ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ნინო, 23 წლის

ინტერნეტით ახალგაზრდა კაცი გავიცანი. ის საინტერესო მოსაუბრეა, უამრავ კითხვას მისვამს, აინტერესებს ჩემი ამბები და ღელავს ჩემ გამო, თუმცა ერთი რამ მაწუხებს: დროდადრო მთხოვს, ვესტუმრო, რათა "განვმარტოვდეთ" და "მოვდუნდეთ", ამიტომ მე არ ვჩქარობ მასთან შეხვედრას და ვცდილობ, ვირტუალური საუბრებით შემოვიფარგლო. შეიძლება, უფრო სერიოზული ურთიერთობის იმედი მქონდეს ისეთ ადამიანთან, რომელიც მხოლოდ ინტიმური სიახლოვისკენ მიისწრაფვის?

მამაკაცებს უჭირთ იმის აღიარება, რომ თავს მარტოსულებად გრძნობენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა კაცებმა, განსაკუთრებით - გამოუცდელებმა, არ იციან, რაზე შეიძლება ააგონ ურთიერთობა, გარდა სექსისა. ნუ შეშინდებით. უბრალოდ, დაიცავით თქვენი ინტერესები და აუხსენით თქვენს ნაცნობს, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ურთიერთობა. შესთავაზეთ შეხვედრის სხვა ვარიანტები, რომლებიც ინტიმურ კავშირს გამორიცხავს. თუ დაგთანხმდათ, ეს მიგანიშნებთ, რომ ის არ არის მონადირე, რომელიც იოლ საკბილოს ეძებს. შეხვედრისას კარგად დააკვირდით მას. შესაძლოა უშუალო კონტაქტის დროს მან ვერ შემოგბედოთ თამამი წინადადება, რომელსაც ვირტუალური საუბრისას გთავაზობდათ.

ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას ადამიანის შესახებ, რომლის შესახებ ცოდნაც მხოლოდ ინტერნეტმიმოწერას ეფუძნება. რეალურად ის შესაძლოა სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდეს.

ლიკა, 28 წლის

ძალიან მინდა, წონა დავიკლო, მაგრამ ფიტნესკლუბში სიარული მეუხერხულება - სპორტულ დარბაზში ბევრი მოხდენილი ქალიშვილია, მე კი მშობიარობის შემდეგ საშინლად დავუშნოვდი. მეჩვენება, რომ დარბაზში ყველა მე მიყურებს და დამცინის. როგორ დავაღწიო თავი ამ კომპლექსს? მესმის, რომ ვარჯიში აუცილებელია, რათა ძველებური ფორმა დავიბრუნო.

ლიკა, გვერწმუნეთ, მოხდენილ გოგონებს თქვენზე ნაკლებად არ აწუხებთ საკუთარი "სიუშნოვე". ნუ გეგონებათ, რომ ისინი თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. პირიქით, სცადეთ, ესაუბროთ დიეტებსა თუ ვარჯიშთა კომპლექსებზე. მღელვარება თანდათან გაგივლით და მშვიდად იზრუნებთ გარეგნობაზე.

ელენე, 26 წლის

ადრინდელ სამსახურში ჩემი უფროსი დაუფარავად ცდილობდა ჩემთან დაახლოებას. ეს ძალიან უსიამოვნო იყო, მაგრამ რას გავაწყობდი... იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი. რამდენიმე ხნის შემდეგ სხვა სამსახური ვიშოვე. მომწონს სამუშაოც, კოლექტივიც, ანაზღაურებაც, მაგრამ საკმარისია კოლეგამ გამიღიმოს, რომ საშინლად ვიძაბები. მეჩვენება, რომ იგივე განმეორდება, რაც ძველ სამსახურში მოხდა...

წინა სამსახური იმის გამო მიატოვეთ, რომ სხვა გამოსავალი ვერ იპოვეთ და ახლა მამაკაცის მცირედი ყურადღების შემთხვევაშიც კი მასში ქვეცნობიერად სამუშაოს დაკარგვის საფრთხეს ხედავთ. მოსინჯეთ სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტი. ეს შეიძლება იყოს ირონია მოურიდებელი თაყვანისმცემლის ქცევის მიმართ ან არშიყობის მეგობრულ ურთიერთობაში გადატანა. ასე დევნის მანიისგან გათავისუფლდებით და თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

ნესტანი, 27 წლის

დროდადრო ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ჩემი ქმრის დისშვილი. მას ძალიან ცუდი თვისება აქვს - უყვარს ჩვენს ნივთებში ქექვა. არაფერი იკარგება, მაგრამ სუნამოები და კრემები, აქსესუარები და ტანსაცმელი ყოველთვის გადაადგილებული მხვდება. არ ვიცი, რა ვქნა - ხომ არ შეიძლება, ყველაფერს კლიტე დავადო?! მისთვის შენიშვნის მიცემაც მერიდება, ნათესავებთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა...

გააკეთეთ პატარა ბარათები წარწერით: "ხელს ნუ მახლებ!", "ახლავე დახურე ჩემი კოსმეტიკური ჩანთა!" ჩააწყვეთ ისინი უჯრებში, მიამაგრეთ ტანსაცმელზე. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ მისი სახელიც მიაწეროთ. გოგონა ყველაფერს მიხვდება. ალბათ, ამას ბიძამისს შესჩივლებს - მაშინ იმის აღიარებაც მოუწევს, რომ დაუკითხავად იჩხრიკებოდა თქვენს კარადებში.

ეკა, 24 წლის

ჩემს დედამთილს ჩემს მიმართ უამრავი პრეტენზია აქვს. ხშირად მაძლევს შენიშვნებს: "რატომ ჭრი ყველს ამ დანით?!", "რამდენ მარილს აყრი წვნიანს?!" - და ამას დასასრული არ უჩანს. როგორ მოვიქცე?

ეცადეთ მოიქცეთ ისე, რომ თქვენს დედამთილს არ მიეცეს წამოწყებული კამათის გაგრძელების საბაბი. ყველა მის შენიშვნასა და რჩევას ღიმილით უპასუხეთ: "გმადლობთ, ჩემთვის ასე უფრო მოხერხებულია". დედამთილს თქვენი კრიტიკის სურვილი დაეკარგება, როცა დარწმუნდება, რომ თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც იცავენ თავიანთ აზრს.

ეცადეთ ასევე, გამოიყენოთ ყურადღების გადატანის ტაქტიკა: თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვახშმის მომზადება, შესთავაზეთ დედამთილს, წამოწვეს და დაისვენოს ან უყუროს საინტერესო ტელეგადაცემას.


ნატალია, 29 წლის

ჩემი ხელმძღვანელი გვიანობამდე მუშაობს და ჩემგანაც იმავეს მოითხოვს. მას ოჯახი არ აქვს, ამიტომ შეუძლია, დღე და ღამე სამუშაოზე გაატაროს, მე კი ორი ბავშვი მყავს, რომლებიც საბავშვო ბაღიდან უნდა გამოვიყვანო. უფროსი მპირდება, რომ დამატებით ანაზღაურებას მივიღებ, მაგრამ საქმე ფულში როდია!

უაზრობაა, შეფს ედავოთ. უბრალოდ, უთხარით უარი. თქვენ ხომ გაქვთ საფუძვლიანი მიზეზი, რომ სამსახურში გვიანობამდე არ დარჩეთ. შრომის კოდექსიც თქვენს მხარესაა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ერთი რამ: როგორც ჩანს, თქვენს უფროსს უყვარს ის სამუშაო, რომელსაც ასრულებს. დააფასეთ ეს, გამოხატეთ ინტერესი მისი მორიგი იდეის მიმართ, უთხარით, რომ საბავშვო ბაღისკენ მიმავალი განუწყვეტლივ ამაზე იფიქრებთ. შეიძლება ბრძოლაში შინაურებიც ჩართოთ: სთხოვეთ, რომ სამუშაო დღის ბოლოს აუცილებლად დაგირეკონ და გთხოვონ, სასწრაფოდ დაბრუნდეთ შინ.

ანა, 29 წლის

ჩემი უფროსი ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ზრდილობა ნამდვილად აკლია. ზედმეტს არაფერს ითხოვს, მაგრამ იქცევა ასე: "მომართვი, წაიღე, თავისუფალი ხარ!" არასოდეს გეტყვის: "გმადლობ" ან "თუ შეიძლება", "გეთაყვა". ახლობლებს მიაჩნიათ, რომ სუსტი ადამიანი ვარ, რაკი ასეთ მოპყრობას ვითმენ. მირჩევენ, სამსახური მივატოვო. იქნებ მართლა ასე ჯობდეს?

მნიშვნელოვანია არა თქვენი ახლობლების, არამედ პირადად თქვენი აზრი. ეს თქვენი უფროსია და სიტუაციაში თქვენ უკეთ უნდა ერკვეოდეთ, ვიდრე ვინმე სხვა. რა თქმა უნდა, სასურველია, იდეალური ხელმძღვანელი გყავდეთ, მაგრამ ასეთები არ არსებობენ. ყველას თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. საქმე ის არის, რამდენად აწონასწორებენ ისინი ერთმანეთს. მზად ხართ შეეგუოთ უფროსის უზრდელობას, რომელიც არც ისე ცუდი ადამიანია? თუ სხვა ყველაფერი ხელს გაძლევთ, მაშინ ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, მაგრამ თუ ცუდმა მანერებმა დაგღალათ და მუშაობაში ხელს გიშლით, მაშინ ალბათ მართლაც უნდა დაფიქრდეთ სამსახურის მიტოვებაზე.

სოფო, 31 წლის

ჩემი მეგობარი ყველა უცოლო მამაკაცში თავის საბედოს ხედავს, საკმარისია, ვინმემ კაფეში დაპატიჟოს, რომ მაშინვე მომავლის გეგმებს აწყობს. ბუნებრივია, შემდეგ იმედგაცრუებული რჩება და დეპრესიაში ვარდება. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ გათხოვება უნდა იჩქაროს და ყველა უცოლო თანაკლასელსა და კოლეგას ეკეკლუცება. როგორ ავუხსნა, რომ არასწორად იქცევა?

აუცილებლად უთხარით თქვენს მეგობარს, რომ მეტისმეტად ჩქარობს. დაარწმუნეთ, რომ მეუღლის არჩევა საპასუხისმგებლო ნაბიჯია. დაარწმუნეთ, რომ ნებისმიერ მამაკაცს, რომელსაც შეხვდება, კარგად, ყურადღებით უნდა დააკვირდეს. შესანიშნავია, რომ კანდიდატთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაიფანტა - თქვენს მეგობარს აღარ მოუწევს მათთვის დროის დახარჯვა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის აღდგენა უიმედო გზაა. არსებობს ყოფილი თანაკლასელების ქორწინების უამრავი მაგალითი. უბრალოდ, არ არის საჭირო, ძველი ურთიერთობებით შემოიფარგლოს - აუცილებელია ახალი ნაცნობების შეძენაც. ეცადეთ, ამაში დაეხმაროთ.

თამარი, 31 წლის

ჩემი მკურნალი ექიმი ნდობას არ აღმიძრავს, თუმცა ის საუკეთესო სპეციალისტად ითვლება კლინიკაში. სხვისი ძებნის აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ მასთან ვერაფრით ავაწყვე ურთიერთობა. ყველა ჩემს კითხვას უხალისოდ პასუხობს, თავისი ინიციატივით არასოდეს არაფერს მიხსნის, მე კი არ მინდა, ბრმად შევასრულო მისი მითითებები!

წარმოიდგინეთ, როგორ ჟღერს თქვენი კითხვები შორიდან. იქნებ ექიმი მათ თქვენი უნდობლობის დასტურად ან მასთან უფრო ახლო კონტაქტის დამყარების მცდელობად მიიჩნევს. სცადეთ, აუხსნათ, რატომ უსვამთ ამა თუ იმ კითხვას. მაგალითად, თუ მისი ნაწერის ამოკითხვას ცდილობთ, პირდაპირ უთხარით: "მე მიჭირს სხვისი ხელწერის გარჩევა; მიკარნახეთ, თუ შეიძლება, წამლის სახელწოდება".

ბევრ პაციენტს სწყინს, რომ ექიმი მას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს: კარგი სპეციალისტი დღეში ათობით პაციენტს იღებს და გარკვეული ემოციური სიცივე არის საფუძველი იმისა, რომ მან მშვიდად და ჯანსაღად იაზროვნოს, ემოციების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.