/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

ვესტიბულური აპარატის დარღვევები

ვესტიბულური აპარატის დარღვევები
ვესტიბულური აპარატი შიგნითა ყურში არსებული ორგანოა, რომელიც სხეულის მოძრაობის აღქმას, აგრეთვე მდებარეობის და წონასწორობის შენარჩუნებას ემსახურება. ა

ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური, დაბალანსებული ფუნქციობა აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. აქედან გამომდინარე, ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული ფუნქციების დარღვევა მოსდევს. ვესტიბულური ანალიზატორის ამა თუ იმ ნაწილში მომხდარი დარღვევის დროს წარმოიშობა სპეციფიკური სიმპტომები, რომელთა ანალიზიც საშუალებას აძლევს ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს), დაადგინოს დაავადების ლოკალიზაცია - შიდა ყურის რეცეპტორებიდან დაწყებული, დამთავრებული თავის ტვინის ქერქით.

  • ვესტიბულური აპარატის დარღვევის სიმპტომები

ყველაზე ხშირად ამ სიმპტომების სათავე შიგნითა ყურის, ქალას უკანა ღრმულის, წინაკარ-ლოკოკინას ნერვის ან თავის ტვინის ვესტიბულური ბირთვების მიდამოში განვითარებული შეშუპებაა, რომელსაც თან სდევს ქალასშიგა ჰიპერტენზია.

პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვესტიბულური აპარატის ფუნქციობის დარღვევის მანიშნებელ სიმპტომებს იწვევს, შეიძლება იყოს სიმსივნური, ანთებითი ან სისხლძარღვოვანი წარმოშობისა.

ვესტიბულური აპარატის დარღვევების ძირითადი გამოვლინებებია:

  1. თავბრუსხვევის შეგრძნება;
  2. თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა – ნისტაგმი.

გარდა ამისა, გვხვდება თანამდევი გამოვლინებებიც, როგორიცაა:

  1. გულისრევა;
  2. ღებინება;
  3. წონასწორობის დარღვევა;
  4. სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
  5. სუნთქვის რიტმის;
  6. პულსის ცვლილება;
  7. არტერიული წნევის "თამაში";
  8. ოფლდენის გაძლიერება;
  9. სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის შეცვლა;
  10. სახისა და კისრის გაწითლება ან სიფითრე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვესტიბულური დარღვევების სიმპტომებმა შეიძლება ერთბაშად იჩინოს თავი ან შეტევითი ხასიათი მიიღოს შეტევებს შორის მეტ-ნაკლები ინტერვალებით, მაგალითად, ისე, როგორიც მენიერის დაავადების დროსაა. შეტევებს შორის პაციენტი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს, თუმცა ვესტიბულური დარღვევები ხშირად მაინც შეინიშნება, ვთქვათ, თავის მდგომარეობის შეცვლის დროს, მკვეთრი სუნის შეგრძნებისას, ხმაურის გაგონებისას, ჰაერის ტენიანობის შეცვლისას და სხვა.

იმ ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა, რომლებიც ვესტიბულურ დარღვევებს იწვევს, მოითხოვს ავადმყოფის დეტალურ გამოკვლევას აუდიომეტრიის, ხერხემლის არტერიების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა თანამედროვე სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებით.

  • დაავადებები, რომლელთა დროსაც წარმოიშობა ვესტიბულური აპარატის დარღვევები

    • კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუხვევა

შეკითხვა ექიმს
<p>-ყელში მომხვდა ხელი, მტკივა და მიჭირს ნერწყვის გადაყლაპვა. რას მირჩევთ?</p>

კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუხვევა ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, მაგრამ ყველაზე ხშირად 60 წლის შემდეგ გვხვდება. კლინიკურ პრაქტიკაში ეს ვესტიბულური თავბრუხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია. ზოგჯერ მას წინ უძღვის ქალა-ტვინის ტრავმა, ოტიტი, იშემია ვერტებრო-ბაზილარულ აუზში, ათიდან ხუთ შემთხვევაში კი მიზეზი უცნობი რჩება.

კლინიკური სურათი მკვეთრად დამახასიათებელია: თავბრუხვევის ხანმოკლე შეტევები, რომლებიც მეორდება ყოველთვის, როცა კი პაციენტი სხეულის მდებარეობას შეიცვლის - წამოდგება საწოლიდან ან დაწვება, გვერდზე გადაბრუნდება, დახრის ან უკან გადასწევს თავს. პაციენტების დაახლოებით ნახევარში ხშირი შეტევებით მიმდინარე გამწვავებებს სპონტანური რემისიები ენაცვლება. რემისია შეიძლება რამდენიმე თვეს ან რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.

    • ვესტიბულური ნევრიტი

ასევე დაგაინტერესებთ
ხმაური ყურებში - A და B ჯგუფის ვიტამინები, ასევე დამამშვიდებელი საშუალებები, მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ
კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება

ვესტიბულური ნევრიტი (ვესტიბულური ნეირონიტი, მწვავე პერიფერიული ვესტიბულოპათია) ვესტიბულური აპარატის დარღვევის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. ის პერიფერიული ვესტიბულური აპარატის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებას უკავშირდება. ვესტიბულური ნევრიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ მის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანი ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებას გადაიტანს, რაც ვესტიბულური ნევრიტის ვირუსულ ბუნებაზე მიუთითებს.

მწვავედ აღმოცენდება ძლიერი ბრუნვითი თავბრუხვევა, გულისრევა, განმეორებითი ღებინება, ჰორიზონტალურ-როტაციული ნისტაგმი სწრაფი ფაზით, რომელიც ჯანმრთელი ყურისკენ არის მიმართული. თავბრუხვევას თავის ოდნავი მოძრაობაც კი აძლიერებს, ამიტომ ავადმყოფები ზოგჯერ განზრახ იკავებენ თავს.

მძიმე თავბრუხვევა, ჩვეულებრივ, 3-4 დღე გრძელდება, მაგრამ ჯანმრთელობის სრული აღდგენა რამდენიმე კვირას მოითხოვს, ხანდაზმულებს კი შესაძლოა რამდენიმე თვეც დასჭირდეთ. იშვიათად რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ვითარდება რეციდივი.

თუ მდგომარეობა ერთი თვის მანძილზე არ გამოსწორდა, აუცილებელია კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ცენტრალური დაზიანება. აუცილებელია აუდიომეტრიის ჩატარებაც მენიერის დაავადების გამოსარიცხად.

    • ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა

ხანდაზმულებში ვესტიბულური აპარატის დარღვევას ხშირად ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა უდევს საფუძვლად. თავბრუხვევის მიზეზი შეიძლება იყოს ლაბირინთის, ვესტიბულური ნერვის და/ან ღეროს იშემია. თავბრუხვევა, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება, იწყება მწვავედ.

ხშირად თან სდევს გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა. ღეროს მიმდებარე ნაწილების იშემია დამატებით სიმპტომებს იწვევს: მხედველობის დარღვევას, გაორებას, დიზართრიას, დაცემას, ქვედა კიდურების სისუსტესა და დაბუჟებას.

არცთუ იშვიათად თავბრუხვევის შეტევები ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის პირველი ნიშნია, მაგრამ თუ ასეთი მოვლენები რამდენიმე თვე და მით უმეტეს წელი გაგრძელდა, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის დიაგნოზი ეჭვის ქვეშ დგება.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის, ბაზილარული ან ლავიწის არტერიების ათეროსკლეროზი, იშვიათად - კარდიოგენული ემბოლია, სისხლის "შესქელება", ვასკულიტები და სხვა. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა იშვიათად თუ აიხსნება ხერხემლის არტერიების მექანიკური კომპრესიით, რომელიც კისრის ოსტეოქონდროზით არის განპირობებული.

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა ვესტიბულური აპარატის დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს შიდა სასმენი არტერიის დახშობით, ქრონიკული ორმხრივი ვესტიბულოპათიით, მენიერის დაავადებით, გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმით, სიმსივნით, ბაზილარული შაკიკითა და ყურის სხვა დაავადებებით, ეპილეფსიით.

ვესტიბულური აპარატის დარღვევების დროს აუცილებელია მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, რომელიც, თუ საჭიროდ მიიჩნია, საქმეში ნევროლოგსაც ჩართავს, სპეციფიკური გამოკვლევების შემდეგ ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

კომენტარები (8)
luka
xalxno dzalian gtxovt vinc inkurnalet es ragaca vestibularuli sistemaa tu racaa an icit vis mivmarto tavbrusxveva ar gamdis gamacames ekimebma sul tkvili mkirnalobebit da darcmunebuli var ro es mjirs ubralod arvici romel klinikashi cavide vinaa ekimi verapers vpoulob gtxovt rame mirchiet
თარიღი : 14-08-2021
შორენა
მე მაქვს ეს უბედურება და თუ შეიძლება ვინმე კარგი სპეციალისტი.მირჩიეთ რომ ნორმალური და სრულფასოვანი გამოკვლევები ჩამიტაროს და მიმკურნალოს
თარიღი : 13-10-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ყელის ტკივილით გაღვიძების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს.
სრულად
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებაა.
სრულად
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“

(რინოპლასტიკა და მისი ახალგაზრდა დიდოსტატი გეგი კირთაძე)
სრულად
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი

ჰაიმორიტი, რომელიც ზედა ყბის სინუსიტის სახელწოდებითაც არის ცნობილი, ზედა ყბის სინუსის (იმავე ჰაიმორის წიაღის) ლორწოვანი გარსის ანთებაა.
სრულად
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
ყლაპვის დარღვევა ანუ დისფაგია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ძნელდება საკვები გუნდის გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავში.
სრულად
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების ანთებაა. ის რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობს ბავშვებს შორის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ყელი, ყური, ცხვირი

-გამარჯობა. ახლახანს მქონდა საშინელი ვირუსი, ძლივს გამოვედი, თუმცა დამრჩა ყურის ანთება. სამი დღე ძლიერად მტკიოდა ყური, ხელს ვერ ვიკარებდი, პირველ დღეს მცირე ვარდისფერი გამონადენი, მერე ცოტა მოყვითალო გამონადენი და მორჩა, მეტი არაფერი არ მქონია. ყურის წვეთები, ოტიპაქსი და ნელადექსი უარესად მატკიებდა ყურს, ამიტომ სამ დღეზე მეტხანს არ მიხმარია. მერე დავლიე აუგმენტინი და მალევე მომეხსნა ყველანაირი სიმპტომი. დამრჩა მხოლოდ ყურის დაგუბება და შუილი ყურში. ნერწყვის ყლაპვისას მესმის ყურში წკაპუნის ხმა. როგორც მითხრეს ევსტაქის მილის ანთება იქნებოდა და მილის გახსნის ხმა მესმის. სადღაც 8ან 9 დღეა ასე ვარ. ცხვირის წვეთებზე ვიყავი წლები დამოკიდებული, ძლივს გადავაგდე, და როგორც გავიგე ასეთ დროს ცხვირის წვეთებს უნიშნავენ, ნამდვილად ვეღარ ჩავისხამ, არ მინდა ისევ მივეჩვიო. იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს რამდენ ხანში გაივლის ეს შუილი და დაგუბება, ან თუ არის რაიმე საშუალება თვითმკურნალობის. ემიგრანტი ვარ და ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ვესტიბულური აპარატის დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები