/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

კლიმაქსი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები

კლიმაქსი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები
40-45 წლიდან ქალის ორგანიზმში ე. წ. ინვოლუციის პროცესი იწყება. საკვერცხეები სულ უფრო ნაკლებად რეაგირებენ ჰიპოფიზის (ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი) მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე.

თავის მხრივ, ვეღარც ჰიპოფიზი იღებს საკვერცხეებისგან სათანადო ნიშანს და ამგვარად მთელი მენსტრუალური ციკლი ირღვევა. ეს არის კლიმაქსის დასაწყისი. 40-50 წლის ასაკში ოვულაცია (მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, რომლის დროსაც კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოდის) რეგულარულად აღარ მიმდინარეობს. არარეგულარული ხდება მენსტრუალური სისხლდენაც. შესაბამისად, მცირდება განაყოფიერების შესაძლებლობა. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონები (ესტროგენები) უმნიშვნელო რაოდენობით მაინც გამომუშავდება, ყვითელი სხეულის ჰორმონი კი საერთოდ აღარ წარმოიქმნება და მენსტრუაცია წყდება.

მენსტრუაციის ფიზიოლოგიურ შეწყვეტას მენოპაუზა ეწოდება. მენოპაუზის წინამორბედი ჰორმონული ძვრები შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობით, უძილობით, თავის ტკივილით, მომატებული გაღიზიანებადობით, გულმკერდის ღრუსა და გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებით.

ორგანიზმში ჰორმონული უკმარისობის დაწყების მაჩვენებელია გაძლიერებული ოფლდენა და ალები (ანუ ცხელების შეტევა). კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ეს სიმპტომები ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითებით არის განპირობებული. ჰორმონული სტატუსის ცვლილებას ზოგჯერ თან ახლავს ტემპერატურის მომატება, სისხლძარღვთა გაფართოება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება და გუნება-განწყობის გაუარესება.

კლიმაქსის პერიოდში ქალები უმეტესად სიცარიელეს, გამოფიტვას გრძნობენ, მათ ცხოვრებას აზრი ეკარგება. ზოგიერთი მენსტრუაციის შეწყვეტას ქალურობის, მომხიბვლელობის დაკარგვასთან აიგივებს და ყოველივე ამას ძალზე მწვავედ აღიქვამს. ასეთ დროს ხშირად უჩნდებათ აზრი, რომ ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა, ამას კი მოჰყვება დათრგუნულობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და დეპრესია.

კლიმაქსური პერიოდის კრიზისებს, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ დარღვევებს განაპირობებს, ხშირად კლიმაქსურ დეპრესიად იხსენიებენ. კლიმაქსის პერიოდში შესაძლოა მძიმე დეპრესიამაც იჩინოს თავი. მედიკოსები ამ დეპრესიას ენდოგენურს უწოდებენ. თუმცა შინაგანი დათრგუნულობის მიზეზი ამ პერიოდში სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს:

  • ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნა;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • საკუთარი თავისადმი რწმენის შერყევა;
  • ცხოვრებისეული სიტუაციების ცვლილება;
  • განშორებისა და დაკარგვის შეგრძნება;
  • სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება-დაკარგვა;
  • უბრალოდ სიბერის განცდა.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

კლიმაქსური პერიოდის დეპრესიის მთავარი ნიშნებია დაძაბულობისა და დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა, ანჰედონია (სიხარულის, ბედიერების შეუგრძნებლობა), სურვილების გაქრობა, ტირილის სურვილი და სხვა.

ამ კრიტიკულ პერიოდში სამკურნალოდ დანიშნულ ჰორმონებს ქალი, ჩვეულებრივ, კარგად იტანს სედაციურ და ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად. აღნიშნული საშუალებები, წესისამებრ, საუკეთესოდ ავსებენ ერთმანეთს. ისიც საყურადღებოა, რომ გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად, დათრგუნულობის აღმოსაფხვრელად ხშირად მხოლოდ ჰორმონებიც საკმარისია. ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობის საკითხს ყოველთვის ექიმი წყვეტს, მათი თვითნებურად მიღება არ შეიძლება.

კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობა უძილობას იწვევს ან აძლიერებს. ირღვევა ძილის ნორმალური რიტმი, ღრმა ძილის ფაზები შედარებით იშვიათია ან საერთოდ გამოვარდნილია ძილის მიმდინარეობიდან. ისიც აღსანიშნავია, რომ ღამღამობით ალები და მომატებული ოფლიანობა ისედაც არღვევს ძილის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობაზე, სასიცოცხლო ტონუსსა და განწყობაზე. სედაციური და საძილე საშუალებები კარგად მოქმედებს, მაგრამ დროებითია, ვინაიდან უძილობის მთავარ მიზეზს - ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობას - ვერ აღმოფხვრის, ამიტომ ძილის დარღვევის შემთხვევაში, ნაცვლად ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობისა, უმჯობესია, ქალმა მიმართოს ექიმს და მის მიერ რეკომენდებული ესტროგენშემცველი პრეპარატები მიიღოს - ამ შემთხვევაში სედაციური საშუალებების გამოყენება აღარ დასჭირდება.

დასასრულს, რამდენიმე რეცეპტი ხალხური მედიცინის საუნჯიდან, რომლებიც კლიმაქსის თანმხლებ ნევროზულ მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

ჩვეულებრივი თავშავა

აიღეთ 2 სადილის კოვზი ბალახი, მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ერთი საათი გააჩერეთ. გაყავით სამ ულუფად და მიიღეთ დღის განმავლობაში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

შეგიძლიათ მოამზადოთ თავშავას სპირტიანი ნაყენიც: 10 გრამ ნედლეულს დაასხით 150 მლ 70%-იანი ეთილის სპირტი. გააჩერეთ 7-10 დღე-ღამე სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 30-40 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.

ორივე ნაყენი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რეკომენდებულია კლიმაქსურ პერიოდში ნევროზული ჩივილების დროს.

მაყვალი

მაყვლის ნაყოფი და მისი ნაყენი (ჩაისმაგვარი) საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა კლიმაქსურ პერიოდში ნერვული აშლილობის დროს.

ჭარხალი

მიირთვით ჭარხლის წვენი თაფლთან ერთად, განზავებული პროპორციით 1:2, დღეში 2-3-ჯერ, 1/3 ჭიქა. რეკომენდებულია კლიმაქსურ პერიოდში გაღიზიანებადობის, მომატებული ნევროზულობისა და თავის ტკივილის დროს.

კომენტარები (1)
mkurnali ge
გამარჯობატ,დიდი ბოდისჰის მოხდიტ ინებ მიპასუხოტ,ვარ 42წლის მენსტრუაცია ტიტქმის ნორმალურად მაქვსმწინა ტვესჰი მონდა როგორც ჰვეულებრივი,ეხლა მაქვს დზალიან მცირე,რაოდენობიტ,პაკეტი ტიტმის არ სველდება,რისი ბრალი სჰეიდზლება იყოს,მენოპაუზის ხომ არა,,მადლობტ
თარიღი : 19-11-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კლიმაქსი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები