უთანასწორო ქორწინება: როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტები დიდი ასაკობრივი სხვაობის მქონე წყვილებში

სხვადასხვა ასაკის კავშირები, განსაკუთრებით 20 წელზე მეტი სხვაობით, ბევრ კითხვას აჩენს, ეჭვქვეშ აყენებს წყვლითა შორის გრძნობებს და ხშირად საზოგადოების მხრიდან განკითხვის საგანი ხდება. გამოკითხვებით, დღეს საზოგადოება უფრო ლოიალურია განსხვავებულების მიმართ, იქნება ეს ასაკი, შემოსავალი, განათლების დონე, რელიგია, მაგრამ ეს ასპექტები კვლავ ბევრ სტერეოტიპთან არის დაკავშირებული, რაც მიუღებლობას იწვევს. უთანხმოება ხდება როგორც მცირე, ასევე 10, 15 ან 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე პარტნიორებს შორის.
ურთიერთობა მოიცავს ორივე პარტნიორის ძალისხმევას, გამოცდილებასა და სურვილს. სხვადასხვა ასაკის ბედნიერ ქორწინებაში ჭკვიანი კაცები სწორ გაკვეთილებს აძლევენ ცოლებს, ეხმარებიან, უზიარებენ გამოცდილებას და ზოგჯერ აჩვენებენ კიდეც როგორ მიაღწიონ წარმატებას, ქმნიან „ძლიერ ზურგს“, რომელიც შემდგომში ხდება შესანიშნავი საყრდენი ცხოვრებაში.
რა სირთულეები ელის წყვილებს დიდი ასაკობრივი სხვაობით
დიდი ასაკობრივი სხვაობა არ ნიშნავს ურთიერთობისთვის განაჩენს. უთანასწორო კავშირს წარმატების ისეთივე შანსი აქვს, როგორიც ათობით კლასიკურს. მაგრამ ასეთ ურთიერთობაში შესვლისას, ახალგაზრდა ან უფროს პარტნიორთან ყოფნისას, საჭიროა ყურაადღება გაამახვილოთ უთანასწორო კავშირის „სუსტ წერტილებზე“.
პირველ რიგში, წყვილი მზად უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან გაზრდილი ყურადღებისა და კრიტიკისთვის. გარშემომყოფებმა და ახლობლებმაც კი შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ თქვენს არჩევანს. ყოველ შემთხვევაში ისინი შეეცდებიან განიხილონ, შეაფასონ და საკუთარი აზრი გამოთქვან. მნიშვნელოვანია, მტკივნეულად არ რეაგირებდეთ სხვა ადამიანების სიტყვებსა და რეაქციებზე და სხვების მოსაზრებებმა გავლენა არ მოახდინოს თქვენს გრძნობებზე და არჩევანზე.
რატომ შეიძლება გახდეს მრგვალი თარიღიღალატის მიზეზი.
მეორე „სუსტი წერტილი“ არის ურთიერთობა და მსოფლმხედველობა. უფროსი პარტნიორი სამყაროს და ცხოვრებას განსხვავებულად აღიქვამს, ბევრი რამ მისთვის ნათელი და უკვე გავლილი ეტაპია, ხოლო ახალგაზრდა რჩეული სხვა კუთხით უყურებს მოვლენებს. ასეთი წყვილების საერთო პრობლემა შემდეგშია: მაგალითად, ხანდაზმულ მამაკაცს სურს თავისუფალი დრო სახლში გაატაროს, ხოლო მის ახალგაზრდა ცოლს სურს ცხოვრებით ტკბობა და მუდმივად სადმე წასვლა. ეს არის უთანხმოების პირველი გავრცელებული მიზეზი.
გარდა ამისა, ზოგიერთ პარტნიორს უჭირს ერთად ცხოვრებასთან ადაპტაცია. ზოგიერთისთვის სხვისი დღის წესრიგის მიღებისა და საკუთარი ჩვევების შეცვლის იდეა მიუღებელია, რაც მრავალი კონფლიქტის მიზეზი ხდება.
ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო იქნება ერთმანეთის ცხოვრებაში ერთობლივი მონაწილეობა და ახალი აქტივობების პოვნა. ასეთი ქორწინება უფრო მშვიდი და სტაბილური იქნება.
მესამე პუნქტი ეხება სექსუალობას. თუ პარტნიორები ამ თვალსაზრისით დაუკმაყოფილებლობის წინაშე დადგნენ, მნიშვნელოვანია გამოცდილი ფსიქოლოგის ან სექსოლოგის კონსულტაცია.
როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტები "უთანასწორო ქორწინებაში"
იდეალური ასაკობრივი სხვაობა შედარებითია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ახალგაზრდები შეიძლება ურთიერთობაში შევიდნენ ბევრად უფროს ადამიანთან, რადგან ფინანსური სტაბილურობა ან საზოგადოებრივი პოზიცია აღიქმება, როგორც ერთგვარი „ბედნიერების გარანტი“.
- დიდი ასაკობრივი სხვაობის კავშირის მიზეზი ბევრია. მაგალითად, ასაკით უფროს პარტნიორს ხშირად აქვს ძლიერი პოზიცია საზოგადოებაში, კარიერული მიღწევები ან ძლიერი თვისებები.
- სიმწიფის სურვილი კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ხშირად აკავშირებს 15-20 წლის ასაკობრივი სხვაობის პარტნიორებს. ასეთი ურთიერთობები გულისხმობს ემოციურ სტაბილურობას, ნდობას და უსაფრთხოებას, რადგან უფროს პარტნიორს სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. თუმცა, ბედნიერი კავშირის რეცეპტი მდგომარეობს ურთიერთგაგებაში, მსგავს მსოფლმხედველობაში, საერთო ინტერესებსა და მიზნებში.
- ყველა წყვილისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა, კომუნიკაცია, მსგავსი ინტერესები და საერთო გატაცებები. სწორედ ერთობა განაპირობებს წყვილთა შორის კავშირის სიძლიერესა და სიმყარეს.
დიდი ასაკობრივი სხვაობის მქონე პარტნიორებმა მეტი დრო გაატარონ ერთად, იპოვონ სასიამოვნო გატაცება და შეეცადონ უფრო მეტად იყვნენ ერთმანეთის ცხოვრებაში. ასე რომ, თუ ერთ საღამოს ერთს უნდა სასეირნოდ წასვლა, მეორეს კი დივანზე დროის გატარება, შეგიძლიათ კომპრომისზე წახვიდეთ და დაგეგმოთ ორივე აქტივობა კამათის ან ურთიერთობების გარკვევის გარეშე. ნებისმიერ ურთიერთობებში განსხვავებების გადალახვის გასაღები ნდობა და დიალოგია.