Psychology Today: პარტნიორის „გადაჭარბებული მონდომება“ განშორების მთავარი მიზეზია
1. თანაბარი განვითარება
გრძელვადიანი რომანტიული ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე პარტნიორი თანაბრად შეიცვალოს, განვითარდეს, გაიზარდოს და მიაღწიოს თავის პოტენციალს დროთა განმავლობაში - განმარტავს ოჯახის თერაპევტი და მწვრთნელი ჯონ კიმი. ამ შემთხვევაში მათ აქვთ შესაძლებლობა მხარი დაუჭირონ და შეავსონ ერთმანეთი და საბოლოოდ გახდნენ შეკრული გუნდი.
2. დისბალანსი
თუ ერთი პარტნიორი განიცდის აქტიურ პიროვნულ ზრდას, მეორე კი იმავე დონეზე ჩერდება, ბალანსი ირღვევა: უფრო განვითარებული პარტნიორი ურთიერთობაში იწყებს მშობლის როლის თამაშს, ხოლო უფრო ჩამორჩენილი - ბავშვის როლშია.
ეს, ოჯახის ფსიქოთერაპევტის თქმით, ჯანსაღ მდგომარეობად არ შეიძლება ჩაითვალოს. ურთიერთობაში იწყება სტაგნაცია, გაუგებრობა და უთანხმოება: „ჩარჩენილი“ პარტნიორი გამოხატავს უკმაყოფილებას, გაღიზიანებას, გრძნობს, რომ „მეორე ნახევარი“ შეიცვალა, წინ წავიდა და სხვა პიროვნებად იქცა. "გაზრდილი" პარტნიორი გრძნობს, რომ ეს ურთიერთობა იწყებს მის შეზღუდვას, ტვირთად აწევს, უკან ხევს, არ აძლევს შემდგომი გაზრდის საშუალებას და დაშორება გარდაუვალი ხდება.
რჩევა
1. გაუზიარეთ გეგმები
ამის თავიდან ასაცილებლად, ჯონ კიმი გვირჩევს ღიად, გულწრფელად გაუზიაროთ თქვენი სურვილები, მიზნები და ამბიციები თქვენს პარტნიორს რაც შეიძლება ხშირად და შეეცადოთ შთააგონოთ მას, იგივე გააკეთოს.
2. იპოვეთ საერთო ჰობი
მნიშვნელოვანია იპოვოთ აქტივობები და ინტერესები, რომლებიც ორივეს მოგანიჭებთ სიამოვნებას, მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს ახალ წამოწყებაში, განიხილეთ წიგნები, ფილმები, სერიალები და მუდმივად ისწავლეთ რაიმე ახალი.
3. იყავით მოქნილი
პიროვნული ზრდა არ არის წრფივი პროცესი, მას აქვს თავისი აღმავლობა, პლატო და ვარდნა, ამიტომ იყავით მოქნილები, მოერგეთ ერთმანეთს, ერთად გაიარეთ ყველა გამოწვევა.