ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად

კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი რაიმე სახის ფსიქიკურ დაავადებას მაინც განიცდის, რომლებიც უამრავმა გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა ამ დაავადების ნიშნების დროულად აღმოჩენითა და სწორი ქმედებებით მათი დაძლევა და პრევენცია შესაძლებელია.

სოციალიზაცია და ახლობლებთან კონტაქტი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფსიქიკური სიჯანსაღისათვის. გაუზიარეთ თქვენი ემოციები მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ სხვებს. მუდმივად ეკონტაქტეთ მათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ყველაფრის გაზიარება ყოველთვის დაგეხმარებათ. ფსიქიკის გასაჯანსაღებლად საჭიროა:

  • ფიზიკური და გონებრივი აქტივობა – ფიზიკური დატვირთვა საშუალებას მისცემს თქვენს ორგანიზმს და განსაკუთრებით ტვინს განიტვირთოს და დაისვენოს. ასევე, აქტივობა არ ნიშნავს მხოლოდ ვარჯიშსა და ფიტნესს. სასურველია კვირაში 5 დღე, 30 წუთი მაინც დაუთმოთ ამ თქვენს სასიამოვნო დატვირთვასა და განტვირთვას. გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პოზიტიური მუხტისა და თვითრწმენის მოსაპოვებლადაც.
  • სწორი კვება – რაციონი ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია გონებრივი სიჯანსაღისათვის. ტვინს კარგად კვება სჭირდება – არა მხოლოდ ნორმალური ფუნქციონირებისათვის, არამედ ენდოფრინების გამოსაყოფადაც. მიიღეთ სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული, ბურღულეული და მარცვლეული. რეკომენდებულია ასევე სხვადასხვა სახის თხილი და მსგავსი პროდუქტები, თევზეული და რძის ნაწარმი. ასევე, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტვინის ფუნქციონირებას შოკოლადი და ალკოჰოლი (რასაკვირველია, მცირე რაოდენობით).

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და იზრუნეთ თქვენს გონებრივ სიჯანსაღეზე.

სავარაუდოდ, არავისთვისაა სადავო ის ფაქტი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი ფიზიკური მდგომარეობა. მაგრამ რა არის შეფასების კრიტერიუმები და რა უნდა გაკეთდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

რა არის ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიტერიუმი?

ხშირად ისმის კითხვა: არის თუ არა ადამიანი სრულად ნორმალური ფსიქიკის მქონე? ბევრი თვლის, რომ ყველა ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული დარღვევები. პათოლოგია შეიძლება განისაზღვროს ადამიანის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაკვირვებით. დიაგნოზის დასმა ამ სფეროში საკმაოდ რთულია. არ არსებობს საზოგადოდ მიღებული ნორმები:

  • ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ცდილობს, თავისი ინტერესები შეუსაბამოს საზოგადოების ინტერესებს.
  • თვითკონტროლი და საკუთარი თავის მართვის უნარი.
  • მომავლის გეგმების დასახვისა და მათი განხორციელების უნარი.
  • საკუთარი გონებრივი აქტივობისა და მისი შედეგების შეფასების უნარი, საკუთარი ქცევის კრიტიკის უნარი.
  • რეალობასთან, არსებულ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
  • სოციალურ გარემოებებზე რეაქციის მოხდენის უნარი, გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და სიხშირე.
  • იდენტიფიკაცია, გამოცდილების მუდმივი შეძენის განცდის უნარი.

ნაკლებად ინერვიულეთ

ნერვიულობა ერთგვარი ეპიდემიაა, რომელიც თანამედროვე სამყაროს აწუხებს. ჩვენს დროში ხალხი თითქმის ყველაფერზე ძლიერად შფოთავს. შფოთვის დონის შემცირებას შეძლებთ, თუკი მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულებას შეწყვეტთ – კონკრეტულ მომენტში აუცილებლად ერთი ამოცანა უნდა გადაჭრათ. გარდა ამისა, უსარგებლო მოქმედებების რაოდენობა შეზღუდეთ, მაგალითად, შეწყვიტეთ გამუდმებით სოციალური ქსელის შემოწმება.

სტრესის მართვა ისწავლეთ

სტრესი პრაქტიკულად ყოველდღე უნდა მართოთ ისე, როგორც ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. თითოეულ ადამიანს დამშვიდების საკუთარი ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს და ძლიერი ფსიქიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი ჯანსაღი იყოს. მაგალითად, სეირნობა, მუსიკის მოსმენა და მედიტაცია.

გარემო ხშირად შეიცვალეთ

ჩვეული გარემოს შეცვლა ტვინისთვის სასარგებლოა. ხშირად გამოსაყენებელი ნივთების ადგილების შეცვლით ავტომატურად მოქმედებას ვწყვეტთ – ტვინის უჯრედებისთვის ეს ნამდვილი ვარჯიშია.

ვალდებულებები გადაანაწილეთ

ადამიანები, რომლებიც თავს პერფექციონისტებად მიიჩნევენ, ხშირად ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას ცდილობენ, რაც მათ ბევრ დროს ართმევს, ეს კი ნერვულ სისტემას ანადგურებს. აუცილებელია, რომ სხვებს რაიმე პასუხისმგებლობა გაუნაწილოთ.

მეტი ურთიერთობა

ურთიერთობა გამოცდილი მეთოდია, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. კონტაქტის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, ადამიანს დეპრესია ან სტრესი აქვს თუ არა, ძალადობა გადაიტანა თუ არა. აუცილებელია, იმსჯელოთ, მოუსმინოთ და სხვებს უფრო მეტი ელაპარაკოთ – განსაკუთრებით ახლობლებს, ფსიქოლოგებს და ექიმებს.

ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ფიზიკური მდგომარეობა უშუალოდ დაკავშირებულია. ხშირად ფსიქიკური აშლილობის მიზეზი ფიზიკური ავადმყოფობაა და პირიქით. ეს შეიძლება იყოს შფოთვა, დეპრესია ან უფრო სერიოზული დაავადებები. ამიტომ ფიზიკური ძალისხმევა ხშირად გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის თავიდან ასაცილებლად, დეპრესიის წინააღმდეგ. მაგრამ ასეთი თერაპია მხოლოდ სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, ასევე, პეროდული დასვენება, ამ მიზნით საჭიროა ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად, იოგას დახმარებით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას ამგვარად აღწერს: „ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალურია, როდესაც ინდივიდი აცნობიერებს და სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, შესწევს ძალა გაუმკლავდეს პრობლემებს“. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ფიზიკური ჯანმრთელობა და მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.

მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხელს უწყობს ცხოვრების ბედნიერ და აქტიურ სტილს. წარმოგიდგენთ 9 მიზეზს იმისა, რატომ არის მოგზაურობა კარგი თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის:

  • მოგზაურობა გაძლევთ საშუალებას შეიცნოთ რაღაც ახალი და გაიცნოთ ადამიანები, რაც, თავის მხრივ, გეხმარებათ მონოტონური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. მოგზაურობა აკავშირებს ადამიანებს და აძლევს მათ ახალ კულტურებთან ზიარების საშუალებას, რაც ზრდის ემპათიას სხვების მიმართ. მოგზაურობა გვხდის მეტად შემწყნარებლებსაც.
  • სიარულს, ლაშქრობასა და თხილამურებზე სრიალს შეუძლია გაგხადოთ უფრო ძლიერი და ჩაგისახოთ საკუთარი თავის რწმენა. 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად აკვირდებიან გარემოს, ბუნებასთან კონტაქტისას ხდებიან უფრო იმედიანები, პოზიტიურები და თავდაჯერებულნი. რა შეიძლება იყოს შთამბეჭდავი პეიზაჟით ტკბობაზე უკეთესი ლაშქრობისას ან მთიდან თხილამურებით დაშვებისას?
  • მოგზაურობა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და უფრო პოზიტიურს ხდის თქვენს დამოკიდებულებას სამყაროსადმი. 2013 წლის კვლევის მიხედვით, 25-დან 70+ ადამიანების 80% ადასტურებს, რომ მოგზაურობა ეხმარება გუნება-განწყობილების გამოსწორებაში და აბედნიერებს მათ.
  • მოგზაურობა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და ავითარებს კრეატიულობას. ახალ კულტურებთან შეჯახება ზრდის თქვენი ტვინის შესაძლებლობას, გამოიმუშაოს განსხვავებული იდეები, იაზროვნოს უფრო ღრმად და შეაჯეროს აზრები. „მოგზაურობა შესანიშნავი სტიმულია კოგნიტური ფუნქციებისთვის და ის გვეხმარება აზროვნების გაღრმავებაში“ – ამბობს პროფესორი ადამ გალინსკი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი კვლევა ტურიზმისა და შემოქმედებითობის ურთიერთმიმართებაზე.
  • სამსახურისგან „თაიმ აუთის“ აღება ზრდის თქვენს სამსახურებრივ პროდუქტიულობას. Harvard Business Review-ს კვლევის მიხედვით, 400 მოგზაურიდან 94% აღნიშნავს, რომ ისინი ბევრად უფრო ენერგიულები და პროდუქტიულები გახდნენ მუშაობისას მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. ასე რომ, დაჯავშენთ ტური არდადეგებზე და განახლებული ძალებით შეეჭიდეთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებს.
  • მოგზაურობა გეხმარებათ სიკეთის კეთებაში, ეს კი გეხმარებათ კარგად ყოფნაში. კვლევის მიხედვით, სხვების დახმარება იწვევს ფსიქოლოგიურ ცვლილებებს ტვინში, რაც ზრდის ბედნიერების ხარისხს. მოგზაურობისას ფულის ხარჯვით რესტორნებში, გასართობ დაწესებულებებში და ასევე ადგილობრივი სუვენირების შეძენისას საქართველოში 100 000-ზე მეტ ადამიანს ეხმარებით, რომლებიც უშუალოდ არიან დამოკიდებულნი სტუმარმასპინძლობის სექტორზე.
  • გამაჯანსაღებელი ტური აძლიერებს თქვენს ფსიქიკას. გამაჯანსაღებელი ტურები ხშირად მოიცავს იოგასა და მედიტაციას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოგზაურობისას შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელი ფსიქიკის გასაღებია.
  • საყვარელი საქმის კეთება ბედნიერებას უნდა განიჭებდეთ. ამოიღეთ თქვენი სურვილების სია და შეამოწმეთ, რა დაგრჩათ გასაკეთებელი. თქვენთვის სასიამოვნო აქტივობების შესრულებით თქვენ ზრუნავთ საკუთარ თავზე, ეს კი უფრო ბედნიერს გხდით.
  • საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა გეხმარებათ თვითრეალიზებაში. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაში სიყვარულსა და ადამიანებთან ურთიერთობას მოწინავე პოზიციები უკავია. თქვენი შთამბეჭდავი თავგადასავლების გაზიარება საყვარელ ადამიანებთან უფრო გაახლოებთ, ზრდის სიყვარულისა და ურთიერთკავშირის ხარისხს.

მოგზაურობისა და დასვენების სურვილი, მომავალი სიამოვნების მოლოდინი ეხმარება ტვინს სტრესთან გამკლავებაში.