/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

არაჯანსაღი გარემოს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

არაჯანსაღი გარემოს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე
ადამიანი მჭიდროდ არის დაკავშირებული მის გარემომცველ ბუნებასთან.

„თუკი გარემოს გავანადგურებთ, აღარც საზოგადოება გვექნება“ – ეს სიტყვები ამერიკელ კულტურის ანთროპოლოგსა და აქტივისტს, მარგარეტ მიდს ეკუთვნის. საინტერესოა, კონკრეტულად რა გავლენას ახდენს არაჯანსაღი გარემო ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ხშირად საუბრობენ ადამიანისა და ბუნების ურთიერთზეგავლენაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ რადგან ეს კავშირი საკმაოდ ძლიერია, მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ადამიანი რომ სუნთქავს, ეს უკვე მისი და ბუნების განუყოფელ კავშირზე მეტყველებს და ეს კავშირი ადამიანის სამყაროში არსებობის ყველა ეტაპზე ორმხრივია. ანუ თუ ჩვენ არ მოვიყვანთ ხორბალს, ვერ შევჭამთ პურს. თუ არ დავრგავთ ხეს, ვერ ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს. ბუნებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვის ტოლფასი ქცევაა, ამიტომაა ჩვენი ფიზიკური არსებობა დამოკიდებული ბუნებისადმი ჩვენ მიერ მიღებულ კონსტრუქციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებებზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა მოიაზრება არაჯანსაღ გარემოში? არაჯანსაღი ფიზიკური გარემო – ეს არის საარსებოდ მნიშვნელოვან რესურსებს მოკლებული ეკოსისტემა, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან უარყოფითი ჩარევის ან უმოქმედობის შედეგად ვიღებთ. ამ შედეგს შემდგომში ავსახავთ საკუთარ თავებზე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში.

დაკვირვების საფუძველზე ამბობენ, რომ არაჯანსაღი გარემო ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. როგორ და რა ფორმით ვლინდება ეს?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

– ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად ადამიანს სჭირდება თვითგამორკვევა, სასიცოცხლო ძალები, კმაყოფილებისა და სიამოვნების შეგრძნება, დადებითი განწყობები და სხვა. კვლევებით დასტურდება, რომ საკუთარი თავის ბუნების ნაწილად აღქმა ძლიერად უკავშირდება როგორც ცხოვრებით კმაყოფილებას, ისე სასიცოცხლო ძალას, თვითგამორკვევასა და ბედნიერებას. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია, რომ რაც უფრო არაჯანსაღი იქნება გარემო, მით უფრო სუსტად იქნება გამოხატული თითოეული ზემოხსენებული პუნქტი.

არსებობს აზრი, თითქოს არაჯანსაღ გარემოს სხვადასხვაგვარად ეგუებიან ქალები და მამაკაცები. რამდენიმე ანთროპოლოგიური თეორიის მიხედვით, რომლებიც ქალებს ბუნებასთან უფრო ახლოს მდგომ არსებებად განიხილავენ, შეგვიძლია დავუშვათ, რომ მასთან შეგუებისთვის საჭირო უნარებიც, შესაბამისად, უფრო მეტად მათ აქვთ გამომუშავებული და განვითარებული. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებით, გენდერული ნიშნით სხვაობა ნამდვილად არ არის.

დღევანდელ სტრესულ გარემოში და იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორ უნდა იზრუნოს ადამიანმა თავის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

– ინტუიციურად თითქოს ყველა ვხვდებით, როგორ დადებითად შეიძლება იმოქმედოს ბუნებასთან სიახლოვემ, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ მკვლევართა გენიალური მიგნებები, რომლებიც მეცნიერულად გვიდასტურებენ და სახელებს არქმევენ ბუნებასთან სიახლოვის დადებით შედეგებს. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც ურთიერთობენ გარემოსთან, ხდებიან უფრო თამამები გადაწყვეტილებების მიღებისას, უმაღლდებათ თვითშეფასების მაჩვენებელი, უუმჯობესდებათ შემოქმედებითი მხარე, მეტად ინტერესდებიან სპორტით. ხშირია შემთხვევა, როცა ბუნებასთან სიახლოვე დადებითად მოქმედებს ძალზე გავრცელებულ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომზეც.

ბუნებასთან სიახლოვის დროს აღდგება სასიცოცხლო ძალები, მაღლდება გუნება-განწყობა, შესამჩნევლად მცირდება შფოთვა და გონებრივი გადაღლილობა. ეს ყველაფერი კი ბევრი დადებითი ფსიქოლოგიური მოვლენის საფუძველია. განა საკმარისზე მეტი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი ბუნებას უფრო მეტად დაუახლოვოს?!

თუ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ბუნებასთან სიახლოვეს, შეგვიძლია, ხელოვნურად შევიქმნათ შედარებით ჯანსაღი გარემო, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული აღწერილობით თუ ვიმსჯელებთ, ბუნებასთან სიახლოვის ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ იმ სირთულეების საპირწონედ, რომლებიც ჩვენივე უარყოფითი ზეგავლენით გამოვიწვიეთ, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა შევიქმნათ ჯანსაღი გარემო ჩვენ ირგვლივ მაინც. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითი შედეგები გამოვლინდა სწორედ მაშინ, როცა მკვლევრებმა მონაწილეები აქტივობებში ჩართეს არა ბუნების დასაცავად და გასაუმჯობესებლად, არამედ გასართობად და გასახალისებლად. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი ეფექტი ჰქონდა ბუნებასთან სიახლოვით გამოწვეულ სასიამოვნო რუტინას: ყვავილების, მცენარეების დარგვას, ჩიტების გამოკვებას,შინაურ ცხოველებთან ურთიერთობასა და მათზე ზრუნვას და ა.შ., რაც, თავისთავად, სახლის პირობებშიც შესაძლებელია. მთავარია, ვისწავლოთ ბუნებასთან ურთიერთობის კულტურა. ასევე ისიც, რომ ამ ურთიერთობით მიღებული სიამოვნება ცხოვრების ჯანსაღი წესის ტოლფასია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

არაჯანსაღი გარემოს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები