/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

რა გავლენის მოხდენა შეუძლია ოჯახურ ტრადიციებს მომავალ თაობაზე?

ოჯახს აქვს შინაგან დამოკიდებულებათა მრავალწახნაგოვანი სისტემა.

ამ დამოკიდებულებათა ხასიათი დიდ გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. მათთვის ყველაზე ნაყოფიერია ისეთი შიდაოჯახური ურთიერთობები, რომლებიც ქმნის მზრუნველობის, ყურადღების, გულისხმიერებისა და ადამიანური სიახლოვის ატმოსფეროს.

ბავშვებისთვის უფროსებთან სიახლოვე ნიშნავს ისეთ ურთიერთობას, როდესაც უფროსი ბავშვს აძლევს ყველაზე ფაქიზ, იდუმალ სიმდიდრეს, აძლევს უანგაროდ, ხოლო ბავშვი, რომელიც ითვისებს ყოველივე საუკეთესოს, თავის მხრივ, ამდიდრებს უფროსს თავისი უმანკო ბუნებით, თავისი ემოციების სიწმინდით, ახედებს მათ თავისი სულის ყველაზე სუფთა, უეშმაკო კუნჭულებში. სწორედ ასეთი ურთიერთობები ახდენს პოზიტიურ გავლენას ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

ამ ურთიერთობებს ადუღაბებს და ბავშვებზე მათ გავლენას აძლიერებს ოჯახური ტრადიციები. ტრადიციებს იდეურთან ერთად აქვთ აღმზრდელობითი მნიშვნელობაც. განვიხილოთ ერთი ოჯახის მაგალითი: მეხუთეკლასელ გიორგის ძალიან უყვარს შაბათი და კვირა, როცა მთელი ოჯახი სახლშია. განსაკუთრებით ძვირფასია მისთვის ოჯახური საუბრები. დედა ამბობს: “მოდით, ჩემო კარგებო, ვისაუბროთ, ვითათბიროთ”. ნიკა და ანა, გიორგის უფროსი და-ძმა, დედას სუფრის გაწყობაში ეხმარებიან. ოჯახი სუფრასთან იკრიბება, ჩაის სვამს, ნამცხვარს მიირთმევს და საუბრობს: სად დაისვენონ ზაფხულში, ვის რა ნივთი სჭირდება, როგორი ტანსაცმელი იყიდონ ზამთრისთვის, რა შეიძინონ ოჯახისთვის; მსჯელობენ მოსალოდნელ წვეულებაზე, სწავლაზე, სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ერთხელ ასეთ თავყრილობაზე დედამ ბებია და ბაბუაც მოიწვია. გიორგი მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა - ანამ ცხრა კლასი დაამთავრა და ვერ გადაეწყვიტა, მეათე კლასში გაეგრძელებინა სწავლა თუ სამედიცინო კოლეჯში. ყველამ გამოთქვა აზრი, განიხილეს სხვადასხვა წინადადება. ბოლოს მამამ უთხრა ანას: “რომელი რჩევაც მოგეწონა, გაითვალისწინე, საბოლოო გადაწყვეტილება კი თავად მიიღე”. ასეთი თავყრილობები ამ ოჯახის ერთ-ერთი ტრადიციაა. დიდი ხანია შემჩნეულია, რომ ოჯახური ტრადიციები, რომლებიც ოჯახის ფსიქოლოგიური კლიმატის განუყოფელი ნაწილია, ძლიერ გავლენას ახდენს მომავალ თაობაზე. როგორია მათი გავლენის არსი? რა ტრადიციები აქვს თანამედროვე ოჯახს? ტრადიციებს იცავს არა იურიდიული აქტები, არამედ საზოგადოებრივი აზრის ძალა.

მრავალი მათგანი თანდათან საზოგადოების წესად, ნორმად, თავისებურ დაუწერელ კანონად იქცევა. ტრადიციებს უდავოდ მიუძღვის წვლილი საზოგადოებრივ პროგრესში, თუმცაღა ზოგიერთი მათგანი, მიაღწევს რა აპოგეას, თანდათან კარგავს მნიშვნელობას და ამუხრუჭებს კიდეც წინსვლას. ამიტომაც ჩნდება ტრადიციების განახლების, ძველთან, დრომოჭმულთან გამოთხოვების აუცილებლობა. ეს ბუნებრივი პროცესია. იგი ვერ ჩრდილავს ტრადიციების უდიდეს აღმზრდელობით ძალას. კარგი, ნორმალური ოჯახების უმრავლესობას აქვს ცხოვრების ყოველდღიური, მარტივი, გონივრული რიტმი გარკვეული წესებითა და ჩვევებით, რომლებიც თითქმის ავტომატურად სრულდება. ისეთი თავყრილობები, ოჯახური თათბირები, როგორიც ზემოთ აღვწერეთ, აღმზრდელობითი თვალსაზრისით გაცილებით ფასეულია, ვიდრე დამრიგებლური საუბრები.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ბუნებრივია, ყოველი ოჯახის ტრადიციები განსაკუთრებული და თავისებურია. ავიღოთ თუნდაც უკვე ნახსენები ოჯახის მაგალითი. ამ ოჯახის ცხოვრების ყოველი მხარე ტრადიციებითაა გამსჭვალული. ამასთან, მეუღლეებს მიაჩნიათ, რომ ეს ტრადიციები მათ განგებ არ მოუგონიათ და არ დაუნერგავთ. დიასახლისმა გაიხსენა, რომ იმ ოჯახში, სადაც თავად გაიზარდა, ასეთი შეკრებები არასოდეს ყოფილა, მეუღლის ოჯახში კი მათი ქორწინებიდან ორი-სამი დღის შემდეგ ქმრის მშობლებმა სწორედ ასეთი თავყრილობა მოაწყვეს. ახალგაზრდებმა, რომლებმაც მოგვიანებით ცალკე ოჯახად განაგრძეს ცხოვრება, შეუმჩნევლად შეინარჩუნეს ოჯახური შეკრებების ტრადიცია. საუბრები, ჩვეულებრივ, მაგიდასთან მიმდინარეობს, მათ უსმენენ ბავშვები და თანდათანობით, ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევენ, იწყებენ საკუთარი აზრის გამოთქმას და პრობლემების მოგვარებაში თავიანთი წვლილიც შეაქვთ.

მეორე ტრადიცია, ბუნებასთან მეგობრობა, სათავეს იღებს დედის მშობლების ოჯახიდან, სადაც ცხოველებისა და მცენარეების ნამდვილი კულტი იყო. მის მშობლებს უყვარდათ ქალაქგარეთ სეირნობა, ლაშქრობათა მოწყობა. ბუნებას ამ ოჯახშიც განსაკუთრებულად ეკიდებიან. გვიან შემოდგომაზე მთელი ოჯახი გადის ბუნების წიაღში, ტკბება შემოდგომის ულამაზესი, ფერადოვანი პეიზაჟებით, შემდეგ ელოდებიან პირველ თოვლს, ის დღე, როცა თოვლი მიწას ფარავს, არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული ეჩვენებათ. რა თქმა უნდა, კვირა დღეს მეგობრებთან ერთად გასეირნება სასიამოვნოა, მაგრამ უფრო უკეთესია მთელ ოჯახთან ერთად თხილამურებით სრიალი. განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს თოვლით დაფარულ ტყეში სეირნობა.

ბავშვებს დიდხანს ემახსოვრებათ ასეთი გასეირნება. წიგნის სიყვარულიც ამ ოჯახის დიდი ხნის ტრადიციაა. ისიც ძველი დროიდან მოდის. ამ ოჯახში არის მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნია სამახსოვრო წარწერებით, რომელთაც მოწიწებით კითხულობენ უმცროსი თაობის წარმომადგენლები. არის წიგნი, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს: “დიდი ბედნიერებაა წიგნის სიყვარული, როცა გაგიჭირდება, იკითხე, გაიგებ, როგორ უნდა ცხოვრება და რისთვის ცხოვრობ”. ეს წარწერა პაპის პაპას ეკუთვნის. ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს, ზოგიერთს - ძალიან საინტერესო, ზოგსაც - სასაცილო... ამ წიგნებთან დაკავშირებულ ისტორიებსაც აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს - ბავშვებს ინტერესს და, საზოგადოდ, წიგნის სიყვარულს უღვივებს. ბავშვებზე ერთდროულად მოქმედებს აღზრდის ორი უმნიშვნელოვანესი საშუალება - წიგნები და ახლობლების პირადი მაგალითი. მათი ერთობლიობა ბავშვებზე თვისებრივად ახალ, მძლავრ ზემოქმედებას ახდენს.

ეს ზემოქმედება კიდევ უფრო ძლიერდება იმით, რომ იგი მიმდინარეობს ბუნებრივ ვითარებაში, შემდგომ კი ამ ზემოქმედებას უკვე თვით ბავშვები ახდენენ ერთმანეთზე. ასეთი ვითარება საუკეთესო პირობებს ქმნის წიგნის სიყვარულისა და ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, ხოლო ზნეობრივ ნორმებს, რომლებსაც წიგნებიდან გვასწავლიან, განამტკიცებს ახლობლების პირადი მაგალითი და მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბებას ედება საფუძვლად. ამ ოჯახში კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა - თეატრის სიყვარული. უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად და დიდი სიამოვნებით დადიოდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრში, უმცროსები კი კითხვებით არ ასვენებდნენ უფროსებს: “რა ჰქვია სპექტაკლს? რაზეა? ვინ არიან მთავარი მოქმედი გმირები? რომელი მსახიობები თამაშობენ?” - და ა.შ. ხოლო როცა დიდები და პატარები ერთად მიდიან თეატრში, ეს ნამდვილი ოჯახური დღესასწაულია. ორი კვირით ადრე ემზადებიან თეატრში წასასვლელად, იხსენებენ, რა სპექტაკლი ნახეს ცოტა ხნის წინ, რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად.

ზოგჯერ ხმამაღლა წარმოთქვამენ მოქმედ პირთა რეპლიკებს, წარმოდგენის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღეს მსჯელობენ სპექტაკლის შესახებ. ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს. ერთი სიტყვით, თეატრი ამ ოჯახის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბავშვებს უკვე დამოუკიდებლადაც უჩნდებათ თეატრში წასვლის სურვილი, და არა მარტო მშობლებთან, არამედ მეგობრებთან ერთადაც. თეატრის სიყვარულმა უკვე გაიდგა ფესვი მათ არსებაში. მრავალ ოჯახს აქვს მნიშვნელოვანი ოჯახური მოვლენების, ოჯახური დღესასწაულების საზეიმო ვითარებაში აღნიშვნის ტრადიცია. უაღრესად მნიშვნელოვანია, ასეთი ზეიმების სამზადისში უფროსებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

დაისახოს გეგმა, განაწილდეს დავალებები ოჯახის წევრებს შორის, განიხილონ სტუმრების დახვედრის ვარიანტები, მოიგონონ სიურპრიზები, გასართობები, მოამზადონ საჩუქრები. ერთობლივი საზრუნავი უფრო მეტად აახლოვებს მის წევრებს. ბავშვები ბევრ რაიმეს ითვისებენ და სწავლობენ, იძენენ მნიშვნელოვან უნარებს, ითვისებენ კულტურული ქცევის წესებს, ხვეწენ მანერებს და ეტიკეტს. თვით დღესასწაულის აღმზრდელობითი არსია ახლობელ, ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა, მათთან საინტერესო საუბარი, მთელი ვითარების საზეიმო ხასიათი, ურთიერთობის სიხარული.

სწორედ ასეთ ატმოსფეროში მიმდინარეობს დღესასწაულები მრავალ ოჯახში. სასარგებლო ტრადიციები აძლიერებს ოჯახს, საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ სიკეთისა და სიყვარულის ის მარცვლები, რომლებიც ოჯახის უფროსმა წევრებმა დათესეს ჩვენში და მომავალ თაობებს გადავცეთ. ტრადიციის აღმზრდელობითი ძალა, უწინარეს ყოვლისა, ის არის, რომ მათში არსებულ გამოცდილებას მომავალი თაობა იღებს ყველაზე ბუნებრივი გზით. ბავშვების ქვეცნობიერი ყველაფერს ისრუტავს, ის მასში ილექება და გარკვეულ დრომდე ინახება, მერე კი სიტუაციის შესაბამისად ამოტივტივდება და პიროვნების ქცევაზე პოვებს ასახვას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ქვეცნობიერში შემონახული “ნალექი” რაც შეიძლება პოზიტიური იყოს. ოჯახში, სადაც მრავალი ტრადიციაა, მეტი პირობაა ბავშვებზე მშობლების ცალკეული შეცდომების უარყოფითი გავლენის გასანეიტრალებლად. რაც უფრო მეტი ტრადიციაა ოჯახში, მით უფრო მტკიცეა იგი და მით უფრო მტკიცეა კავშირი თაობებს შორის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️

კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა. ვარ 21 წლის. ბიჭი. ბავშვობიდან მაქ სახლის დატოვების შიში. ანუ რეგიონიდან ქალაქში რომ ჩავდიოდი მაშინაც მიწყებდა ისეთ შეგრძნებებს აი როგორიცაა შიშის დროს გამოწვეული სიმპტომები. მაგრამ მერრე ვეჩვეოდი და ვადაპტირრდებოდი. ახლა საზღვარგარეთ მიწევს სასწავლებლად წასვლა. დიდი ხანი ვოცნებობდი ამაზს და ბევრი შრომა დამჭირდა. არანაირ პრობლემას მანამდე თავი არ გამოუჩენია ნაგრამ აი როცა დამიდასტურეს გსნცხადება და მალე წასვლა რო მიწევს ( 2 კვირაში) უკვე იმ დღიდან დამეწყო ისევ იგივე სიმპტომები. როცა წასვლაზე ვიწყებ ფიქრს მეწყება გულისცემის აჩქარება სისუსტე უმადობა. ამ თემაზე საუბარი და მხარდაჭერა მამშვიდებს. მაგრამ მეშინია ამდდნი ასსთი ნერვიულიბისაგან რამე გართულება არ მოხდეს. რაიმე სტრესი და დეპრესია არრ მაქ მაგრამ ასეთი შეგრძნება დისკომფორტულია. წასვლამდე და ადაპტაციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა ვიცი უარი რომ ვთწვა წასვლაზე ეგრევე გამივლის ყველაფერი მაგრამ არმინდა ასე მოხდეს. რას მიირჩეევთ როგორ მოვიქცე?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა გავლენის მოხდენა შეუძლია ოჯახურ ტრადიციებს მომავალ თაობაზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები