/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

სულით ავადმყოფები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

სულით ავადმყოფები და მათთან დაკავშირებული პრობლემები
სულით ავადმყოფთა მდგომარეობაზე, კლინიკაში არსებულ პირობებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მე-4 (მამაკაცთა) განყოფილების გამგე,

ქალბატონი ია ცქიტიშვილი.

- უმთავრესად რა დიაგნოზით წვანან თქვენს კლინიკაში პაციენტები, რომელი დაავადებების წილად მოდის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი?

- შიზოფრენიაზე, აფექტურ მდგომარეობებზე, მანიაკურ-დეპრესიულ ფსიქოზზე. მათ მოჰყვება ორგანული პათოლოგიები - გვყავს პაციენტები, რომელთა ფსიქოზური აშლილობა თავის ტვინის ორგანული პათოლოგიებით არის გამოწვეული. შედარებით იშვიათია დემენციები, მათ შორის - ასაკობრივი ჭკუასუსტობა, ალცჰაიმერის დაავადება, პიკის დაავადება. ამ სნეულებებით დაავადებულები სიმპტომურ მკურნალობას უმთავრესად შინ იტარებენ.

მინდა, აღვნიშნო ერთი საყურადღებო დეტალი - საზოგადოებამ არც კი იცის, რომ წაქცევისას, საიდანმე გადმოვარდნისას მიღებული, თავში მძიმე საგნის მოხვედრით, ავარიაში მოყოლით თუ სხვა მიზეზით გამოწვეული შერყევის დროს თავის ტვინში ზოგჯერ ისეთი შეუქცევადი პროცესები ვითარდება, ისეთი ფსიქოზების კლინიკა იშლება, რომ სიმპტომატიკით შიზოფრენიასაც კი არ ჩამოუვარდება. ასე რომ, თავის ტვინის ყოველი ტრავმა საყურადღებოა, ტვინის შერყევიან პაციენტებს მოგვიანებითაც მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ.

- სტატისტიკა თუ იცვლება?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

- როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ლამის საუკუნეა, სტატისტიკა არ შეცვლილა. ჩვენი კლინიკის სადიაგნოსტიკო ნუსხაში ნევროზი არ ფიგურირებს - თუ არ არის ძალიან გართულებული შემთხვევა, განსაკუთრებული სახის შფოთვით-ბოდვითი აშლილობა ან რომელიმე მოსაზღვრე მდგომარეობა, ნევროზიანი პაციენტები ჩვენთან არ ხვდებიან. ამის გათვალისწინებით, სულით ავადმყოფთა რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.

- რით ახსნით ამ ფაქტს?

ასევე დაგაინტერესებთ
შიზოფრენიას თავის ტვინის ანთებას უკავშირებენ

- ეს ხომ შინაგანი, გენეტიკურად დეტერმინირებული სნეულებებია, ამიტომაც სულით ავადმყოფთა სტატისტიკური მაჩვენებელი ძირითადად ერთსა და იმავე ფარგლებში მერყეობს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არ არის. ხშირად ჰგონიათ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ამ მხრივაც მძიმე დაღს ასვამს მოსახლეობას, მაგრამ, ვიმეორებ, ნევროზების კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი ჩვენ არ გვეხება. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა სულით ავადმყოფები და გონებაჩამორჩენილებიც გაწყვიტა საკონცენტრაციო ბანაკებში, ეგონა, ამით მოიშორებდა მოსახლეობის აღნიშნულ ნაწილს, საზოგადოებას გაათავისუფლებდა მათგან, მაგრამ მწარედ შეცდა, რადგან სადღაც 10-15 წელიწადში ზუსტად იგივე სტატისტიკა განმეორდა.

- ძირითადად რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს თქვენი პაციენტების კონტინგენტი?

- უმთავრესად შუა ხნის პაციენტები გვყავს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოში სულ სხვა მენტალობაა და ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ ფსიქიატრთან მისვლა. მაგალითად, ყველას ჯვარი სწერია და თუ ბავშვი ავად გახდა, შეიცვალა, უცნაურად დაიწყო მოქცევა ანუ ის სიმპტომატიკა გამოაჩნდა, რომლის გამოც სხვა ქვეყანაში დაუყოვნებლივ მიმართავენ ფსიქიატრს, თავს არიდებენ ექიმთან ვიზიტს. იწყება სიარული ნევროპათოლოგებთან, ექიმბაშებთან, ამასობაში დროც გადის. ხშირად, როცა ანამნეზის შეკრებისას ძალიან ხანგრძლივ და მრავალფეროვან სიმპტომატიკას აღწერს პატრონი, დაგვიანებისთვის ვსაყვედურობთ... თუ ძლიერი აგზნება არ აღინიშნება, ისეთი, რომ დაავადებულს სახლში ვეღარ აკავებენ - არ მოგვმართავენ. მე როგორც ექიმს არ მიკვირს, რომ პატრონი ასეთ დროს თავსაც უფრთხილდება და პაციენტსაც. ისიც გასაგებია, რომ არათუ ქვეცნობიერად, ცნობიერადაც კი აშინებთ ფსიქიატრის ხსენება, კლინიკაში დაწოლა უჭირთ, ურჩევნიათ, სახლში უმკურნალონ ახალგაზრდებს, ამიტომაც ჩვენთან შუახნის პაციენტები ჭარბობენ, ძირითადად - 30-იდან 50-55 წლამდე ასაკისანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პაციენტები არ გვყავს - სამწუხაროდ, 16-17, 20-25 წლის ახალგაზრდებსაც ვმკურნალობთ.

- ამბულატორიულ კონტინგენტზე რას გვეტყვით?

- საქართველოში მართლაც რომ ძლიერი ამბულატორიულ-დისპანსერული ქსელი ფუნქციობს. ყველგან პროფესიონალები და საუკეთესო ექიმები მუშაობენ. თბილისში არის გოცირიძის სახელობის დისპანსერი, გლდანის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, ჩვენი კლინიკის ტერიტორიაზე მოქმედებს პოლიკლინიკური განყოფილება. დისპანსერი თუ არა, კაბინეტი მაინც თითქმის ყველა რაიონშია. მცხეთას, თელავს, გურჯაანს, საგარეჯოს, სიღნაღს თავ-თავიანთი დისპანსერები აქვთ, გორსა და რუსთავზე აღარაფერს ვამბობ. ბათუმსა და სურამში, მოგეხსენებათ, ფსიქიატრიული საავადმყოფოებია. უნდა გითხრათ, რომ მიმართვიანობა ძალიან მაღალია. ის პაციენტები, რომლებიც კლინიკაში დაწოლას ერიდებიან, ჩვეულებრივ დისპანსერულ აღრიცხვაზე მაინც აჰყავთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სულით ავადმყოფები და მათთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სულით ავადმყოფები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

ქალბატონი ია ცქიტიშვილი.

- უმთავრესად რა დიაგნოზით წვანან თქვენს კლინიკაში პაციენტები, რომელი დაავადებების წილად მოდის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი?

- შიზოფრენიაზე, აფექტურ მდგომარეობებზე, მანიაკურ-დეპრესიულ ფსიქოზზე. მათ მოჰყვება ორგანული პათოლოგიები - გვყავს პაციენტები, რომელთა ფსიქოზური აშლილობა თავის ტვინის ორგანული პათოლოგიებით არის გამოწვეული. შედარებით იშვიათია დემენციები, მათ შორის - ასაკობრივი ჭკუასუსტობა, ალცჰაიმერის დაავადება, პიკის დაავადება. ამ სნეულებებით დაავადებულები სიმპტომურ მკურნალობას უმთავრესად შინ იტარებენ.

მინდა, აღვნიშნო ერთი საყურადღებო დეტალი - საზოგადოებამ არც კი იცის, რომ წაქცევისას, საიდანმე გადმოვარდნისას მიღებული, თავში მძიმე საგნის მოხვედრით, ავარიაში მოყოლით თუ სხვა მიზეზით გამოწვეული შერყევის დროს თავის ტვინში ზოგჯერ ისეთი შეუქცევადი პროცესები ვითარდება, ისეთი ფსიქოზების კლინიკა იშლება, რომ სიმპტომატიკით შიზოფრენიასაც კი არ ჩამოუვარდება. ასე რომ, თავის ტვინის ყოველი ტრავმა საყურადღებოა, ტვინის შერყევიან პაციენტებს მოგვიანებითაც მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ.

- სტატისტიკა თუ იცვლება?

- როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ლამის საუკუნეა, სტატისტიკა არ შეცვლილა. ჩვენი კლინიკის სადიაგნოსტიკო ნუსხაში ნევროზი არ ფიგურირებს - თუ არ არის ძალიან გართულებული შემთხვევა, განსაკუთრებული სახის შფოთვით-ბოდვითი აშლილობა ან რომელიმე მოსაზღვრე მდგომარეობა, ნევროზიანი პაციენტები ჩვენთან არ ხვდებიან. ამის გათვალისწინებით, სულით ავადმყოფთა რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.

- რით ახსნით ამ ფაქტს?

- ეს ხომ შინაგანი, გენეტიკურად დეტერმინირებული სნეულებებია, ამიტომაც სულით ავადმყოფთა სტატისტიკური მაჩვენებელი ძირითადად ერთსა და იმავე ფარგლებში მერყეობს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არ არის. ხშირად ჰგონიათ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ამ მხრივაც მძიმე დაღს ასვამს მოსახლეობას, მაგრამ, ვიმეორებ, ნევროზების კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი ჩვენ არ გვეხება. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა სულით ავადმყოფები და გონებაჩამორჩენილებიც გაწყვიტა საკონცენტრაციო ბანაკებში, ეგონა, ამით მოიშორებდა მოსახლეობის აღნიშნულ ნაწილს, საზოგადოებას გაათავისუფლებდა მათგან, მაგრამ მწარედ შეცდა, რადგან სადღაც 10-15 წელიწადში ზუსტად იგივე სტატისტიკა განმეორდა.

- ძირითადად რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს თქვენი პაციენტების კონტინგენტი?

- უმთავრესად შუა ხნის პაციენტები გვყავს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოში სულ სხვა მენტალობაა და ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ ფსიქიატრთან მისვლა. მაგალითად, ყველას ჯვარი სწერია და თუ ბავშვი ავად გახდა, შეიცვალა, უცნაურად დაიწყო მოქცევა ანუ ის სიმპტომატიკა გამოაჩნდა, რომლის გამოც სხვა ქვეყანაში დაუყოვნებლივ მიმართავენ ფსიქიატრს, თავს არიდებენ ექიმთან ვიზიტს. იწყება სიარული ნევროპათოლოგებთან, ექიმბაშებთან, ამასობაში დროც გადის. ხშირად, როცა ანამნეზის შეკრებისას ძალიან ხანგრძლივ და მრავალფეროვან სიმპტომატიკას აღწერს პატრონი, დაგვიანებისთვის ვსაყვედურობთ... თუ ძლიერი აგზნება არ აღინიშნება, ისეთი, რომ დაავადებულს სახლში ვეღარ აკავებენ - არ მოგვმართავენ. მე როგორც ექიმს არ მიკვირს, რომ პატრონი ასეთ დროს თავსაც უფრთხილდება და პაციენტსაც. ისიც გასაგებია, რომ არათუ ქვეცნობიერად, ცნობიერადაც კი აშინებთ ფსიქიატრის ხსენება, კლინიკაში დაწოლა უჭირთ, ურჩევნიათ, სახლში უმკურნალონ ახალგაზრდებს, ამიტომაც ჩვენთან შუახნის პაციენტები ჭარბობენ, ძირითადად - 30-იდან 50-55 წლამდე ასაკისანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პაციენტები არ გვყავს - სამწუხაროდ, 16-17, 20-25 წლის ახალგაზრდებსაც ვმკურნალობთ.

- ამბულატორიულ კონტინგენტზე რას გვეტყვით?

- საქართველოში მართლაც რომ ძლიერი ამბულატორიულ-დისპანსერული ქსელი ფუნქციობს. ყველგან პროფესიონალები და საუკეთესო ექიმები მუშაობენ. თბილისში არის გოცირიძის სახელობის დისპანსერი, გლდანის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, ჩვენი კლინიკის ტერიტორიაზე მოქმედებს პოლიკლინიკური განყოფილება. დისპანსერი თუ არა, კაბინეტი მაინც თითქმის ყველა რაიონშია. მცხეთას, თელავს, გურჯაანს, საგარეჯოს, სიღნაღს თავ-თავიანთი დისპანსერები აქვთ, გორსა და რუსთავზე აღარაფერს ვამბობ. ბათუმსა და სურამში, მოგეხსენებათ, ფსიქიატრიული საავადმყოფოებია. უნდა გითხრათ, რომ მიმართვიანობა ძალიან მაღალია. ის პაციენტები, რომლებიც კლინიკაში დაწოლას ერიდებიან, ჩვეულებრივ დისპანსერულ აღრიცხვაზე მაინც აჰყავთ.


- ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მეტისმეტად დიდი ხომ არ არის ეს ქსელი, მოსახლეობის მეტისმეტად დიდი ნაწილი ხომ არ გვყავს აღრიცხვაზე? ზემოთ კი ბრძანეთ, მდგომარეობა საგანგაშო არ არისო, მაგრამ...

- არა, ნამდვილად არ არის. მოსახლეობას არ უნდა შეეშინდეს. იმდენად კარგი პრეპარატები გვაქვს, რომ, ფაქტობრივად, აგზნებაც კი აღარ ფიქსირდება პაციენტებში. სამჯერ ვიყავი მიწვეული შვეიცარიაში, რამდენიმე კლინიკა მოვიარე და მერწმუნეთ, რომ ამერიკაშიც, ევროპაშიც და აქ, ასათიანის ქუჩაზეც, პაციენტებს ზუსტად ერთნაირი დანიშნულება აქვთ გამოწერილი. გლობალიზაციის წყალობით დღეს ყველა ქვეყანაში სულით ავადმყოფებს მაქსიმალურად თანამედროვე მკურნალობა უტარდებათ. წინათ ასე არ იყო, პაციენტის პატრონს მოჰქონდა წამლები. სადღეისოდ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - უძვირესი წამლები გვაქვს, რომლებიც უფასოდ ურიგდებათ პაციენტებს. მკურნალობა ხომ, თავისთავად, უფასოა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი პაციენტებიც ხდებიან ავად სომატური (თერაპიული) პათოლოგიებით, ცივდებიან, მათაც ემართებათ გრიპი, პნევმონია... ამ შემთხვევაში სხვადასხვა სპექტრის თერაპიული მედიკამენტებიც, საჭიროებისამებრ, უფასოა მათთვის. უფასოა ასევე პულმონოლოგის, თერაპევტის კონსულტაცია, კლინიკაში მუშაობენ ფსიქოლოგები, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და საჭიროებისამებრ ვიწვევთ სხვა სპეციალისტებს - ოფთალმოლოგს, ოტორინოლარინგოლოგს... ძალიან გვეხმარება კატასტროფის ცენტრიც. ერთი სიტყვით, მრავალი პრობლემა მოგვარდა. კლინიკის პაციენტებს ოთხჯერ ვკვებავთ. სამზარეულოც საუკეთესო გვაქვს - ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი, კვირაში ერთი დღის გარდა რეგულარულად ეძლევათ ხორციანი საკვები, იმ ერთ დღეს კი ხორცს თევზი ენაცვლება. პაციენტის კლინიკიდან გაწერის შემთხვევაში ვდარდობთ, შეძლებს თუ არა მისი პატრონი ასეთი ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას და გაუგრძელებს თუ არა სულით ავადმყოფს სათანადო მკურნალობას.

- თქვენ, როგორც ფსიქიატრი, მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი დარგის სპეციალისტი, რა თხოვნითა თუ განცხადებით მიმართავდით კოლეგებსა და სულით ავადმყოფთა პატრონებს?

- კოლეგებს, რა თქმა უნდა, ვთხოვდი, როგორც კი პაციენტს ფსიქიკური დაავადების სიმპტომებს შეატყობენ, მაშინვე გამოგვიგზავნონ. საბოლოოდ ისინი მაინც ჩვენთან ხვდებიან, მაგრამ ხშირად - მეტისმეტად გვიან. პატრონისა და პაციენტის წვალებას სჯობს, ეს დროულად მოხდეს, მით უმეტეს, მკურნალობაც და მედიკამენტებიც უფასოა. როცა ადამიანს ფსიქიკური აშლილობა აქვს და არაკონტროლირებადია, ამას არათუ ექიმი, ნებისმიერი განვითარებული ადამიანიც შეატყობს. ექიმი კი ვალდებულია, აუხსნას პაციენტის პატრონს ფსიქიატრთან მისვლის აუცილებლობა. თერაპევტები კი, სამწუხაროდ, ხშირად თავად უნიშნავენ პაციენტებს ანტიდეპრესანტებს. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, მდგომარეობა პროფესიონალმა შეაფასოს და მანვე მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ დანიშნულების თაობაზე. მოგეხსენებათ, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები და ამ რიგის სხვა მედიკამენტები თავისუფლად იყიდება აფთიაქებში. აქედან გამომდინარე, თვითმკურნალობა ჩვენში არაიშვიათია. "იმან ის მირჩია, ამას ის სვამდა და მოუხდა" - ეს პრინციპი არც ერთი პროფილის პაციენტს, მით უფრო - სულით ავადმყოფს, არ წაადგება, თუ უფრო მეტად არ ავნებს. ავადმყოფის ოჯახმა ეს კარგად უნდა გააცნობიეროს. კიდევ ერთი რამ: ჩემი დაკვირვებით, ავადმყოფის პატრონი თავდაპირველად ძალიან აქტიურობს, მერე კი იღლება. არც არის გასაკვირი - სულით ავადმყოფი ხომ ქრონიკული და განსაკუთრებული პაციენტია, მისი ყურება და მოვლა ძნელია. ხშირად აგზნებულია, აგრესიულია, დაუმორჩილებელია, პატრონს უამრავ პრობლემას უქმნის... ვფიქრობ, ყოველივე ეს პატრონს ღლის, თორემ განა გული არ შესტკივა თავისიანზე, დედაზე, მამაზე, შვილსა თუ დედმამიშვილზე... ამიტომაც არის, რომ ხშირად რემისიის პერიოდში პაციენტების წაყვანა არ სურთ. ჩვენს მომსახურებაში შედის საადვოკატო მომსახურებაც. ვიბარებთ ადვოკატს, ვარწმუნებთ, ვუხსნით, რომ აუცილებელია პაციენტის სახლში დაბრუნება. არიან პაციენტები, რომლებსაც მარტოც კი ვუშვებთ, მაგრამ ზოგიერთი ან შორს ცხოვრობს, ან მიზეზთა გამო მისი მარტო გაშვება შეუძლებელია და ასეთ დროს სერიოზულ პრობლემას ვეჯახებით. ძალიან მინდა, ჩემი პაციენტები უკეთეს პირობებში იყვნენ. წინათ მერიდებოდა, პატრონებს თვალებში ვერ ვუყურებდი, თავდახრილი ვეუბნებოდი, ესა და ეს წამალი მოიტანეთ-მეთქი. საშინელი იყო ის 90-იანი წლები, ყველაფერი ჭირდა - გათბობა, წამალი, საკვები... არ დაიჯერებთ და მედპერსონალს საჭმელი შინიდან მოგვქონდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვცვიოდით, როცა სამსახურში მოვდიოდით და მშიერ სახეებს ვუყურებდით, როცა პაციენტები გვეუბნებოდნენ, გვშიაო... ერთი ოცნება ამიხდა - დღეს ეს პრობლემები მოგვარებულია, მაგრამ მინდა, სულით ავადმყოფები კიდევ უფრო უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ და მკურნალობდნენ.