/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
კომპანიას, სადაც მე ვმუშაობ, პუნქტუალური ხელმძღვანელი ჰყავს. ის სამსახურში ყველაზე ადრე მოდის და აკონტროლებს, ვინ და რამდენი ხანი დაიგვიანა.

მე ყოველთვის თავის დროზე მივდივარ, მაგრამ ამისთვის ძალიან ადრე ვდგები, ვჩქარობ, ვნერვიულობ, ვუყვირი ბავშვს, რომელიც ნელა ემზადება. დარწმუნებული ვარ, ერთხელ რომ დავაგვიანო, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, განუწყვეტლივ ვშფოთავ. როგორც პუნქტუალურ თანამშრომელს, ალბათ თქვენი უფროსის რეიტინგში ერთ-ერთი პირველი ადგილი გიკავიათ. თქვენ გაშინებთ არა საყვედური ან ჯარიმა, არამედ ხელმძღვანელის კეთილგანწყობის დაკარგვა. მართლაც, რეპუტაცია შეიძლება ერთ წუთში დაკარგო, მის მოპოვებას კი წლები სჭირდება. და მაინც, უნდა გადაწყვიტოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - უფროსის აზრი თუ საკუთარი და თქვენი შვილის განცდები, რომელსაც არ ესმის, რატომ ბრაზობს დედა, როცა ის გულმოდგინედ იკრავს ფეხსაცმლის თასმებს. კიდევ ერთი: როდესაც დღის რეჟიმს დაგეგმავთ, გაითვალისწინეთ არა თქვენი მოთხოვნილებები, არამედ ის, თუ რამდენი ხანი სჭირდება თქვენს პატარას მოსამზადებლად.

ცოტა ხნის წინ ქორწინების ათი წლისთავი გადავიხადეთ. ყველაფერი ლამაზად დაიწყო, მაგრამ როცა მე ჩვენს შეხვედრებს და ქორწილის შემდგომ მოვლენებს ვიხსენებდი, გაირკვა, რომ ჩემს მეუღლეს თითქმის არაფერი ახსოვდა. საშინლად აღვშფოთდი. ალბათ, არ ვუყვარვარ, რადგან ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, მისთვის არაფერს ნიშნავს.

წარმოიდგინეთ, რომ წახვედით ექსკურსიაზე ჯგუფთან ერთად, რომელიც ცხრა კაცისგან შედგებოდა. თუ ექსკურსიის შემდეგ თითოეულს შთაბეჭდილებების გაზიარებას სთხოვთ, ცხრა სხვადასხვა ამბავს მოისმენთ. თქვენს ქმარს ალბათ აქვს შემორჩენილი თბილი მოგონებები თქვენი ურთიერთობის პირველი პერიოდიდან, უბრალოდ, ისინი თქვენი მოგონებებისგან განსხვავდება. ეცადეთ, დაუბრუნდეთ ამ თემას და მოაყოლეთ ის მომენტები, რომლებიც მისთვის ძვირფასია. დარწმუნდებით, რომ ტყუილად გაუნაწყენდით.

ვოცნებობ შვილზე, მაგრამ ჩემს ქმარს ბავშვები არ სურს. ამის გამო განუწყვეტლივ ვკამათობთ. ქორწინებამდე ბავშვზე არასდროს გვისაუბრია, ახლა კი ქმარი მსაყვედურობს: "ადრე რომ მცოდნოდა, ამაზე ლაპარაკით თავს მომაბეზრებდი, არ შეგირთავდიო!" როგორ მოვიქცე? განა შეიძლება, ოჯახი ბავშვების გარეშე სრულფასოვანი იყოს?

მსგავსი კონფლიქტები გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქორწინებამდე შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს შემდგომ ოჯახი, თუმცა არც ახლაა გვიან, მეუღლესთან ერთად განიხილოთ თქვენი ოჯახის შემდგომი განვითარების პერსპექტივა. ჰკითხეთ, აპირებს თუ არა შვილის ყოლას ხუთი ან ათი წლის შემდეგ. იქნებ საერთოდ არ სურს შვილი? ეცადეთ გაიგოთ, რატომ აქვს თქვენს ქმარს ასეთი კატეგორიული პოზიცია ბავშვთან დაკავშირებით - იქნებ ფინანსური სირთულეები აშინებს, იქნებ პასუხისმგებლობის ეშინია... ესაუბრეთ მშვიდად, საყვედურების გარეშე. იქნებ კომპრომისი იპოვოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ჩემი მშობლები ხანში შესული ადამიანები არიან და იშვიათად გამოდიან შინიდან, გარესამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება მათთვის ტელევიზორია. ძალიან მაწუხებს, რომ ყველაფერი, რასაც ტელევიზიით გადმოსცემენ, გულთან მიაქვთ. მართალია, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ისინი ყოველგვარ პრობლემას პირდაპირ ავადმყოფურად განიცდიან. ახალი ამბების მოსმენის შემდეგ უწევთ წნევა, უფრთხებათ ძილი... როგორ ავუხსნა, რომ ყველაფერზე ნერვიულობა არ შეიძლება?

ვინაიდან თქვენი მშობლები მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით იღებენ და არ აქვთ საშუალება, ყველაფერი საკუთარი თვალით იხილონ და შეაფასონ, მოგიწევთ, სასიამოვნო ინფორმაცია თქვენ თვითონ მიაწოდოთ. ყოველდღე უამბეთ რაიმე სასიხარულო, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო ამბავი. ასაკოვანი ადამიანები ხშირად შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებით ცხოვრობენ და ეს მოწყენილობისა და დეპრესიისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ. ეცადეთ, მათი ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ. დროდადრო მოუწყვეთ ხანმოკლე გასეირნება. მათ ალბათ ძალიან გაახარებთ შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად დროის გატარება, მით უმეტეს, ბუნების წიაღში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

მე ყოველთვის თავის დროზე მივდივარ, მაგრამ ამისთვის ძალიან ადრე ვდგები, ვჩქარობ, ვნერვიულობ, ვუყვირი ბავშვს, რომელიც ნელა ემზადება. დარწმუნებული ვარ, ერთხელ რომ დავაგვიანო, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, განუწყვეტლივ ვშფოთავ. როგორც პუნქტუალურ თანამშრომელს, ალბათ თქვენი უფროსის რეიტინგში ერთ-ერთი პირველი ადგილი გიკავიათ. თქვენ გაშინებთ არა საყვედური ან ჯარიმა, არამედ ხელმძღვანელის კეთილგანწყობის დაკარგვა. მართლაც, რეპუტაცია შეიძლება ერთ წუთში დაკარგო, მის მოპოვებას კი წლები სჭირდება. და მაინც, უნდა გადაწყვიტოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - უფროსის აზრი თუ საკუთარი და თქვენი შვილის განცდები, რომელსაც არ ესმის, რატომ ბრაზობს დედა, როცა ის გულმოდგინედ იკრავს ფეხსაცმლის თასმებს. კიდევ ერთი: როდესაც დღის რეჟიმს დაგეგმავთ, გაითვალისწინეთ არა თქვენი მოთხოვნილებები, არამედ ის, თუ რამდენი ხანი სჭირდება თქვენს პატარას მოსამზადებლად.

ცოტა ხნის წინ ქორწინების ათი წლისთავი გადავიხადეთ. ყველაფერი ლამაზად დაიწყო, მაგრამ როცა მე ჩვენს შეხვედრებს და ქორწილის შემდგომ მოვლენებს ვიხსენებდი, გაირკვა, რომ ჩემს მეუღლეს თითქმის არაფერი ახსოვდა. საშინლად აღვშფოთდი. ალბათ, არ ვუყვარვარ, რადგან ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, მისთვის არაფერს ნიშნავს.

წარმოიდგინეთ, რომ წახვედით ექსკურსიაზე ჯგუფთან ერთად, რომელიც ცხრა კაცისგან შედგებოდა. თუ ექსკურსიის შემდეგ თითოეულს შთაბეჭდილებების გაზიარებას სთხოვთ, ცხრა სხვადასხვა ამბავს მოისმენთ. თქვენს ქმარს ალბათ აქვს შემორჩენილი თბილი მოგონებები თქვენი ურთიერთობის პირველი პერიოდიდან, უბრალოდ, ისინი თქვენი მოგონებებისგან განსხვავდება. ეცადეთ, დაუბრუნდეთ ამ თემას და მოაყოლეთ ის მომენტები, რომლებიც მისთვის ძვირფასია. დარწმუნდებით, რომ ტყუილად გაუნაწყენდით.

ვოცნებობ შვილზე, მაგრამ ჩემს ქმარს ბავშვები არ სურს. ამის გამო განუწყვეტლივ ვკამათობთ. ქორწინებამდე ბავშვზე არასდროს გვისაუბრია, ახლა კი ქმარი მსაყვედურობს: "ადრე რომ მცოდნოდა, ამაზე ლაპარაკით თავს მომაბეზრებდი, არ შეგირთავდიო!" როგორ მოვიქცე? განა შეიძლება, ოჯახი ბავშვების გარეშე სრულფასოვანი იყოს?

მსგავსი კონფლიქტები გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქორწინებამდე შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს შემდგომ ოჯახი, თუმცა არც ახლაა გვიან, მეუღლესთან ერთად განიხილოთ თქვენი ოჯახის შემდგომი განვითარების პერსპექტივა. ჰკითხეთ, აპირებს თუ არა შვილის ყოლას ხუთი ან ათი წლის შემდეგ. იქნებ საერთოდ არ სურს შვილი? ეცადეთ გაიგოთ, რატომ აქვს თქვენს ქმარს ასეთი კატეგორიული პოზიცია ბავშვთან დაკავშირებით - იქნებ ფინანსური სირთულეები აშინებს, იქნებ პასუხისმგებლობის ეშინია... ესაუბრეთ მშვიდად, საყვედურების გარეშე. იქნებ კომპრომისი იპოვოთ.

ჩემი მშობლები ხანში შესული ადამიანები არიან და იშვიათად გამოდიან შინიდან, გარესამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება მათთვის ტელევიზორია. ძალიან მაწუხებს, რომ ყველაფერი, რასაც ტელევიზიით გადმოსცემენ, გულთან მიაქვთ. მართალია, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ისინი ყოველგვარ პრობლემას პირდაპირ ავადმყოფურად განიცდიან. ახალი ამბების მოსმენის შემდეგ უწევთ წნევა, უფრთხებათ ძილი... როგორ ავუხსნა, რომ ყველაფერზე ნერვიულობა არ შეიძლება?

ვინაიდან თქვენი მშობლები მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით იღებენ და არ აქვთ საშუალება, ყველაფერი საკუთარი თვალით იხილონ და შეაფასონ, მოგიწევთ, სასიამოვნო ინფორმაცია თქვენ თვითონ მიაწოდოთ. ყოველდღე უამბეთ რაიმე სასიხარულო, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო ამბავი. ასაკოვანი ადამიანები ხშირად შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებით ცხოვრობენ და ეს მოწყენილობისა და დეპრესიისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ. ეცადეთ, მათი ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ. დროდადრო მოუწყვეთ ხანმოკლე გასეირნება. მათ ალბათ ძალიან გაახარებთ შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად დროის გატარება, მით უმეტეს, ბუნების წიაღში.


მე და ჩემს ქმარს ძალიან გვინდა ბავშვი, მაგრამ მშობლები ცდილობენ გადაგვაფიქრებინონ. საქმე ის არის, რომ ჩვენ ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ. ყველა ახლობელი გვარწმუნებს, ბავშვის გაჩენა მანამდე გადავდოთ, ვიდრე საკუთარი ბინა არ გვექნება. მაგრამ ჩვენ არც ისე ბევრი ფული გვაქვს, ასე რომ, უახლოეს მომავალში ალბათ ბინის ყიდვას ვერ შევძლებთ. რა ვქნათ, ვიცხოვროთ ასე, ბავშვების გარეშე?

ერთი მხრივ, მშობლების პოზიცია გასაგებია - რა თქმა უნდა, კარგია, როცა საშუალება გაქვს, ბავშვს ნათელი და კომფორტული ოთახი მოუწყო. მეორე მხრივ, არიან ოჯახები, რომლებიც ნაქირავებ ბინებში ზრდიან ბავშვებს და ყოფით და ფინანსურ სირთულეებსაც ართმევენ თავს. შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ ახლობლების რჩევა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც თქვენ ორმა - თქვენ და თქვენმა მეუღლემ უნდა მიიღოთ. მით უმეტეს, რომ ცალკე ცხოვრობთ და ბავშვის დაბადებით მშობლებს არ შეავიწროვებთ. ასე რომ, ეცადეთ, ზედმიწევნით შეაფასოთ სიტუაცია. დაფიქრდით, რამდენ ხანს შეგიძლიათ მოცდა, ვიდრე ბინის შეძენის შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. ხომ არ ინანებთ შემდეგ, რომ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღეთ? დასხედით და იმსჯელეთ, რა ნაკლოვანებები აქვს თქვენს ერთოთახიან ბინას და რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ის უფრო კომფორტული გახდეს. გამორიცხული არ არის, აღმოჩნდეს, რომ ბავშვის გასაჩენად არავითარი სერიოზული დაბრკოლება არ არსებობს.

ვგრძნობ, რომ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით. იქნებ სჯობს, დავშორდეთ? უკვე ექვსი წელია, ვითმენ მის უხეშობას. ორი ღალატი ვაპატიე. კიდევ რამდენი უნდა მოვუთმინო? ნუთუ არ არსებობს საშუალება, ჩვენი ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალოს?

როდესაც საუბარია მოთმინებაზე, ჩვეულებრივ, გულისხმობენ ყოფით უთანხმოებებს, მცირე უცნაურობებს და უსიამოვნო ჩვევებს. როდესაც იბღალება ქორწინების საფუძველი - სიყვარული, ერთგულება და პატივისცემა, ასეთ შემთხვევაში, პირიქით, აუცილებელია გამოიჩინო სიმტკიცე, შეურიგებლობა, მოხაზო საზღვარი, რომელსაც მეუღლემ არ უნდა გადააბიჯოს. როდესაც ადამიანს არ ჰყოფნის შინაგანი რესურსი, რათა საკუთარი ქცევა აკონტროლოს, საჭიროა გარეგანი ზემოქმედება. თუ ქმარს ეცოდინება, რომ მორიგი ღალატის შემთხვევაში დაშორდებით, ის კარგად დაფიქრდება, ვიდრე სხვასთან რომანს გააბამდეს. თქვენს სიტყვებს მხოლოდ მაშინ ექნება ფასი და წონა, თუ მზად იქნებით, ისინი საქმით განამტკიცოთ.

ზოგჯერ ქუჩაში ბიჭები ჩემს გაცნობას ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი სასიამოვნოდაც გამოიყურება და ზრდილობიანი ადამიანის შთაბეჭდილებასაც ახდენს, მშობლებმა შთამაგონეს, რომ მამაკაცის ქუჩაში გაცნობა არ შეიძლება... მეც სულ მათი შეგონება ჩამესმის ყურში. იქნებ დავივიწყო ეს? თუ მამაკაცები მართლაც არასერიოზულად ეპყრობიან ქუჩაში გაცნობილებს?

ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. ზოგი შეიძლება მართლაც ქუჩაში შეეჯახოს თავის მეორე ნახევარს, ზოგს კი მოუწიოს იმ ადამიანის უღირსი საქციელის ატანა, რომელიც ახლობლებმა გააცნეს. თუ სიმპათიით განეწყობით იმ ყმაწვილის მიმართ, რომელმაც ყურადღება მოგაქციათ და გამოგელაპარაკათ, არ ღირს მისი იგნორირება მხოლოდ იმის გამო, რომ ის შემთხვევითი ადამიანია, თუმცა სიფრთხილე მაინც აუცილებელია - არ იჩქაროთ მასთან მარტო დარჩენა, არც მაშინვე გულის გადაშლა იქნება გონივრული.