/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური პრობლემები მენოპაუზის დროს

ფსიქოლოგიური პრობლემები მენოპაუზის დროს
ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა იწყება მკვეთრი ფიზიოლოგიური გარდაქმნები თანმხლები ფსიქოლოგიური პრობლემებით.

ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი არის ქლიმაქსის, ანუ მენუპაუზის პერიოდი. მენოპაუზა ასაკში შესვლის ბუნებრივი ნაწილია. რაც გავლენას ახდენს ქალების ფსიქიკაზე, ქცევაზე, პიროვნულ თვისებებზე, ხასიათზე და აისახება ადამიანებთან ურთიერთობაზე.

კლიმაქსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითებით არის განპირობებული. ჰორმონული სტატუსის ცვლილებას ზოგჯერ თან ახლავს ტემპერატურის მომატება, სისხლძარღვთა გაფართოება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება და გუნება-განწყობის გაუარესება. კლიმაქსის პერიოდში ქალები უმეტესად სიცარიელეს, გამოფიტვას გრძნობენ, მათ ცხოვრებას აზრი ეკარგება. ზოგიერთი მენსტრუაციის შეწყვეტას ქალურობის, მომხიბვლელობის დაკარგვასთან აიგივებს და ყოველივე ამას ძალზე მწვავედ აღიქვამს. ასეთ დროს ხშირად უჩნდებათ აზრი, რომ ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა, ამას კი მოჰყვება დათრგუნულობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და დეპრესია. კლიმაქსური პერიოდის კრიზისებს, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ დარღვევებს განაპირობებს, ხშირად კლიმაქსურ დეპრესიად იხსენიებენ. კლიმაქსის პერიოდში შესაძლოა მძიმე დეპრესიამაც იჩინოს თავი. მედიკოსები ამ დეპრესიას ენდოგენურს უწოდებენ. თუმცა ამ პერიოდში შინაგანი დათრგუნულობის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს:

  • ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნა;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • საკუთარი თავის რწმენის შერყევა;
  • ცხოვრებისეული სიტუაციების ცვლილება;
  • განშორებისა და დაკარგვის შეგრძნება;
  • სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება-დაკარგვა;
  • უბრალოდ სიბერის განცდა.

კლიმაქსური პერიოდის დეპრესიის მთავარი ნიშნებია დაძაბულობისა და დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა, ანჰედონია (სიხარულის, ბედნიერების შეუგრძნებლობა), სურვილების გაქრობა, ტირილის სურვილი და სხვა. ამ კრიტიკულ პერიოდში სამკურნალოდ დანიშნულ ჰორმონებს, ქალი, ჩვეულებრივ, კარგად იტანს სედაციურ და ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად. აღნიშნული საშუალებები, წესისამებრ, საუკეთესოდ ავსებენ ერთმანეთს. ისიც საყურადღებოა, რომ გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად, დათრგუნულობის აღმოსაფხვრელად ხშირად მხოლოდ ჰორმონებიც საკმარისია. ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობის საკითხს ყოველთვის ექიმი წყვეტს, მათი თვითნებურად მიღება არ შეიძლება. კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობა უძილობას იწვევს ან აძლიერებს. ირღვევა ძილის ნორმალური რიტმი, ღრმა ძილის ფაზები შედარებით იშვიათია ან საერთოდ გამოვარდნილია ძილის მიმდინარეობიდან. ისიც აღსანიშნავია, რომ ღამღამობით ალები და მომატებული ოფლიანობა ისედაც არღვევს ძილის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობაზე, სასიცოცხლო ტონუსსა და განწყობაზე. სედაციური და საძილე საშუალებები კარგად მოქმედებს, მაგრამ დროებითია, ვინაიდან უძილობის მთავარ მიზეზს – ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობას – ვერ აღმოფხვრის, ამიტომ ძილის დარღვევის შემთხვევაში, ნაცვლად ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობისა, უმჯობესია, ქალმა მიმართოს ექიმს და მის მიერ რეკომენდებული ესტროგენშემცველი პრეპარატები მიიღოს – ამ შემთხვევაში სედაციური საშუალებების გამოყენება აღარ დასჭირდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობს ადრეული მენოპაუზაც - რა არის ადრეული მენოპაუზა?

დავიწყოთ იმით, რომ ქალების უმეტესობას მენოპაუზა ეწყება 45-55 წლის ასაკში. საშუალო ასაკია 51 წელი. ადრეული მენოპაუზა კი იწყება 45 წლამდე.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ნაადრევი მენოპაუზა ან საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა იწყება 40 წლამდე.

მენოპაუზა იწყება მაშინ, როცა საკვერცხეები წყვეტენ რეპროდუქციულ ფუნქციას, წყვეტენ ფოლიკულების გამომუშავებას, შესაბამისად, ქვეითდება ესტროგენის დონე.

ქალი იმყოფება მენოპაუზაში, თუ ბოლო მენსტრუალური ციკლიდან გავიდა 12 თვე.

თანმხლები სიმპტომები, როგორიცაა ე.წ. ალები, იწყება მენოპაუზამდე – პერიმენოპაუზაში.

რა იწვევს ადრეულ მენოპაუზას?

არსებობს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი, თუმცა ზოგ შემთხვევაში ვერ ხერხდება გამომწვევი მიზეზის დადგენა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ყველა ის ფაქტორი, რომელიც აზიანებს საკვერცხეებს ან აფერხებს (აჩერებს) ესტროგენის გამომუშავებას – შესაძლოა იწვევდეს ნაადრევ მენოპაუზას. ამ ჩამონათვალში შედის: ქიმიოთერაპია, ოვარექტომია (საკვერცხის ამოკვეთა), საკვერცხის რეზექცია (საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა). ასეთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა უნდა მოგამზადოთ ნაადრევი მენოპაუზისთვის. თუმცა შესაძლოა ნაადრევი მენოპაუზა დაგეწყოთ საკვერცხეების დაზიანების გარეშეც.

თუ ადრეული მენოპაუზის გამომწვევი სამედიცინო მიზიეზი არ არის, დიდი ალბათობით ადრეული მენოპაუზის გამომწვევი მიზეზია გენეტიკური ფაქტორი.

მენოპაუზის დაწყების ასაკი ხშირ შემთხვევაში გადაეცემა გენეტიკურად. თუ დედათქვენს ჰქონდა ადრეული მენოპაუზა, ხშირ შემთხვევაში, თქვენც ადრეული მენოპაუზის განვითარების მაღალი რისკი გაქვთ.

მავნე ჩვევები – მაგალითად, თამბაქოს მოხმარებას აქვს ანტიესტროგენული მოქმედება. ამიტომ მწეველებს შესაძლოა 1-2 წლით ადრე დაეწყოთ მენოპაუზა, ვიდრე არამწეველებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულის მასის ინდექსს – ესტროგენი ინახება ცხიმოვან ქსოვილში. ძალიან გამხდარ ქალებს ესტროგენის ნაკლები მარაგი აქვთ, რომელიც შესაძლოა ამოიწუროს უფრო ადრე.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვეგეტარიანულმა დიეტამ, დიდი ხნის განმავლობაში ფიზიკური ვარჯიშისა და მზის სხივების ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული მენოპაუზა.

ქრომოსომული დეფექტები – ასევე ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ადრეული მენოპაუზისა.

გარდა ამისა, ადრეულ მენოპაუზას იწვევენ აუტოიმუნური დაავადებები, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება და რევმატული ართრიტი.

ეპილეფსია – ამ დაავადების მქონე ქალები უფრო ხშირად არიან ადრეულ მენოპაუზაში.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მენოპაუზის დროსთან პირდაპირი კავშირი ქალების სქესობრივ ცხოვრებას აქვს. კვლევისთვის აღებულია ინფორმაცია 11 წლის განმავლობაში არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით. დადგინდა, რომ ქალები, რომლებსაც სექსი კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც ჰქონდათ, მენოპაუზის პერიოდში ნაკლებად შედიოდნენ.

რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, ჰორმონული გარდაქმნების დასრულების შემდეგ ისინი თავისთავად გაივლის. ამ ასაკობრივ ცვლილებებს, წესისამებრ, თან სდევს ფსიქოლოგიური ცვლილებებიც. ქალს უჩნდება განცდა, რომ ის ემშვიდობება ახალგაზრდობას, სილამაზეს, მომხიბვლელობას, აღარ არის სასურველი მეუღლისთვის... სინამდვილეში ასე არ არის. ქალი ყველა ასაკში ქალია. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ მიეცეთ დეპრესიას. პირიქით, ცხოვრება ახალი ფერებით უნდა შეამკოთ, დატკბეთ მიღწევებით, შვილებით, შვილიშვილებით. ხშირად წაახალისეთ საკუთარი თავი, ივარჯიშეთ, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ხშირად მიაკითხეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ ვარცხნილობა. შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ, აღნიშნეთ ღირსშესანიშნავი მოვლენები, დატკბით ცხოვრებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური პრობლემები მენოპაუზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები