/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

.

  • "ცოტა ხნის წინ თმა შევიღებე და ვარცხნილობა შევიცვალე. ახლა გაცილებით უკეთ გამოვიყურები, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემს მეგობარს, ცოტა არ იყოს, შურს ჩემი. როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან, მკბენს და ენამწარობს. ძალიან მტკივა გული, როცა ვხედავ, როგორ ინგრევა ჩვენი ურთიერთობა."

ელენე, 19 წლის

- მეგობრის რეაქცია აჩვენებს, რომ მას არც მანამდე ჰქონია მეგობრული გრძნობა შენს მიმართ, მხოლოდ თანამგზავრის, თანამოსაუბრის როლს ასრულებდა. მეგობრის დაკარგვა გულსატკენია, მაგრამ კარგია, რომ თვალი აგეხილა. ამიერიდან უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდები ხალხს და დაუმეგობრდები გოგონებს, რომლებიც შენში არა პოტენციურ მეტოქეს, არამედ ახლობელს დაინახავენ.

  • "როგორც ჩანს, დედაჩემისგან არასასიამოვნო თვისებები გამომყვა, მე კი სწორედ იმას ვცდილობდი, მას არ დავმსგავსებოდი. ნუთუ ვერ შევიცვლები?"

    ნატო, 27 წლის

- ნატო, ვფიქრობ, შენი მთავარი პრობლემა არასასიამოვნო თვისებები კი არა, ის არის, რომ ცდილობ, საკუთარი თავიდან დედის ხატი ამოიკვეთო. თავი ანებე იმაზე ფიქრს, რით ჰგავხარ დედას და რით - არა. მოიქეცი ისე, როგორც გსურს, როგორც გული გიკარნახებს. თუ ამას მოახერხებ, დედის ხატისგანაც გათავისუფლდები.

  • "სტუმრების მოწვევის მერიდება, რადგან ცუდი მზარეული ვარ. თუ რომელიმე კერძი შემიქეს, სულ მგონია, რომ ამას ზრდილობის გამო აკეთებენ. უამრავი რეცეპტი ვიცი, არც ფანტაზიას ვუჩივი, მაგრამ თავდაჯერება მაინც მაკლია. როგორ მოვიქცე?"

    ქეთი, 33 წლის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- მეტისმეტად ნუ ჩაუღრმავდებით საკვების მომზადების ტექნიკურ მხარეს - სტუმრები აფასებენ არა მხოლოდ საკვების ხარისხს, არამედ დიასახლისის ყურადღებას და მონდომებას, შექმნას მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო. თქვენ ნაცნობებს იმისთვის კი არ იწვევთ, რომ კარგად დაანაყროთ, არამედ ურთიერობისთვის, ახლობლებთან შესახვედრად და სასიამოვნო საღამოს გასატარებლად.

  • "ინტერნეტით ერთი ახალგაზრდა გავიცანი. ჩვენი ვირტუალური რომანი ნახევარ წელიწადს გრძელდებოდა, მაგრამ ნამდვილმა პაემანმა იმედი გამიცრუა. ჭკვიანი, ფაქიზი პიროვნება მეგონა, შეხვედრისას კი სულ სხვანაირი მომეჩვენა. დაბნეული ვარ, არ ვიცი, რა გზას დავადგე..."

ეკა, 24 წლის

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

- თუ განშორება მტკიცედ არ გადაგიწყვეტია, მაშინ მიეცი მას კიდევ ერთი შანსი და ერთხელ მაინც შეხვდი. შენ გიყვარდა საკუთარი წარმოსახვით შექმნილი ხატი, ახლა კი სცადე, მის მიღმა ნამდვილი ადამიანი დაინახო. შესაძლოა, ის წარმოსახვითი სიყვარული არ დაგიბრუნდეთ, მაგრამ თუ ერთმანეთისადმი სულიერი სიახლოვე იგრძენით, რა გიშლით ხელს, რომ მეგობრებად დარჩეთ?

  • "მეუღლემ მიმატოვა - სხვა ქალთან წავიდა. განცხადება შევიტანე განქორწინებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ყოფილი ქმარი... ამისთვის მზად არ ყოფილა! სასამართლო უკვე ორჯერ დაინიშნა, მაგრამ ის პროცესზე არ მოვიდა - ამბობს, რომ დრო სჭირდება, რათა საკუთარ თავში გაერკვეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. აქეთ მე დავიტანჯე, იქით - მისი საყვარელი. რამდენ ხანს უნდა ველოდოთ, ჩვენც ხომ გვაქვს ნერვები?!"

    ნინო, 35 წლის

- როგორც ჩანს, თქვენს ქმარს სურს, ყველაფერი ძველებურად დარჩეს. პროცესი რომ დააჩქაროთ, მოახდინეთ სიტუაციის დესტაბილიზაცია, შესთავაზეთ ქმარს, თვითონვე დაასახელოს თარიღი, როცა მზად იქნება გადაწყვეტილების მისაღებად ან კვლავ შეიტანეთ განცხადება. თქვენს ქმარს შეუძლია, კიდევ რამდენჯერმე არ გამოცხადდეს სასამართლოზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მისი თანხმობის გარეშეც განგაქორწინებენ.

  • "ვიშოვე სამსახური, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევეგუები ახალ ოფისს. უცხო ადგილას თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ, მეჩვენება, რომ იქაურობას მყუდროება აკლია, სამუშაო მაგიდაზეც კი ყველაფერი უცხოა, სხვისია. როგორ შევეჩვიო ახალ გარემოს?"

    მაკო, 29 წლის

ასევე დაგაინტერესებთ
კვება სასიამოვნო განწყობილებისა და ფსიქიკის გააქტიურებისთვის
სასკოლო ადაპტაციის 7 წესი - ფსიქოლოგის რჩევები

-უწინარეს ყოვლისა, სამუშაო კუთხე ისე დაალაგე, რომ თავი რაც შეიძლება მოხერხებულად იგრძნო: ადგილი შეუცვალე საგნებს, კომპიუტერს, შეცვალე გამოსახულება ეკრანზე, შიგნიდან წაიღე შეჩვეული ნივთები: ფინჯანი, ოჯახის წევრების ფოტო, მოხერხებული კალამი. ეს წვრილმანები საკუთარი ბინის ასოციაციას აღგიძრავს და მყუდროების განცდას მოგგვრის.

  • "ჩემი შეყვარებულის საქციელი ცოტა არ იყოს მაშინებს. სანამ ფხიზელია, არაჩვეულებრივად მეპყრობა, მაგრამ საკმარისია, ერთი ყლუპი დალიოს, რომ მაშინვე ცოფდება, ღალატს მაბრალებს, იხსენებს ძველ წყენას... როგორ მოვიქცე?"

ლალიკო, 24 წლის

- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანს უჭირს საკუთარი საქციელის კონტროლი. ამ ვითარებაში ის კი არ უნდა გაღელვებდეს, რომ შენი შეყვარებული იცვლება, არამედ ის, რომ შეუძლია, შეურაცხყოფა მოგაყენოს. გამორიცხული არ არის, ელოდეს კიდევაც ღალატს, რათა სამაგიერო გადაგიხადოს.

აუცილებლად უნდა იმსჯელოთ ამ პრობლემაზე. დროა, არჩევანი გააკეთოს - ან შენ, ან ალკოჰოლი. ისე კი, შენს ადგილას კარგად დავფიქრდებოდი - ფაქტია, შენი შეყვარებული სიმთვრალეში არაადეკვატური ხდება, რაც მომავალში უთუოდ შეგიქმნის პრობლემებს.

  • "ნოტარიუსის თანაშემწედ ვმუშაობ და, მერწმუნეთ, ეს ადგილი იოლად არ ჩამვარდნია ხელში, ჩემი დედამთილი და მისი ნათესავები კი მიიჩნევენ, რომ ვალდებული ვარ, ყველა საქმე განზე გადავდო და მათი პრობლემები ვაგვარო. უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები - მე ხომ, სხვა კლიენტებს რომ თავი დავანებოთ, უფროსიც მყავს! როგორ ავუხსნა ნათესავებს ეს ისე, რომ არ გავანაწყენო?"

    მარინა, 25 წლის

- რაკი ამ სანოტარო ბიუროს ხელმძღვანელი შენ არ ხარ, გამოსავლის პოვნა არ გაგიჭირდება: აუხსენი ნათესავებს, რომ განსახილველი საქმეების თანმიმდევრობას შენი უფროსი წყვეტს. ამასთანავე, შეეცადე, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს მათ აქტიურად ეხმარები, რეგულარულად მიაწოდო ინფორმაცია მათი საქმეების შესახებ, იმეორო, რომ პირადად ადევნებ თვალს მათ მსვლელობას.

  • "მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, სხვა ქალაქში გადავსახლდეთ, სადაც ჩემს ქმარს კარგი სამსახური შესთავაზეს, მაგრამ არ ვიცით, როგორ შეხვდება ამ ამბავს ჩვენი სამი წლის ბიჭუნა _ ის ძალიან არის მიჯაჭვული ჩემს მშობლებს, კვირაში სამ დღეს მათთან ატარებს. ვაითუ მათთან განშორებას ვერ შეეგუოს? ეს მისთვის სერიოზული ტრავმა იქნება..."

    ნათია, 31 წლის

- ცვლილებების აღქმისას ბავშვი უმთავრესად მშობლების რეაქციაზეა ორიენტირებული. რაც უფრო მშვიდად იქნებით თქვენ და თქვენი მეუღლე, მით უფრო იოლად გადაიტანს ახლობლებთან განშორებას თქვენი პატარა. აუხსენით, სად იცხოვრებთ მომავალში, რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რამდენად ხშირად შეხვდება ბებიასა და ბაბუას. მნიშვნელოვანია, თქვენი მშობლებიც მშვიდად შეხვდნენ თქვენს გამგზავრებას და არ იმეორონ: ”რა გეშველება უჩვენოდ?” ”არ მოგენატრებით?”. პირველ ხანებში ეცადეთ, უქმეებზე ხშირად ესტუმროთ ბებიასა და ბაბუას. მიეცით ბავშვს საშუალება, ხშირად ესაუბროს მათ ტელეფონით.

  • "ბებია ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ამ ტკივილს დღემდე ვერ მოვერიე. მე ბებო მზრდიდა, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ობოლი არ გეგონოთ - მშობლებიც მყავს, დაც, მაგრამ სულ ბებიაზე ვფიქრობ. როგორ დავძლიო დეპრესია?"

თეონა, 21 წლის

- საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ყველას გვაყენებს ტკივილს, მაგრამ, როგორც ჩანს, შენ მხოლოდ ბებიის დაკარგვას არ განიცდი. ალბათ, ის რაღაც ისეთს გაძლევდა, რასაც სხვა ვერავინ მოგცემს. როგორც არ უნდა იყოს, გახსოვდეს: მისი სითბო, მისი სიყვარული მუდამ შენთან იქნება, როგორც ნათელი მოგონება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები