/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

დიაბეტი პიროვნებას ცვლის

დიაბეტი პიროვნებას ცვლის
არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ხშირად ძლიერ ზემოქმედებს და ცვლის ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს,

რაც საკმაოდ მძიმედ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, ასეთ მოთხოვნილებებზე უარის თქმა გავლენას ახდენს პიროვნებასა და მის თვისებებზე, ყველაფერ ამასთან გამკლავება არც ისე იოლია.

დიაბეტი იმგვარ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებენ და ცვლიან პიროვნებას.დიაბეტით დაავადებულები თავს ხშირად არა ავადმყოფებად, გარკვეული რეჟიმით მცხოვრებ ადამიანებად მიიჩნევენ.

თავდაპირველად დიაბეტიანი შესაძლოა მხოლოდ საერთო სისუსტეს და შრომის უნარის დაქვეითებას უჩიოდეს. დაავადება დიდხანს ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების გამოვლენის შემდეგ იკვეთება. ეს გართულებებია კანის ქავილი და ჩირქოვანი წარმონაქმნების გაჩენა, მხედველობის დაქვეითება, კიდურების მგრძნობელობის შეცვლა, ტაქიკარდია, სტენოკარდიული შეტევები და გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არტერიული სისხლის წნევის მომატებით ზოგჯერ დიაბეტური კომა ვითარდება, რასაც ცნობიერების დაკარგვა მოჰყვება.

დიაბეტის ნებისმიერი ფორმის მკურნალობის საფუძველი დიეტაა. ავადმყოფის რაციონში უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლები, ტკბილეული კი საერთოდ გამოირიცხოს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

საზოგადოდ, დიაბეტით დაავადებულს ბევრ რამეზე უხდება უარის თქმა, რაც ანგრევს მის ფსიქიკას. დიაბეტიანის ცხოვრება გარკვეული რეჟიმის მუდმივი დაცვაა, ეს კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს – მათ ხომ მუდმივად უნდა აღკვეთონ თავიანთი მოთხოვნილებები, ზოგჯერ – ძალზე აქტუალურიც.

არსებობს დაავადებები, რომლებიც მეტისმეტად ხანგრძლივდება და ამით ერთიორად შემაწუხებელი ხდება, ზოგიერთი კი საერთოდ უკურნებელია. მათ რიცხვს ეკუთვნის დიაბეტიც. დიაბეტიანი ზოგჯერ მთელი სიცოცხლე ჰორმონ ინსულინზეა დამოკიდებული, იძულებულია ზუსტად დაიცვას კვებისა და აუცილებელი ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი, ჰიგიენა, გაუფრთხილდეს კანს. ყოველივე ეს ფსიქიკას ძაბავს. შესაძლებელია მძიმე ფსიქოლოგიური დარღვევებიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება სტაბილურად მძიმეა და წლობით გრძელდება. ამ დროს ადამიანი დაძაბუნებული, მოდუნებული და გაღიზიანებულია, უქვეითდება ინტელექტი, გარე სამყაროსადმი გულგრილი, ინდიფერენტული ხდება, ზოგჯერ ირგვლივ მყოფებს თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას, რადგან გამუდმებით საკუთარ თავსა და ავადმყოფობაზეა კონცენტრირებული. ასეთ ადამიანებს უუარესდებათ მეხსიერება, უქვეითდებათ საკუთარი ქცევის კრიტიკა. დიაბეტის ქრონიკულმა მიმდინარეობამ შესაძლოა გააღრმაოს განსაკუთრებული პიროვნული წყობის ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურებანი.

ცხოვრების მკაცრი რეჟიმის გამო დიაბეტიანებისთვის დამახასიათებელია შფოთვა, ეგოცენტრიზმი, ჯანმრთელი ადამიანებისგან გაუცხოება. ავადმყოფს ეცვლება დამოკიდებულება საზოგადოებისა და ოჯახის მიმართ, ახლებურად აფასებს გარემომცველ სინამდვილეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას და ყოველ წვრილმანზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აგდებს მომვლელს. ეს ავადმყოფის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა. თუ დიაბეტიანი ინსულინით მკურნალობს, საჭიროა კვების რეჟიმის საათობრივი დაცვა. ადამიანი პრეპარატზე ხდება დამოკიდებული.

ზოგი ავადმყოფი მშვიდად მიჰყვება რეჟიმს და ეგუება, რომ ეს მისი ცხოვრების წესია, ზოგი კი მეტისმეტად იძაბება, განუწყვეტლივ შფოთავს, შიშობს, უყურადღებობის გამო ცუდად არ გახდეს, მდგომარეობა არ გაურთულდეს და კომაში არ ჩავარდეს, ამიტომ სულ დაძაბულია და გარშემო მყოფებსაც ძაბავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს დარჩა მარტო, უმეთვალყურეოდ. ასეთ დროს ახლობლებმა მეტი ყურადღება და გულისხმიერება უნდა გამოიჩინონ, რომ ავადმყოფს ზედმეტი მღელვარება აარიდონ. დიაბეტმა შესაძლოა ცნობიერების დარღვევა და სიყრუეც გამოიწვიოს. ამ დროს გამღიზიანებლების აღქმა ქვეითდება და ისინი ცნობიერებამდე ვერ აღწევს. ხმამაღალ და საშუალო ბგერებზე ავადმყოფი ისევე რეაგირებს, როგორც ძალიან სუსტზე, სუსტს კი საერთოდ ვერ აღიქვამს. გარემოს აღქმა ბუნდოვანია, ჭირს მოვლენების გააზრება, მეხსიერებიდან მოგონებების გამოხმობა, შენელებულია ასოციაციების წარმოქმნა. ამას თან ახლავს ძლიერი ძილიანობა. კიდევ უფრო მძიმეა დიაბეტური სიბრმავე. უფრო რთულ სიტუაციებში მოსალოდნელია ფსიქოზის ჩამოყალიბებაც.

დიაბეტის მძიმე ფორმების დროს ვითარდება ჩირქოვანი დაავადებები. ხშირია განგრენა. ზოგჯერ გარდაუვალი ხდება კიდურის ამპუტაცია. ავადმყოფის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მოძრაობის შეზღუდვა. დიაბეტიანებს შორის ხშირია დეპრესიული მდგომარეობა, ყოფილა სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობაც. ყოველივე ეს მოქმედებს პიროვნებაზე, არღვევს მის მთლიანობას. ადამიანს ეცვლება ხასიათი, ღალატობს ნებისყოფა, გაღიზიანებულია და გამუდმებით საკუთარ ავადმყოფობაზე ლაპარაკობს. ეს უხასიათობის ბრალი არ არის, არამედ ხანგრძლივი და მძიმე დაავადების შედეგია. მხოლოდ მოთმინება, თანაგრძნობა, გულისხმიერება თუ დაეხმარება ავადმყოფის ახლობლებს მასთან საერთო ენის გამონახვაში, თუმცა ზოგჯერ ეს მეტისმეტად ძნელია.

გვახსოვდეს: ადამიანს შეუძლია ებრძოლოს დიაბეტს, შეამციროს გართულების რისკი, დიდხანს იცოცხლოს და სიბერემდე შეინარჩუნოს სიცოცხლის ხალისი, თუკი ამაში ახლობლებიც დაეხმარებიან და მოთმინებით გაიზიარებენ მის ხვედრს. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ფსიქოთერაპევტის დახმარებაც დაგვჭირდეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და დიაბეტი

დიაბეტიანთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ტვირთი გაცილებით მძიმეა არადიაბეტურ პაციენტებთან შედარებით, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების სიმძიმე, როგორც წესი, ბევრად უფრო გამოხატულია ფსიქოლოგიური დარღვევებისა და დიაბეტის კომბინაციის შემთხვევაში (იგულისხმება ფისიქიკური აშლილობისა და დიაბეტისაგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემების კომბინაცია), ყველაფერი ეს კიდევ უფრო ამძიმებს პაციენტის სამედიცინო პრობლემებს და მის ფსიქოსოციალურ ურთიერთობებს.

მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს შორის დეპრესიული სიმპტომების მქონე ადამიანები უფრო ადვილად განიცდიან სტრესს, რაც იწვევს ადამიანში ნეგატივის ზრდას, რადგან პაციენტი თვითონვე ხედავს, რომ მისი ქცევა და განწყობები იცვლება ყველასა და ყველაფრის მიმართ.

დეპრესიამ და შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც. მაგალითად, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტების მწვავე დეპრესია და შფოთვა ამძიმებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

კვლევებით გამოიკვეთა დიაბეტიანი ადამიანის გარკვეული ფსიქოტიპი, ე.წ. შეწუხებული პიროვნება, რაც ესპანურად „ტანჯულ პიროვნებას“ ნიშნავს. ასეთ პიროვნებებს სულ უფრო და უფრო გამძაფრებული აქვთ მარტოობის გრძნობა, რაც ზრდის სტრესს და ემოციურ მდგომარეობას.

სტრესის კონტროლი

აშკარაა, რომ მე-2 ტიპის დიაბეტი ზრდის ფსიქიკური პრობლემებისა და ყოველდღიური ცხოვრებისეული სტრესების მართვის აუცილებლობას, არსებობს უამრავი სტრატეგია, რომელიც პაციენტებს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უკეთ მართვასა და ჰარმონიულ ცხოვრებაში ეხმარება.

იოგა

ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა იოგას გამოყენება კვირაში რამდენჯერმე. ის ხელს უწყობს აზროვნების გაუმჯობესებას, საკუთარი სხეულის შეცნობას და ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

2011 წლის კვლევის თანახმად, იოგას პრაქტიკა „აუმჯობესებს კუნთურ ძალას და სხეულის მოქნილობას; ხელს უწყობს და აუმჯობესებს რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას და მათ მკურნალობას; მკვეთრად ამცირებს სტრესს, შფოთვას, დეპრესიასა და ქრონიკულ ტკივილებს; აუმჯობესებს ძილისა და მთლიანად ცხოვრების ხარისხს“.

სხვა უპირატესობა არის გვერდითი ეფექტების პოტენციური არარსებობა, რადგან იოგა თავისუფალია გვერდითი მოვლენებისგან, როდესაც სწორად ვარჯიშობთ.

ქრომი

მე-2 ტიპის დიაბეტის დროს ერთ-ერთი სასარგებლო ბუნებრივი მედიკამენტია მინერალი ქრომი. ამ მინერალს აქვს ინსულინის მგრძნობელობის გაზრდის თვისება. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქრომმა შეიძლება გააუმჯობესოს სისხლში შაქრის სტაბილიზაციის სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა, რითაც ხდება გლუკოზის კონტროლი. მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ დამატებითმა ქრომმა შეამცირა როგორც გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ასევე უზმოზე სისხლში შაქრის დონე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიაბეტი პიროვნებას ცვლის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები