რა არის ატიპური ფსიქოზი და როგორ ამოვიცნოთ ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ატიპური ფსიქოზი და როგორ ამოვიცნოთ ის

ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც შედგება ტვინისა და ზურგის ტვინისაგან, მოიცავს მილიარდობით ნეირონს და ათასობით სინაფსურ კავშირს თითოეულ ნეირონში.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებულმა ნებისმიერმა პრობლემამ, რომელიც ასევე მოიცავს ნეიროტრანსმიტერებს, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩნდება ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევის შედეგად, არის ატიპური ფსიქოზი.

რა არის ატიპური ფსიქოზი?

კითხვაზე ,,რა არის ატიპური ფსიქოზი?” სრული პასუხის გასაცემად, უნდა ვიცოდეთ რა არის ფსიქოზი. ზოგადად, ფსიქოზური დაავადებების სიმპტომები აშკარაა და დიაგნოზი საკმაოდ მარტივია.

ფსიქოზს აქვს ფართო დიაგნოსტიკური მასშტაბი. ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანის ემოციური რეაქციების და აზროვნების, დამახსოვრების, კომუნიკაციის, რეალობის ინტერპრეტაციისა და სათანადო მოქმედების უნარის დაქვეითება და ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო მარტივი ფუნქციების შესრულების სირთულეც კი. მას ახასიათებს არადეკვატური გონებრივი აქტივობები, როგორიცაა იმპულსების კონტროლის დაქვეითება, ბოდვები, ჰალუცინაციები, რეგრესიული ქცევები და განწყობის ცვლილებები.

ატიპური ფსიქოზი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური პაციენტების აღსაწერად, რომლებიც განიცდიან ერთზე მეტი ტიპის ფსიქოზის სიმპტომებს, მაგრამ სრულად ვერ აკმაყოფილებენ რომელიმე ამ ფსიქოზის ტიპს.

რა არის ატიპური ფსიქოზის სიმპტომები?

ატიპური ფსიქოზის ნიშნები ან სიმპტომები სხვა ტიპის ფსიქოზის მსგავსია.დაავადების ამოცნობაც ხშირად სიმპტომების მიხედვით ხდება. დამახასიათებელია ჰალუცინაციები, არარსებული ხმების გაგება ან წარმოსახვით ადამიანებთან საუბარი, არათანმიმდევრული მეტყველება და სიტუაციისთვის შეუსაბამო ქცევა.

ზოგადად, ატიპური ფსიქოზის განვითარებამდე შეიძლება შეინიშნოს შემდეგი ქცევითი ცვლილებები:

  • პარანოიდული აზრები, მუდმივი ეჭვი და უხერხულობის გრძნობა;
  • ლოგიკურად მოქმედების სირთულე;
  • სოციალური ცხოვრებიდან დისტანცირება, მარტო დროის გატარების სურვილი;
  • ემოციური რყევები უჩვეულო ფიქრებით, უცნაური გრძნობებით ან ემოციების ნაკლებობით;
  • საკუთარი თავის მოვლის დაქვეითება, პირადი ჰიგიენის დარღვევა;
  • ძილის დარღვევები, როგორიცაა დაძინების გაძნელება ან ძილის ხანგრძლივობის შემცირება;
  • რეალობის ფანტაზიისგან გარჩევის სირთულე;
  • შფოთვა;
  • მოტივაციის ნაკლებობა;
  • საუბრისა და კომუნიკაციის სირთულე;
  • სამუშაოს შესრულების უნარის დაქვეითება

გარდა ამისა, ატიპური ფსიქოზის მქონე პაციენტებმა შეიძლება ზოგჯერ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს ან გამოავლინონ ძალადობრივი ქცევა სხვების მიმართ.

ატიპური ფსიქოზი არ ვითარდება ერთი მიზეზის გამო. სხვადასხვა მდგომარეობის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ატიპური ფსიქოზი:

  • გენეტიკური მიდრეკილება;
  • დარღვევები თავის ტვინის განვითარებაში;
  • გადაჭარბებული სტრესის ზემოქმედება;
  • თავის დაზიანებები;
  • ძილის ნაკლებობა;
  • ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოხმარება;
  • ნარკოტიკების მოხმარება

ატიპური ფსიქოზი ასევე შეიძლება იყოს ისეთი ფსიქიკური დაავადებების სიმპტომი, როგორიცაა მძიმე დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია. გარდა ამისა, ატიპური ფსიქოზის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთი დაავადების დროს, როგორიცაა პარკინსონი, ალცჰაიმერი და დემენცია, რომლებიც ხშირია ხანდაზმულ ასაკში.

როგორ ვლინდება ატიპური ფსიქოზი?

ატიპური ფსიქოზის დიაგნოზის დასადგენად მნიშვნელოვანია ფსიქიატრი ყურადღებით დააკვირდეს პაციენტს და დეტალურად შეაფასოს პაციენტის ქცევა, ყველა ფაქტორი, როგორიცაა ბოდვა, მადის ცვლილება, ძილის დარღვევა, დაბნეულობა, ეჭვი, შფოთვა.

რა არის ატიპური ფსიქოზის მკურნალობის მეთოდები?

ატიპური ფსიქოზის მკურნალობა ხდება გამომწვევი მიზეზის მიხედვით. მკურნალობის გეგმა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მეთოდებს:

მედიკამენტური მკურნალობა

ანტიფსიქოზური მედიკამენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ფსიქოზით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად. ამ მედიკამენტების გარდა, ანტიდეპრესანტებიც შეიძლება იყოს რეკომენდებული.

კოგნიტურ - ქცევითი თერაპია

ფსიქოთერაპიის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიატრის და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, მოიცავს ფსიქოზის გამომწვევი სიტუაციის იდენტიფიცირებას და პაციენტის ინფორმირებას მათ თავიდან ასაცილებლად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე მეთოდი ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზი.

სტაციონარული მკურნალობა

ზოგიერთ ადამიანში ატიპიური ფსიქოზი შეიძლება მძიმე იყოს. ადამიანს შეიძლება სურდეს ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვებს. ამ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

ატიპური ფსიქოზის მკურნალობის მიზანია სიმპტომების მართვა და რეციდივის თავიდან აცილება. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ატიპური ფსიქოზის სიმპტომები ექიმთან შემოწმების გაგრძელებით და მედიკამენტების რეგულარული გამოყენებით, ასევე შეგიძლიათ მართოთ დაავადება დამხმარე პროგრამების დახმარებით. ზოგიერთი ატიპიური ფსიქოზით დაავადებული პაციენტი შესაძლებელია სრულად გამოჯანმრთელდეს პროფესიული მხარდაჭერითა და ზრუნვით. დაავადების გამოჯანმრთელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერა. პაციენტის სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობამ და მხარდაჭერამ შეიძლება გაზარდოს მკურნალობის ეფექტურობა.

რაც უფრო ადრე დაისმება ატიპიური ფსიქოზის დიაგნოზი, მით უფრო მაღალია მკურნალობის მაჩვენებელი. შიზოფრენიის ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებში ატიპური ფსიქოზის რისკი მაღალია.

შეიძლება თუ არა ატიპური ფსიქოზის პრევენცია?

ატიპური ფსიქოზი არ არის პროგნოზირებადი სამედიცინო მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, ცხოვრების წესმა და ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება გაზარდოს ატიპური ფსიქოზის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დაავადების უშუალო პრევენცია, ეფექტურია ადრეულ ასაკში ისეთი ჩვევების თავიდან აცილება, როგორიცაა ნარკოტიკების გამოყენება და ალკოჰოლი. ინფექციები, რომლებიც გავლენას ახდენენ თვალებსა და ყურებზე, შეიძლება გავრცელდეს ტვინის არეში და გამოიწვიოს ატიპური ფსიქოზი. ინფექციების მკურნალობის უგულებელყოფის თავიდან აცილებამ, ადეკვატური და დაბალანსებული დიეტის მიღებამ და რეგულარულმა ვარჯიშმა შეიძლება შეამციროს ატიპური ფსიქოზის განვითარების რისკი.