/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება
ცხოვრება ღალატის შემდეგ შევიტყვე, რომ საყვარელი ადამიანი მღალატობს. ძალიან გულნატკენი და დაბნეული ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

იქნებ შესაძლებელია რაიმე გონივრული სტრატეგიის შემუშავება?

საყვარელმა ადამიანმა გიღალატათ? ნუ იჩქარებთ მისთვის დონ ჟუანის იარლიყის მიწებებას. დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და დაფიქრდით, რატომ მოხდა ასე, რა არის თქვენს ურთიერთობაში საეჭვო. ეცადეთ, დეპრესიაში არ ჩაიძიროთ.

რა აკლიათ მათ?

არ გეგონოთ, რომ ერთადერთი ხართ; თქვენნაირები ათასობით არიან. მაინც რა აკლიათ ჩვენს ბიჭებს? ღალატის მიზეზი უამრავია: ახალი შთაბეჭდილებების წყურვილი, თავდაჯერების მოპოვების სურვილი, შიში, რომ შესაძლოა საწოლში "სათანადო სიმაღლეზე" არ აღმოჩნდეს, შემთხვევითი გარემოებები... ზოგჯერ უნებლიეთ თვითონვე ვუბიძგებთ საყვარელ ადამიანს ღალატისკენ: მას ახალი შთაბეჭდილებები სწყურია, თქვენ კი ერთფეროვნებისკენ ხართ მიდრეკილი, მხოლოდ საკუთარ განცდებზე ხართ კონცენტრირებული, მის გრძნობებს კი ივიწყებთ; იმდენად ეგოცენტრული ხართ, რომ როდესაც სიამოვნებას მიიღებთ, სამაგიეროს გაცემა არ გინდათ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რატომ აქვს ძლიერ სქესს თვითდამკვიდრების ასეთი ძლიერი მოთხოვნილება? "მამაკაცურ" გამარჯვებათა სიმრავლე სასიცოცხლოდ აუცილებელია მათთვის, ვინც ვერ მიაღწია წარმატებას ცხოვრებაში, კარიერაში. ამბიციები არსად გამქრალა და მამაკაცი მათ კომპენსაციას ინტიმურ სფეროში "მიღწევებით" ცდილობს.

ჩვენი სტრატეგია

ზოგიერთი ქალი, შეიტყობს თუ არა ღალატის ამბავს, "საქმის გარჩევას" იწყებს, ზოგი კი მომხდარს საკუთარ თავს აბრალებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ მასთან განშორება, შეგიძლიათ, თავში ტაფა ჩასცხოთ და კარისკენ მიუთითოთ, - ის ამას იმსახურებს, მაგრამ მაინც ჯობს, წახვიდეთ უსიტყვოდ, ამაყად თავაწეული, როგორც ნამდვილ ლედის შეჰფერის. ხოლო ყველაფრის საკუთარი თავისთვის დაბრალება არაპროდუქტიული გზაა.

თუ შეყვარებულის ღალატის გამო მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავს დააკისრებთ, ამით მკვეთრად დასცემთ საკუთარ თვითშეფასებას. თუ თქვენი თავი არ გიყვართ, როგორ მოსთხოვთ მამაკაცს თქვენდამი ფაქიზ დამოკიდებულებას? თქვენი განცდები ინტიმურ სფეროზეც აისახება - ძნელია მოდუნება, როდესაც თავში განუწყვეტლივ გიტრიალებს აზრები: "იქნებ ღარიბი ფანტაზია მაქვს?", "მთავარია, სიამოვნება მივანიჭო მას!"

ასე რომ, არც ერთი კრიტიკული სიტყვა საკუთარი თავის მისამართით, შენ თვით სრულყოფილება ხარ!

იმისთვის, რომ წყენამ გაგიაროთ, ყური მიუგდეთ ფსიქოლოგების რჩევას - აპატიეთ! გაიხსენეთ ყველაფერი, რაც კი კარგი მომხდარა თქვენ შორის, ფიქრში მადლობა გადაუხადეთ მას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ უსუსურობას აღიარებთ! პირიქით, ახლა სიტუაციას სწორედ თქვენ წარმართავთ. დაუმტკიცეთ საყვარელ ადამიანს თქვენი საქციელით, რომ მოწინააღმდეგეზე ღირსეული ხართ. შეიცვალეთ შეხედულებები ინტიმურ ურთიერთობაზე, გახდით უფრო გახსნილი, გაუღეთ კარი ახალ ემოციებს.

მტკიცე პოზიცია

ნუ შეახსენებთ, რომ გიღალატათ - ამით კუთხეში მიიმწყვდევთ და უკან დასახევ გზას მოუჭრით. მით უმეტეს, ის კავშირი შესაძლოა შემთხვევითი იყო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აუცილებლად გამოთქვით აზრი მამაკაცთა ღალატის შესახებ და მიახვედრეთ, რომ თუ გარე-გარე სიარული ცუდ ჩვევად ექცა, აუცილებლად დაშორდებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჩვენ ვღელავთ, ნაცვლად იმისა, რომ საქმე გავაკეთოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

იქნებ შესაძლებელია რაიმე გონივრული სტრატეგიის შემუშავება?

საყვარელმა ადამიანმა გიღალატათ? ნუ იჩქარებთ მისთვის დონ ჟუანის იარლიყის მიწებებას. დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და დაფიქრდით, რატომ მოხდა ასე, რა არის თქვენს ურთიერთობაში საეჭვო. ეცადეთ, დეპრესიაში არ ჩაიძიროთ.

რა აკლიათ მათ?

არ გეგონოთ, რომ ერთადერთი ხართ; თქვენნაირები ათასობით არიან. მაინც რა აკლიათ ჩვენს ბიჭებს? ღალატის მიზეზი უამრავია: ახალი შთაბეჭდილებების წყურვილი, თავდაჯერების მოპოვების სურვილი, შიში, რომ შესაძლოა საწოლში "სათანადო სიმაღლეზე" არ აღმოჩნდეს, შემთხვევითი გარემოებები... ზოგჯერ უნებლიეთ თვითონვე ვუბიძგებთ საყვარელ ადამიანს ღალატისკენ: მას ახალი შთაბეჭდილებები სწყურია, თქვენ კი ერთფეროვნებისკენ ხართ მიდრეკილი, მხოლოდ საკუთარ განცდებზე ხართ კონცენტრირებული, მის გრძნობებს კი ივიწყებთ; იმდენად ეგოცენტრული ხართ, რომ როდესაც სიამოვნებას მიიღებთ, სამაგიეროს გაცემა არ გინდათ.

რატომ აქვს ძლიერ სქესს თვითდამკვიდრების ასეთი ძლიერი მოთხოვნილება? "მამაკაცურ" გამარჯვებათა სიმრავლე სასიცოცხლოდ აუცილებელია მათთვის, ვინც ვერ მიაღწია წარმატებას ცხოვრებაში, კარიერაში. ამბიციები არსად გამქრალა და მამაკაცი მათ კომპენსაციას ინტიმურ სფეროში "მიღწევებით" ცდილობს.

ჩვენი სტრატეგია

ზოგიერთი ქალი, შეიტყობს თუ არა ღალატის ამბავს, "საქმის გარჩევას" იწყებს, ზოგი კი მომხდარს საკუთარ თავს აბრალებს.

თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ მასთან განშორება, შეგიძლიათ, თავში ტაფა ჩასცხოთ და კარისკენ მიუთითოთ, - ის ამას იმსახურებს, მაგრამ მაინც ჯობს, წახვიდეთ უსიტყვოდ, ამაყად თავაწეული, როგორც ნამდვილ ლედის შეჰფერის. ხოლო ყველაფრის საკუთარი თავისთვის დაბრალება არაპროდუქტიული გზაა.

თუ შეყვარებულის ღალატის გამო მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავს დააკისრებთ, ამით მკვეთრად დასცემთ საკუთარ თვითშეფასებას. თუ თქვენი თავი არ გიყვართ, როგორ მოსთხოვთ მამაკაცს თქვენდამი ფაქიზ დამოკიდებულებას? თქვენი განცდები ინტიმურ სფეროზეც აისახება - ძნელია მოდუნება, როდესაც თავში განუწყვეტლივ გიტრიალებს აზრები: "იქნებ ღარიბი ფანტაზია მაქვს?", "მთავარია, სიამოვნება მივანიჭო მას!"

ასე რომ, არც ერთი კრიტიკული სიტყვა საკუთარი თავის მისამართით, შენ თვით სრულყოფილება ხარ!

იმისთვის, რომ წყენამ გაგიაროთ, ყური მიუგდეთ ფსიქოლოგების რჩევას - აპატიეთ! გაიხსენეთ ყველაფერი, რაც კი კარგი მომხდარა თქვენ შორის, ფიქრში მადლობა გადაუხადეთ მას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ უსუსურობას აღიარებთ! პირიქით, ახლა სიტუაციას სწორედ თქვენ წარმართავთ. დაუმტკიცეთ საყვარელ ადამიანს თქვენი საქციელით, რომ მოწინააღმდეგეზე ღირსეული ხართ. შეიცვალეთ შეხედულებები ინტიმურ ურთიერთობაზე, გახდით უფრო გახსნილი, გაუღეთ კარი ახალ ემოციებს.

მტკიცე პოზიცია

ნუ შეახსენებთ, რომ გიღალატათ - ამით კუთხეში მიიმწყვდევთ და უკან დასახევ გზას მოუჭრით. მით უმეტეს, ის კავშირი შესაძლოა შემთხვევითი იყო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აუცილებლად გამოთქვით აზრი მამაკაცთა ღალატის შესახებ და მიახვედრეთ, რომ თუ გარე-გარე სიარული ცუდ ჩვევად ექცა, აუცილებლად დაშორდებით.


mkurnali.geშიშის დამარცხება

გამუდმებით რაღაცის მეშინია, ვნერვიულობ, ვშფოთავ. საკმარისია, უფროსმა გამომიძახოს, რომ კანკალი ამიტანს ხოლმე. ტესტირებისა თუ მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ღამეებს თეთრად ვათენებ... როგორ დავაღწიო თავი შფოთვას? მინდა, ის წარსულში დავტოვო და ახალი ცხოვრება დავიწყო. როგორ მოვახერხო ეს?

ნუ გეგონებათ, რომ სირთულეები მხოლოდ თქვენ გდევთ თან; იღბლიანებსაც კი, რომელთაც გზა თითქოს ია-ვარდით აქვთ მოფენილი, ფოთლებში ზოგჯერ ეკლებიც ხვდებათ. მაგრამ ამის გამო განუწყვეტლივ შიშში ხომ არ ვიცხოვრებთ?!

ამოიცანით მტრები

თუ ერთ ადგილზე იდგებით, ვერაფერს მიაღწევთ. თავი ხელში აიყვანეთ და არ მისცეთ უფლება ცუდ წინათგრძნობას, ცხოვრება მოგიშხამოთ. ეს არც ისე რთულია, თუ თქვენს აზრებსა და ქმედებებს გააანალიზებთ. გაიხსენეთ, როგორი ფიქრები გიტრიალებთ თავში, როცა ღელავთ. ამის მისახვედრად ნათელმხილველობა არ არის საჭირო: თქვენ წინასწარ წარმოიდგენთ, რომ დასახულ ღონისძიებას კრახი ემუქრება, ხომ მართალია? როცა გამოცდა გელით, ფიქრობთ, რომ აუცილებლად შეგხვდებათ ერთადერთი უიღბლო ბილეთი ან ტესტი და მთელი ჯგუფის წინაშე შერცხვებით; გასაუბრება აუცილებლად უარით დამთავრდება, რადგან ორ სიტყვასაც ვერ გადააბამთ ერთმანეთს, ყველა სიკეთესთან ერთად, ფრჩხილი მოგტყდებათ ან წინდას წამოსდებთ სკამის კიდეს; ახალი სტილისტი საშინლად შეგჭრით თმას, ხოლო საქმრო საკურთხეველთან მიგატოვებთ.

გასაკვირი არაფერია - ყოველივე ამის წარმოდგენა ყველაზე ცივსისხლიან იოგსაც კი დააფრთხობს.

უვნებელყავი!

ეცადეთ, ამ საშინელებების ნაცვლად სასიამოვნო პერსპექტივა წარმოიდგინოთ.

  • გამოცდის ჩასაბარებლად მიდიხართ? წარმოიდგინეთ, რომ გამომცდელი გაძლევთ ყველაზე საჩოთირო კითხვას, თქვენ კი ბრწყინვალედ პასუხობთ!
  • სამსახურში უფროსმა გამოგიძახათ. გზადაგზა ადგენთ ანგარიშის გეგმას, რომელიც ახლახან წარმატებით დამთავრებულ მოლაპარაკებას ეხება. ის კმაყოფილი რჩება!
  • აქამდე წინასწარ წარმოიდგენდით ხოლმე იმ მოვლენის დასაწყისს, რომელიც გაფრთხობდათ, ამიერიდან კი კონცენტრირება იმაზე მოახდინეთ, რა გზით გამოხვიდეთ შექმნილი ვითარებიდან.

რაც უფრო ნათელი იქნება თქვენ მიერ წარმოსახული სურათი, მით უფრო მეტ ვარიანტს იპოვით, რაც უფრო მეტი სიცხადით წარმოიდგენთ საკუთარ გამარჯვებას, მით უკეთესია. თუ პირველსავე ცდაზე არ გამოგივიდათ, ნუ დაღონდებით, ივარჯიშეთ. თანდათან მშვიდი გამარჯვება თქვენს ცხოვრებაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა.

თავი მოუყარეთ აზრებს

შიში რეალობას გვწყვეტს. საკმარისია, აამუშაოთ წარმოსახვა, რომ ირგვლივ ვეღარაფერს შეამჩნევთ, ემოციების გროვად იქცევით. რეალობასთან დაბრუნებაში სუნთქვის კონტროლი დაგეხმარებათ.

ადამიანი, როცა მშვიდად არის, ღრმად სუნთქავს, ფილტვებს მთლიანად ივსებს ჟანგბადით. საკმარისია აღელდეს, რომ სუნთქვა უფრო და უფრო ზერელე და წყვეტილი უხდება. ტყუილად კი არ ამბობენ, მღელვარებისგან სუნთქვა შეეკრაო. იმისთვის, რომ დამშვიდდეთ, თანაბრად და ღრმად უნდა დაიწყოთ სუნთქვა. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს არ მოხდება, ამას განსაზღვრული ძალისხმევა სჭირდება. ამ პროცესს ორი ღირსება აქვს. პირველი: თუ სუნთქვაზე იქნებით კონცენტრირებული, შიშზე საფიქრალად არ გეცლებათ;

მეორე: მშვიდი სუნთქვა ჩვეულ კალაპოტში დააბრუნებს თქვენს ფიზიოლოგიას, ორგანიზმი მიიღებს ბრძანებას, შეწყვიტოს აღმგზნები ჰორმონების გამომუშავება.

შეასრულეთ რამდენიმე მარტივი სავარჯიშო: დაწექით ზურგზე, მუცელზე დაიდეთ მომცრო ბალიში, ხოლო ხელისგულები წელის ქვეშ შეიყავით. ჩაისუნთქეთ ისე, რომ გამოზნექილი ზურგი ხელისგულებს მიაწვეს, ხოლო ბალიში აიწიოს რაც შეიძლება მაღლა. გამოგივიდათ? ახლა დაიმახსოვრეთ ეს შეგრძნება, რადგან სწორედ ასე მოგიწევთ სუნთქვა ყოველთვის, როცა კი მშფოთვარე ფიქრები თქვენი გონებისკენ დაიწყებენ გზის გაკვლევას.

იმოქმედეთ

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ზედმეტი მღელვარება ხშირად ნამდვილი ქმედების ერთგვარი სუროგატია, ანუ ჩვენ ვღელავთ, ნაცვლად იმისა, რომ საქმე გავაკეთოთ. ამის მიზეზი სხვადასხვა რამ არის: ზოგს არ მოსწონს, მოსაწყენი და ერთფეროვანი ეჩვენება თავისი საქმიანობა, მღელვარება კი თუმცა უარყოფითი, მაგრამ მაინც მკვეთრი და მდიდარი შთაბეჭდილებებით გვასაჩუქრებს; ზოგს წარუმატებლობისა ეშინია და წინასწარ "ფრთხება", რათა დამარცხების შემთხვევაში თავის მართლების შესაძლებლობა ჰქონდეს: "ასეც ვიცოდი!.." ზოგმა კი არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ვითარებას, სადაც მასზე არაფერია დამოკიდებული - ამ დროს მღელვარება ქმნის აქტივობის ილუზიას: "მე ტყუილად როდი ვზივარ, მე ვღელავ!"

ეცადეთ, შფოთვას საქმე დაუპირისპიროთ. დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ მოცემულ ვითარებაში. დაწერეთ ზუსტი, ლოგიკური ეტაპობრივი გეგმა. ზოგჯერ ეს საკმარისია, რომ პანიკა ჩაცხრეს და მისი ადგილი დაიკავოს იმის შეგნებამ, რომ თქვენ ბრწყინვალედ ფლობთ სიტუაციას.

ნუ დაიტანჯავთ თავს და ნუ დატანჯავთ გარშემო მყოფებს დაუსრულებელი "ვაითუ"-თი. დაიმახსოვრეთ: ვინც არ რისკავს, ვერასოდეს იმარჯვებს.