/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

გახდომის შემდეგ რომ არ გავსუქდეთ

გახდომის შემდეგ რომ არ გავსუქდეთ
წონის დაკლების შემდეგ წონის მატებას აგვაცილებს ხარისხიანი ძილი და კვების რეჟიმის დაცვა.

ცნობილია, რომ წონის სწრაფი დაკლების შემდეგ, დაკარგული კილოგრამები სწრაფად ბრუნდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია მკაცრი შემზღუდველი დიეტები. თუ წონის დაკლების დროს დიეტის დღიური კალორიული შემცველობა 1200 კილოკალორიაზე ნაკლებია, ნორმალურ კვებაზე დაბრუნების შემდეგ წონის მომატება გარდაუვალია.

1200 კილოკალორია არის მინიმალური კალორიული შემცველობა. თუ დიეტის კალორიული შემცველობა ამაზე დაბალია, მეტაბოლური პროცესები შენელდება. ასეთი „მშიერი“ დიეტის დასრულების შემდეგ უჯრედის ენერგეტიკული მოთხოვნილებები ნელ-ნელა აღდგება და ზედმეტი კალორიები მაშინვე დაილექება ცხიმოვან ქსოვილში.

გარდა ამისა, წონის მკვეთრ კლებას, რომელიც ხდება მკაცრი მოკლევადიანი დიეტის დაცვისას, მოსდევს სიმსუქნის რეციდივი. გახდომისათვის ოპტიმალურია თვეში ორი კილოგრამი წონის კლება.

დაბალანსებული დიეტა ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტის კორექტირებით საშუალებას გაძლევთ შეამციროთ და შეინარჩუნოთ სხეულის წონა გრძელვადიან პერსპექტივაში. წონის დაკლების პროცესის დაჩქარების მიზნით კვირაში ერთხელ ან ორჯერ განტვირთვის დღეების სახით შესაძლებელია შეზღუდული დიეტა. ამ რეჟიმით დიეტა არ დააზარალებს ორგანიზმს და არ მოგცემთ წონაში მატებას.

ამავდროულად, დიეტის დასრულებისას მნიშვნელოვანია მარტივი წესების დაცვა. პირველ რიგში, უნდა დაიცვათ კვების რეჟიმი ადრეული საუზმით და ადრეული ვახშამით. გვიანი საუზმე სამეცნიერო ლიტერატურაში ასოცირდება დღის განმავლობაში ზედმეტი ჭამის რისკთან. გვიანი ვახშამი არღვევს ძილის ხარისხს, იწვევს შაქრის დონის მატებას ღამით და მეორე დილით.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე დაბრუნების შემდეგ, ადამიანის ყოველი კვება უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულს. ეს შეამცირებს მაღალკალორიული საკვების ულუფას, სისხლში გლუკოზის დონეს და შეინარჩუნებს ნაწლავის ჯანმრთელ მიკროფლორას.

მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ღამის ხარისხიანი ძილი დიეტის შედეგების შესანარჩუნებლად. ღამის სრულფასოვანი ძილი ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში ცხიმების წვაზე და ასევე ხელს უშლის ჭარბ კვებას, რასაც ხშირად იწვევს ძილის ნაკლებობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

რამდენიმეჯერ ვცადე მისი პაემანზე დაპატიჟება, მაგრამ სხვადასხვა საბაბით უარი მითხრა. შეიძლება თუ არა, რამე შევცვალო? თუ შევეგუო, რომ არ მოვწონვარ?

თუ თქვენი მონათხრობით ვიმსჯელებთ, ამ ყმაწვილს თქვენ მიმართ ნამდვილად არ ჰქონია სიმპათია, ამის გამოსწორება კი ძნელია. ადამიანს ვერ აიძულებ, უყვარდე. აქტიურმა მოქმედებებმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს. თუმცა არც ასეთი ვარიანტია გამორიცხული: ეს ყმაწვილი ან ვერ ხვდება გადაკრულ ნათქვამს, ან იმდენად მოუქნელია, რომ ვერ ახერხებს, პაემანის გადატანა შემოგთავაზოთ. თუ გსურთ, ყველაფერს ბოლომდე მოჰფინოთ ნათელი, უნდა გარისკოთ და პირდაპირ ჰკითხოთ, რას ფიქრობს თქვენზე.

  • ძალიან მიჭირს მამაკაცებთან ურთიერთობა. ამ პრობლემას განქორწინების შემდეგ შევეჯახე. მამაკაცებთან ნორმალურად საუბარიც კი არ შემიძლია - ვხდები უხეში, ენამწარე. მაშინაც კი, როცა მამაკაცი მომწონს. არადა, ძალიან მინდა ახალი ცხოვრება დავიწყო...

როდესაც სიმპათიურ მამაკაცს ხვდებით, მაშინვე იწყებს მოქმედებას თავდაცვითი რეაქცია. ენამწარობა და სარკაზმი გეხმარებათ, ახლოს არ მოუშვათ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ტკივილი მოგაყენონ. მამაკაცებმა თქვენი ნდობა დაკარგეს. სასურველია, მიმართოთ ფსიქოლოგს, მანამდე კი თუ მომხიბვლელ მამაკაცს შეხვდებით, ეცადეთ დაივიწყოთ, რომ მოგწონთ, ისე მოიქეცით, თითქოს სრულიად გულგრილი იყოთ მის მიმართ. ყველა ქალშია მსახიობი. გააღვიძეთ საკუთარ თავში ეს ნიჭი! ასე საუბარიც და ურთიერთობაც უფრო გაგიადვილდებათ.

  • ჩემს სამსახურში დილაობით თათბირები იმართება, რაც ჩემთვის სერიოზული გამოცდაა. ეს იმიტომ, რომ ჭოტი ვარ და, ჩვეულებრივ, ნაშუაღამევს ვიძინებ, დილის ცხრაზე კი უკვე სამსახურში უნდა ვიყო. ამის გამო მუდამ გამოუძინებელი ვარ, ფერი მიმდის და თვალის უპეები ჩაშავებული მაქვს. შესაძლებელია თუ არა შინაგანი რიტმის შეცვლა?

არსებობს სამი ვარიანტი: პირველი - მიაჩვიოთ საკუთარი თავი ადრე დაწოლას და ადრე ადგომას. ეს თანდათანობით უნდა გააკეთოთ. მაგალითად, ყოველ კვირას თქვენი გრაფიკი 10 წუთით წინ წასწიოთ. მეორე - შეადგინოთ საკუთარი ცხრილი. ვთქვათ, დაბრუნდებით სამსახურიდან თუ არა, მაშინვე დაიძინებთ. ღამით გაიღვიძებთ, მიხედავთ თქვენს საქმეებს, შემდეგ ცოტა ხნით ისევ ძილს მიეცემით, შემდეგ კი სამსახურში წახვალთ. ცხოვრების ასეთი სტილი ყოველთვის მისაღები არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ასეთ რეჟიმში თავს კომფორტულად გრძნობს. და მესამე - მოძებნოთ ისეთი სამსახური, რომელიც ოფისში მუდმივად ყოფნას არ მოითხოვს. თავისუფალი გრაფიკი სწორედ სათქვენოა.

  • როდესაც ჩემი ძმა მძიმე ოპერაციის გასაკეთებლად საავადმყოფოში დაწვა, გადავწყვიტეთ, ეს ბებიისთვის დაგვემალა - ისედაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს და ზედმეტი განცდები არაფერში სჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ჩემი ძმა მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა, მაგრამ ბებიამ ყველაფერი შეიტყო და ძალიან ეწყინა, რომ სიმართლე დავუმალეთ. როგორ ავუხსნა, რომ ასე კეთილი განზრახვით მოვიქეცით?

თქვენ და თქვენს ძმას ნამდვილად გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, რა უთხრათ და რა დაუმალოთ ბებიას, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მოხუცი მოატყუეთ. ასე რომ, ტყუილის გამო ბოდიში უნდა მოიხადოთ. მოტივები, რომლებითაც თქვენ ხელმძღვანელობთ, სავსებით გასაგებია, მაგრამ ბებიას ალბათ ისეთი განცდა აქვს, რომ თქვენდამი ნდობა დაკარგა. ბუნებრივია, ეს საწყენია, ამიტომ თქვენ და თქვენი ძმა მას უაღრესად თბილად, ყურადღებით უნდა მოექცეთ, გამოიჩინოთ მზრუნველობა და მოთმინება, დაიბრუნოთ დაკარგული ნდობა და ურთიერთობაც ადრე თუ გვიან მოგვარდება. მოსიყვარულე ბებია ყოველთვის მზად არის, გაგიგოთ და მოგიტევოთ.

  • ორი წლის წინ გოგონა ვიშვილეთ (მაშინ ის 5 წლისა იყო). ჩვენს შორის მაშინვე კარგი ურთიერთობა დამყარდა. ბავშვი თბილი და ალერსიანია, ხშირად გვკოცნის და გვეხვევა, მაგრამ სასკოლო ზეიმების დროს ძალიან უცნაურად იქცევა - ყოველთვის უკმაყოფილო იერი აქვს და თავი ისე უჭირავს, თითქოს ჩვენ იქ არ ვიყოთ. ვკითხე, რატომ იქცევა ასე. მიპასუხა, რომ რცხვენია, მაგრამ არ ამბობს, ვისი ან რისა. ეს ამბავი მაშფოთებს. მაინც, რა ხდება მის თავს?

ასეთი ქცევის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე პედაგოგის გაუფრთხილებელი შენიშვნა ან ის, რომ პატარამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გამოხატოს საკუთარი გრძნობები. ბავშვები ხშირად ვერ აცნობიერებენ თავიანთი ქცევის მოტივებს, სამაგიეროდ, ისინი შეიძლება თამაშის დროს გამოხატონ, ამიტომ ეცადეთ, მოახდინოთ იმ სიტუაციის მოდელირება, რომელიც ასე გაღელვებთ: შესთავაზეთ გოგონას თოჯინებით თამაში და ფრთხილად ჩართეთ თამაშის სიუჟეტში სასკოლო ზეიმის თემა. ამასთან, თქვენმა თოჯინამ ორი როლი უნდა შეასრულოს: დედისა და თქვენი გოგონას თოჯინის მეგობრისა. როცა იმ უსიამოვნო სიტუაციას მიუახლოვდებით, ჰკითხეთ გოგონას თოჯინას მეგობრის პირით, რატომ იქცევა ზეიმზე ასე. ყურადღებით მოისმინეთ პასუხი - იქნებ გაიგოთ, რა აწუხებს ბავშვს. შეიძლება კიდევ ერთი ხერხის გამოყენება: ეცადეთ, სასკოლო ზეიმზე ისე მოიქცეთ, თითქოს ვერ ამჩნევდეთ თქვენი გოგონას შეცბუნებას. გამოამჟღავნეთ მისდამი სიყვარული, შეაქეთ კარგი გამოსვლისთვის. ვფიქრობ, ბავშვი თანდათან დაძლევს სიმორცხვეს და თქვენს პოზიტიურ განწყობას გაიზიარებს.

  • mkurnali.geჩემი 5 წლის გოგონა ძალიან მოუქნელია, თანაც არაფრის გაკეთება არ სურს - არ ალაგებს თავის სათამაშოებს, მაგიდაზე ტოვებს ჭიქასა და თეფშს, როცა იხდის, ტანსაცმელს იატაკზე ყრის. როგორ მივაჩვიო წესრიგს? იქნებ სჯობს, არ დავაძალო საშინაო საქმეების კეთება, სანამ თვითონ არ მოინდომებს?

თავდაპირველად მოიფიქრეთ, რა შეიძლება გააკეთოს სახლში თქვენმა გოგონამ. მშვიდად აუხსენით ბავშვს, რომ ძალიან იღლებით და ამიტომ სთხოვთ დახმარებას. შეადგინეთ რამდენიმეპუნქტიანი სია და შესთავაზეთ, ამ სიიდან თვითონ ამოირჩიოს ორი პუნქტი. შემდეგ მშვიდად შეახსენეთ, რის გაკეთება დაავიწყდა, აუხსენით, რა საჭიროა სათამაშოების ყუთში ჩალაგება და გასარეცხი თეფშის ნიჟარაში ჩადება. უარი უთხარით ერთად თამაშზე, ვიდრე თავის მოვალეობას არ შეასრულებს.