/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

როდის ჩნდება კულტურისა და ზრდილობის დეფიციტი

საქართველოში, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, შეიმჩნევა უზრდელობისა და უკულტურობის მასობრივი გამოვლინება,

რაც ერთგვარ სენადაც კი იქცა. განსაკუთრებით ადამიანთა მეტყველება დაბინძურდა. მათი უმრავლესობის, უფრო კი – ახალგაზრდების, ურთიერთობა ბილწსიტყვაობის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნორმა გახდა და, საუბედუროდ, ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.

რა არის ბილწსიტყვაობის მიზეზი და რამ გამოიწვია ეს მოვლენა?

ბილწსიტყვაობა თვითდამკვიდრების ერთგვარ საშუალებად იქცა. ბევრი ცდილობს, ასე მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და პოპულარობაც კი მოიპოვოს. სამწუხაროდ, ამას ხშირად ახერხებენ კიდეც, რაც საზოგადოების დიდი თავის ტკივილია. რეალურად კი, ფსიქოლოგიური პრობლემაა, როცა ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევასა და მეტყველებას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კულტურისა და ზრდილობის ნორმების გამომუშავება მცირე ასაკიდან იწყება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ადამიანი იზრდება და ვითარდება. კულტურული ადამიანისათვის წარმოუდგენელია ზრდილობის ნორმების დარღვევა და ამ ფაქტთან შეგუება. უკულტურო ადამიანი კი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. ასეთ ზეგავლენას ახდენს დღეს ელექტრონული მედიასაშუალებები – ტელევიზია და სოციალური ქსელები, საიდანაც უკვე ორი ათეული წელია ბილწსიტყვაობის ნიაღვარი მოედინება. ეს უმძიმესად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან სიტყვას განუზომელი ძალა აქვს, ის უსწრაფესად აღიქმება და ილექება მეხსიერებაში.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გამიზნულია და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნოლოგიებიც სწორედ აქეთკენ არის მიმართული. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ხელშია მედიასაშუალებები და რას ემსახურებიან ისინი. ბოლო დროს კი ქართული ტელემედიის გარკვეული ნაწილი უხამსობის ტირაჟირებით არის დაკავებული. სხვადასხვა ტელეშოუსა თუ ტელესერიალის პერსონაჟები ხშირად ბილწსიტყვაობენ, ადამიანის ყური კი, სამწუხაროდ, ამას ეჩვევა. ამგვარი მეტყველება ერთგვარი მაგალითი ხდება ხალხისთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ადამიანი კი არ ქმნის ენას, არამედ ენა ქმნის ადამიანს. როგორი ლექსიკური მარაგიც აქვს მას, იმ დონის მოაზროვნეა თავად. ლექსიკური მარაგის დეფიციტს კი ხშირად ბილწი სიტყვებით „ივსებენ“. აღსანიშნია, რომ ქართულ ენას მკვეთრი, გულიდან ამოსული თანხმოვნები ახასიათებეს და არა მხოლოდ აღშფოთებისას თუ გაბრაზებისას, სიყვარულის გამოხატვის დროსაც კი. აკაკი წერეთლის სიტყვებს გაგახსენებთ: „რუსი ამბობს – „ლიუბლიუ“, მხოლოდ ტუჩებით და ენის წვერით ეხება კბილებს; სომეხი ამბობს – „სირუმემ“, ისიც ტუჩებს ამოძრავებს და ენას არ აწუხებს; ფრანგი იტყვის – „ჟევუზემ“, ოდნავ ტუჩებით, ნაზად; ქართველი სულ სხვანაირად გამოთქვამს: – „მიყვარხარ“, ის მთელ გულმკერდს ამოაყოლებს ამ სიტყვას. გაუჩერდება ყელში და თითქოს მას ახრჩობს ეს გრძნობა სიყვარულისა“. დაახლოებით ასევეა გინების დროსაც. ისე კი, გინებას დადებითი მხარეც შეიძლება მოეძებნოს: სერიოზული აგრესიის დროს ფიზიკურ დაპირისპირებას, ალბათ, ჯობს, უარყოფითი დამოკიდებულება სიტყვიერად გამოიხატოს და ასე განიმუხტოს ადამიანი.

საქართველოს მსგავსი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაში, სადაც არსებობს უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურული ნაწარმოებები, უმაღლესი დონის მუსიკალური ხელოვნება, ხელოვნების არნახული შედევრები, უკვე საგანძურად ქცეული გენიალური ფილმები და სპექტაკლები, რაც ყველაზე მთავარია – საოცარი ენა, კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებიდან უხამსობისა და ბილწსიტყვაობის ფრქვევა და მისი დამკვიდრების მცდელობა ადამიანის გონებასა თუ ლექსიკაში. ჩვენს ქვეყანაში კი ეს მცდელობა ეროვნული კულტურისა და თვითმყოფადობის შესარყევად, მის გასანადგურებლად გამიზნულ ქმედებას ჰგავს.

დღეისათვის მასობრივი საინფორმაციო ელექტრონული მედიასაშუალებების – სოციალური ქსელების, გაჯეტების – გამო ვერბალური კომუნიკაციის უმძიმესი დეფიციტია და ბევრი ახალგაზრდა მწირ ლექსიკურ მარაგს უწმაწური სიტყვებით ივსებს. ლიბერალური აზროვნებისა და გლობალისტური იდეოლოგიის ადამიანები კი, ფაშისტურ დოქტრინებზე დაყრდნობით, ცდილობენ ამ ახალგაზრდების თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებას:

„ჩვენ მთელ ოქროს, მატერიალურ კაპიტალს გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს.ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ, იწამონ ისინი. როგორ? ჩვენ ვიპოვით მათ წრეში თანამოაზრეებს, თანამშრომლებსა და მოკავშირეებს და ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვქრთამოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებსა და კოსმოპოლიტებს“.

სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამ გეგმის რეალიზატორები ჩვენშიც აღმოჩნდნენ და ადამიანთა ტვინებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთგვარი ინდუსტრია შექმნეს. სხვადასხვა დოქტრინასა და ფსიქიკური ზემოქმედების ტექნოლოგიებზე აღზრდილი, გარკვეული საშუალებებით შეიარაღებული ადამიანები წარმატებით იყენებენ მედიასაშუალებებს „ახალი ადამიანის“ შესაქმნელად, ეს კი დაუშვებელია. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოინახოს ბერკეტები, უპირველესად კი, გაჩნდეს სახელმწიფოს ნება ამ ყოველივესთან საბრძოლველად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როდის ჩნდება კულტურისა და ზრდილობის დეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები