერხემლის ამ ნაწილის რენტგენგრაფიული გამოკვლევა ფუნქციური ცდებით, სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია.

როგორ მკურნალობენ?

ამ დროს მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს მედიკამენტურ და მანუალურ თერაპიას, პოსტიზომეტრიულ რელაქსაციას. ამ დროს აღდგება მოძრაობის ნორმალური დიაპაზონი, იხსნება კუნთების პათოლოგიური სპაზმი, რასაც ნერვული იმპულსაციისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება მოჰყვება. მანუალური თერაპიის შემდეგ თავბრუხვევა ხშირად სრულიად ქრება. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ცურვა, კისრის სპეციალური ვარჯიშები.

კომენტარები (3)
Tika
Namdvilad aseti simptomebimaq damidgines kidec rom dzlieri tavbrusxvevas osreoxondrozi iwvevs....
თარიღი : 24-04-2018
vero
ზალიან კმაყოპილი ვარტ ტქვენი რჩევებით
თარიღი : 29-07-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის და როგორ მუშაობს ცირკადული რიტმი
რა არის და როგორ მუშაობს ცირკადული რიტმი
ცირკადული რიტმი ახასიათებს ყველა ადამიანს, ისევე როგორც ცხოველებს, მცენარეებს და მწერებსაც კი.
სრულად
შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები
შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები
მედიცინის ისტორიაში იმდენი უცნაური ფაქტი, სასწაულებრივი გამოჯანმრთელების იმდენი შემთხვევაა აღნუსხული, რომ მათ შესახებ ათასობით ნაშრომი დაიწერება. სამწუხაროდ,
სრულად
პრენატალური დიაგნოსტიკა
პრენატალური დიაგნოსტიკა
ყოველი ქალი, შეიტყობს თუ არა, რომ ორსულად არის, უპირველეს ყოვლისა, კითხულობს: "ხომ ყველაფერი რიგზე აქვს ჩემს პატარას?"
სრულად
გამყიდველი ფრჩხილები
გამყიდველი ფრჩხილები
დიდი ბრიტანეთის ადამიანის გენეტიკის კომისია მოითხოვს, გენეტიკურ ინფორმაციას კანონი იცავდეს. ამისთვის საჭიროა-
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რატომ გვეხვევა თავბრუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვეხვევა თავბრუ

ეგებ გამარკვიოთ, რა კავშირი აქვს კისრის ოსტეოქონდროზს ამ ჩივილთან და კიდევ რომელი დაავადებები იწვევს თავბრუხვევას.

თავბრუხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომლის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ. სიხშირით მას მეორე ადგილი უკავია ნევროლოგიურ დაავადებებს შორის თავის ტკივილის შემდეგ. თავბრუხვევად ხშირად მიიჩნევენ სრულიად სხვადასხვა შეგრძნებებს:

არამყარობას, გაბრუებას, საკუთარი სხეულის ან ირგვლივ არსებული საგნების ტრიალის ილუზიას. ჭეშმარიტ თავბრუხვევად მიჩნეულია სხეულის ან გარშემო მყოფი საგნების ბრუნვის, ვარდნის ან ქანაობის ილუზორული შეგრძნება. იგი კარუსელზე ჩქარი ტრიალის მსგავსია.

თავბრუხვევის მიზეზები

არსებობს თავბრუხვევის 80-მდე მიზეზი. ათიდან ორ შემთხვევაში იგი გამოწვეულია შიგნითა ყურის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებით. ცენტრალური თავბრუხვევა დაკავშირებულია თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებასთან. თავბრუხვევის ხასიათი, შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა ექიმს მისი ჭეშმარიტი მიზეზის დადგენაში ეხმარება.

ფსიქოგენური თავბრუხვევა

ფსიქოგენური თავბრუხვევა გაურკვეველი შეგრძნებაა, რომელიც თავს იჩენს ემოციური დარღვევის დროს. ფსიქოგენური თავბრუხვევის კლინიკური გამოვლინებებია:

  • უჰაერობა, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, ძილის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, შებერილობა, დისკომფორტი მუცლის არეში;
  • თავბრუხვევა, აღმოცენებული სპონტანურად ან კიბეზე ასვლის დროს, ხიდზე, მეტროში, ხალხმრავალ ადგილებში და სხვ.;
  • “თავში ბურუსის”, “მსუბუქი თრობის” ან “დაცემის შიშის” მსგავსი შეგრძნება.

ფსიქოგენურ თავბრუხვევას ზოგჯერ თან სდევს შიში და შფოთვა.

რა შუაშია ხერხემალი

ხერხემლის კისრის ნაწილი, ვესტიბულურ და მხედველობის სისტემებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონასწორობის დაცვაში. ხერხემლის კისრის ნაწილის კუნთებში და ხერხემლის მალებს შორის არსებული სახსრების კაფსულებში მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები - რეცეპტორები. რეცეპტორები აქტიურდება კისრის მოძრაობის, სახსრების კაფსულების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის დროს და თავის ტვინს აწვდის ინფორმაციას სივრცეში თავის მდებარეობის შესახებ.

კისრის მიდამოს პათოლოგიური ცვლილებების დროს ინფორმაცია გაუკუღმართებულია და თავის ტვინი სივრცეში თავის მდებარეობას არასწორად განსაზღვრავს, რაც თავბრუხვევად აღიქმება. ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიის დროს შესაძლოა დაირღვეს თავის ქალადან ვენური სისხლის უკუდენა, რაც იწვევს ქალასშიდა და ყურისშიდა წნევების ხანმოკლე მომატებას. ამის შედეგად აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება თავში, შუილი და დაგუბების შეგრძნება ყურებში.

რა სიმპტომებით ვლინდება ხერხემლის კისრის მიდამოს დაზიანება?

ამ დროს ხშირია:

  • თავბრუხვევა, არამყარობა, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა. სიმპტომები ძლიერდება ხერხემლის კისრის ნაწილში სწრაფი მოძრაობისას (თავის დახრა, მიბრუნება-მობრუნება, ზევით ახედვა).
  • კისრის მიდამოში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი, ასევე - ტკივილი კეფის არეში საფეთქელსა და თვალში გადაცემით, კისრის უკანა ზედაპირზე კუნთების დაჭიმულობა, რასაც ხშირად თან ახლავს თავბრუხვევა.

უმეტესად ვინ უჩივის ასეთ თავბუხვევას?

კისრისმიერ თავბრუხვევას ხშირად უჩივიან ფსიქოემოციურად დატვირთული და სტრესული სამსახურის მქონე პირები. შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის არარსებობის ფონზე სტრესი იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობას. ამას, წესისამებრ, ყურადღებას არ აქცევენ. განმეორებითი სტრესის დროს ძლიერდება კისრის კუნთების დაჭიმულობა, იცვლება სისხლის მიმოქცევა, რასაც საბოლოოდ თავბრუხვევამდე მივყავართ.

კისრისმიერი თავბრუხვევა ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებმაც ავტოავარიის დროს გადაიტანეს კისრის შოლტისებური ტრავმა.

კისრისმიერი თავბრუხვევისკენ მიდრეკილნი არიან ქალები გრძელი, მოქნილი “გედის” კისრით.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

ხერხემლის კისრისმიერი თავბრუხვევის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე. ამ დროს სპეციალური ტესტებით იკვლევენ ხერხემლის კისრის ნაწილის როლს თავბრუხვევის განვითარებაში. აუცილებელია ხერხემლის ამ ნაწილის რენტგენგრაფიული გამოკვლევა ფუნქციური ცდებით, სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია.

როგორ მკურნალობენ?

ამ დროს მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს მედიკამენტურ და მანუალურ თერაპიას, პოსტიზომეტრიულ რელაქსაციას. ამ დროს აღდგება მოძრაობის ნორმალური დიაპაზონი, იხსნება კუნთების პათოლოგიური სპაზმი, რასაც ნერვული იმპულსაციისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება მოჰყვება. მანუალური თერაპიის შემდეგ თავბრუხვევა ხშირად სრულიად ქრება. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ცურვა, კისრის სპეციალური ვარჯიშები.


ენდოლიმფური ჰიდროფსი

ენდოლიმფური ჰიდროფსი (ლაბირინთის ჰიდროფსი, შიდა ყურის წყალმანკი) შიდა ყურის სმენითი და ვესტიბულური ნაწილის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ენდოლიმფის მოცულობის მომატებით და მის შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტების თანაფარდობის ცვლილებით. ენდოლიმფა სითხეა, რომლითაც ამოვსებულია შიდა ყურის სტრუქტურები - ლოკოკინა და ნახევარრკალოვანი არხები.

რატომ იმატებს შიგნითა ყურში სითხის რაოდენობა?

ზოგიერთ შემთხვევაში ენდოლიმფური ჰიდროფსის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ პირველად ანუ იდიოპათიურ ჰიდროფსს. იგი ცნობილია როგორც მენიერის დაავადება. მეორეული ენდოლიმფური ჰიდროფსის (მას ხშირად მენიერის სინდრომსაც უწოდებენ) ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ხერხემლის კისრის ნაწილის ბიომექანიკური ცვლილებები (ოსტეოქონდროზი), ენდოკრინული დაავადებები, ალერგია, ინფექციები და სხვა.

სიმპტომები

ენდოლიმფური ჰიდროფსი ვლინდება:

  • ყურების შუილით და დაგუბების შეგრძნებით;
  • სმენის დაქვეითებით;
  • მწვავე თავბრუხვევით, რომელიც საათობით გრძელდება და თან ახლავს გულისრევა და პირღებინება ან მსუბუქი შექანება;
  • რწევა სიარულის დროს.

შეტევა გრძელდება ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე. ახასიათებს გამეორება (2-3 დღეში ერთხელ). შუალედებში სიმპტომები, გარდა სმენის დაქვეითებისა, ქრება. განმეორებითი შეტევა აუარესებს სმენადობას.

დაავადების საერთო ხანგრძლივობა უცნობია, ხანდახან ის ათეულობით წელიწადს გასტანს. ავადდებიან უმეტესად 30-50 წლის ქალები.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

პაციენტმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოს ექიმ ოტონევროლოგს, რომელმაც ჩივილებისა და ტესტირების შემდეგ შეიძლება ენდოლიმფური ჰიდროფსი ივარაუდოს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიზანშეწონილია ნევროლოგის, აუდიოლოგის კონსულტაცია.

როგორ მკურნალობენ?

მკურნალობის მიზანია ენდოლიმფის მოცულობისა და შემადგენლობის მუდმივობის უზრუნველყოფა. მკურნალობა კომბინირებულია და მოიცავს:

  • სპეციალურ დიეტას;
  • შარდმდენებს;
  • პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ენდოლიმფის რაოდენობისა და შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნებას (ასეთია, მაგალითად, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი (ბეტასერკი, ვაზოსერკი)).

როდესაც თავბრუხვევა ხშირია, შესაძლოა დაინიშნოს სედაციური პრეპარატი. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი.

მეორეული ენდოლიმფური ჰიდროფსის დროს აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა.

თავის ტვინი და თავბრუხვევა

თავის ტვინის დაავადებების დროს თავბრუხვევა იზოლირებულად ძალიან იშვიათად წარმოიშობა. იგი ერწყმის შემდეგ სიმპტომებს:

  • მეტყველების დარღვევას;
  • გაორებას;
  • კიდურების სისუსტეს;
  • მეხსიერების დარღვევას;
  • დაბუჟებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას სხეულის რომელიმე ნაწილში.

სმენა იშვიათად უარესდება, იშვიათია ყურების შუილიც. ასეთი თავბრუხვევა უმეტესად თან ახლავს ინსულტს (გარდამავალ იშემიურ შეტევას), სიმსივნეს, შაკიკს, გაფანტულ სკლეროზს, კისრისა და თავის ტრავმებს.

ცენტრალური წარმოშობის თავბრუხვევის თავისებურებები

  • ინსულტის დროს თავბრუხვევისთვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი, თან ახლავს გაორება, მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევა. თავბრუხვევა, წესისამებრ, გრძელება რამდენიმე დღე.
  • ტვინის სიმსივნის დროს თავბრუხვევა იწყება თანდათანობით და თან ახლავს მზარდი თავის ტკივილი. დამახასიათებელია თავის ტკივილის გაძლიერება სხეულის განსაზღვრული მდგომარეობის დროს.
  • ტრავმის დროს თავბრუხვევა ზოგჯერ მაშინვე იწყება, ზოგჯერ - გარკვეული ხნის შემდეგ. ინტრაკრანიული სისხლჩაქცევის გამოსარიცხად მიზანშეწონილია თავის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა.

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა წარმოადგენს თავბრუხვევის ტიპს, რომელიც გამოწვეულია შიდა ყურის ვესტიბულური აპარატის დაავადებით. თავბრუხვევის შემთხვევათა საერთო რიცხვში მისი წილი 17%-ია. უმეტესად ავადდებინ ქალები.

შიდა ყურში მდებარეობს ორი რეცეპტორი - სმენისა და ვესტიბულური, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წონასწორობის დაცვაში. შიგნითა ყურის ვესტიბულური ნაწილი წარმოდგენილია სფერული და ელიფსური პარკებით და სამი ნახევარრკალოვანი არხით. ნახევარრკალოვანი არხების რეცეპტორები მგრძნობიარენი არიან კუთხური აჩქარების მიმართ, ხოლო პარკებისა - ხაზოვანი აჩქარების მიმართ და წარმოადგენენ ფირფიტებს, რომლებიც შედგება მუკოპოლისაქარიდული ჟელესგან მასში განთავსებული ბოჭკოებით და კალციუმის კარბონატის მცირე (0,5-30 მკმ დიამეტრის) კრისტალებისგან - სტატოლითებისგან. ამა თუ იმ მიზეზით (თავის ტრავმის, ყურის ანთებითი დაავადებების, სიბერის გამო და სხვ.) პარკების რეცეპტორები შესაძლოა დაირღვეს, სტატოლითები გამოთავისუფლდეს და ნახევარრკალოვან არხებში არსებულ სითხეში გადაადგილება იწყოს. ამ შემთხვევაში თავის მკვეთრი გატოკებისას სტატოლითები ამოძრავდება და შიგნითა ყურის ჰიდროდინამიკას არღვევს, რაც ბრუნვისა და ტრიალის შეგრძნებას განაპირობებს. თავბრუხვევას შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა-პირღებინება და რწევის შეგრძნება. ეს შესაძლოა რამდენიმე საათიც გაგრძელდეს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევის დროს ტრიალის შეგრძნებას თან ახლავს თვალების უნებლიე მოძრაობა (ნისტაგმი). ექიმის ამოცანაა, გარკვეული მეთოდით გამოიწვიოს შეტევა ან დააკვირდეს ნისტაგმის მიმართულებას და მისცეს მას ადეკვატური შეფასება.

როგორ მკურნალობენ

არსებობს მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: პირველია სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ვესტიბულური აპარატის ადაპტაციისთვისაა გამიზნული, მაგრამ ვერ ჭრის პრობლემას, რომელიც დაავადებას უდევს საფუძვლად.

მეორეა პოზიციური სამკურნალო მანევრები: ექიმს შეუძლია, პაციენტის თავის ამოძრავებით ხელი შეუწყოს სტატოლითების გადაადგილებას ნახევარრკალოვანი არხებიდან შიგნითა ყურის იმ უბნამდე, სადაც ისინი ვეღარ შეძლებენ ვესტიბულური აპარატის გაღიზიანებას.

ეს პროცედურა უმტკივნეულოა და 15-დან 30 წუთამდე გრძელდება. ხშირად ეფექტი პირველივე სეანსს მოჰყვება, იშიათად შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს პროცედურის გამეორება.


პერილიმფური ფისტულა

შიგნითა ყური წარმოადგენს ძვლოვან ლაბირინთს (ლოკოკინა, ნახევარრკალოვანი არხები), მის შიგნით კი მოთავსებულია მემბრანული ლაბირინთი, რომელიც იმეორებს ძვლოვანის ფორმას. მემბრანული ლაბირინთი ამოვსებულია ენდოლიმფით, ხოლო მასა და ძვლოვან ლაბირინთს შორის მდებარეობს პერილიმფა (პერილიმფური სივრცე). თითოეული სითხე ნორმალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს მუდმივ მოცულობას და ელექტროლიტურ ბალანსს (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი და სხვ.). პერილიმფური ფისტულა კი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პერილიმფა გამოდის პერილიმფური სივრციდან ძვლოვანი ლაბირინთის დაზიანების გამო. პერილიმფური ფისტულის განვითარებას ხელს უწყობს:

  • შუა და შიგნითა ყურის ტრავმები (ქალა-ტვინის ტრავმა,საფეთქლის ძვლის დაზიანება, აკუსტიკური და ბაროტრავმა, ყურის პოსტოპერაციული გართულებები);
  • ქალასშიდა წნევის მკვეთრი ცვლილებები (ქალა-ტვინის ტრავმა, ვენური უკუდენის დარღვევა, მნიშვნელოვანი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვა);
  • ქრონიკული ოტიტი (ყურის ანთება);
  • შიგნითა ყურის თანდაყოლილი ანომალიები.

როგორ ვლინდება

პერილიმფური ფისტულის სიმპტომებია უეცარი ცალმხრივი სიყრუე, ყურის შუილი, თავბრუხვევა და ღებინება, რომელიც პაციენტების ნახევარს აღენიშნება.

როგორ სვამენ დიაგნოზს

პერილიმფური ფისტულის დიაგნოსტირება რთულია, ვინაიდან სიმპტომებით ძალიან ჰგავს შიგნითა ყურის სხვა დაავადებებს (მაგალითად, მენიერის დაავადებას) და სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევას. დიფერენცირებისთვის მიზანშეწონილია კომპლექსური გამოკვლევა, მათ შორის - აუდიოლოგიური და ვესტიბულური ტესტირებაც.

როგორ მკურნალობენ

პერილიმფური ფისტულის ეფექტური მკურნალობისთვის საჭიროა ექიმთან დროულად მისვლა. ათიდან 3-5 შემთხვევაში ფისტულა იხურება სპონტანურად ან კონსერვატიული მკურნალობის შედეგად, რაც გულისხმობს სიმშვიდეს და სისხლძარღვოვანი პრეპარატების მიღებას, სხვა შემთხვევებში კი ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი.

ვესტიბულური ნერვის დაზიანება

ვესტიბულური ნევრიტის მიზეზი უმეტესად ინფექციური დაავადება, სისხლძარღვოვანი დაავადება ან წამლისმიერი ინტოქსიკაციაა. ნევრიტის გამომწვევი ინფექციური აგენტებია: მარტივი ჰერპესის ვირუსი, შემომსარტყლავი ლიქენი, ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ადენოვირუსი, A და B გრიპის ვირუსები, პარაგრიპის ვირუსი, ყბაყურასა და წითელას ვირუსები, ასევე - სპიროქეტა და სოკო.

სისხლძარღვოვანი წარმოშობის ნევრიტს ხშირად ვხვდებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ასაკოვან (50 წელს გადაცილებულ) პაციენტებთან. ხელშემწყობი ფაქტორებია თამბაქოს წევა, ლიპიდური ცვლის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, არითმია და სხვა.

როგორ ვლინდება

ვესტიბულური ნევრიტისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი, ძლიერი თავბრუხვევა, შეუჩერებელი ღებინება, ტრიალის შეგრძნება, რომელიც ძლიერდება ადგომისა და თავის გატოკების დროს. სიმპტომები უმეტესად 2-3 დღეში გაივლის, ხოლო საბოლოო გამოჯანმრთელებას ვესტიბულური აპარატის კომპენსატორული ფუნქციები 2-3 კვირაში უზრუნველყოფს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

წესისამებრ, დიაგნოზს სვამენ პაციენტის ჩივილების საფუძველზე, სპეციალურ გამოკვლევებს ეს დაავადება არ მოითხოვს, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც სიმპტომები გრძელდება თვეზე მეტხანს ან გარკვეული პერიოდულობით მეორდება.

როგორ მკურნალობენ

ტრანკვილიზური და სედაციური საშუალებები წარმოადგენს ვესტიბულური ფუნქციის დეპრესორებს, აფერხებს ვესტიბულურ კომპენსაციას, ამიტომ მათი დანიშვნისგან თავის შეკავება ჯობია. ღებინების საწინააღმდეგო და სედაციური პრეპარატების გამოყენება საჭიროა შეზღუდული დოზებით იმ პერიოდში, როდესაც ვესტიბულურ კომპენსაციაზე ზემოქმედება არ ხდება. მიზანშეწონილია ვესტიბულურ კომპენსაციაზე დადებითი ზემოქმედების მქონე პრეპარატების მიღება. პაციენტებს, რომლებსაც თავბრუხვევა რამდენიმე კვირა უგრძელდებათ, ვესტიბულურ ვარჯიშებს ურჩევენ. ეს ვარჯიშები შიგნითა ყურის ფიზიოლოგიურ სტიმულირებას უზრუნველყოფს. მათი დანიშნულებაა მხედველობის სტაბილიზაცია, სპონტანური ნისტაგმის ლიკვიდირება.

თავბრუხვევა და შაკიკი

შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია შეტევითი, მოპულსირე თავის ტკივილი. ხშირად შეტევას თან ახლავს გაღიზიანება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება და თავბრუხვევა. შაკიკით დაავადებულთა 70%-ს სხვადასხვა ხასიათის თავბრუხვევა აღენიშნება. მან შესაძლოა თავი იჩინოს როგორც შაკიკის შეტევის, ისე შეტევათა შორის პერიოდშიც.

ვესტიბულური დარღვევები უმეტესად ბაზილარულ შაკიკს ახლავს თან. თავბრუხვევა წინ უძღვის თავის ტკივილის შეტევას, გრძელდება ერთი წუთიდან ერთ საათამდე და თან ახლავს ყურების შუილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები.

შაკიკს სპეციალიზებულ დაწესებულებებში მკურნალობენ.