/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
ბოლო დროს ხშირად ვიგვიანებ საქმიან შეხვედრებზე იმის გამო, რომ გზაზე საცობში ვხვდები. ხან უხამსი სიტყვები წამომცდება, ხან ნერვიულად ვაძლევ სიგნალს.

საბოლოო ჯამში განწყობა მიფუჭდება და საქმიანი შეხვედრა მეშლება. როგორ მოვერიო თავს?უმჯობესია, ამ უსიამოვნების მასშტაბები შეაფასოთ. საცობების შესახებ ხშირად გადმოსცემენ რადიოთი, ამიტომ შეგიძლიათ, წინასწარ შეარჩიოთ უფრო მოხერხებული მარშრუტი. ტელეფონით დაუკავშირდით ადამიანს, რომელთანაც შეხვედრა გაქვთ დანიშნული, მოუბოდიშეთ და შეატყობინეთ, რამდენი ხანი დაგაგვიანდებათ, რათა მან შეძლოს, სასარგებლოდ გამოიყენოს ეს დრო. შეგიძლიათ, შეხვედრა საერთოდ გადადოთ. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ ბრაზობენ თქვენზე მომავალი საქმიანი პარტნიორები, უმჯობესია კიდევ ერთხელ გაიმეოროთ ის, რის შესახებაც აპირებთ მათთან საუბარს, თქვენი მონოლოგი უფრო დახვეწილი და ლაკონური გახადოთ. ადგილზე მისვლისას ნუ მოჰყვებით ვაი-ვიშს, თქვით, რომ ძალიან წუხხართ და პირდაპირ საქმეზე გადადით. ზედმეტი ემოციებით დისკომფორტს შეუქმნით საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

შეყვარებულს საშინლად ვეჩხუბე, თანაც მაინცდამაინც მაშინ, როცა წინ მნიშვნელოვანი გასაუბრება მაქვს. შიგნით თითქოს ყველაფერი მიდუღს, წყენისა და უსამართლობისგან ისე ვარ გაბოროტებული, მზად ვარ, რაც ხელში მომხვდება, ყველაფერი დავხიო, დავამტვრიო, გავანადგურო. როგორ გადავლახო ეს რთული სიტუაცია?

მთავარია, ასეთ მდგომარეობაში ხელში არ მოგხვდეთ ის, ვისზეც არის დამოკიდებული თქვენი მომავალი კარიერა, ამიტომ ეცადეთ დამშვიდდეთ, სხვა საფიქრალზე გადაერთოთ. შეხედეთ სიტუაციას პრაგმატულად: ჯერ ერთი, თქვენ ახლა უამრავი თავისუფალი დრო გაქვთ და შეგიძლიათ, ის საქმეს მოახმაროთ. მეორეც, თქვენ გაგიჩნდათ შანსი, დასაჯოთ თავხედი შეყვარებული: მას ჰგონია, რომ დღედაღამ ტირით და მის გარეშე სიცოცხლე არ გინდათ? ნურას უკაცრავად! თქვენ მას დაანახვებთ, რა შეგიძლიათ და სასურველ სამუშაოსაც მიიღებთ. და სულ მალე შეამჩნევთ, რომ თქვენს ახალ სამსახურში უამრავი სიმპათიური მამაკაცია...

მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. თავდაპირველად მეგონა, რომ ეს ძალიან მოხერხებული იქნებოდა, სასიამოვნოც კი, მაგრამ ახლა უფრო და უფრო ხშირად განვიცდი დისკომფორტს. მე და ჩემი ქმარი ალერსით შევხედავთ ერთმანეთს თუ ბრაზით, შეუმჩნეველი არავის რჩება. იწყება ჭორაობა... როგორ მოვიქცეთ, რომ თანამშრომლების ყურადღება არ მივიპყროთ?

უპირველეს ყოვლისა, დაიცავით დისტანცია, შეინარჩუნეთ ოფიციალური ტონი. დაიმახსოვრეთ: თუნდაც დილით სერიოზულად იკამათოთ, სამსახურში ერთმანეთის მიმართ მაინც კეთილგანწყობილნი იყავით, კრებაზე, თათბირზე ისე მიმართეთ ერთმანეთს, როგორც კოლეგებმა. ეს შეასრულებს ერთგვარი ნიღბის ფუნქციას, რომელსაც შინ დაბრუნებისთანავე ჩამოიხსნით და კვლავ ახლობელ, მოსიყვარულე და ალერსიან ადამიანებად იქცევით. მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება ურთიერთობასა და კარიერას შორის. ზოგჯერ რომელიმე მათგანს სამსახურის დატოვება ან სხვა სამუშაოზე გადასვლაც კი უხდება. არცთუ იშვიათად ერთი მეორის დაქვემდებარებაშია, რაც დაწინაურების პერსპექტივას სპობს. არსებობს მეორე საფრთხეც: ერთმანეთის მიმართ ნაზი გრძნობების მიუხედავად, ცოლ-ქმარს შორის მაინც არის ერთგვარი კონკურენცია; თუ ერთ-ერთმა მაღალ თანამდებობას მიაღწია და გასამრჯელოც მოემატა, მეორე ეჭვიანობას იწყებს...

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ასე რომ, უმჯობესია, წინასწარ შეთანხმდეთ, რისი მიღწევა გსურთ პროფესიულ ასპარეზზე. თუნდაც ერთმანეთს არ ეჯიბრებოდეთ, არსებობს საზოგადოებრივი აზრი - თუ ცოლს ან ქმარს მაღალი თანამდებობა უკავია, მისი მეუღლე ავტომატურად მიიჩნევა პროტეჟედ. თუ მეუღლე თქვენი უფროსია, არავითარ შემთხვევაში არ გაეხუმროთ მას თანამშრომელთა თანდასწრებით. ნუ მოჰყვებით მისი ჩვევების შესახებ, ნუ მოახდენთ თქვენი პრივილეგირებული მდგომარეობის დემონსტრირებას. დაემორჩილეთ ოფისში არსებულ წესებს, შეასრულეთ მისი განკარგულებები. დაიმახსოვრეთ: თქვენ მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა თქვენს კოლეგებს იმაზე ლაპარაკის საბაბს მისცემს, რომ თქვენ მყუდროდ ხართ მოკალათებული მეუღლის ფრთის ქვეშ.

მყავს შეყვარებული. დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს ვხვდებით, შეიძლება ითქვას, ჩვენს შორის ახლა დაიწყო ნამდვილი რომანი და უეცრად ამ ბედნიერებას სერიოზული დაბრკოლება გადაეღობა წინ: დედაჩემი ძალიან ავად გახდა და საავადმყოფოში დავაწვინეთ. ორად ვიხლიჩები - დავრბივარ საავადმყოფოში, რომელიც სახლიდან ძალიან შორსაა, ვამზადებ დიეტურ კერძებს ავადმყოფი დედისთვის, გული კი შეყვარებულისკენ მიმიწევს. ძალიან ვნერვიულობ, ასე მგონია, სათანადო ყურადღებას ვერც ერთს ვერ ვაქცევ. მეშინია, შეყვარებული არ დავკარგო და დედასაც არ ვაწყენინო. როგორ მოვიქცე?

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

საბოლოო ჯამში განწყობა მიფუჭდება და საქმიანი შეხვედრა მეშლება. როგორ მოვერიო თავს?უმჯობესია, ამ უსიამოვნების მასშტაბები შეაფასოთ. საცობების შესახებ ხშირად გადმოსცემენ რადიოთი, ამიტომ შეგიძლიათ, წინასწარ შეარჩიოთ უფრო მოხერხებული მარშრუტი. ტელეფონით დაუკავშირდით ადამიანს, რომელთანაც შეხვედრა გაქვთ დანიშნული, მოუბოდიშეთ და შეატყობინეთ, რამდენი ხანი დაგაგვიანდებათ, რათა მან შეძლოს, სასარგებლოდ გამოიყენოს ეს დრო. შეგიძლიათ, შეხვედრა საერთოდ გადადოთ. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ ბრაზობენ თქვენზე მომავალი საქმიანი პარტნიორები, უმჯობესია კიდევ ერთხელ გაიმეოროთ ის, რის შესახებაც აპირებთ მათთან საუბარს, თქვენი მონოლოგი უფრო დახვეწილი და ლაკონური გახადოთ. ადგილზე მისვლისას ნუ მოჰყვებით ვაი-ვიშს, თქვით, რომ ძალიან წუხხართ და პირდაპირ საქმეზე გადადით. ზედმეტი ემოციებით დისკომფორტს შეუქმნით საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

შეყვარებულს საშინლად ვეჩხუბე, თანაც მაინცდამაინც მაშინ, როცა წინ მნიშვნელოვანი გასაუბრება მაქვს. შიგნით თითქოს ყველაფერი მიდუღს, წყენისა და უსამართლობისგან ისე ვარ გაბოროტებული, მზად ვარ, რაც ხელში მომხვდება, ყველაფერი დავხიო, დავამტვრიო, გავანადგურო. როგორ გადავლახო ეს რთული სიტუაცია?

მთავარია, ასეთ მდგომარეობაში ხელში არ მოგხვდეთ ის, ვისზეც არის დამოკიდებული თქვენი მომავალი კარიერა, ამიტომ ეცადეთ დამშვიდდეთ, სხვა საფიქრალზე გადაერთოთ. შეხედეთ სიტუაციას პრაგმატულად: ჯერ ერთი, თქვენ ახლა უამრავი თავისუფალი დრო გაქვთ და შეგიძლიათ, ის საქმეს მოახმაროთ. მეორეც, თქვენ გაგიჩნდათ შანსი, დასაჯოთ თავხედი შეყვარებული: მას ჰგონია, რომ დღედაღამ ტირით და მის გარეშე სიცოცხლე არ გინდათ? ნურას უკაცრავად! თქვენ მას დაანახვებთ, რა შეგიძლიათ და სასურველ სამუშაოსაც მიიღებთ. და სულ მალე შეამჩნევთ, რომ თქვენს ახალ სამსახურში უამრავი სიმპათიური მამაკაცია...

მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. თავდაპირველად მეგონა, რომ ეს ძალიან მოხერხებული იქნებოდა, სასიამოვნოც კი, მაგრამ ახლა უფრო და უფრო ხშირად განვიცდი დისკომფორტს. მე და ჩემი ქმარი ალერსით შევხედავთ ერთმანეთს თუ ბრაზით, შეუმჩნეველი არავის რჩება. იწყება ჭორაობა... როგორ მოვიქცეთ, რომ თანამშრომლების ყურადღება არ მივიპყროთ?

უპირველეს ყოვლისა, დაიცავით დისტანცია, შეინარჩუნეთ ოფიციალური ტონი. დაიმახსოვრეთ: თუნდაც დილით სერიოზულად იკამათოთ, სამსახურში ერთმანეთის მიმართ მაინც კეთილგანწყობილნი იყავით, კრებაზე, თათბირზე ისე მიმართეთ ერთმანეთს, როგორც კოლეგებმა. ეს შეასრულებს ერთგვარი ნიღბის ფუნქციას, რომელსაც შინ დაბრუნებისთანავე ჩამოიხსნით და კვლავ ახლობელ, მოსიყვარულე და ალერსიან ადამიანებად იქცევით. მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება ურთიერთობასა და კარიერას შორის. ზოგჯერ რომელიმე მათგანს სამსახურის დატოვება ან სხვა სამუშაოზე გადასვლაც კი უხდება. არცთუ იშვიათად ერთი მეორის დაქვემდებარებაშია, რაც დაწინაურების პერსპექტივას სპობს. არსებობს მეორე საფრთხეც: ერთმანეთის მიმართ ნაზი გრძნობების მიუხედავად, ცოლ-ქმარს შორის მაინც არის ერთგვარი კონკურენცია; თუ ერთ-ერთმა მაღალ თანამდებობას მიაღწია და გასამრჯელოც მოემატა, მეორე ეჭვიანობას იწყებს...

ასე რომ, უმჯობესია, წინასწარ შეთანხმდეთ, რისი მიღწევა გსურთ პროფესიულ ასპარეზზე. თუნდაც ერთმანეთს არ ეჯიბრებოდეთ, არსებობს საზოგადოებრივი აზრი - თუ ცოლს ან ქმარს მაღალი თანამდებობა უკავია, მისი მეუღლე ავტომატურად მიიჩნევა პროტეჟედ. თუ მეუღლე თქვენი უფროსია, არავითარ შემთხვევაში არ გაეხუმროთ მას თანამშრომელთა თანდასწრებით. ნუ მოჰყვებით მისი ჩვევების შესახებ, ნუ მოახდენთ თქვენი პრივილეგირებული მდგომარეობის დემონსტრირებას. დაემორჩილეთ ოფისში არსებულ წესებს, შეასრულეთ მისი განკარგულებები. დაიმახსოვრეთ: თქვენ მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა თქვენს კოლეგებს იმაზე ლაპარაკის საბაბს მისცემს, რომ თქვენ მყუდროდ ხართ მოკალათებული მეუღლის ფრთის ქვეშ.

მყავს შეყვარებული. დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს ვხვდებით, შეიძლება ითქვას, ჩვენს შორის ახლა დაიწყო ნამდვილი რომანი და უეცრად ამ ბედნიერებას სერიოზული დაბრკოლება გადაეღობა წინ: დედაჩემი ძალიან ავად გახდა და საავადმყოფოში დავაწვინეთ. ორად ვიხლიჩები - დავრბივარ საავადმყოფოში, რომელიც სახლიდან ძალიან შორსაა, ვამზადებ დიეტურ კერძებს ავადმყოფი დედისთვის, გული კი შეყვარებულისკენ მიმიწევს. ძალიან ვნერვიულობ, ასე მგონია, სათანადო ყურადღებას ვერც ერთს ვერ ვაქცევ. მეშინია, შეყვარებული არ დავკარგო და დედასაც არ ვაწყენინო. როგორ მოვიქცე?


შეეცადეთ, ყველაფერი ერთმანეთს შეუთავსოთ. თუ სერიოზული ურთიერთობისთვის ხართ განწყობილი, ახლა გაქვთ შესანიშნავი საშუალება, გაარკვიოთ, როგორ მოიქცევა თქვენი რჩეული რთულ სიტუაციაში, შეამოწმოთ, თქვენს ბურჯად იქცევა ის თუ გაგინაწყენდებათ, რომ დიდ დროს ვერ უთმობთ. დედას კი აუცილებლად გაანდეთ, რომ შეყვარებული ხართ, სთხოვეთ, გირჩიოთ, როგორ მოიქცეთ, როგორ ჩაიცვათ პაემანზე წასვლისას. ასეთი სასიამოვნო თემის განხილვისას დედა ავადმყოფობაზე ვეღარ იფიქრებს, თანაც იგრძნობს, რომ ძალიან გჭირდებათ. გარდა ამისა, შვილის ბედნიერება ხომ სუკეთესო წამალია მშობლისათვის...

მყავს შეყვარებული. დიდი ხანია, ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ პაემნების იქით ჩვენი ურთიერთობა რატომღაც არ მიდის. ჩემი შეყვარებული გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს, მე კი მიმაჩნია, რომ უკვე დროა, სერიოზულად ვიფიქრო ოჯახის შექმნაზე. როგორ ვუბიძგო ჩემს მეგობარს ამ ნაბიჯისაკენ?

მამაკაცი ბუნებით მონადირეა. როგორც ჩანს, თქვენს შეყვარებულს ჰგონია, რომ თქვენ საიმედოდ ხართ მოკალათებული მის ჯიბეში და ვერსად გაექცევით. მოგიწევთ, იმედი გაუცრუოთ! ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას დაუწყოთ თვალების ჟუჟუნი - ეს თქვენს შეყვარებულს გააბრაზებს, მეტიც - შესაძლოა იფიქროს, რომ მას ასეთი ფუქსავატი ქალი არ შეეფერება, - მაგრამ რაც უფრო მეტი ინტერესი გექნებათ ამ ურთიერთობის მიღმა, მით უკეთესი. იარეთ შეხვედრებზე, ჩაეწერეთ რაიმე კურსებზე, შეიძინეთ ახალი ჰობი, იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. თქვენს მიმართ სხვების ინტერესი თქვენს რეიტინგს საყვარელი მამაკაცის თვალში ერთიორად ასწევს.

ძალიან ცდებიან ქალები, რომლებიც ხშირად გადაუკრავენ ხოლმე სიტყვას შეყვარებულს: "დრო ხომ არ არის, დავქორწინდეთ?" ნურც მეგობრის ქორწილში მიპატიჟებას შეხვდებით ოხვრით. ყოველმა გონიერმა მამაკაცმა იცის, რომ ქალი მისგან სერიოზულ წინადადებას ელის. თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას სავსებით აკმაყოფილებს თქვენი კანდიდატურა, წინადადება კი მაინც იგვიანებს, ალბათ თქვენთვის უცნობია მისი ცხოვრების ყველა დეტალი. მამაკაცებს არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. მაგალითად, რომელიმე პროექტზე (დიპლომზე, დისერტაციაზე და ა.შ.) მუშაობა ერთობლივი ცხოვრების დაწყებასთან შეუთავსებელია. ამიტომ ცოტა უნდა მოიცადოთ, თქვენი დროც დადგება. ან იქნებ თქვენი მეგობარი ფიქრობს, რომ ქორწინებამდე გარკვეულ სტატუსს უნდა მიაღწიოს, მატერიალური მდგომარეობა უნდა გაიუმჯობესოს? ან იქნებ სრულიად ბანალური მიზეზი - ბინის სიმცირე უშლის ხელს?