/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება
ჩემი მეზობელი საშინლად შარიანი ქალია. თუ ჩვენს სადარბაზოში "საეჭვო ტიპი" გამოჩნდა, მისი აზრით, აუცილებლად ჩემთან უნდა მოდიოდეს; თუ სადმე ხმამაღალი მუსიკა ისმის, აუცილებლად ჩემგან უნდა ისმოდეს...

ახლახან კი გავიგე, რატომ ვერ მიტანს: მის ნათესავებს თავის დროზე ჩემს ბინაზე ჰქონიათ პრეტენზია. ნუთუ ამის გამო შეიძლება ცხოვრება გამიმწაროს? ელენე, 34 წლის

როგორც ჩანს, ეს ქალი ვერაფერს უხერხებს წყენას - ალბათ ძალიან უნდოდა, მის ახლობლებს მის მეზობლად ეცხოვრათ... გარდა ამისა, ეს ქალი თქვენ კარგად არ გიცნობთ, ყოველივე უცხო კი შიშს ბადებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ უსიამოვნო პიროვნებად ეჩვენებით. ნუ დაელოდებით მორიგ სკანდალს, თავად მიიპატიჟეთ სტუმრად, უამბეთ თქვენზე, გამოჰკითხეთ მისი ცხოვრების შესახებ. მეგობრებად ალბათ ვერ იქცევით, მაგრამ დაძაბულობა შემცირდება.

ჩემს უმცროს დაზე მეგობარი ცუდ გავლენას ახდენს. ისინი მოზარდები არიან და ისევე, როგორც ყველა მათი თანატოლი, გამომწვევად იქცევიან - ხმამაღლა იცინიან, მკვეთრად იღებებიან, ექსტრავაგანტულად იცვამენ... ეს არაფერი, მათ ასაკში მეც მქონდა თვითდამკვიდრების სურვილი, მაგრამ ახლახან ყური მოვკარი, რომ მეგობარი ჩემს დას უყვებოდა, რა მოხერხებულად აწაპნა დახლიდან კოსმეტიკა. მეშინია, ჩემს დასაც არ აიძულოს იმავეს გაკეთება... ანა, 27 წლის

მოზარდებთან ურთიერთობა მარტივი არ არის. თქვენს დას ალბათ მრავალჯერ შეუტანია ეჭვი თქვენს ავტორიტეტში. ასაკის შეხსენებას - "მე უფროსი ვარ და უფრო მეტი მესმის!" - აზრი არ აქვს, საშიშიც კია - პროტესტის ნიშნად შესაძლოა გოგონამ ავანტიურასაც კი მიმართოს. მოეპყარით დას არა როგორც გულუბრყვილო ბავშვს, რომელსაც ცხოვრება უნდა ასწავლო, არამედ როგორც ახლობელს, რომლის ბედიც გაღელვებთ. აგრძნობინეთ, რომ გსურთ, ის არასწორი ნაბიჯისგან დაიცვათ. უშურველად გამოხატეთ მისდამი მზრუნველობა და სიყვარული.

ჩემი მეგობარი ჰომეოპათიით, არატრადიციული მედიცინით არის გატაცებული. ხშირად მოაქვს ჩემთვის რაღაც ქილები... როგორ ავუხსნა, რომ ეს ყველაფერი არ მჭირდება? ლიკა, 27 წლის

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

აირჩიეთ ურთიერთობის სხვა ენა, გადადით მოქმედებაზე. როცა ქილებს დაგიტოვებთ - უკანვე, ჩანთაში ჩაუწყვეთ. თუ ბევრი ქილა დაგიგროვდათ, მოაგროვეთ და უკან წაუღეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მოქმედებით შესაძლოა მეგობარი გაანაწყენოთ და ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. ასე რომ, იყავით ძალიან გულისხმიერი, ალერსიანი, კეთილგანწყობილი, მიახვედრეთ მეგობარი, რომ ძველებურად გიყვართ, მხოლოდ მის გატაცებას არ იზიარებთ.

ვგრძნობ, რომ თანდათან ეჭვიან ფურიად ვიქეცი. როცა ჩემი შეყვარებული რომელიმე ნაცნობ ქალიშვილზე მიამბობს რამეს, მაშინვე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ მათ შორის რაღაც ხდება. როგორ დავძლიო ეს განცდა? ქეთი, 20 წლის

როგორც ჩანს, პრობლემა ის არის, რომ თქვენსა და თქვენს საყვარელ მამაკაცს შორის გულახდილი და წრფელი ურთიერთობა ვერ შედგა. შეგიძლიათ მასთან თქვენს გრძნობებზე საუბარი? გითქვამთ მისთვის, რომ მისი დაკარგვისა გეშინიათ? ესაუბრეთ ამაზე და იმედი გქონდეთ, რომ საპასუხოდ ისიც გადაგიშლით გულს. დაძაბულობაც უკვალოდ გაქრება.

მე და ჩემს მეუღლეს გოგონა გვყავს. ქმარი მეორე შვილის გაჩენას მთხოვს - ბიჭი უნდა, მე კი მიჭირს გადაწყვეტილების მიღება... ძალიან მსიამოვნებს, როცა ვხედავ, როგორ აცმევს მამა გოგონას ყოველ დილით, ვარცხნის თმას და საბავშვო ბაღში მიჰყავს. როცა ბიჭი დაიბადება, ვშიშობ, მისი ყურადღება მთლიანად მასზე გადაინაცვლებს... სალომე, 25 წლის

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. რუსთველისა არ იყოს, შიში ვერ იხსნის სიკვდილსა... თავად თუ გსურთ მეორე შვილი? თუ არა, გულახდილად უთხარით ამის შესახებ მეუღლეს. თუ მზად ხართ, კიდევ ერთხელ გახდეთ დედა, გაუზიარეთ მეუღლეს თქვენი შიში და ეჭვი... შესაძლოა, გოგონას იმდენივე დრო ვეღარ დაუთმოს, მაგრამ მშობლიური სიყვარული ხომ ამით არ იზომება...

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ახლახან კი გავიგე, რატომ ვერ მიტანს: მის ნათესავებს თავის დროზე ჩემს ბინაზე ჰქონიათ პრეტენზია. ნუთუ ამის გამო შეიძლება ცხოვრება გამიმწაროს? ელენე, 34 წლის

როგორც ჩანს, ეს ქალი ვერაფერს უხერხებს წყენას - ალბათ ძალიან უნდოდა, მის ახლობლებს მის მეზობლად ეცხოვრათ... გარდა ამისა, ეს ქალი თქვენ კარგად არ გიცნობთ, ყოველივე უცხო კი შიშს ბადებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ უსიამოვნო პიროვნებად ეჩვენებით. ნუ დაელოდებით მორიგ სკანდალს, თავად მიიპატიჟეთ სტუმრად, უამბეთ თქვენზე, გამოჰკითხეთ მისი ცხოვრების შესახებ. მეგობრებად ალბათ ვერ იქცევით, მაგრამ დაძაბულობა შემცირდება.

ჩემს უმცროს დაზე მეგობარი ცუდ გავლენას ახდენს. ისინი მოზარდები არიან და ისევე, როგორც ყველა მათი თანატოლი, გამომწვევად იქცევიან - ხმამაღლა იცინიან, მკვეთრად იღებებიან, ექსტრავაგანტულად იცვამენ... ეს არაფერი, მათ ასაკში მეც მქონდა თვითდამკვიდრების სურვილი, მაგრამ ახლახან ყური მოვკარი, რომ მეგობარი ჩემს დას უყვებოდა, რა მოხერხებულად აწაპნა დახლიდან კოსმეტიკა. მეშინია, ჩემს დასაც არ აიძულოს იმავეს გაკეთება... ანა, 27 წლის

მოზარდებთან ურთიერთობა მარტივი არ არის. თქვენს დას ალბათ მრავალჯერ შეუტანია ეჭვი თქვენს ავტორიტეტში. ასაკის შეხსენებას - "მე უფროსი ვარ და უფრო მეტი მესმის!" - აზრი არ აქვს, საშიშიც კია - პროტესტის ნიშნად შესაძლოა გოგონამ ავანტიურასაც კი მიმართოს. მოეპყარით დას არა როგორც გულუბრყვილო ბავშვს, რომელსაც ცხოვრება უნდა ასწავლო, არამედ როგორც ახლობელს, რომლის ბედიც გაღელვებთ. აგრძნობინეთ, რომ გსურთ, ის არასწორი ნაბიჯისგან დაიცვათ. უშურველად გამოხატეთ მისდამი მზრუნველობა და სიყვარული.

ჩემი მეგობარი ჰომეოპათიით, არატრადიციული მედიცინით არის გატაცებული. ხშირად მოაქვს ჩემთვის რაღაც ქილები... როგორ ავუხსნა, რომ ეს ყველაფერი არ მჭირდება? ლიკა, 27 წლის

აირჩიეთ ურთიერთობის სხვა ენა, გადადით მოქმედებაზე. როცა ქილებს დაგიტოვებთ - უკანვე, ჩანთაში ჩაუწყვეთ. თუ ბევრი ქილა დაგიგროვდათ, მოაგროვეთ და უკან წაუღეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მოქმედებით შესაძლოა მეგობარი გაანაწყენოთ და ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. ასე რომ, იყავით ძალიან გულისხმიერი, ალერსიანი, კეთილგანწყობილი, მიახვედრეთ მეგობარი, რომ ძველებურად გიყვართ, მხოლოდ მის გატაცებას არ იზიარებთ.

ვგრძნობ, რომ თანდათან ეჭვიან ფურიად ვიქეცი. როცა ჩემი შეყვარებული რომელიმე ნაცნობ ქალიშვილზე მიამბობს რამეს, მაშინვე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ მათ შორის რაღაც ხდება. როგორ დავძლიო ეს განცდა? ქეთი, 20 წლის

როგორც ჩანს, პრობლემა ის არის, რომ თქვენსა და თქვენს საყვარელ მამაკაცს შორის გულახდილი და წრფელი ურთიერთობა ვერ შედგა. შეგიძლიათ მასთან თქვენს გრძნობებზე საუბარი? გითქვამთ მისთვის, რომ მისი დაკარგვისა გეშინიათ? ესაუბრეთ ამაზე და იმედი გქონდეთ, რომ საპასუხოდ ისიც გადაგიშლით გულს. დაძაბულობაც უკვალოდ გაქრება.

მე და ჩემს მეუღლეს გოგონა გვყავს. ქმარი მეორე შვილის გაჩენას მთხოვს - ბიჭი უნდა, მე კი მიჭირს გადაწყვეტილების მიღება... ძალიან მსიამოვნებს, როცა ვხედავ, როგორ აცმევს მამა გოგონას ყოველ დილით, ვარცხნის თმას და საბავშვო ბაღში მიჰყავს. როცა ბიჭი დაიბადება, ვშიშობ, მისი ყურადღება მთლიანად მასზე გადაინაცვლებს... სალომე, 25 წლის

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. რუსთველისა არ იყოს, შიში ვერ იხსნის სიკვდილსა... თავად თუ გსურთ მეორე შვილი? თუ არა, გულახდილად უთხარით ამის შესახებ მეუღლეს. თუ მზად ხართ, კიდევ ერთხელ გახდეთ დედა, გაუზიარეთ მეუღლეს თქვენი შიში და ეჭვი... შესაძლოა, გოგონას იმდენივე დრო ვეღარ დაუთმოს, მაგრამ მშობლიური სიყვარული ხომ ამით არ იზომება...


ადამიანებთან ახლო კონტაქტის დამყარება მიჭირს. ეს ყველას ეხება: მეზობლებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებსაც კი. ასე მგონია, ჩემს მიმართ ყველა მტრულად არის განწყობილი. მიზეზებს უკვე საკუთარ თავში ვეძებ. ვიცი, რომ ურთიერთობისას ერთგვარი დიპლომატიაა საჭირო. როგორია ეს დიპლომატიური გზები? ნათია, 32 წლის

უსიამოვნო და მტრულ დამოკიდებულებასაც კი ხშირად გაუგებრობა უდევს საფუძვლად. სცადეთ, პრობლემები მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ. უწინარეს ყოვლისა, შეაფასეთ საკუთარი ქცევა: იქნებ თავად იძლევით საბაბს, რომ ამგვარად მოგეპყრონ? იქნებ თავად არ ესალმებით მეზობლებს? როცა შეატყობთ, რომ მათ თქვენთან საუბარი სურთ, კარს ხომ არ მიუხურავთ ხოლმე? დაამყარეთ კონტაქტი მათთან, ვინც ცდილობს, ყველა ცოდვაში დაგადანაშაულოთ. ხშირად მტრულ განწყობას ის იწვევს, რომ პიროვნება ამოუცნობი, ამოუხსნელი რჩება. შესაძლოა, ძველმოდური ადამიანებისთვის თქვენი თანამედროვე ვარცხნილობა ეჭვის საბაბად იქცეს, მაგრამ თუ მათ გულისხმიერად დაელაპარაკებით, ისინი თქვენს "უცნაურ" ვარცხნილობას თქვენი შემოქმედებითი პიროვნების გამოვლინებად ჩათვლიან და ლმობიერად შეხედავენ. გამოიჩინეთ ყურადღება გარშემო მყოფთა მიმართ, გამოჰკითხეთ ამბები მეზობლებსა და თანამშრომლებს, დაინტერესდით მათი პრობლემებით, აგრძნობინეთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ყოველთვის შეუძლიათ, თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ.

მყავს 16 წლის ქალიშვილი. ის ცოტა ხნის წინ სიცოცხლით სავსე და უშუალო მოზარდი იყო, ახლა კი ვეღარ ვცნობ - ძალიან დაბნეული, გაფანტული დადის, აღარ აქვს მადა, დიდხანს საუბრობს ტელეფონით. ჩემი აზრით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის შეყვარებულია.... მაღიზიანებს მისი ქცევა და ხშირად ვაძლევ შენიშვნებს, ის კი მტკივნეულად რეაგირებს. როგორ მოვიქცე? ნანა, 37 წლის

პირველი სიყვარული საკმაოდ რთული გამოცდაა. გაიხსენეთ საკუთარი თავი ამ ასაკში. დღეს თქვენს ქალიშვილს ისე სჭირდება თქვენი თანადგომა, როგორც არასდროს. თქვენი რჩევები მას ძალიან გამოადგება. ყველაზე რთული დელიკატურ თემაზე საუბრის დაწყებაა. თავდაპირველად უამბეთ თქვენს ქალიშვილს თქვენი პირველი სიყვარულის შესახებ. ის აუცილებლად დაინტერესდება თქვენი ისტორიით, განსაკუთრებით იმით, როგორ დასრულდა იგი. ბავშვისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება ის, რომ თქვენი გრძნობები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამის შემდეგ აუცილებლად გკითხავთ ხოლმე რჩევას. თუ ვერაფრით იპოვეთ ხელსაყრელი წუთი საუბრის დასაწყებად, შესთავაზეთ გოგონას, ერთად უყუროთ რაიმე მსუბუქ და სასიამოვნო მელოდრამას. ფილმის ყურებისას სიყვარულზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე სიტყვა თავისთავად ჩამოვარდება. კიდევ ერთი ხერხი გულახდილი საუბრისთვის: ერთად შეავსეთ ტესტი, როგორი ტიპის მამაკაცი შეეფერება თითოეულ თქვენგანს (ასეთ ტესტს ადვილად იპოვით ინტერნეტში). ვერც კი შეამჩნევთ, როგორ დაიწყებს თქვენი გოგონა თავის რჩეულზე საუბარს. აქტიურად ჩაერთეთ ამ საუბარში, იქეცით მის უახლოეს მეგობრად, დაეხმარეთ მას, გადადგას პირველი ნაბიჯები ზრდასრული ცხოვრებისკენ.

როგორ მოვიქცე, თუ იმ ადამიანებთან, ვინც ჩემს გვერდით ცხოვრობს, ნორმალურ ურთიერთობას ვერ ვახერხებ? ჩემი კარის მეზობელი, მოხუცი ქალი, ჩემს შესახებ ჭორებს ავრცელებს, ხოლო ზედა სართულის მეზობელი ჩემს კართან ნაგვის პაკეტებს ტოვებს (მავნებლობის გამო! ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევ!). როგორ მოვიქცე, იერიშზე გადავიდე, ნეიტრალიტეტი შევინარჩუნო თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები გავმართო? სალომე, 30 წლის

კონფლიქტში შესვლა გამოსავალი არ არის - ამის შედეგად წვრილმანმა გაუგებრობამ შესაძლოა კოსმოსურ მასშტაბს მიაღწიოს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, თქვენი ოპონენტები ასეთ ავანტიურებში უფრო მეტად იყვნენ გამოცდილნი და ისეთი პირობები შეგიქმნან, რომ თვითონვე ინანოთ საომარი მოქმედებების დაწყება. უმჯობესია, პროფესიონალი სკანდალისტების პროვოკაციებზე რეაგირება არ მოახდინოთ. დაიცავით დისტანცია, მაგრამ უპატივცემულობას აშკარად ნუ გამოხატავთ. როცა დარწმუნდებიან, რომ კერკეტი კაკალი ხართ, ალბათ თავს დაგანებებენ და სხვა მსხვერპლის ძებნას დაიწყებენ, რომელსაც უფრო სუსტი ნერვული სისტემა ექნება.