როგორ გამოვიყურები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიყურები?

თანამედროვე სტატისტიკა და ფსიქოლოგთა წუხილი მეტყველებს იმაზე, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს რთული ფსიქოლოგიური პრობლემები საკუთარი გარეგნობის გამო, აქვს კომპლექსები, რაც უქმნის პრობლემებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.

ფსიქოლოგები განგაშს ტეხენ: სულ უფრო მეტი პაციენტი აფასებს არაადეკვატურად თავის გარეგნობას და ათასგვარ ნაკლოვანებას უძებნის. ვარსკვლავებიც კი, რომელთა იმიჯით საუკეთესო პროფესიონალები არიან დაკავებული, მიდრეკილნი არიან საკუთარი მონაცემების კრიტიკულად შეფასებისკენ. საბედნიეროდ, ეს იკურნება. დისმორფოფობია მოდური დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. ამ ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანები მეტისმეტად არიან შეწუხებული თავიანთი გარეგნობის უმნიშვნელო დეფექტით. ეს ფობია ძირითადად მოზარდობის ასაკში ვითარდება და 30 წლისთვის „დაზარალებული“ ან ქირურგიულად ერევა საკუთარ გარეგნობაში, ან ფსიქოლოგის დახმარებით იკურნება.

საკუთარი გარეგნობის გამო შფოთი უფრო ქალებს აწუხებდათ, ახლა კი მათ არც კაცები ჩამორჩებიან.

დისმორფოფობია – ეს არის დარღვევა, გამოხატული საკუთარი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დამახინჯებული აღქმით და მისი თანმხლები დეპრესიით, უძილობითა და შფოთვით. უმეტესობა უკმაყოფილოა სახით, ცხვირით, მკერდითა და სასქესო ორგანოებით. ექიმმა, რომელსაც პაციენტი პლასტიკური ოპერაციისთვის მიმართავს, ოპერაციის აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს და შეათანხმოს ფსიქოთერაპევტთან. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დისმორფოფობიით შეპყრობილი პაციენტის უკიდურესი დისკომფორტის მიზეზია ფიზიკური „მე“, რომელიც მოიაზრებს საკუთარ სხეულს, რომელიც ყოველი ადამიანის ცნობიერებაში არსებობს. ეს ნიშნავს, როგორ ვხედავთ, აღვიქვამთ და ვაცნობიერებთ საკუთარ თავს. ფიზიკური „მე“-თი განისაზღვრება ფსიქოლოგიური „მე“, ორივე ერთად კი გვიჩვენებს, როგორი ადამიანი ვარ მე და წარმოქმნის ადამიანის „მე კონცეფციას“, რომელიც ხსნის, ვინ ვართ და რატომ. პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ინგრევა ფიზიკური „მე“ და ძველი პრობლემები მძაფრდება. პაციენტი სარკეში თავის თავს ვერ ცნობს. საჭიროა ფსიქოთერაპევტთან ერთად გრძელი გზის გავლა იმისთვის, რომ მიეჩვიო ახალს და თავიდან შექმნა დაკარგული „მე“. ყველა ქალს როდი შეუძლია, მიიღოს და შეიყვაროს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. ის ეტალონს ეძებს. საკუთარი გარეგნობით გამოწვეული უკმაყოფილება, წესისამებრ, ბავშვობაში იჩენს თავს. ზოგიერთ მშობელს სწორად მიაჩნია, ობიექტურად მიანიშნოს შვილს მისი გარეგნობის ღირსებასა თუ ნაკლზე. ბავშვს ჰგონია, რომ ის ამ ნაკლის გამო არ უყვართ და იწყებს ფიქრს, რა უშველოს ამას. აქ ფორმირდება არაადეკვატური „მე“. გაცილებით უკეთესია, როცა მშობლები შთააგონებენ შვილს, რა განუმეორებელი, რა მომხიბვლელია ის. ასეთი ბავშვები შემდგომ წარმატებული პიროვნებები არიან. თუ გაკლიათ საკუთარი თავის რწმენა, გაქვთ დაბალი თვითშეფასება და მიგაჩნიათ, რომ ულაზათო სხეული გაქვთ, ნუ იჩქარებთ, კარდინალურად შეიცვალოთ გარეგნობა. ჰკითხეთ რჩევა ახლობლებს, საყვარელ ადამიანს, ფსიქოლოგს. გადაიღეთ საკუთარი თავი ვიდეოკამერით და დააკვირდით. სცადეთ შეხედოთ მას იმ ადამიანების თვალით, რომელთაც უყვარხართ. თუ ჩათვლით, რომ გარეგნული ცვლილება საჭიროა. დაიწყეთ იმიჯის შეცვლით. გაითამაშეთ სხვადასხვა როლი, როგორც მსახიობმა, რომელიც სხვადასხვა სახეს ირგებს; შეიცვალეთ სამოსი, კოსმეტიკა. ასე იპოვით საკუთარ, განუმეორებელ სტილს. თუ ამას თქვენი გარემომცველი ადამიანების დადებითი რეაქცია მოჰყვა, დარჩით ისეთად, როგორიც ხართ.

პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა, Pსყცჰოლოგყ თოდაყ, გამოკითხვა ჩაატარა 30 000 ქალს შორის შემდეგი კითხვით: მოსწონთ თუ არა საკუთარი სხეული? აქედან ქალების უმეტესობამ – 60%-მა უპასუხა, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი ფორმებით. და ეს გასაკვირი არ არის – მთელი ინდუსტრია მუშაობს იმისათვის, რომ ქალებს საკუთარი თავი არ მოსწონდეთ, რადგან მიღებულია გარკვეული ნორმები, სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფორმა და ზომა, ყველას, ვისაც თავის გარეგნობასთან პრობლემა აქვს, სურს ამ მიღებულ სტანდარტებს მიუახლოვდეს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ გაიდიდონ ან შეიმცირონ რაღაც ნაწილები, გაისწორონ, გაიპრიალონ, მოიჭრან და ა.შ.

სამწუხაროდ, ამან გამოიწვია ის, რომ პლასტიკური ოპერაციების თუ კორექციული ჩარევების შემდეგ ყველა ერთმანეთს ემსგავსება. ადამიანები ბუნებრიობას და ინდივიდუალობას კარგავენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თავს არ უნდა მოვუაროთ, არ ვეცადოთ გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ, მაგრამ სადღაც არის ზღვარი! ეს ზღვარი ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაშია. არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად გამოიყურებიან, მაინც უკმაყოფილოები არიან საკუთარი თავით. რაც უნდა გააკეთონ, დახვეწონ, გაასწორონ საკუთარ გარეგნობაში, უკაყოფილების მიზეზი მუდამ რჩებათ და ეს ყველაფერი აკვიატებულ იდეად იქცევა.

დისმორფოფობიით შეპყრობილი ადამიანები ყველა საშუალებით ცდილობენ საკუთარი გარეგნობის გამოსწორებას – თავს აკლავენ საათობით ვარჯიშს სპორტდარბაზებში, სახიდან დაზიანების ფასად იშორებენ გამონაყარს, საათებს ატარებენ სარკესთან და აგვიანებენ ყველგან. მუდმივად კოსმეტოლოგების, დიეტოლოგების და პლასტიკური ქირურგების კაბინეტებს იღებენ იერიშით.

უპასუხისმგებლო სპეციალისტებისათვის ასეთი ხალხი სერიოზული შემოსავლის წყაროა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში, თუ არის ეჭვი პაციენტის დისმორფოფობიაზე, სანამ პლასტიკურ ოპერაციაზე დათანხმდებიან, პაციენტს ჯერ შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციაზე უშვებენ.

დისმორფოფობია სათავეს ძირითადად ბავშვობიდან ან გარდატეხის ასაკიდან იღებს. ბავშვს შეიძლება ხშირად აკრიტიკებდნენ მშობლები, მიუთითებდნენ ნაკლზე, აკვირდებოდნენ და ყურადღებას ზედმეტად აქცევდნენ მის ქცევას და გარეგნობას. გარდატეხის ასაკში კი დისმორფოფობია, უმეტეს შემთხვევაში, ჩვეული მოვლენაა, როცა გარეგნობა იცვლება, თავიდან ფორმირდება მოზრდილი ადამიანის ნაკვთები. გარდატეხის ასაკის გავლასთან ერთად, დისმორფოფობია ქრება, როგორც წესი. თუმცა აღმოჩნდა, არა ყველასთვის. თუ დისმორფოფობია მოზარდ ასაკში ნორმაა, მოზრდილ ასაკში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა.

ტრავმა შეიძლება მოზრდილ ასაკშიც მიიღოს ადამიანმა, მაგალითად, როცა ქმარი ტოვებს ცოლს და მიზეზად მისი გარეგნობა და ზედმეტი წონა მოჰყავს. ამ დროს ცოლი, რომელსაც ეს პრობლემა შეიძლება რეალურად არ აქვს, იწყებს საკუთარი თავის ტანჯვას და ნერვიულობას, ან ეს ყველაფერი გადაეზრდება დაუსრულებელ დიეტომანიაში ან ბულემიაში.

გარშემომყოფთა რეაქცია

ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს, რომ როცა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით, ასევე განაწყობს საკუთარი თავის მიმართ გარშემომყოფებსაც. მათ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, სტუდენტებს უჩვენეს ზედმეტწონიანი ქალების ფოტოები, ფოტოების ერთი ნაწილის ჩვენების დროს სტუდენტებს უთხრეს, რომ ეს ქალები საკუთარი გარეგნობით კმაყოფილები იყვნენ, ნაწილს კი უთხრეს, რომ ამ ქალებს საკუთარი თავი არ მოსწონდათ. რესპონდენტებს უნდა შეეფასებინათ ეს ქალები 2 კრიტერიუმით – სასიამოვნო/არასასიამოვნო.

აღმოჩნდა, რომ იმ ქალების მიმართ, რომლებზეც წინასწარ აღინიშნა, რომ მათ თავი არ მოსწონდათ, სტუდენტებიც უარყოფითად განეწყვნენ, მათ უმეტესობას ისინი არ მოეწონა. ხოლო ის ქალები, რომლებსაც თავი მოსწონდათ, უმეტესობამ სასიამოვნოდ ჩათვალა და პოზიტიურად განეწყო.

ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა ამის თაობაზე: „შედეგებმა გვაჩვენა, რომ ზედმეტ წონაზე საუბარი – არასასიამოვნოა, ხოლო საკუთარი თავით უკმაყოფილება არ იწვევს თანამოსაუბრის თანაგრძნობას“. ექსპერტი ირწმუნება, რომ კარგი განწყობა სწორ ენერგეტიკას ქმნის, და გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ იმ ადამიანის არასრულყოფილებას, რომელიც პოზიტივს ასხივებს.

გამოსავალი?

დისმორფოფობიას ფსიქოლოგები ებრძვიან, თუმცა ამის გაკეთება უმჯობესია მანამდე, სანამ საქმე გართულდება. ნუ შევაფასებთ მკაცრად ბავშვებს და მოზარდებს მათი გარეგნობის გამო, ნუ დავუწესებთ სტანდარტებს ჩვენს ახლობლებს და გარშემომყოფებს. რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ სილამაზე ბუნებრივია, და არა პლასტიკური ქირურგებისა და ფოტოშოპის ოსტატების შექმნილი ხელოვნურად გაწელილი და დაყენებული, გაშეშებული, გადაპრიალებული სხეული ან სახე.

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე, არ გამოედევნოთ სტანდარტებს!