/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური  დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

მალე ორწლიანი დეკრეტული შვებულება დამიმთავრდება და სამსახურში დაბრუნება მომიწევს. გოგონას საბავშვო ბაღში მისაყვანად ჯერ მზად არ ვარ, მაგრამ არც ის ვიცი, ვის ვანდო ბავშვი - ძიძას თუ დედამთილს. დედამთილს შეუძლია, ბავშვს მოუაროს, მაგრამ მკაცრი ქალია, პატარას ბევრ რამეს უკრძალავს, სირბილისა და ხტუნვის უფლებასაც კი არ აძლევს. ძიძა, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნებს და აღზრდის ჩემეულ პრინციპებს, მაგრამ ის მაინც უცხო ადამიანია... არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ანა, 26 წლის

თქვენ ვერ შეძლებთ, მთელი სიცოცხლე დაიცვათ გოგონა ბებიის გავლენისგან. ყველას თავისი შეხედულება აქვს ბავშვის აღზრდის შესახებ. ალბათ თქვენი და თქვენი მეუღლის აზრიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს, რომ არაფერი ვთქვათ საბავშვო ბაღსა და სკოლაზე: ყველა დაწესებულებას სწავლების საკუთარი მეთოდები აქვს. ასე რომ, ნუ წაართმევთ გოგონას სხვებთან ურთიერთობის საშუალებას - ასეთი მიდგომა მას სამყაროზე ცალმხრივ შეხედულებას ჩამოუყალიბებს, სხვადასხვა ტრადიციასა და შეხედულებასთან ზიარება კი დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.

კიდევ ერთი: ვერც ერთი ძიძა ვერ აჩუქებს ბავშვს იმდენ სითბოსა და სიყვარულს, რამდენსაც ღვიძლი ბებია.

ჩემი ქმარი სახლში სამსახურის საქმეებზე არ ლაპარაკობს, თითქოს რაღაცას მალავს... უკვე სამი წელია ერთად ვართ და ისიც კი არ ვიცი, რამდენი აქვს ხელფასი, რა თანამდებობა უკავია... მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი არ არის, მაგრამ ჩემი ქმარი ყველა კითხვაზე ასე მპასუხობს: "ფული გვყოფნის, ჩემი სამსახურის საქმეები კი შენ არ გეხება. სახლში მე დასასვენებლად მოვდივარ!" თინიკო, 24 წლის

საქმე ის არ არის, რომ თქვენს ქმარს სახლში სამსახურის შესახებ საუბარი არ უყვარს; პრობლემა გაცილებით ღრმაა: სამუშაო მისი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილია და არ სურს, მასში ჩაგახედოთ. თუ მიგაჩნიათ, რომ მეტს იმსახურებთ, დაიცავით თქვენი პოზიცია. გამოიყენეთ ამისათვის სხვადასხვა საშუალება, ხანგრძლივი მოლაპარაკებით დაწყებული, ულტიმატუმით დამთავრებული. შეგიძლიათ უთხრათ, რომ მზად ხართ, ქოხში იცხოვროთ, ოღონდაც ქმარი ყველაფერში გენდობოდეთ.

ნუ ეცდებით მისთვის თვალყურის დევნებას, ნურც მის ამბებს გამოჰკითხავთ ნაცნობებს. თქვენი ამოცანა ინფორმაციის მიღება კი არ არის, არამედ ის, რომ ძირფესვიანად შეცვალოთ თქვენი ურთიერთობა.

დავიწყე კბილების მკურნალობა, მაგრამ მოულოდნელად ეს უზარმაზარ ფსიქოლოგიურ პრობლემად მექცა. რაც უფრო ხშირად დავდივარ სტომატოლოგთან, მით უფრო მიძლიერდება შიში. მთრგუნავს მტკივნეული შეგრძნებები, სამედიცინო პრეპარატების სუნი, სტომატოლოგიური იარაღების ხმაური... მალე ალბათ თავს ვერაფრით ვაიძულებ ექიმთან წასვლას. არადა მკურნალობა ჯერ შუა გზაშია... როგორ დავაღწიო თავი ამ განწყობას? ნინო, 38 წლის

ხანგრძლივი მკურნალობა მართლაც დამღლელია და ხშირად ფიტავს ადამიანს, მაგრამ ექიმთან ვიზიტის გადადებით თქვენ უფრო მეტად გაახანგრძლივებთ მას. ექიმთან ყოველი ვიზიტი აღიქვით როგორც ამ პროცესის დამთავრებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. წარმოიდგინეთ, რომ მალე იდეალური ღიმილი გექნებათ. კალენდარზე სხვადასხვა ფერით მონიშნეთ დღეები, როცა ექიმთან იყავით და მომავალი პროცედურის თარიღები. როცა დაინახავთ, რომ განვლილი გზა გასავლელზე გრძელია, უფრო მეტად გაგიადვილდებათ უსიამოვნო შეგრძნებების ატანა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ნუ დაიტანჯავთ თავს არასასიამოვნო სუნებისა თუ ხმების მუდმივი გახსენებით. და საერთოდ, ეცადეთ, მეტისმეტად არ ჩაერთოთ მკურნალობის პროცესში; უბრალოდ შედით კაბინეტში, მოთავსდით სავარძელში, გააღეთ პირი და სულ სხვა რამეზე იფიქრეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მალე ორწლიანი დეკრეტული შვებულება დამიმთავრდება და სამსახურში დაბრუნება მომიწევს. გოგონას საბავშვო ბაღში მისაყვანად ჯერ მზად არ ვარ, მაგრამ არც ის ვიცი, ვის ვანდო ბავშვი - ძიძას თუ დედამთილს. დედამთილს შეუძლია, ბავშვს მოუაროს, მაგრამ მკაცრი ქალია, პატარას ბევრ რამეს უკრძალავს, სირბილისა და ხტუნვის უფლებასაც კი არ აძლევს. ძიძა, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნებს და აღზრდის ჩემეულ პრინციპებს, მაგრამ ის მაინც უცხო ადამიანია... არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ანა, 26 წლის

თქვენ ვერ შეძლებთ, მთელი სიცოცხლე დაიცვათ გოგონა ბებიის გავლენისგან. ყველას თავისი შეხედულება აქვს ბავშვის აღზრდის შესახებ. ალბათ თქვენი და თქვენი მეუღლის აზრიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს, რომ არაფერი ვთქვათ საბავშვო ბაღსა და სკოლაზე: ყველა დაწესებულებას სწავლების საკუთარი მეთოდები აქვს. ასე რომ, ნუ წაართმევთ გოგონას სხვებთან ურთიერთობის საშუალებას - ასეთი მიდგომა მას სამყაროზე ცალმხრივ შეხედულებას ჩამოუყალიბებს, სხვადასხვა ტრადიციასა და შეხედულებასთან ზიარება კი დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.

კიდევ ერთი: ვერც ერთი ძიძა ვერ აჩუქებს ბავშვს იმდენ სითბოსა და სიყვარულს, რამდენსაც ღვიძლი ბებია.

ჩემი ქმარი სახლში სამსახურის საქმეებზე არ ლაპარაკობს, თითქოს რაღაცას მალავს... უკვე სამი წელია ერთად ვართ და ისიც კი არ ვიცი, რამდენი აქვს ხელფასი, რა თანამდებობა უკავია... მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი არ არის, მაგრამ ჩემი ქმარი ყველა კითხვაზე ასე მპასუხობს: "ფული გვყოფნის, ჩემი სამსახურის საქმეები კი შენ არ გეხება. სახლში მე დასასვენებლად მოვდივარ!" თინიკო, 24 წლის

საქმე ის არ არის, რომ თქვენს ქმარს სახლში სამსახურის შესახებ საუბარი არ უყვარს; პრობლემა გაცილებით ღრმაა: სამუშაო მისი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილია და არ სურს, მასში ჩაგახედოთ. თუ მიგაჩნიათ, რომ მეტს იმსახურებთ, დაიცავით თქვენი პოზიცია. გამოიყენეთ ამისათვის სხვადასხვა საშუალება, ხანგრძლივი მოლაპარაკებით დაწყებული, ულტიმატუმით დამთავრებული. შეგიძლიათ უთხრათ, რომ მზად ხართ, ქოხში იცხოვროთ, ოღონდაც ქმარი ყველაფერში გენდობოდეთ.

ნუ ეცდებით მისთვის თვალყურის დევნებას, ნურც მის ამბებს გამოჰკითხავთ ნაცნობებს. თქვენი ამოცანა ინფორმაციის მიღება კი არ არის, არამედ ის, რომ ძირფესვიანად შეცვალოთ თქვენი ურთიერთობა.

დავიწყე კბილების მკურნალობა, მაგრამ მოულოდნელად ეს უზარმაზარ ფსიქოლოგიურ პრობლემად მექცა. რაც უფრო ხშირად დავდივარ სტომატოლოგთან, მით უფრო მიძლიერდება შიში. მთრგუნავს მტკივნეული შეგრძნებები, სამედიცინო პრეპარატების სუნი, სტომატოლოგიური იარაღების ხმაური... მალე ალბათ თავს ვერაფრით ვაიძულებ ექიმთან წასვლას. არადა მკურნალობა ჯერ შუა გზაშია... როგორ დავაღწიო თავი ამ განწყობას? ნინო, 38 წლის

ხანგრძლივი მკურნალობა მართლაც დამღლელია და ხშირად ფიტავს ადამიანს, მაგრამ ექიმთან ვიზიტის გადადებით თქვენ უფრო მეტად გაახანგრძლივებთ მას. ექიმთან ყოველი ვიზიტი აღიქვით როგორც ამ პროცესის დამთავრებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. წარმოიდგინეთ, რომ მალე იდეალური ღიმილი გექნებათ. კალენდარზე სხვადასხვა ფერით მონიშნეთ დღეები, როცა ექიმთან იყავით და მომავალი პროცედურის თარიღები. როცა დაინახავთ, რომ განვლილი გზა გასავლელზე გრძელია, უფრო მეტად გაგიადვილდებათ უსიამოვნო შეგრძნებების ატანა.

ნუ დაიტანჯავთ თავს არასასიამოვნო სუნებისა თუ ხმების მუდმივი გახსენებით. და საერთოდ, ეცადეთ, მეტისმეტად არ ჩაერთოთ მკურნალობის პროცესში; უბრალოდ შედით კაბინეტში, მოთავსდით სავარძელში, გააღეთ პირი და სულ სხვა რამეზე იფიქრეთ.


ჩემი მეგობრის შეყვარებული არ მომწონს. ვუთხრა თუ არა მას ეს? შეხვედრა ახლახან დაიწყეს, ამიტომ ჩემი მეგობარი ხშირად მეკითხება, რა აზრისა ვარ მის შეყვარებულზე. არადა ეს ახალგაზრდა ჩემს სიმპათიასაც კი არ იმსახურებს. მიმაჩნია, რომ მასა და ჩემს მეგობარს არაფერი აქვთ საერთო, რომ მათ ურთიერთობას მომავალი არ გააჩნია. როგორ მოვიქცე? ანასტასია, 21 წლის

ახალგაზრდა კაცის გაკრიტიკებით თქვენ საფრთხეს შეუქმნით თქვენსა და თქვენი მეგობრის ურთიერთობას. გამორიცხული არ არის, მან თქვენი გულწრფელობა არ დაიჯეროს და ბრალად დაგდოთ, რომ გშურთ მისი. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მისთვის ძვირფასია თქვენი აზრი, ამიტომ შესაძლოა ყურიც მიუგდოს მას. ასეა თუ ისე, მისი შეყვარებულის შესახებ საუბრისას იყავით თავშეკავებული, ხაზი გაუსვით იმას, რომ გიხარიათ, რაკი მეგობარს ბედნიერს ხედავთ.

თუ მისი შეყვარებულის საქციელი გაშფოთებთ, გამოხატეთ გაკვირვება მისი ქცევის გამო. ეს საკმარისია, რომ დაქალს ამა თუ იმ სიტუაციის დამოუკიდებელი ანალიზისკენ უბიძგოთ. მის კითხვებზე პასუხის გაცემისას შეიძლება გამოიყენოთ უნივერსალური არგუმენტი: შეყვარებულთა ურთიერთობის შეფასება გარეშე ადამიანისთვის ძნელია.

მე და ჩემი ქმარი ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდით, მაგრამ რაც გოგონა შეგვეძინა, მე სახლში ჩავჯექი. ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, მისთვის კლიმატისა და საკვების შეცვლა მაშინებს, ამიტომ მოგზაურობისგან თავს ვიკავებ. ჩემმა ქმარმა კი გართობაზე უარის თქმა ვერ შეძლო და ახლა შვებულებას მარტო ატარებს - მეგობრებთან ერთად დადის ზღვაზეც, ლაშქრობაშიც... მე ეს ძალიან მწყინს, თუმცა ისიც მესმის, რომ მას დასვენება სჭირდება. ალბათ უსამართლობა იქნება, ვაიძულო, რომ ჩვენთან ერთად იჯდეს აგარაკზე... ია, 33 წლის

იმისთვის, რომ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ცდილობთ, არ გაკიცხოთ ქმარი - ალბათ იმედი გაქვთ, რომ საკუთარ შეცდომას თვითონ მიხვდება. ის კი სარგებლობს თქვენი სიჩუმით და აკეთებს იმას, რაც მისთვის მოხერხებული და სასიამოვნოა. უკმაყოფილების გამოთქმით თქვენ მას მოგზაურობის უფლებას კი არ წაართმევთ, არამედ ეცდებით, სამართლიანობა აღადგინოთ. ბავშვის დაბადება უდავოდ ცვლის წყვილის ცხოვრების წესს. თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთი ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს თავის მოვალეობათა ნაწილს, რომელიც ავტომატურად გადადის მეორე პარტნიორზე. გამოდის, რომ თქვენ მთელი დღეების განმავლობაში უვლით ბავშვს, ქმარი კი ისვენებს....

აუხსენით, რომ ეს უსამართლობაა და ეძებეთ ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება ერთად გაემგზავროთ. როცა მშობლების მოვალეობებს თანაბრად გაინაწილებთ, ორივე დაისვენებთ.

მე აღარ მჯერა მამაკაცების... რამდენიმე წლის წინ საყვარელმა მამაკაცმა მიღალატა. მას შემდეგ მამაკაცებთან ნორმალურ ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ, ყველგან ღალატსა და ტყუილს ვეძებ. მეგობრებიც ცეცხლზე ნავთს მისხამენ - ყველა კაცი ერთნაირიაო. ნუთუ წესიერი მამაკაცები აღარ არსებობენ?! ნატო, 28 წლის

სიფრთხილე გაიძულებთ ყურადღებით შეარჩიოთ პარტნიორი და ეს სრულიადაც არ არის ცუდი, თუმცა ძნელია იცხოვრო მუდმივ დაძაბულობაში და დაიკავო დისტანცია მასთან, ვინც მოგწონს. მიეცით მამაკაცებს ერთგვარი გამოსაცდელი პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში მეტისმეტად ნუ მიენდობით, დააკვირდით მის ქცევას, ოღონდ ეცადეთ, უნდობლობა არ გამოამჟღავნოთ, რათა თაყვანისმცემელი არ დააფრთხოთ. ემოციური რეაგირება მოახდინეთ მის ნაამბობზე, გაუღიმეთ, არ მისცეთ საბაბი, გულგრილობა გისაყვედუროთ. თუ იღბალმა ისევ გაქციათ ზურგი, გული მაინც არ გაიტეხოთ. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ მიმნდობი ხართ.

გულღიაობა თქვენი ღირსებაა, უსინდისო საქციელისა შერცხვეთ მათ, ვინც ამას სჩადის. წესიერი მამაკაცები უთუოდ არსებობენ, უბრალოდ კარგად უნდა მოძებნოთ.