/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ უნდა იპოვო შესაფერისი მამაკაცი

როგორ უნდა იპოვო შესაფერისი მამაკაცი
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ,

როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

ქალს მამაკაცთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე და პატარ-პატარა ხრიკები სჭირდება. ალბათ, დროთა განმავლობაში მათ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. იქნებ, ამ გამოცდილებიდან ბევრი ქალისთვის საინტერესო და საგულისხმო რჩევები გავიზიაროთ...

მოტყუებული რომ არ დარჩეთ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

იმისთვის, რომ მამაკაცმა არ მიატოვოს, ქალი კარგად უნდა დაუფიქრდეს საკუთარ ნაკლოვანებებს და ეცადოს, გამოასწოროს ისინი. კაცები თავიანთი რჩეულებისგან ლოგიკურ საქციელს ელიან, ამიტომ, თუ ქალი თავისი მავნე ჩვევების კორექტირებას მოახდენს, მისთვის ღია იქნება ნებისმიერი მამაკაცის გული.

ქალმა მამაკაცს მისი დაპყრობის საშუალება უნდა მისცეს, უნდა დაარწმუნოს, რომ მზადაა, სიყვარულის გამო უარი თქვას არათუ მოთხოვნებზე, ხასიათზეც კი. ქალმა ისე უნდა გაწვრთნას მამაკაცი, რომ მან თვითონვე მოინდომოს სამუშაოდან საყვარელ ქალთან დაბრუნება; ხშირად დაურეკოს და მოიკითხოს; მხოლოდ მასთან ერთად იაროს გასართობად; სიამოვნებით გადაიხადოს ქალის დანახარჯი; გამუდმებით გამოხატოს სიყვარული და პატივისცემა, დაუმტკიცოს ქალს, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ყოველივე ამის მისაღწევად ქალს ერთადერთი რამ სჭირდება - დაემორჩილოს მამაკაცს და ამავე დროს შეუმჩნევლად დაიმორჩილოს იგი.

შეკითხვა ექიმს
<p>-ინტერნეტში მოვუსმინე ერზტინშეფი გბანახებდა და გვასწავლიდა როგორნკეთდება კრეშოკოლადი და ტორტებზეც გამოიყენებაონკარგადნჯდებაო მაგრამ თქვენს გარეშე ვერ ვენდე მისნრეცეპტს.რადგან ადრე შევამჩნიე რაღაც რაც არიყონკანსაღო და ის მაინც იყენებდა.მინდა მორჩიოთ რაკდენად კანსაღია ეს რასაც გეტყვით.ოს ამბიბს რომ ბავშვებისთვის საუკეთესო რაკაა ანუ ბავშვებისთვისაც კინრომ თამამად გამოიყენებ.ანუ 2კვერცხის ცოლა დაამატა 2სუპროს კოვზი კაკაო 2სუფრის კოვზი შაქრის პუდრა ვანილი დან1ჭიქა ზეთი ეს ყველაფერი ბლენდერში ათქვიფა ხელის ბლენდერით და საოცრება კრემშოკოლადოვოთ გამოვიდა .ამბიბს რომ კვერცხ ენდობა იმასნრასაც ყიდულობს ანუნიკად იყენებს და ამიტო თქვა მაგრამ ამდენინზეთი რომნჩაასხა?ესნრაკდენად უსაბრთხოა?300გრამი გამოდის კრემი ამ ინჰრედიენტებისნდოზებით</p>

რა უნდა ახსოვდეს ქალს

თუ მამაკაცმა ურთიერთობის 6 თვის თავზეც არ გთხოვათ ხელი, შესაძლოა, მისგან ამას ვერც ეღირსოთ - ის მამაკაცთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელსაც სიკვდილივით ეშინია თავისუფლების დაკარგვის. ნუ დანებდებით მამაკაცს პირველსავე შეხვედრაზე. გახსოვდეთ, კაცები ქალების მიმართ უფრო მკაცრი მორალისტები არიან, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ. როცა ქალი უმალვე ნებდება კაცს, ის ფიქრობს, რომ ქალი ყველასთან ასე იქცევა. მამაკაცები ძალიან ეჭვიანები არიან - ისინი ხომ შინაგანად მესაკუთრენი ბრძანდებიან; სილამაზე მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭკუა, ქედმაღალი და მკაცრი ქალები არ უყვართ.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცის ამოცნობა სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგალითად, შეიძლება, მამაკაცი ჰალსტუხით ამოვიცნოთ, რადგან ამ აქსესუარს ძლიერი სქესის წარმომადგენლები საკუთარი გემოვნებისა და წარმოდგენისამებრ ირჩევენ. კაცი, რომელიც კოპლებიან ჰალსტუხს ამჯობინებს, ძალზე ენერგიული და მიზანსწრაფულია. თუ თავისი ოცნების ქალს შეხვდა, მის ერთგულებაში გალევს სიცოცხლეს. ამ ტიპის მამაკაცი წრფელია და მეგობრების სული და გული. მას დიდი ერთგულება და ნამდვილი მეგობრობა შეუძლია. მამაკაცი, რომელსაც უყვარს პატარაორნამენტებიანი ჰალსტუხი, მშვიდია, თუმცა აქვს იუმორის ხალასი ნიჭიც. ის ყოველ ნაბიჯს გონებით განსჯის, რაც ხშირად აღიზიანებთ ქალებს, განსაკუთრებით - მეუღლეებს. ალბათ იმიტომ, რომ ქალებს სპონტანური მოქმედება და იმპროვიზაცია უფრო მოსწონთ. მამაკაცი, რომელსაც უყვარს დიაგონალური ხაზებით, კლასიკური ორნამენტებით გაწყობილი ჰალსტუხები, კორექტული და ერთგულია, იდეალური მეუღლე და მამა, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც კარიერაა. მამაკაცის ხასიათის ამოცნობა თურმე ნიკაპითაც შეიძლება. წაგრძელებული და ფართონიკაპიანი მამაკაცი ქედმაღალია. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძნელია. ჩამოთლილი ნიკაპი ფრთხილ და მერყევ ხასიათზე მიუთითებს. გრძელნიკაპიანი ადამიანი უმეტესად ეშმაკი და ძუნწია, უყვარს დაცინვა, თუმცა აქვს იუმორის გრძნობაც; ცდილობს, ყველაფერი თავისებურად გააკეთოს. ბრტყელნიკაპიანი მამაკაცი დაუნდობელი პრაგმატიკოსია. ცდილობს, ყველაფრიდან სარგებელი ნახოს. საჭირო ადამიანთან დასაახლოებლად ყველაფერს ჩაიდენს. ასეთებს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავთ. ღაბაბი აქვს ჭამის მოყვარულს. ის ხალისიანი და ემოციურია, მაგრამ ზოგჯერ საშიშიც, რადგან პირად გამორჩენას ყველაზე მაღლა აყენებს. წვეტიანი ნიკაპი სულსწრაფ, ეგოისტ პიროვნებას ამხელს. ასეთი მამაკაცი გულჩათხრობილი, ფიცხი და ნაკლებკომუნიკაბელურია. მომრგვალებული, ჩაჩვრეტილი ნიკაპის პატრონები ძლიერი ნებისყოფისანი არიან და სხვისი მფარველობაც უყვართ. ადამიანის გადაკეთება შეუძლებელია, ამიტომ თუ ორ მოსიყვარულე ადამიანს, ქალსა და მამაკაცს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, ქალი უნდა შეეცადოს იმის მიხვედრას, რა აღიზიანებს, რა არ მოსწონს მამაკაცის ხასიათში. თუ ეს მამაკაცი მისი ქმარია, მაშინ ცხადი გახდება, რომ ქმარი უბრალოდ არ ჯდება იმ იდეალურ ჩარჩოებში, რომელიც ცოლმა თავის წარმოდგენაში შექმნა, ამიტომ ქალმა უარი უნდა თქვას პარტნიორის გაიდეალებაზე. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას. ნამდვილი სიყვარული ღირს იმად, რომ ქალი გაისარჯოს...

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დამყოლი ხასიათი მაქვს. ამით სარგებლობენ ჩემი კოლეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ვერაფრით მოვახერხე მეზობლებთან შეთანხმება, მათთვის ყველაფერი სულერთია, მე კი არ შემიძლია სიბინძურისა და უწესრიგობის ატანა, ამიტომ სულ აბაზანის, უნიტაზისა და ნიჟარის ხეხვაში ვარ. რამდენ ხანს შეიძლება ამის ატანა, როგორ მოვახდინო მათზე გავლენა? თინიკო, 29 წლის

თქვენ ორი გამოსავალი გაქვთ: ან უკანასკნელად უნდა სცადოთ მეზობლებთან მოლაპარაკება, ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. სცადეთ გაიგოთ, რატომ იქცევა ეს ხალხი ასე. როგორც ჩანს, სიბინძურეში ცხოვრება არ სურთ - დასუფთავებაში ხომ ხელს არ გიშლიან, ალბათ, უხარიათ კიდეც, რომ ამას აკეთებთ. მაშასადამე, სისუფთავე უყვართ, მაგრამ დალაგებაში რატომღაც არ მონაწილეობენ.

თქვენ და თქვენი მეზობლები ბარიკადების ერთ მხარეს ხართ: თქვენ ერთად უნდა ებრძოლოთ საერთო მტერს - სიბინძურეს. მაგრამ ვიდრე თქვენ ბრძოლის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე აიღებთ, ისინი თავს არ შეიწუხებენ. ნუ ეცდებით მათ აღზრდას (ადამიანის ხასიათის შეცვლა შეუძლებელია) და ნურც ნურაფრისკენ მოუწოდებთ. სამუშაო ფრონტი მონაკვეთებად დაყავით. ის ფაქტი, რომ ვიღაცას უნდა შეეჯიბრონ, ადამიანებს სტიმულს აძლევს. კი ნუ ასწავლით, არამედ, პირიქით, რჩევა ჰკითხეთ: "რით წმენდთ იატაკს დერეფანში? სამზარეულოში ლაქები ვერაფრით ამოვიყვანე". მათ საკუთარი თავის პატივისცემა გაუჩნდებათ და უწესრიგობაში ცხოვრება აღარ მოუნდებათ.

კონკურენტი კომპანია ჩემს გადაბირებას ცდილობს, უფრო მაღალ თანამდებობას და ანაზღაურებას მთავაზობს. უარის თქმა სისულელე იქნება, მაგრამ ძალიან მომწონს იქაური კოლექტივი, სადაც ახლა ვმუშაობ, თითოეული ადამიანი მეძვირფასება. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე... ელენე, 28 წლის

ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს მუშაობისას ჩვენ ვეჩვევით ადამიანებს და მათდამი თბილი გრძნობები გვიჩნდება. წარმოიდგინეთ, რომ სამსახურიდან თქვენი მოთხოვნით წახვედით. რას იგრძნობთ? ვარიანტი ორია - ან უნდა წახვიდეთ, ან უნდა დარჩეთ. პირველ შემთხვევაში თქვენ ადამიანური ფასეულობების სასარგებლოდ გააკეთებთ არჩევანს, მაგრამ არის მეორე მხარეც: თუ გეჩვენებათ, რომ კოლეგებთან განშორება თქვენთვის აუტანელი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დამოკიდებული გახდით ამ კოლექტივზე, ამიტომ ჯობს, მას რაც შეიძლება მალე დააღწიოთ თავი.

მე რბილი, დამყოლი ხასიათი მაქვს. ამით სარგებლობენ ჩემი კოლეგები, გამუდმებით აბუჩად მიგდებენ და ყველაზე მოსაწყენი სამუშაოს შესრულებას მაიძულებენ. უკვე აღარ შემიძლია ამის ატანა, მაგრამ სამსახურიდან წასვლისაც მეშინია - ახლა ხომ სამუშაოს შოვნა ძალიან ჭირს... ვერიკო, 32 წლის

თუ კოლექტივთან ასეთი ურთიერთობა გაქვთ, მისი შეცვლა გაგიჭირდებათ. თქვენ იქ უკვე გიცნობენ როგორც რბილ და დამთმობ ადამიანს. ახლა მაგიდაზე მუშტის ბრახუნიც რომ დაიწყოთ, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. სიტუაციის შესაცვლელად გამოიყენეთ თქვენი პიროვნული თვისებები, თქვენი რბილი ხასიათი. როცა გსურთ, ვინმეს რამე გააკეთებინოთ, კი ნუ უბრძანებთ, სთხოვეთ, რამდენიმეჯერ გაიმეორეთ, თან მწუხარე გამომეტყველება მიიღეთ და თქვენს მძიმე ცხოვრებაზე დაიჩივლეთ. შესაძლოა, შორიდან ასეთი საქციელი სულელური ჩანდეს; სამაგიეროდ, თქვენსას გაიტანთ.

ჩემი მეგობარი სულ იმაზე წუხს, რომ ვერაფერს ასწრებს. მე კი მიმაჩნია, რომ ის უბრალოდ ზარმაცია. მხოლოდ ნახევარფაბრიკატებით იკვებება, სახლში მუდამ არეულობა და უწესრიგობა აქვს, დიდხანს საუბრობს ტელეფონით, უყვარს დივანზე კოტრიალი... მინდა, ვუთხრა ამის შესახებ, მაგრამ მეშინია, არ წავიჩხუბოთ... სალომე, 25 წლის

უპირველეს ყოვლისა, გადაწყვიტეთ, ვის როლში გსურთ ყოფნა: თქვენ ან უბრალო ნაცნობი ხართ, რომლისთვისაც სულერთია, რა ხდება სხვის სახლში, ან ნამდვილი მეგობარი. პირველ შემთხვევაში შთააგონეთ თავს, რომ თქვენი საქმე არ არის, როგორ ცხოვრობს ეს გოგონა, და არც ვალდებული ხართ, მიუთითოთ. მეორე შემთხვევაში კი შეარჩიეთ სიტყვები, რათა ტაქტიანად გამოხატოთ თქვენი აზრი. მოგიწევთ, ის სარკეში ჩაახედოთ, სადაც საკუთარ თავს თქვენი თვალით დაინახავს და აღმოაჩენს, რომ ზარმაცი, უყაირათო და ჭორიკანაა. ცხადია, ასეთი "აღმოჩენის" გაკეთება ადვილი არ არის, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი მეგობარი შეგეკამათებათ. შესაძლოა, წაიჩხუბოთ კიდეც. სამაგიეროდ გულახდილი საუბარი მას შანსს მისცემს, თავის ცხოვრებაში რაიმე შეცვალოს, თქვენი ურთიერთობა კი შესაძლოა უფრო წრფელი და მტკიცე გახდეს.


რამდენიმე წელია ვხვდები მამაკაცს, მაგრამ სულ უფრო ხშირად ვამჩნევ, რომ არ მიყვარს. არადა განშორებაც არ მინდა, მეშინია, მარტო არ დავრჩე... როგორ მოვიქცე? ლია, 30 წლის

რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა სახლში მარტო არ ხარ, ვიღაც გელოდება, გყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც შეგიძლია სტუმრად წახვიდე, მეგობრებთან თავი მოიწონო, რომ ესა თუ ის ნივთი შეყვარებულის ან მეუღლის ნაჩუქარია... მაგრამ ურთიერთობის პლუსები ამით მთავრდება. დაფიქრდით იმაზე, რომ კარგავთ ძვირფას დროს, რომელიც შეგეძლოთ თქვენი მეორე ნახევრის საპოვნელად გამოგეყენებინათ. მარტო უმეტესად ის ქალები რჩებიან, რომლებიც არაფერს თმობენ. გახსოვდეთ: არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ.

ჩემს ქმარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, რომელსაც რეგულარულად ნახულობს. რა თქმა უნდა, არ ვუკრძალავ, - ამის უფლება არც მაქვს, - მაგრამ როცა მასთან მიდის, ადგილს ვერ ვპოულობ, საშინლად ვეჭვიანობ, სულ იმაზე ვფიქრობ, რით არიან დაკავებულნი ჩემი ქმარი და მისი ყოფილი. როგორ მოვერიო თავს? თამუნა, 25 წლის

როგორც ჩანს, თქვენ იმდენად ეჭვიანობა არ გტანჯავთ, რამდენადაც მართლა გაინტერესებთ, რით არიან დაკავებულნი თქვენი მეუღლე და მისი ყოფილი ცოლი. სცადეთ, ერთმანეთს დაუპირისპიროთ თქვენი ფანტაზიები და თქვენი ოჯახური ცხოვრება. დაფიქრდით, რა გსურთ ქორწინებისგან, რა გაკლიათ, რის მოთხოვნილება გაქვთ. თქვენი სურვილები მეუღლეს გაანდეთ, იმსჯელეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და მესამე პირზე არ იფიქროთ.

ჩემს ქმარს სულ უფრო იშვიათად აქვს ჩემთან სქესობრივი კავშირი. 7 წლის წინ შევუღლდით, ორი წლის შემდეგ კი ჩემს ქმარს გულგრილობა შევატყვე. თავიდან კვირაში ერთხელ ვიწექით ერთად, შემდეგ - თვეში ერთხელ, ახლა კი თითქმის წელიწადი გადის... ამბობს, რომ სამსახურში ძალიან იღლება, მაგრამ არ მჯერა. იქნებ ვინმე ჰყავს? განა შეიძლება, 32 წლის მამაკაცმა ამდენ ხანს სექსის გარეშე გაძლოს? ირინა, 27 წლის

როგორც ჩანს, ეს განხეთქილება თქვენს შორის უმიზეზოდ არ აღმოცენებულა. იქნებ მიზეზი ორსულობა ან მშობიარობა იყო? ვიდრე ქალი პატარა ბავშვით არის დაკავებული, მამაკაცს თავი ზედმეტი და მარტოსული ჰგონია, უჩნდება განცდა, რომ უკანა პლანზე გადაიწია. ან იქნებ მეუღლეს ისე ეპყრობოდით, როგორც მკაცრი დედიკო? სცადეთ, თქვენი თანაცხოვრების პირველი ორი წელი ახლანდელს შეადაროთ: კიდევ რა შეიცვალა? თუ სხვა ცვლილებებსაც შეამჩნევთ, გაიგებთ, რა უნდა შეცვალოთ, როგორ აღადგინოთ ურთიერთობა.

ექიმმა სათვალე გამომიწერა, მაგრამ საერთოდ არ მიხდება! დიდხანს ვარჩევდი შესაფერის ჩარჩოს, მაგრამ მაინც არ მომწონს, მრცხვენია მისი გაკეთება, თუმცა მეგობრები მარწმუნებენ, რომ სათვალით არცთუ ურიგოდ გამოვიყურები. კონტაქტური ლინზების დაკვეთა მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, არ გამომადგება. როგორ მოვიქცე? სოფო, 23 წლის

იქნებ პრობლემის არსი ის არის, რომ გეშინიათ, თქვენს გარეგნობაში რამე შეცვალოთ? იქნებ არ გსურთ, მკაცრი მასწავლებელივით გამოიყურებოდეთ? იქნებ სათვალიანი ქალის ხატი თქვენთვის რაიმე უსიამოვნო მომენტთან ასოცირდება - მაგალითად, რომელიმე ნაცნობთან, ვისთანაც რთული ურთიერთობა გქონდათ? იქნებ გეშინიათ აღიაროთ, რომ ცუდად ხედავთ? ან იქნებ თქვენს კომპანიაში არავინ ატარებს სათვალეს და არ გსურთ, გამოირჩეოდეთ, ყურადღებას იქცევდეთ? ერთი სიტყვით, მღელვარების მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს. თქვენ უნდა მიხვდეთ, სახელდობრ, რა გაწუხებთ. ეს პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება მოხდენას, დღეს ისეთი მდიდარი არჩევანია, რომ თქვენი სახის ტიპისა და ფერის შესატყვისი მოდელის შერჩევა არ უნდა გაგიჭირდეთ.