/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

თანამედროვე ფსიქოლოგიური თეორიები

თანამედროვე ფსიქოლოგიური თეორიები
ვიდრე ადამიანი მიმართავს ფსიქოლოგს, შეუძლია დაინტერესდეს, თუ რა მეთოდით მუშაობს ის.

ფსიქოლოგი, როგორც წესი, თავის მუშაობაში იყენებს იმ ძირითად მეთოდს, რომელსაც ფლობს. თითოეული მეთოდი თავისთავად საინტერესოა და მოაქვს დადებითი შედეგი უამრავი ადამიანის ცხოვრებაში.

ადამიანის პრობლემები, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური კუთხით, მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ მრავალ ფიზიოლოგიურ პრობლემას ფსიქოლოგია მართავს, ამიტომ ამა თუ იმ სიმპტომისგან განსაკურნებლად აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა, ამის შემდეგ კი ადამიანს ექნება შანსი, განიკურნოს ნებისმიერი დაავადებისგან, თუ სათანადოდ გააცნობიერებს საკუთარ პრობლემებს. ამაში კი მას დაეხმარება სწორი ფსიქოლოგიური კონსულტაცია და ფსიქოთერაპია.

ფსიქოთერაპია – ეს არის მკურნალობა ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდით. სამკურნალო ვერბალური და არავერბალური ზემოქმედება ადამიანის ემოციებზე, თვითშეგნებასა და აზრებზე. განასხვავებენ ორი სახის ფსიქოთერაპის.

1. კლინიკურად ორიენტირებული ფსიქოთერაპია – რომელიც უმთავრესად მიმართულია არსებული სიმპტომატიკის შემსუბუქების ან ლიკვიდაციისკენ, ის მოიცავს შემდეგ მეთოდებს: ჰიპნოზი, შთაგონება და თვითშეგონება, რაციონალური თერაპია.

2. პიროვნებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია – რომლის მიზანია, დაეხმაროს პაციენტს სოციალური გარემოცვისა თუ საკუთარი პიროვნებისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. იგი ფართოდ იყენებს პაციენტის კონფლიქტური განცდების ანალიზის სხვადასხვა ვარიანტს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

თერაპიის ფსიქოლოგიური მეთოდები უამრავი ადამიანისთვისაა საინტერესო, ამიტომ მეცნიერება სულის შესახებ დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ადამიანები გატაცებული არიან სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიით, კითხულობენ საინტერესო სტატიებს მის შესახებ ინტერნეტსა თუ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. ამის მიუხედავად, ადამიანთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების მომსახურებას და მათთან კონსულტაციებს პრობლემის მოსაგვარებლად. ფსიქოლოგებისა და მათი თერაპიების დახმარებით წყდება დიდი თუ პატარა ცხოვრებისეული სირთულეები. ადამიანთან ინდივიდუალური მუშაობის ერთიანი უნივერსალური მეთოდი ფსიქოლოგიაში არ არსებობს, ამიტომ გაჩნდა ბევრი მიმართულება და გზა იმისა, თუ როგორ უნდა მიუდგე ამა თუ იმ საკითხს. შემოგთავაზებთ მათგან ყველაზე საინტერესოებს.

ფსიქოანალიზი – კლასიკური განმარტებისგან განსხვავებით, ფსიქოთერაპიული მიზნით ფსიქოანალიზი არის გაუცნობიერებელ მოტივთა საფუძველზე აღმოცენებული განცდების და ქცევების თავისებურებების გამოსავლენი მეთოდების ერთობლიობა, რომელთა ძირითადი კომპონენტებია თავისუფალი ასოციაციები, მდიდარი ინტერპრეტაციები და ტრანსფერი (გადატანა). სუბიექტი იძლევა თავისუფალ ასოციაციებს, ფსიქოლოგი კი მისი ასოციაციებისა და განცდების ინტერპრეტაციას ახდენს. ამ პროცესის მიზანია ადამიანის ქცევის აგება გამოცდილების საფუძველზე, განსაკუთრებით კი ბავშვობის მოგონებების ხარჯზე. ბავშვების მოგონებების გაანალიზების შედეგად ვხვდებით, რომ ის, რაც დავიწყებული გვეგონა, შეიძლება რაღაც მარტივმა დეტალმაც კი მოგვაგონოს. ფსიქოანალიზი შეგვიძლია ფსიქოლოგიის კლასიკურ მაგალითად მივიჩნიოთ, ის თავის თავში დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.

პოზიტიური ფსიქოთერაპია – ეს მეთოდი, როგორც თერაპიის განსაკუთრებული სახე, გამოჩნდა 1968 წელს ირანელი პროფესორის, ნოსრატ პეზეშკიანის, ნამუშევრების შედეგად. მეთოდის იდეით, დადებითი წარმოდგენა ადამიანზე გამომდინარეობს იქიდან, რომ მას დაბადებიდანვე აქვს შემეცნებისა და სიყვარულის უნარი, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთის განვითარება მეორის განვითარებას იწვევს. პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ძირითადი აქცენტი კეთდება ადამიანის შესაძლებლობებზე, როგორც მისი განცდებისა და დაავადებების განკურნების მთავარ მეთოდზე. თერაპიის თანახმად, გამოჩენილი პრობლემების მიზეზი არის სულიერი ურთიერთქმედების არაგანვითარებული და ჩახშობილი სფეროები ადამიანებს შორის. ფსიქოლოგის პოზიტიური მიდგომა წარმოგიდგენთ სიტუაციის ხედვას მთლიანობაში, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი ასპექტებისადმი, რაც ნიშნავს ადამიანის შინაგანი ბუნების პოზიტიურ ხედვას. მეთოდი ორიენტირებულია ადამიანის უნარზე, მაგრამ ამ უნარების განვითარება ხდება სხვადასხვა ხარისხში, როდესაც ვმუშაობთ საკუთარი თავის ანალიზისა და ჩვევების განვითარების მიმართულებით, გვსურს პრობლემების გადაჭრა, ადამიანი ერთვება ამ პროცესში და მიმართულია მისი მოგვარებისადმი. სხვადასხვა ეტაპზე კონსულტირებისას ფსიქოლოგს შეუძლია სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, იმის მიხედვით, თუ რომელ გზას მოითხოვს სიტუაცია. პოზიტიური ფსიქოთერაპიის მუშაობა ეფუძნება 3 პრინციპს: იმედის, ბალანსისა და თვითდახმარების პრინციპებს. მეთოდი გამოიყენება ნებისმიერი პრობლემის დროს და მისი ხანგრძლივობა მხოლოდ 15-20 სეანსია.

სხეულზე ორიენტირებული თერაპია – არის საინტერესო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, რომელშიც პრობლემების მოსაგვარებლად და მოსაშორებლად ამოქმედებულია სხეულის კონტაქტი. ამ თეორიის ავტორი თვლის, რომ ადამიანის მიერ დათრგუნული ემოციები სხეულში იწვევს კუნთოვან დაჭიმვას. ისინი წარმოდგენილია თავისებური მექანიზმების სახით და თითოეული მექანიზმი შეესაბამება ადამიანის გარკვეულ თვისებას. ვარჯიშებითა და მასაჟებით კუნთოვანი დაჭიმულობა მოიხსნება და აღდგება კიდეც. სხეულზე მოქმედების ამ თერაპიას კი, ფსიქოლოგიასთან ერთად, მივყავართ დადებით შედეგამდე.

სისტემურად ოჯახური მოწყობა – ამ თეორიის მიზანია ის, რომ ადამიანი არის ოჯახური სისტემის ნაწილი, რომელშიც შედიან არა მხოლოდ ცოცხლები ან გარდაცვლილები, არამედ ყველა, ვინც გავლენას ახდენს სხვა ადამიანების სიცოცხლესა და სიკვდილზე. ამ ადამიანებთან მუშაობა ტარდება ჯგუფში თერაპიის საშუალებით. სისტემური მოწყობის მეშვეობით შეიძლება გამოვავლინოთ ნეგატიური გენეტიკური დინამიკა ან ოჯახში არასწორად განაწილებული როლები. ოჯახურ სისტემაში მომხდარი ცვლილებები პირდაპირი თუ ირიბი გზით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოქმედებს ადამიანზე. ამ დარღვეული სისტემის აღდგენა ჯგუფის მეშვეობით იწვევს კონკრეტული პიროვნების ქცევის შეცვლას.

გეშტალტ-თერაპია – ეს მიმართულება ფსიქოთერაპიაში ადამიანს საშუალებას აძლევს დაადგინოს, რამდენად სწორად აცნობიერებს ამა თუ იმ სიტუაციას. გეშტალტ-თერაპიის ყურადღების ცენტრშია პიროვნების ადამიანურ და ეკოლოგიურ გარემოსთან კონტაქტის პროცესი და ამ პროცესების გაცნობიერება. ის ვარაუდობს, რომ ფსიქოლოგიური დარღვევების საწყისი ის საჭიროებები, მოთხოვნილებები, სურვილები, ემოციები და გონებრივი ფიქსაციებია, რომლებიც არ არის გაცნობიერებული და რომელთა წინა პლანზე გადმოტანა არ მომხდარა. რაც უფრო კარგად მიხვდება ადამიანი, თუ რა ემართება მას „აქ და ახლა“, მით უფრო უკეთესად შეძლებს ემოციების გადატანას, თავად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გააცნობიერებს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. თერაპიულ ურთიერთობაში „აქ და ახლა“ მიზნად ისახავს წარსულში წარუმატებელი ურთიერთობების მართვას. ამიტომ ეს პრინციპი არის ეფექტი, რომელიც ფოკუსირებულია აწმყოსა და მომავალს შორის გადასვლაზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თანამედროვე ფსიქოლოგიური თეორიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები