პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

არ აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ არც სწავლის გაგრძელება უნდა. ყველაფერი მისი მეგობრის ბრალია. ნამდვილი უსაქმურია, მაგრამ ჩემი ძმა მის გარდა არავის უჯერებს... მინდა, ჩემი ძმა დამოუკიდებელ პიროვნებად იქცეს და გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოს. როგორ მოვახდინო მასზე გავლენა?
- თქვენთვის აუცილებელია, ძმასთან ისეთი ურთიერთობა დაამყაროთ, რომ ის გენდოთ. ვიდრე თქვენს შორის ასეთი ურთიერთობა არ იქნება, ის თქვენს რჩევებს ზეწოლად აღიქვამს. თუ ნამდვილად გინდათ, რომ თქვენი ძმა დამოუკიდებელი პიროვნება გახდეს, არ უნდა ეცადოთ საკუთარი გავლენის ქვეშAმის მოქცევას. სცადეთ, გაუგოთ მას. დაინტერესდით მისი გატაცებით, მისი ყოველდღიური საქმეებით, ესაუბრეთ თქვენს პირად პრობლემებზე და ნუ გაკიცხავთ უსაქმურობის გამო. როდესაც ერთმანეთის მოსმენას ისწავლით, შეძლებთ მშვიდად მსჯელობას ნებისმიერ თემაზე, მათ შორის - თქვენი ძმის სამომავლო გეგმებზეც.
ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეუღლე ნათესავებს ვესტუმრეთ. ქმრის დეიდამ მაშინვე დაუწყო ფერება, ხვევნა-კოცნა და ჩახუტება ჩემს 4 წლის გოგონას. ბავშვს ფამილარობა არ უყვარს. შევამჩნიე, რომ წუხდა და ცდილობდა, აბეზარი ნათესავის ალერსისთვის თავი დაეღწია. იძულებული გავხდი, დეიდასთვის მეთხოვა, თავი დაანებე-მეთქი. ქალს საშინლად ეწყინა. გაბრაზდა ქმარიც, მითხრა, რომ არაადეკვატური ვარ, რომ ბავშვებს ყოველთვის ეფერებიან, გულში იხუტებენ და ამაში უცნაური არაფერია. ნუთუ მისი ხანდაზმული ნათესავების გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი შვილის განცდები?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, რა თქმა უნდა, ბავშვის გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძნელია იყო იდეალური დედა. თქვენ რომ მეუღლის დეიდასთან ერთად ცხოვრობდეთ და ის ყოველდღე აწუხებდეს ბავშვს ზედმეტი და აბეზარი ალერსით, მაშინ ამ ეგზეკუციის შეწყვეტა აუცილებელი იქნებოდა, მაგრამ თუ მას წელიწადში ერთხელ ნახულობთ, სავსებით შესაძლებელია დაიყოლიოთ ბავშვი, როგორმე გაუძლოს ნათესაური გრძნობების გადმოფრქვევას. ეცადეთ, პირად მაგალითზე დაანახვოთ ბავშვს, როგორ გახარებთ ახლობლებთან შეხვედრა.
შარშან ჩავაბარე უნივერსიტეტში. ჩვენს ჯგუფში სწავლობენ ბავშვები, რომელთა მიმართ სიმპათიითა და პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენ შორის რატომღაც ვერაფრით დამყარდა მეგობრული ურთიერთობა, დაბადების დღეებსა და სხვა წვეულებებზე არ მეპატიჟებიან, თუმცა ბუნებით სრულიადაც არ ვარ გულჩათხრობილი, არც წარბშეკრული დავდივარ, მყავს მეგობრები. ამიტომაც მიკვირს, რომ უნივერსიტეტში ასეთ იზოლაციაში აღმოვჩნდი. რისი ბრალი უნდა იყოს ეს?
- რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ. მეტიც - ეს უტოპიაა. უმჯობესი იქნება, თუ ამოარჩევთ 2-3 თანაჯგუფელს, რომლებთანაც, თქვენი აზრით, უფრო ადვილია მეგობრული ურთიერთობის გაბმა. კარგად დააკვირდით, სწავლის გარდა შეხების რა წერტილები შეიძლება მოძებნოთ მათთან, რა გაქვთ საერთო. უფრო მეტად რომ დაუახლოვდეთ, საკმარისია, ბუფეტში ან სტუდენტურ კაფეში მათთან ერთად მიუჯდეთ მაგიდას და საუბარი გაუბათ. ახალი მეგობრების პროტექციით შესაძლოა საერთო თავყრილობებზეც მოხვდეთ. არსებობს კიდევ ერთი ქმედითი საშუალება: დაპატიჟეთ მთელი ჯგუფი თქვენს დაბადების დღეზე (ან სხვა საბაბით მიიწვიეთ შინ). შესაძლოა, ასი პროცენტით არც ამან გაამართლოს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგიმეგობრდებიან.