/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ნიუანსები

რაზე ფიქრობს მამაკაცი პირველ პაემანზე მაშინ, როცა ქალი რამდენიმე წუთით მაკიაჟის შესასწორებლად გადის?

როგორია მისი პირველი შთაბეჭდილება? სამწუხაროდ, ეს არის თემა და კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა მამაკაცებს არ უყვართ. თუმცა ვინ არ ოცნებობს იმაზე, იცოდეს, რა ხდება მამაკაცის თავში ამ დროს? ქვემოთ კი მოცემულია კაცის ყველაზე გავრცელებული ფიქრები, რომლებიც შესაძლოა ძლიერი სქესის წარმომადგენელს გონებაში უტრიალებდეს პირველი პაემ/.ნის დროს.

არომატები

ყველასთვის ცნობილია, რომ პირველი შეხედულებები და შთაბეჭდილებები ვიზუალური მახასიათებლების მიხედვით ყალიბდება. ვიღაცას შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მამაკაცების გარკვეული ნაწილი ქალებს არომატებით განასხვავებს. მეტად უსიამოვნოა, თუ პარტნიორი ქალზე ფიქრობს: „რა ცუდი სუნი ასდის“. ამ შემთხვევაში სუნამოებსა და სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებაზეა საუბარი, რომელთა არომატმაც შესაძლოა მამაკაცი გააღიზიანოს. ამიტომ პირველ პაემანზე თქვენთვის საყვარელი სუნამო გამოიყენეთ და გადაჭარბებულ კრემებსა და სხვა არომატებზე უარი თქვით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მეორე პაემანი არც კი შედგეს.

საუბრები სამსახურზე

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარგი იქნება, რაც უფრო მოკლედ ისაუბრებთ იმ თემაზე, რასაც მუშაობა და თანხის გამომუშავება ჰქვია. შეგიძლიათ, რაც შეიძლება მოკლედ მოუყვეთ, თუ რით ხართ დაკავებული და შემდეგ ეს თემა საერთოდ დაივიწყოთ. პირველივე პაემანზე იმაზე საუბარი, რამდენად დაკავებული ხართ და კარიერული წინსვლისთვის რა გეგმები გაქვთ შემუშავებული, ნამდვილად დააფრთხობს თქვენს პარტნიორს და რამდენიმე წუთით მარტო დარჩენის შემთხვევაშიც კარგს არაფერს აფიქრებინებს. ეს ყველაფერი რაც შეიძლება მოკლე, რამდენიმესიტყვიანი და ლაკონიური უნდა იყოს. თუ თქვენ იმაზე საუბარს დაიწყებთ, თუ როგორ არ მოგწონთ თქვენი თანამშრომლები და ხელმძღვანელობა, მაშინ მამაკაცი აუცილებლად იფიქრებს, რომ არასასიამოვნო ადამიანი ხართ სხვათათვის.

ფინანსები და პირველი პაემანი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

კარგი იქნება, თუ პირველი პაემანი ერთი ფინჯანი ყავით ჩაივლის. თუ მამაკაცს საკმაოდ დიდი გადასახადის გადახდა მოუწევს პირველივე პაემანზე, მაშინ იცოდეთ, რომ მეორე პაემანზე შესაძლოა საერთოდ აღარც კი იფიქროს. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ კაცს უფლება პირველივე შეხვედრისას საყვარელი წიგნივით ამოგიკითხოთ.

ძალიან კარგია, ქალს რომ არ შეუძლია კაცის აზრების კითხვა, რომლებიც პირველ შთაბეჭდილებასა და სუსტი სქესის გარეგნობასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ფიზიკური მონაცემები მამაკაცმა პირველ ადგილზე არ დააყენოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთგვარ მთავარ როლს მაინც ასრულებს. მთავარია, თქვენი ხასიათის დადებითი მახასიათებლები გამოავლინოთ, რაც გადაფარავს გარკვეულ ვიზუალურ ნაკლს. ამ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად დაფიქრდება ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე.

როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც ხშირად კარგავენ მეორე ნახევარს. გარკვეული დროის შემდეგ კი უბრალოდ ხვდებიან, რომ მათ უარი არ უნდა თქვან პაემანზე. რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, როცა პაემანზე იმ მამაკაცთან ერთად წახვალთ, რომელმაც ეს ნაბიჯი მხოლოდ მოწყენილობის გამო გადადგა. ამ შემთხვევაში, ქალებო, იცოდეთ, რომ მამაკაცები რომანტიკასა და სიყვარულზე ნამდვილად არ ფიქრობენ, მათ გული გართობისკენ მიუწევთ.

ურთიერთობების გაწყვეტა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, შესაძლოა, უპირველეს სასაუბრო თემად იქცეს. ეს არის საკითხი, რომელიც არც პირველ, არც მეორე პაემანზე და არც დაქორწინების შემდეგ ფართოდ არ უნდა განიხილოთ. ამ თემაზე ისაუბრეთ შინ, დედასთან ან უახლოეს მეგობრებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცი ბრაზიან და საკმაოდ უსიამოვნო პიროვნებად ჩაგთვლით. უფრო მეტიც, მამაკაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ ძველებურად გიყვართ ყოფილი პარტნიორი.

ხშირად არის შემთხვევები, როცა კაცს იმდენად უყვარს ქალი პირველივე პაემანზე, რომ სისულელეების ლაპარაკს იწყებს. შესაძლოა, მამაკაცი იმდენად შეყვარებული იყოს, რომ ამ თემაზე უარყოფითი პასუხის შიშით საუბარიც კი არ უნდოდეს. შეგიძლიათ ამ შემთხვევაში მას გახსნაში დაეხმაროთ. რა თქმა უნდა, ასეთი მოზღვავებული ენთუზიაზმი მას შეაშინებს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე საუბარს აუცილებლად დაიწყებს.

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რა სურთ ქალებს და მათი გაგება უჭირთ. სწორედ ამიტომ, ბევრი მათგანი მარტოობას ამჯობინებს.

ახალი კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალისათვის უკვე სულერთია, ქერა იქნება თუ შავგვრემანი, რამდენი აქვს შემოსავალი, ან რა მანქანა ჰყავს მის მეორე ნახევარს. თანამედროვე ქალისათვის მთავარია – ურთიერთგაგება! ქალს სწორედ ემპათია ანიჭებს ბედნიერებას.

აღნიშნული საკითხი ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა იკვლიეს. მკვლევრებმა ის 156 წყვილი შეისწავლეს (აქედან 102 ახალგაზრდების, ხოლო 54 უფროსი ასაკის იყო), რომელთაც ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ, მათი 56 პროცენტი დაოჯახებული იყო.

კვლევის მონაწილეები კითხვებს პასუხობდნენ, რომელთა უმეტესობაც ეხებოდა იმას, თუ რატომ ცხოვრობენ კონკრეტულად ამ პარტნიორთან და არა სხვასთან.

შედეგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ქალებს, რომელთა მეორე ნახევარს შეეძლო გაეგო, თუ რატომ ბრაზდება მისი პარტნიორი, ურთიერთობით კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

საინტერესოა, რომ ურთიერთგაგება თავად მამაკაცსაც ბედნიერებას ანიჭებს. ვისაც მეგობარი ქალის ემოციის გამოცნობა შეეძლო, თავად ურთიერთობით უფრო მეტად კმაყოფილი იყო, ვიდრე სხვები.

რჩევები ქალებს

კომპლიმენტების მიღება ქალებისა და კაცებისათვის ერთნაირად სასიამოვნოა, თუმცა მათ განსხვავებულად აღიქვამენ, რაც ერთს სიამოვნებს და უხარია, მეორეს შეიძლება ეწყინოს, მესამე კი არც მოგისმენთ. ალბათ, გაგიგიათ, ქალებს ყურებით უყვართ, მამაკაცებს კი – თვალებითო. მაგრამ თბილი სიტყვა ვის არ ესიამოვნება? რაც უფრო გულწრფელია კომპლიმენტი, მით უფრო დადებით ემოციებს იწვევს. კომპლიმენტები მამაკაცებისათვის:

„ყველაფერი გამოგივა!“ – უთხარით ეს თქვენს მამაკაცებს, როდესაც საქმე მის შესაძლებლობებს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, სად უწევს ამ შესაძლებლობების გამოვლენა: სამზარეულოში, ავტოფარეხში, სამსახურსა თუ საწოლში. კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ და ენდობოდნენ. ეს მოტივაციას ზრდის. „შენთან თავს დაცულად/ბედნიერად ვგრძნობ!“ – დიდი გრძნობით ნათქვამი სიტყვები, რომლის მოსმენაც ყველა მამაკაცისათვის ბედნიერებაა. ეს ნიშნავს, რომ მისი საქციელი მართლაც მნიშვნელოვანია და ქალი ამას ხედავს, აფასებს.

კომპლიმენტი გარეგნულ მხარეზე – როგორც ქალს, ასევე მამაკაცს თვითშეფასებას უზრდის ისეთი კომპლიმენტები, რომლებიც მის გარეგნობას ეხება. შეუქეთ თვალები, მამაკაცური მხრები, კუნთები ან ნებისმიერი რამ, რაც კომპლიმენტს იმსახურებს.

„მიყვარს, როდესაც შენთან ერთად ვარ!“ – ეს სიტყვები მამაკაცს უჩვენებს, რომ მისი სტატუსი, ფული და ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაგანი სამყარო.

„მომწონს შენი პერანგი!“ – ჩაცმის სტილს ყველა მამაკაცი არ უთმობს დიდ დროს, თუმცა ყველას სურს კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, თუ მართლაც აცვია ის, რაც უხდება, ამის აღნიშვნა აუცილებელია.

„კარგად იცი შენი საქმე!“ – ამგვარი კომპლიმენტი მამაკაცისათვის ნიშნავს, რომ ქალი მის ძალისხმევას, მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს ამჩნევს.

„შესანიშნავი ოჯახი/მეგობრები გყავს!“ – მამაკაცისათვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარი მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატივს სცემდეს და მოსწონდეს.

გახსოვდეთ, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც კომპლიმენტებს საჯარო სახე და მოფერებითი ფორმა აქვს. „ჩემო ფუმფულა“, „კნუტო“ და „ზევსო“ ინტიმური გარემოსათვის შემოინახეთ. საჯაროდ ამას თუ ეტყვით, შეურაცხყოფად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპლიმენტად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ნიუანსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები