/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

როგორ დავიცვათ თავი უხეშობის, უარყოფითი ენერგიისა და სიძულვილის ენისგან

სამწუხაროდ, დღეს ადამიანები ნაკლებად უფრთხილდებიან ერთმანეთს იმ თვალსაზრისით, რომ არ მოექცნენ ერთმანეთს უხეშად,

არ მიაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა, არ გამოიყენონ ურთიერთობისას სიძულვილის ენა და უპირველესად, პატივი სცენ თავიანთ თავს, რათა, საბოლოოდ, ასეთი უარყოფითი ენერგიის მქონე ადამიანი თვითონ არ აღმოჩნდეს გარიყული.

ადამიანებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, გაექცნენ ყველასა და ყველაფერს. მათ თრგუნავთ უხეშობა, არასასიამოვნო გამოხედვა, უპატივცემულო მოპყრობა, მათ მიმართ მომართული უარყოფითი ენერგია და ემოცია, სიძულვილის ენა. აღელვებთ, რას ფიქრობენ სხვები მათზე. როგორ აღვიდგინოთ სულიერი წონასწორობა, როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან?

თუ მეტისმეტად ხშირად ფიქრობთ ყველასა და ყველაფრისგან გაქცევაზე, ეს ნიშნავს, რომ დროა, წესრიგი დაამყაროთ საკუთარ სულში და გადადგათ, სულ ცოტა, ხუთი ნაბიჯი ჰარმონიისკენ.

როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნებში ძალზე პოპულარულია პოლიტკორექტულობის თემა – ადამიანები უფრთხიან უნებურად სხვის წყენინებას, სხვისი გრძნობების უნებლიე შეურაცხყოფას. ჩვენში კი საკუთარ თუ სხვის ფსიქოლოგიურ კომფორტზე ასეთი ზრუნვა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ქცეულა საყოველთაოდ მიღებულ ტრადიციად. ეს, ალბათ, პირადი არჩევანის საქმეა. უხეშობასა და უპატივცემულობასთან ხშირად უხდებათ შეჯახება მათ, ვინც ვერ ახდენს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც თავის დაცვა შეუძლია. უპირველესად – ჭკვიანი, კარგად აღზრდილი გოგონები. ეს არც არის გასაკვირი: ნაზ ქალიშვილს თამამად შეიძლება რაღაც უხეშად უთხრა, აწყენინო თუ, უბრალოდ, გვერდზე მისწიო – ის ხურდას არ დაგიბრუნებს. ამ ასაკში ქალიშვილები სამსახურშიც იშვიათად აღწევენ სტაბილურ მდგომარეობას და თავდაჯერება აკლიათ. მათ ხშირად ატყდებათ თავს უფროსების ან უფრო გამოცდილი კოლეგების უარყოფითი ემოციები. იძულებულნი არიან, შეასრულონ არა მარტო თავიანთი პირდაპირი მოვალეობა, არამედ ყველაფერი ის, რისი კეთებაც სხვებს ეზარებათ. ისინი ტრანსპორტშიც უმწეონი არიან, ხშირად უწევთ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების მოთმენა ან აბეზარი, მოსაბეზრებელი ფიზიკური კონტაქტების ატანა. წარმოიშობა განმეორებითი ემოციური სტრესი, არასასიამოვნო შეგრძნება, რომ გღლიან საკუთარი თავითა თუ ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები, რომლებიც, საკუთარი უსიამოვნებებით დამძიმებულნი, ცდილობენ სხვაზე იყარონ ჯავრი, სხვას დაანთხიონ თავს თავიანთი უარყოფითი ემოცია. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ქრონიკული სტრესი არყევს ჯანმრთელობას – ნელა, მაგრამ დაბეჯითებით, როგორც თამბაქოს კვამლი.

რა არის სიძულვილის ენა?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ საქართველოს კანონმდებლობით სიძულვილის ენის ზუსტი განმარტება არ არსებობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2019 წლის მაისში მიღებული სიძულვილის ენასთან ბრძოლის სტრატეგიისა და გეგმის ამსახველი დოკუმენტის მიხედვით, სიძულვილის ენა განიმარტება როგორც ვერბალური, წერითი ან ქცევითი გამოხატულება, რომლითაც ხორციელდება თავდასხმა ან გამოიყენება დამამცირებელი, დისკრიმინაციული ენა პირის ან პირთა წრის მიმართ მათი რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რასის, კანის ფერის, გენდერის ან იდენტობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორის გამო.

სიძულვილის ენას ხშირად აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამთან. შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალა სიძულვილის ენად აღიქმება. სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავებაა. რადგან ყოველ ქვეყანას სხვადასხვანაირი უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, თუ რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები ამწვავებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პირის მიმართ.

სიძულვილის ენა მეტია, ვიდრე უხეშობა. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი გამოხატულება შეურაცხყოფისა და დამცირებისა, ან წაქეზება სიძულვილისა ადამიანთა ჯგუფის ან ფენის მიმართ. სიძულვილის ენა შეიძლება გამოიხატოს სიტყვით, სიმბოლოთი, გამოსახულებით ანდა ვიდეოთი. სიძულვილის ენას ზიანი მოაქვს როგორც ცალკეული პირებისათვის, ისე პირთა ჯგუფებისა და საზოგადოებისათვის. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ სიძულვილის ენა იწვევს უარყოფით, ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ შედეგებს. შედეგები მოიცავს დაბალ თვითშეფასებას, შფოთვას, შიშს, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიშს, თვითდაზიანებას და თვითმკვლელობასაც კი.

რა მოვუხერხოთ ამას?

რა თქმა უნდა, შეიძლება, დავრჩეთ შინ და არსად წავიდეთ (ან, პირიქით, გვიან დავბრუნდეთ, თუ სახლში მძიმე ატმოსფეროა). მაგრამ დიდხანს ასე ვერ იცხოვრებთ. შეიძლება, აღშფოთდეთ ადამიანებზე, რომელთაც ზრდილობა არ გააჩნიათ. მაგრამ დაფიქრდით, მოგიტანთ ეს სარგებლობას?

ხუთი ნაბიჯი

რჩება ყველაზე პრაქტიკული ვარიანტი – მოახერხოთ ყოფით ბარბაროსობასთან ადაპტაცია, რადგან სხვათა ხელახლა აღზრდა და მათი ყველა პრობლემის მოგვარება თქვენ არ გამოგივათ. საკუთარ თავს უნდა მიხედოთ.

პირველი ნაბიჯი

განავითარეთ საკუთარი პიროვნება. საკუთარი თავით კმაყოფილი და თავდაჯერებული ადამიანი ნაკლებად აქცევს ყურადღებას იმას, ვინ რა უთხრა და ვინ როგორ შეხედა – მისთვის სულერთია. შემოხაზეთ შინაგანი საზღვრები, რომლებიც დაგიცავთ.

მეორე ნაბიჯი

ჩართეთ ინტელექტი და წარმოსახვა. ამ შემთხვევაში გექნებათ არჩევანი, როგორი რეაგირება მოახდინოთ უსიამოვნებებზე. მაგალითად, თუ განზე მიგწიათ კარგად ნაპატიებმა ქალბატონმა, იმიტომ კი არა, რომ ვერ გიტანთ, არამედ იმიტომ, რომ სიმძიმის გამო სიარული უჭირს და მოკლე და შეზღუდულ ტრაექტორიაზე გადაადგილდება, ის შეიძლება შეიცოდოთ – ის ხომ ვერასოდეს იქნება ისეთი ახალგაზრდა და მოხდენილი, როგორიც თქვენ ხართ. თუ სამსახურში თქვენი უფროსი სიტყვებზე გეკიდებათ, აუცილებელი არ არის იფიქროთ, რომ რაიმე ცუდად გააკეთეთ – იქნებ, მას ცოლთან აქვს უთანხმოება ან დიდი ხანია ვერ მოუხერხებია ტუალეტში შესვლა. იქნებ მოსწონხართ და უბრალოდ თქვენთან ურთიერთობა სურს? თუ ქმარი მობილურით ორ საათში ერთხელ გირეკავთ, იმიტომ კი არა, რომ გაკონტროლებთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ გამო ღელავს და თქვენი დაკარგვისა ეშინია.

მესამე ნაბიჯი

გიყვარდეთ და ავარჯიშეთ საკუთარი სხეული. მოძრაობა აუმჯობესებს განწყობას, ამაღლებს თვითშეფასებას და საშუალებას გაძლევთ, გვერდი აუაროთ მოუხერხებელ გამვლელებს. წარმოიდგინეთ, რომ ულამაზესი, მოქნილი მწვანე გველი ხართ (ან შოკოლადისფერი ფარფატა პეპელა, თუ გველი არ მოგწონთ).

მეოთხე ნაბიჯი

იყოლიეთ ახლობლები. მათთან ურთიერთობა მოგგვრით სიმშვიდეს, ფსიქოლოგიურ კომფორტს და საკუთარი თავის საჭიროების განცდას.

მეხუთე ნაბიჯი

ისწავლეთ საკუთარი ფიქრების კონტროლი. ნუ გააზვიადებთ უსიამოვნებათა მნიშვნელობას და ნუ დაეჭვდებით, რომ პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ დავიცვათ თავი უხეშობის, უარყოფითი ენერგიისა და სიძულვილის ენისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები