ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • "ჩემს დედამთილს ჰგონია, რომ ძუნწი ვარ, რაც ძალიან მწყინს. ხანდახან სიამოვნებით ვეხმარები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სულაც არ ვარ ვალდებული, მას და მის საკმაოდ მოზრდილ ქალიშვილს მეორე ტელევიზორი ვუყიდო ან სამზარეულოში რემონტი გავუკეთო. საკმარისია, უარი ვუთხრა, რომ ჩემი დედამთილი მაშინვე ბუზღუნს და ვიშვიშს იწყებს და ჩემს ქმართან მიჩივის. როგორ მოვიქცე?"

ლიზი, 37 წლის

- ამ სიტუაციაში მთავარია მომხდარზე თქვენი ქმრის რეაქცია. თუ ის დედის მხარეს არ იჭერს და სიხარბეში არ გადანაშაულებთ, მაშინ სთხოვეთ, დაელაპარაკოს დედას. ახლო ნათესავების დახმარების სურვილი ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ოჯახის პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია. თუ თქვენს ქმარს არ ესმის, რატომ არ გსურთ დედამთილისთვის მეორე ტელევიზორის ყიდვა, შეეცადეთ დაუსაბუთოთ ეს, მიუთითეთ თქვენს შემოსავალსა და გასავალზე თვის განმავლობაში და იმ მოთხოვნილებებზე, რომლებსაც თვითონ ვერ იკმაყოფილებთ.

  • "ჩემს კურსზე ჩემს შეყვარებულს ულამაზეს მამაკაცად მიიჩნევენ, ბევრ გოგონას შურს ჩემი, მე კი არ ვიცი, რა ვქნა. არ მსიამოვნებს, როცა მკოცნის. ადრეც მყავდა თაყვანისმცემლები და ყველაფერი რიგზე იყო, ახლა კი რაღაც ხდება, რა - ვერ ამიხსნია. იქნებ თქვენ ამიხსნათ."

თაკო, 19 წლის

- ხშირად ჩვენი სიმპათია თუ ანტიპათია გაუცნობიერებლად, ქვეცნობიერ დონეზე ვლინდება, მაგალითად, ძილში ან სხეულებრივ შეგრძნებებში. არ გსიამოვნებთ, როცა ახალგაზრდა კაცი გკოცნით, - ეს ალბათ იმის ნიშანია, რომ ის არ გიყვართ. მიაქციეთ ყურადღება, როგორ იხსენიებთ მას: თქვენ ამბობთ, რომ ის ლამაზი მამაკაცია, რომ თქვენი შურთ, მაგრამ არაფერს ამბობთ იმაზე, რომ თქვენ ის მოგწონთ. კარგად დაფიქრდით, იქნებ მას მხოლოდ იმიტომ ხვდებით, რომ მასთან ურთიერთობა გეამაყებათ?

  • "არასოდეს მჯეროდა ავისმომასწავებელი ნიშნებისა, მაგრამ ბოლო დროს ძალზე ცრუმორწმუნე გავხდი. გამუდმებით ვცდილობ, რაღაც მინიშნებები ვიპოვო, ვკითხულობ ასტროლოგიურ პროგნოზებს, "იღბლიანი" რიტუალებიც კი გამიჩნდა... იქნებ ამიხსნათ, რა ხდება ჩემს თავს?"

ნინო, 29 წლის

- მინიშნებები, წინასწარმეტყველება, მომავლის პროგნოზირება გარესამყაროში მომხდარი მოვლენების კონტროლის თავისებური საშუალებაა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ეჭვიანი და თავდაჯერებას მოკლებული ადამიანები მიმართავენ. აშკარაა, რომ თქვენს ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც სიფრთხილეს გაიძულებთ. ამიტომაც ცდილობთ, ყველგან და ყველაფერში რაღაც ნიშნები ეძებოთ.

შეეცადეთ გაარკვიოთ, რა გაშფოთებთ და როდის დაიწყო ეს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ცრურწმენას. თუ ეს ხელს არ გიშლით, მაშინ ყველაფერი დატოვეთ ისე, როგორც არის. ცუდი ისაა, თუ მეტისმეტად სერიოზულად ეკიდებით ამ "ნიშნებს".

  • "ოთხი თვეა ვხვდები ახალგაზრა კაცს. ის ძალიან კარგი ადამიანია, კარგად მეპყრობა, მაგრამ... დარწმუნებული არ ვარ, რომ ვუყვარვარ. იქნებ მირჩიოთ, როგორ შევამოწმო ეს. ძალიან მინდა, ყველაფერი გარკვეული იყოს."

ანა, 16 წლის

- რატომ გსურთ რამის შემოწმება? თქვენ ხომ არც ისე დიდი ხანია ხვდებით ერთმანეთს. ასეთ მოკლე ხანში ძნელია გრძნობებში გარკვევა. მოვლენების დაჩქარებას ნუ ეცდებით. დრო მოვა და თავად მიხვდებით, რას განიცდის თქვენს მიმართ ეს ახალგაზრდა. მანამდე კი თქვენ თვითონ უნდა გაარკვიოთ, რას გულისხმობთ "სიყვარულში" - სხვადასხვა ადამიანი ხომ ამ ცნებაში სხვადასხვა შინაარსს დებს. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მამაკაცები თავიანთ ემოციებს არა სიტყვებით, არამედ საქმით გამოხატავენ. ამბობთ, რომ ეს ახალგაზრდა კარგად გეპყრობათ. იქნებ თქვენს კითხვაზე პასუხიც სწორედ ეს არის?

  • "ცოტა ხნის წინ ახალ სამსახურში დავიწყე მუშაობა. ვერაფრით დავამყარე ურთიერთობა კოლეგებთან. უფრო სწორად, ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან ოფიციალური, ჩვენი საუბარიც მხოლოდ სამუშაოს ეხება. როგორ მოვახერხო კოლექტივში ადგილის დამკვიდრება?"

რუსუდანი, 31 წლის

პირველი ნაბიჯების გადადგმა თვითონ მოგიწევთ. მიაქციეთ ყურადღება, როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან თქვენი კოლეგები. ამოარჩიეთ მათ შორის კეთილგანწყობილი და მეგობრული პიროვნებები, სთხოვეთ მათ დახმარება, რომ თანამშრომლებთან დაგაახლოონ. როცა ისინი სადილის დროს ან შესვენებისას შეიკრიბებიან, შეუერთდით მათ კომპანიას. ადამიანები არაფორმალურ სიტუაციაში უფრო ადვილად შემოდიან კონტაქტში,

"ქმარმა მითხრა, რომ სხვა ქალთან მიდის. საშინელ დღეში ვარ, არ ვიცი, რა ვქნა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მიტოვებული ცოლების რიცხვს შევუერთდებოდი. ამ ამბავს ვერ ვურიგდები. როგორ დავიბრუნო ქმარი?"

ირინა, 32 წლის

ნუ ეცდებით ნურაფრის შეცვლას, ყოველ შეთხვევაში, ახლა, როცა ნერვული დაძაბულობის პიკზე ხართ. ახლა საჭიროა, მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. გაიაზრეთ, რომ წარსული დამთავრდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ!

  • "ჩემი და მტკივნეულად განიცდის შეყვარეულთან განშორებას. აღარსად წასვლა, არავისთან ურთიერთობა აღარ სურს. ვცდილობ, როგორმე გავახალისო, ვთავაზობ გასეირნებას, მეგობრებთან შეხვედრას, კინოში წასვლას, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობს. როგორ დავეხმარო?"

ნატო, 26 წლის

საყვარელ ადამიანთან განშორება ყოველთვის მძიმეა, მტკივნეული გადასატანი. თქვენს დას დრო სჭირდება, რომ დამშვიდდეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს. ზოგს სულიერი ტრავმის მეგობრების წრეში მოშუშება ურჩევნია, ზოგს კი ამისთვის მარტოობა და სიმშვიდე სჭირდება. შესთავაზეთ დას დროდადრო სადმე წასვლა, მაგრამ თუ არ მოინდომა, ძალას ნუ დაატანთ. ნუ მოახვევთ თავს თქვენს გასართობს, შესთავაზეთ მხოლოდ ის, რაც მას სიამოვნებას მიანიჭებს, მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ კინოში წასვლა დააძალოთ, უმჯობესია სახლში მოუტანოთ რაიმე საყვარელი ფილმის ჩანაწერი. გარკვეული ხნის შემდეგ ტკივილი დაცხრება და თქვენი და უწინდებურად ხალისიანი გახდება.