ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავების სტრატეგიები და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავების სტრატეგიები და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება

ადამიანთა უმრავლესობას, მეტ-ნაკლებად, აწუხებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, რაც ხშირად ხანგრძლივად მიმდინარეობს, ზოგჯერ წლები, მთელი ცხოვრებაც კი, რაც შესაბამისად, სამწუხაროდ, მძიმე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, ცვლის მის პიროვნებას, მის ქცევას და ცვლის მისი ცხოვრების ხარისხს.

ქრონიკულმა დაავადებებმა რომ დაღი არ დაასვას ფსიქიკას, ცხოვრებას და ადამიანი ნაკლებად დაემორჩილოს ქრონიკული ავადმყოფობისგან გამოწვეულ სტრესს, საჭიროა ამ პრობლემებთან გასამკლავებელი გარკვეული სტრატეგიების შემუშავება.

ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციის განმარტებით, ფსიქიკური ჯანმრთელობა - ეს არის მდგომარეობა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას.

ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს აქვს თავის რეალიზების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უნარი. არაჯანსაღი ფსიქიკის შემთხვევაში კი, ეს უნარი იკარგება.

ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უშლის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, დაძაბულობა, სტრესი, სოციალური გარემოს მუდმივი ცვლილება. პანდემია თუ ომი ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ჩვენ კი დღეს ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც უარყოფითი ინფორმაცია საკმარისზე მეტია, ამის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მთელ მსოფლიოში ათობით მილიონ ადამიანს აქვს.

გლობალურად მენტალური სიჯანსაღე საკმაოდ დიდი პრობლემაა. კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი რაიმე სახის ფსიქიკურ დაავადებას მაინც განიცდის, რომლებიც უამრავმა გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა, ამ დაავადების ნიშნების დროულად აღმოჩენისა და სწორი ქმედებების შემთხვევაში, მათი დაძლევა და პრევენცია შესაძლებელია.

სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება. დღევანდელ არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ასეთი პრობლემა მრავლადაა.

ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარ ქრონიკულ დაავადებებზე ერთნაირი პირველადი რეაქციით - ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტრესი უნდა გავიგოთ, როგორც უბრალო ემოციური ან ნერვული დაძაბულობა (მიუხედავად იმისა, რომ ერთიცა და მეორეც სტრესია). ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს ორგანიზმის არასპეციფიკურ (ე. ი. სხვადასხვა გამღიზიანებლის პასუხად - ერთსა და იმავე) რეაქციას გარემო პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელთანაც ადაპტირებაა საჭირო.

ფსიქოლოგიაში სტრესის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ: ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულს, ინფორმაციულს, მოტივაციურს, პიროვნული ფაქტორებით გამოწვეულს და სხვა.

თანამედროვე სამეცნიერო წრეებში მიღებული განმარტების თანახმად, სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ წარმოიშობა ორგანიზმში.

როგორც ვხედავთ, ამჟამად მიღებული დეფინიცია სელიესეული განმარტებისგან დიდად არ განსხვავდება.

სტრესის გამომწვევი ფაქტორები

სტრესს უამრავი ფაქტორი იწვევს. ამ ფაქტორებს სტრესორებს უწოდებენ. ერთი და იგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს - ის, რაც ერთისთვის სტრესის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა, „ძალების მოსინჯვა“ იყოს, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებში ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია სტრესი. მაგალითად, ხმაურიანი, ხალხმრავალი ბარი პატარა ბავშვს, მოსალოდნელია, სტრესის მიზეზად ექცეს, ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული გარემოა, სასურველიც კი. ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა, სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა...

მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სპეციალურ ლიტერატურაში მაინც გამოყოფენ სტრესორთა რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც ზოგადი ნიშნებით გამოირჩევა და უმრავლესობისთვის სტრესორად აღიქმება. ესენია:

  • სახიფათო სამუშაოსთან (საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან, ხანძრის ჩაქრობასთან და სხვ.) დაკავშირებული სიტუაციები;
  • რთულ (ხმაურიან ან მტვრიან, დროის დეფიციტის, ყურადღების გამფანტველი ფაქტორების) პირობებში მუშაობა;
  • მოულოდნელი ფაქტორები, რომელთა ფონზე სამოქმედოდ ადამიანი მზად არ არის.

ამდენად, სტრესის შესწავლისას გასათვალისწინებელია ადამიანის ინდივიდუალური - ინტელექტუალური და პიროვნული თავისებურებები, რომელთა საშუალებითაც იგი აანალიზებს მასზე მოქმედი გამღიზიანებლისა და მიყენებული ზიანის მნიშვნელობას.

საინტერესო შედეგი აჩვენა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ 2014 წელს ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომლის მიზანიც მოსახლეობის სტრესული მდგომარეობის გამომწვევი ფაქტორების დადგენა იყო. კვლევის თანახმად, გამოკითხულ ამერიკელთა სამი მეოთხედი განიცდის სტრესს და ეს უმთავრესად ფინანსებს უკავშირდება.

რეაქცია

სტრესორების მიმოხილვისას აღინიშნა, რომ საერთო ნიშნების გამოყოფა და მათზე განზოგადებული მსჯელობა რთულია. ყველა ადამიანი თავისებურია და საგანგებო კვლევების გარეშე ძნელი სათქმელია, როგორი რეაქცია ექნება ამა თუ იმ პიროვნებას ამა თუ იმ გამღიზიანებელზე. თუმცა, მაინც მოხერხდა რამდენიმე საერთო კანონზომიერების დადგენა. მაგალითად, გაირკვა, რომ ადამიანზე ამა თუ იმ სტრესორის გავლენა შინაგან და გარეგან ფაქტორებზეა დამოკიდებული. შინაგანი ფაქტორები გულისხმობს ორგანიზმის გენეტიკურ განწყობას, ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო გარეგანი - მედიკამენტებს, დიეტას, კვების რაციონს და სხვა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ერთმა და იმავე სიტუაციამ ერთ ადამიანში შესაძლოა შფოთვა გამოიწვიოს, მეორეში - ფრუსტრაცია, მესამეში - შინაგანი კონფლიქტი და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში, სტრესი ნეგატიური ემოციური გამოცდილებაა, რომელსაც თან ახლავს ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ქცევითი ცვლილებები.

სტრესის სიმპტომები

სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, განსჯის უნარის დაკარგვით. ზოგი ამ დროს ყველაფერს ნეგატიურად ხედავს, გამუდმებით წუხს, ყოველი წვრილმანი აღიზიანებს, ზოგი მარტოობისკენ მიილტვის ან მარტოსულობის განცდა ეუფლება.

თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, დიარეა, თრობისადმი მიდრეკილება, ნევროზული ჩვევები... სპეციალისტები ამ სიმპტომებს სტრესის ფიზიკურ, ქცევით და ემოციურ ნიშნებად ყოფენ.

სტრესის დაძლევის სტრატეგიები

თავდაპირველად უნდა ირწმუნოთ, რომ სტრესის დამოუკიდებლად დაძლევა სავსებით შესაძლებელია. უპირველესად, საჭიროა მდგომარეობის გაანალიზება და მიზეზის პოვნა, შემდეგ - ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებისა და ქცევის გააზრება და უკუგდება. სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, გამაბრუებელი ნივთიერებები ამთავითვე გამორიცხეთ „საბრძოლო არსენალიდან“. დანიშნულების გარეშე ანტიდეპრესანტების მიღებასაც ერიდეთ. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მეტი გაიგოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: სწორი კვება, საჭირო რაოდენობის წყლის სმა, ყოველდღიური სეირნობა, ვარჯიში, სწორი ძილი, დასვენება, სუფთა ჰაერზე მეტი ხნის გატარება, ოჯახთან, მეგობრებთან ახლო ურთიერთობა, ჰობი, ახალი ინტერესები სტრესის დაძლევას უწყობს ხელს.

შესაძლოა, დაგეხმაროთ მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, აბაზანის მიღება, გამოფენაზე ან თეატრში სიარული...

პრევენცია

როგორ ავიცილოთ თავიდან სტრესული სიტუაციები?

  • დააკვირდით თქვენს ემოციურ მდგომარეობას, იკვლიეთ შინაგანი იმპულსები. გახსოვდეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენა ნეგატიურადაც შეგვიძლია შევაფასოთ და პოზიტიურადაც.
  • ნუ იკისრებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და შესაბამისად იმოქმედეთ.
  • ისწავლეთ დროის სწორად განაწილება. ჩამოწერეთ, რას აკეთებთ დღის განმავლობაში, შეამოწმეთ, მოიძებნება თუ არა თქვენს განრიგში დრო დასვენებისა და სასიამოვნო საქმიანობისთვის. თუ არა - გამონახეთ.
  • თავი აარიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ, უსიამოვნო შეგრძნებებს აღგიძრავენ.
  • აუცილებლად გამოუშვით გარეთ დაგროვილი უარყოფითი ემოცია. ამის გაკეთება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი - სპორტით (რომელიც ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს), დღიურის წერით (სადაც ყველაფერს ისე ჩაიწერთ, როგორც გრძნობთ, შეულამაზებლად და უცენზუროდ). თუ გეტირებათ, თავის შეკავების ნაცვლად, განმარტოვდით და იტირეთ.
  • გახსოვდეთ, ყველანი მგრძნობიარე, მოაზროვნე და მოწყვლადი არსებები ვართ. ხშირად გვიხარია, გვწყინს ან ვბრაზობთ, ხშირად ვერ ვუმკლავდებით სირთულეებს, მაგრამ დასვენება, მოდუნება, ემოციური დაძაბულობის მოხსნა აუცლებელია და ეს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. როგორც ჰანს სელიე იტყოდა, „სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს“.
  • სოციალიზაცია და ახლობლებთან კონტაქტი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფსიქიკური სიჯანსაღისათვის. გაუზიარეთ თქვენი ემოციები თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ სხვებს. იყავით მათთან მუდმივ კონტაქტში. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ყველაფრის გაზიარება ყოველთვის დაგეხმარებათ. ფსიქიკის გასაჯანსაღებლად საჭიროა:
  • ფიზიკური და გონებრივი აქტივობა - ფიზიკური დატვირთვა საშუალებას მისცემს თქვენს ორგანიზმსა და განსაკუთრებით ტვინს, განიტვირთოს და დაისვენოს. ასევე, აქტივობა არ ნიშნავს მხოლოდ ვარჯიშსა და ფიტნესს. სასურველია, კვირაში 5 დღე - 30 წუთი მაინც დაუთმოთ ამ თქვენს სასიამოვნო დატვირთვასა და განტვირთვას. გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პოზიტიური მუხტისა და თვითრწმენის მოსაპოვებლადაც.
  • სწორი კვება - რაციონი ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია გონებრივი სიჯანსაღისთვის. ტვინს კარგად კვება სჭირდება - არა მხოლოდ ნორმალური ფუნქციონირებისათვის, არამედ ენდორფინების გამოსაყოფადაც. მიიღეთ სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული, ბურღულეული და მარცვლეული. რეკომენდებულია სხვადასხვა სახის თხილი და მსგავსი პროდუქტები, თევზეული და რძის ნაწარმი. მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტვინის ფუნქციონირებას შოკოლადი და ალკოჰოლიც (რასაკვირველია, მცირე რაოდენობით). გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და იზრუნეთ თქვენს გონებრივ სიჯანსაღეზე.

სავარაუდოდ, არავისთვისაა სადავო ის ფაქტი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი ფიზიკური მდგომარეობა. მაგრამ რა არის შეფასების კრიტერიუმები და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადამიანმა ფსიქიკური ჯანმრთელობა შეინარჩუნოს?

რა არის ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიტერიუმი?

ხშირად ისმის კითხვა: არის თუ არა ადამიანი სრულად ნორმალური ფსიქიკის მქონე?! ბევრი თვლის, რომ ყველა ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული დარღვევები. პათოლოგია შეიძლება განისაზღვროს ადამიანის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაკვირვებით. დიაგნოზის დასმა ამ სფეროში საკმაოდ რთულია. არ არსებობს საზოგადოდ მიღებული ნორმები:

  • ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ცდილობს თავისი ინტერესები შეუსაბამოს საზოგადოების ინტერესებს.
  • თვითკონტროლი და თავის მართვის უნარი.
  • მომავლის გეგმების დასახვისა და მათი განხორციელების უნარი.
  • უნარი, კრიტიკულად შეაფასოს თავისი გონებრივი აქტივობა და მისი შედეგები, ჰქონდეს თავისი ქცევის კრიტიკის უნარი.
  • რეალობასთან, არსებულ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
  • სოციალურ გარემოებებზე რეაქციის მოხდენის უნარი, გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და სიხშირე.
  • იდენტიფიკაცია, გამოცდილების მუდმივი შეძენის განცდის უნარი.

ნაკლებად ინერვიულეთ

ნერვიულობა ერთგვარი ეპიდემიაა, რომელიც თანამედროვე სამყაროს აწუხებს. ჩვენს დროში ხალხი თითქმის ყველაფერზე ძლიერ შფოთვას გამოხატავს. შფოთვის დონის შემცირებას შეძლებთ, თუ მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულებას შეწყვეტთ - კონკრეტულ მომენტში აუცილებლად ერთი ამოცანა უნდა გადაჭრათ. გარდა ამისა, უსარგებლო მოქმედებების რაოდენობა უნდა შეზღუდოთ, მაგალითად, შეწყვიტეთ მუდმივად სოციალური ქსელის შემოწმება.

ისწავლეთ სტრესის მართვა

სტრესი პრაქტიკულად ყოველდღე უნდა მართოთ ისე, როგორც ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. თითოეულ ადამიანს დამშვიდების თავისი ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს და ძლიერი ფსიქიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი ჯანსაღი იყოს. მაგალითად, სეირნობა, მუსიკის მოსმენა და მედიტაცია.

გარემო ხშირად შეცვალეთ

ჩვეული გარემოს შეცვლა ტვინისთვის სასარგებლოა. ხშირად გამოყენებადი ნივთების ადგილების შეცვლით ავტომატურად მოქმედებას ვწყვეტთ - ტვინის უჯრედებისთვის ეს ნამდვილი ვარჯიშია.

ვალდებულებები გადაანაწილეთ

ადამიანები, რომლებიც თავს პერფექციონისტებად მიიჩნევენ, ხშირად ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას ცდილობენ, რაც მათ ბევრ დროს ართმევს, ეს ნერვულ სისტემას ანადგურებს. აუცილებელია, რომ სხვებს რაიმე პასუხისმგებლობა გაუნაწილოთ.

მეტი ურთიერთობა

ურთიერთობა გამოცდილი მეთოდია, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. კონტაქტის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, ადამიანს დეპრესია ან სტრესი აქვს თუ არა, ძალადობა გადაიტანა თუ არა. აუცილებელია იმსჯელოთ, მოუსმინოთ და სხვებს უფრო მეტი ელაპარაკოთ - განსაკუთრებით ახლობლებს, ფსიქოლოგებს და ექიმებს.

ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ფიზიკური მდგომარეობა უშუალოდ დაკავშირებულია. ხშირად ფსიქიკური აშლილობის მიზეზი ფიზიკური ავადმყოფობაა და პირიქით. ეს შეიძლება იყოს შფოთვა, დეპრესია ან უფრო სერიოზული დაავადებები. ამიტომ ფიზიკური ძალისხმევა ხშირად გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის თავიდან ასაცილებლად, დეპრესიის წინააღმდეგ. მაგრამ ასეთი თერაპია, მხოლოდ სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ასევე, ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დროთა განმავლობაში დაისვენოთ, ამ მიზნით უნდა მოხდეს ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად, იოგას დახმარებით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას ამგვარად აღწერს: „ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალურია, როდესაც ინდივიდი აცნობიერებს და სწორად აფასებს თავის შესაძლებლობებს, შესწევს ძალა გაუმკლავდეს გამოწვევებს. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა და მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.

მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხელს უწყობს უფრო ბედნიერი და აქტიური ცხოვრების სტილს.

წარმოგიდგენთ 9 მიზეზს იმისა, თუ რატომ არის მოგზაურობა კარგი თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის:

  • მოგზაურობა გაძლევთ საშუალებას შეიცნოთ რაღაც ახალი და გაიცნოთ ადამიანები, რაც, თავის მხრივ, გეხმარებათ მონოტონური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. მოგზაურობა აკავშირებს ადამიანებს და აძლევს მათ საშუალებას, გაეცნონ ახალ კულტურებს, რაც ზრდის ემპათიას სხვების მიმართ. ასევე, მოგზაურობა გვხდის მეტად ტოლერანტულებს.
  • სიარულს, ლაშქრობასა და თხილამურებზე სრიალს შეუძლია გაგაძლიეროთ და ჩაგისახოთ თავის რწმენა. 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად აკვირდებიან გარემოს, ბუნებასთან კონტაქტისას ხდებიან უფრო იმედიანები, პოზიტიურები, თავდაჯერებულნი და მომავლის იმედით აღსავსე. რა შეიძლება იყოს შთამბეჭდავი პეიზაჟით ტკბობაზე უკეთესი ლაშქრობისას ან მთიდან თხილამურებით დაშვებისას?

მოგზაურობა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და უფრო პოზიტიურს ხდის თქვენს დამოკიდებულებას სამყაროსადმი. 2013 წლის კვლევის მიხედვით 25-დან 70+ ადამიანების 80% ადასტურებს, რომ მოგზაურობა ეხმარება გუნება-განწყობილების გამოსწორებაში და აბედნიერებს მათ.

მოგზაურობა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და ავითარებს კრეატიულობას. ახალ კულტურებთან შეხება ზრდის თქვენი ტვინის შესაძლებლობას, გამოიმუშავოს განსხვავებული იდეები, იაზროვნოს უფრო ღრმად და შეაჯეროს აზრები. „მოგზაურობა შესანიშნავი სტიმულია კოგნიტური ფუნქციებისთვის, ის გვეხმარება აზროვნების გაღრმავებაში“ - ამბობს პროფესორი ადამ გალინსკი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი კვლევა ტურიზმსა და კრეატიულობას შორის ურთიერთმიმართების თაობაზე.

სამსახურისგან „თაიმ აუთის“ აღება ზრდის თქვენს სამსახურებრივ პროდუქტიულობას. Harvard Business Review-ს კვლევის მიხედვით, 400 მოგზაურიდან 94% აღნიშნავს, რომ ისინი ბევრად უფრო ენერგიულები და პროდუქტიულები გახდნენ მუშაობისას მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. ასე რომ, დაჯავშნეთ ტური არდადეგებზე და განახლებული ძალებით შეეჭიდეთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებს.

მოგზაურობა გეხმარებათ სიკეთის კეთებასა და კარგად ყოფნაში. კვლევის მიხედვით, სხვების დახმარება იწვევს ფსიქოლოგიურ ცვლილებებს ტვინში, რაც ზრდის ბედნიერების ხარისხს. მოგზაურობისას ფულის ხარჯვით რესტორნებში, გასართობ დაწესებულებებსა და ადგილობრივი სუვენირების შეძენისას, საქართველოში 100 000-ზე მეტ ადამიანს ეხმარებით, რომლებიც უშუალოდ არიან დამოკიდებული სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე.

გამაჯანსაღებელი ტური აძლიერებს თქვენს ფსიქიკას. ამგვარი ტურები ხშირად მოიცავს იოგასა და მედიტაციას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოგზაურობისას შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელი ფსიქიკის გასაღებია.

საყვარელი საქმის კეთება ბედნიერებას უნდა განიჭებდეთ. ამოიღეთ თქვენი სურვილების სია და შეამოწმეთ რა დაგრჩათ გასაკეთებელი. თქვენთვის სასიამოვნო აქტივობების შესრულებით თქვენ ზრუნავთ თქვენს თავზე, ეს კი უფრო გაბედნიერებთ.

საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა გეხმარებათ თვითრეალიზებაში. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაში სიყვარულსა და ადამიანებთან ურთიერთობას მოწინავე პოზიციები უკავია. თქვენი შთამბეჭდავი თავგადასავლების გაზიარება საყვარელ ადამიანებთან უფრო გაახლოვებთ, ზრდის სიყვარულისა და ურთიერთკავშირის ხარისხს.

მოგზაურობისა და დასვენების სურვილი, ასევე მომავალი სიამოვნების მოლოდინი ეხმარება ტვინს სტრესთან გამკლავებაში.