ფსიქოლოგიური მზაობა სკოლისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური მზაობა სკოლისთვის

მშობლებს ყოველთვის აქვთ იმედი, რომ ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება, რომ მათი შვილი, სკოლაში მივა თუ არა, გამართულად ამეტყველდება, წერასა და კითხვას დაუხმარებლად ისწავლის... მერე კი ხშირად უწევთ სამართლიანი, მაგრამ უსიამოვნო შეფასებების მოსმენა პირველკლასელის ცოდნისა და ჩვევების შესახებ. როგორ გამოვავლინოთ სუსტი რგოლი ბავშვის სკოლამდელ მომზადებაში, რათა ბავშვსაც და საკუთარ თავსაც თავიდან ავაცილოთ ზედმეტი მღელვარება? მოდი, ის კრიტერიუმები ჩამოვთვალოთ, რომლებიც სასკოლო ცხოვრებისთვის ბავშვის მზაობას განსაზღვრავს.

  • ჩამოყალიბებულია თუ არა ბავშვი, როგორც პიროვნება? ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სკოლაში მას მოუწევს, დაისახოს განსაზღვრული მიზნები და გაიღოს ძალისხმევა მათ მისაღწევად, ამისთვის კი საჭიროა ურთიერთობა არა მხოლოდ კომპიუტერთან, არამედ ადამიანებთანაც. თბილ, მყუდრო ოჯახურ ატმოსფეროში გაზრდილი პატარა თავს უხერხულად გრძნობს თანატოლთა ხმაურიან კომპანიაში, მაშინვე ვერ პოულობს ურთიერთობისთვის საჭირო ტონს. ულმობელი `სკოლის საძმო~ უმალვე პოულობს `სუსტს~. იზოლაციაში მოხვედრილი ბავშვი თავს მოკვეთილად გრძნობს, თუნდაც ინტელექტუალური განვითარებით უსწრებს თანატოლებს (მით უმეტეს, ეს უპირატესობა, წესისამებრ, ხანგრძლივი არ არის) - ადამიანი, როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი არსებაა და კოლექტივში ვითარდება. მისთვის აუცილებელია ურთიერთობები!

უფრო სწრაფად ეგუებიან სასკოლო ცხოვრებას საბავშვო ბაღში ნასიარულები ბავშვები. ისინი იოლად პოულობენ საერთო ენას თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, სჯერათ საკუთარი თავის, შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, დაიცვან საკუთარი აზრი. ასეთი პატარები მიჩვეულნი არიან კოლექტივში მუშაობას, კომპრომისს, იციან დათმობა და ითვალისწინებენ სხვის აზრსა და სურვილს. სახლში გაზრდილი ბავშვისთვის კი შვიდი წლის ასაკში ასეთი ჩვევების შეძენა რთულია. ის ჭირვეულია, ეგოცენტრული, უჭირს საერთო თამაშში მონაწილეობა, ახალ პირობებთან შეგუება. რა თქმა უნდა, ძალზე მოხერხებულია, როცა ბავშვს ბებია ან ძიძა ზრდის, მაგრამ წინ არის სკოლისა და სტუდენტობის წლები; ხომ არ გაუჭირდება მას ამ პერიოდის გავლა, თუ არ ეცოდინება, როგორ ააწყოს ურთიერთობა ადამიანებთან?

  • ლ როგორ განვსაზღვროთ, სწორად მიმდინარეობს თუ არა ბავშვის მეტყველებითი განვითარება? უნდა გავითვალისწინოთ;
  • ყველა ბგერის დაუმახინჯებლად წარმოთქმის უნარი;
  • აქტიური თუ პასიური ლექსიკონის მოცულობა;
  • მეტყველების გრამატიკული გამართულობა (ფრაზის აგების ცოდნა, სიტყვების შეთანხმება და მართვა);
  • დიალოგის წარმართვის უნარი;
  • მოთხრობის დამოუკიდებლად შედგენა აღწერის ან მეხსიერების საშუალებით.

თუ ვერ შეძლებთ ყოველივე ამის ობიექტურად შეფასებას, მიმართეთ სპეციალისტს (ლოგოპედს, ფსიქოლოგს). დიალოგის წარმართვა ძალზე მნიშვნელოვანი უნარია. შეამოწმეთ, როგორ ესაუბრება ბავშვი სხვა უფროსებსა თუ თანატოლებს. უჭირს საუბარი? დაეხმარეთ. იმსჯელეთ და მასთან ერთად განიხილეთ ნანახი ფილმი, წაკითხული წიგნი, ყოფითი საკითხები, ასწავლეთ ფრაზის სწორად აგება, კითხვის დასმა, მოსმენა და თანამოსაუბრის ნათქვამის გაგება. დიალოგიდან მონოლოგზე, უფრო ზუსტად, მოთხრობის შედგენაზე გადადით. თავდაპირველად ბავშვს წინ დაუდეთ სიუჟეტური სურათი ან ფოტო და მოუსმინეთ, რას მოგიყვებათ. თუ უბრალოდ ჩამოთვლის ცალკეულ დეტალებს, გამარჯვებას ნუ იზეიმებთ - იქამდე ჯერ შორია. მონათხრობი უნდა შედგებოდეს გრამატიკულად სწორად შედგენილი ფრაზებისგან, ჰქონდეს სიუჟეტი; გამოსახულების არსი ისე უნდა იყოს გახსნილი, რომ უნახავადაც მიხვდეთ სურათის შინაარსს. ერთი სიუჟეტური სურათიდან სერიებზე გადადით. გამოდგება კომიქსები. ალბათ, უკვე მიხვდით, როგორ უნდა შეაფასოთ სკოლისათვის ბავშვის მზაობა. რთული და განუხორციელებელი არაფერია, ხომ მართალია?