ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები

ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები
ტერმინი “ქალაშიდა წნევა” ალბათ ყველას გაუგონია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ ეცოდინებათ, რას ნიშნავს ის. ბევრს ჰგონია, რომ ქალაშიდა წნევა იგივეა, რაც არტერიული წნევა, მაგრამ ასე არ არის. თავისა და ზურგვის ტვინი ერთგვაროვანი სტრუქტურები არ გახლავთ. არა მარტო თავის, არამედ ზურგის ტვინშიც არის თავისუფალი სივრცეები ან ღრუები, რომლებიც ამოვსებულია თხევადი ნივთიერებით. ამ სითხეს უწოდებენ თავზურგტვინის სითხეს ანუ ლიქვორს.


რით შეიძლება იყოს გამოწვეული ქალაშიდა წნევის მატება, როგორ ხდება დიაგნოსტიკა, რამდენად კეთილსაიმედოა პროგნოზი და რა სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, ამის შესახებ
გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალი I კლინიკურის” ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი თამთა კოპაძე.

- ქალბატონო თამთა, რას გულისხმობს ტერმინი “ქალაშიდა წნევა”?
- ქალაშიდა წნევა - ეს არის ქალას ღრუში (თავის ტვინი, თავზურგტვინის სითხე, ტვინის პარკუჭები, მაგარი გარსის სინუსები, ეპიდურალური და სუბარაქნოიდული სივრცეები) არსებული წნევა. ორგანიზმს აქვს მექანიზმები,
რომელთა საშუალებითაც არეგულირებს და ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს ქალაშიდა წნევას. საზოგადოდ, ქალაშიდა წნევა დაკავშირებულია არტერიულ და ვენურ, ინტრათორაკალურ და ინტრააბდომინალურ წნევასთან. იგი იცვლება დგომის, წოლის, სიმაღლეზე ასვლის, ყვინთვის დროს.

- როდის არის საყურადღებო ქალასშიდა წნევის ცვლილება?
- ქალაშიდა წნევის ცვლილება საშიშია, თუ ნორმიდან გადახრა დიდი და ხანგრძლივია.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ქალაშიდა წნევის მატება?
- ქალაშიდა წნევის მატება ყველაზე ხშირია:

  • ქალა-ტვინის ტრავმის;
  • ქალაშიდა ჰემატომის;
  • სიმსივნის;
  • თავ-ზურგტვინის სითხის გამოყოფისა და რეზორბციის დარღვევის;
  • მენინგოენცეფალიტის;
  • ვენოზური სინუსების თრომბოზის;
  • თირკმლის უკმარისობის;
  • ჰიპერთირეოიდიზმის;
  • წითელი მგლურას და სხვა სომატური პათოლოგიების დროს.

გარდა ამისა, მის მომატებას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის - ვიტამინები (ჭარბი მიღების შემთხვევაში), ანტიბიოტიკები, ანაბოლური სტეროიდები, ესტროგენები, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების მოხსნა. ქალაშიდა წნევის მატების სინდრომი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე ანუ ქალაშიდა წნევის მატების იდიოპათიური სინდრომი უვლინდებათ უპირატესად ჭარბწონიან ქალებს 20-დან 50 წლამდე ასაკში.

- რა სიმპტომები ავლენს ქალაშიდა წნევის მატებას?
- ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია თავის ტკივილი, რომელიც იმატებს ღამით, უფრო - დილისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავის ტკივილსა და ქალაშიდა წნევის მომატებას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს - ქალაშიდა წნევის მატება იწვევს თავის ტკივილს, თუმცა თავის ტკივილი ყოველთვის არ არის ქალაშიდა წნევის მომატების ნიშანი. ქალაშიდა წნევის მომატების კიდევ ერთი სიმპტომი პირღებინების შეგრძნებაა, უპირატესად - ღებინების გარეშე. გამორიცხული არ არის მხედველობის დვრილის შეშუპება. ქალაშიდა წნევის მატებას ახასიათებს ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოვლენები: ოფლიანობა, სისუსტე, ქვედა ქუთუთოების ჩამუქება და სხვა. შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლადაც.

- სადიაგნოზოდ რომელი გამოკვლევებია ამ დროს მნიშვნელოვანი?
- პრობლემის გამოვლენა ხდება როგორც კლინიკური, ასევე სადიაგნოსტიკო გამოკვლევებით:

  • ულტრასონოგრაფიით, უპირატესად - ბავშვებში;
  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით;
  • მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით;
  • თვალის ფსკერის გამოკვლევით.

წესისამებრ, დიაგნოზი დაისმის ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ნიშნის ერთობლიობის საფუძველზე.

- როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას და როგორია პროგნოზი?
- მკურნალობაც და პროგნოზიც ეტიოლოგიურ ფაქტორზეა დამოკიდებული.

საჭიროებისამებრ ინიშნება:

  • ოქსიგენოთერაპია;
  • მედიკამენტური მკურნალობა;
  • ორთოპედიული და ქირურგიული მანიპულაციები.

ქალაშიდა წნევის იდიოპათიური მომატებისას პერიოდულად ინიშნება შარდმდენები, სამკურნალო ფიზკულტურა,  შედეგიანია მკურნალობა წონის კორექციასთან ერთად.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 01-11-2018
sopo
gamarjobad ra asakidan vlindeba qalas shida wneva da cvilebshi rogor unda mivxvdet ro sheidzleba es iyos ra simptomebiaqvt
თარიღი : 23-10-2018
Cira
Rogor gamovikvlio qalasshida wneva iapad da xarisxiabad ?riti?
თარიღი : 11-06-2016
tamuna
გამარჯობათ მაქვს ქალას შიდა წნევა ტკ.დიაგნოზით,,ვიმკურნალე 4ტვე აუარება წამლები,მარა მაინც მაქვს თავის ტკივილი,შუბლის და თვალების მიდამოებში დაწოლის შეგრდზნება.რა უნდა გავაკეტო ვეგარ ვიგებ,დამეხმარეთ რა.
თარიღი : 04-10-2015
qeti
გამარჯობათ მაქვს შიდა ქალის წნევა ვმკურნალობ 6 თვეა ექიმი მეუბნება მკურნალობას აღარ ექვემდებარებაო და გაკვირვებულია, ტკივილები მაქვს საფერტქლის არეში და მეტად ტვალებში,თავის ტკივილი უფრო ნაკლებად მაქვს მკურნალობის შემდეგ. გთხოვტ მირჩიოთ როგორ მოვიქცე მივმართო თუ არა სხვა ნერვოლოგს და არის თუ არა საშიში. მადლობთ
თარიღი : 19-07-2015
lika
გამარჯობა.ორსულად ვარ და ზლიერი თავის ტკივილები მაქვს ექიმთან მივედი და დამიდგინდა ქალასშიდა წნევა მაგალი თან ძალიან და რამდენად შესაძლებელია ბავშვის გაჩენა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა ექსპერტებმა შეადგინეს სიმპტომების სია, რომელიც ორგანიზმის გამოფიტვაზე მეტყველებს.
ტერმინი “ქალაშიდა წნევა” ალბათ ყველას გაუგონია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ ეცოდინებათ, რას ნიშნავს ის.
რომელ პროდუქტებს შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის დაბერების პროცესის შეჩერება?
თავის ტკივილი მოსახლეობაში ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია.
ერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე
სახის თითოეულ მხარეს გვაქვს თითო სამწვერა ნერვი, რომლის დაზიანებისას ტკივილი სახის მიდამოებს მოიცავს.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად