/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქიატრია

რჩევები ოკა-ს მქონე ადამიანებს

რჩევები ოკა-ს მქონე ადამიანებს
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა) ნეიროფსიქიკური აშლილობაა, რომელსაც ახასიათებს ობსესიები ან კომპულსიები (ან ორივე),

რომლებიც აწუხებს ადამიანს, ართმევს ბევრ დროს და არსებითად ასუსტებს მას. იგი გვხვდება მოსახლეობის 1-3%-ში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოკას წამყვანი, არაფატალური (სასიკვდილო შედეგის არმქონე) დაავადების სტატუსი მიანიჭა.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ოკა) დამახასიათებელი სიმპტომებია ობსესიები ანუ აკვიატებული აზრები და კომპულსიები, ანუ იძულებითი ქცევები ან მენტალური აქტები, ხატები (მაგალითად, ძალადობის სცენა) ან სწრაფვა (მაგალითად, ვინმეს დანით დაჭრისკენ), რომელთა თავიდან მოშორებას ან წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს ინდივიდი. მნიშვნელოვანია, რომ ობსესიები არ ანიჭებს სიამოვნებას და არ განიცდება როგორც ნებელობითი აქტი. ისინი იჭრებიან ინდივიდის ცნობიერებაში, არასასურველნი არიან და მნიშვნელოვან დისტრესს ან შფოთვას იწვევენ ინდივიდთა უმრავლესობაში. ინდივიდები ობსესიების იგნორირებას, დათრგუნვას, სხვა აზრით ან ქმედებით (მაგალითად, კომპულსიით) ნეიტრალიზაციას ცდილობენ. კომპულსიები ანუ რიტუალები, განმეორებადი ქცევები (მაგალითად, ბანა, შემოწმება) ან მენტალური აქტებია (მაგალითად, თვლა, ჩუმად სიტყვების გამეორება), რომელთა განხორციელების საჭიროებასაც გრძნობს ინდივიდი ობსესიების საპასუხოდ ან იმ წესების მიხედვით, რომლებსაც ხისტად უნდა დაემორჩილოს. ოკა-ს მქონე ინდივიდთა უმრავლესობას ობსესიებიც აქვს და კომპულსიებიც. კომპულსიები, როგორც წესი, ობსესიების საპასუხოდ ხდება, მაგალითად, დაბინძურების შესახებ აზრებს ბანაობის რიტუალებამდე მივყავართ. კომპულსიების მიზანი ობსესიების მიერ წარმოქმნილი დისტრესის შემცირება ან შიშისმომგვრელი მოვლენის აღკვეთაა.თუმცა ეს კომპულსიები ან რეალისტურად არ უკავშირდება შემაშინებელ მოვლენას (მაგალითად, ნივთების სიმეტრიულად დალაგება საყვარელი ადამიანისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით), ან აშკარად ზედმეტია (მაგალითად, ყოველდღე სამსაათიანი შხაპის მიღება). კომპულსიები არ სრულდება სიამოვნების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინდივიდი შფოთვის ან დისტრესისგან გარკვეულ შვებას გრძნობს.

ინდივიდი ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ან ჩაახშოს ობსესიები სხვა ფიქრებით ან ქცევით (ანუ იძულებით). კომპულსიები (ან რიტუალები) განმეორებითი ქცევებია (მაგალითად, დაბანა) ან გონებრივი აქტივობები (მაგალითად, თვლა), რომლებიც ადამიანს აგრძნობინებს თავს ვალდებულად, შეასრულოს ქცევები ობსესიების საპასუხოდ. კომპულსიებში იგულისხმება, რომ ის გაანეიტრალებს ან შეამცირებს ინდივიდის დისკომფორტს ან ხელს შეუშლის მის მიერ საშიში ქცევის განხორციელებას. ოკა-ს ნიშნები მოიცავს ობსესიებს, კომპულსიებს ან ორივეს. ოკას-ს დიაგნოზისთვის აუცილებელია, რომ ობსესიური აზრები ვლინდებოდეს ყოველდღე, 1 საათზე მეტხანს. გარდა ამისა, ოკა-სთან დაკავშირებული ობსესიური აზრები უეცრად არ იწყება და არ ჩერდება კონკრეტულ მოვლენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა იციან ობსესიების შესახებ, მაინც არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც პაციენტები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ აზრები, რომლებიც მათ აქვთ, ოკა-ს უკავშირდება. ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა სახის ობსესია და კომპულსია. თუმცა თემები, რომლებიც ოკა-ს უდევს საფუძვლად, სხვადასხვა კულტურაში მსგავსია, კულტურულ ფაქტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ობსესიებზე (მაგ. აგრესიული და რელიგიური ობსესიების დომინირება შეიმჩნევა ბრაზილიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში). გარდა ამისა, ოკა-ს ქვეტიპები, როგორც ჩანს, ვარირებს პაციენტის ასაკის ან განვითარების შესაბამისად (მაგალითად, ობსესიების ზიანი, რომლებიც შეეხება სიკვდილის შიშს ან საყვარელი ადამიანების ავადმყოფობას, ბავშვებს შორის გაცილებით დიდია, უფროსებთან შედარებით).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოკა-ის მქონე ბევრ ინდივიდს დისფუნქციური რწმენა აქვს. მათ შორის შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის გადაჭარბებული გრძნობა და საფრთხის გადაფასების ტენდენცია, პერფექციონიზმი, აზრების ზემნიშვნელოვნება და აზრების გაკონტროლების საჭიროება.

ობსესიებისა და კომპულსიების შინაარსი მნიშვნელოვნად ცვალებადობს ინდივიდიდან ინდივიდზე, თუმცა, სტატისტიკური ანალიზის შედეგად, გამოყოფენ ობსესიების ოთხ ძირითად ჯგუფს. ეს შეიძლება იყოს სიმეტრია (სიმეტრიის ობსესია და გამეორების, მოწესრიგებისა და თვლის კომპულსია), დასუფთავება (დაბინძურების ობსესიები და დასუფთავების კომპულსიები), აკრძალული ან ტაბუირებული აზრები (აგრესიული, სექსულური ან რელიგიური ობსესიები და მათთან დაკავშირებული კომპულსიები), დაზიანება (შიში იმისა, რომ სხვას ან საკუთარ თავს ზიანს მიაყენებს და გადამოწმების კომპულსიები). ოკა-ის მქონე ინდივიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად ემოციურად რეაგირებენ ობსესიებისა და კომპულსიების აღმძვრელ სიტუაციებში მოხვედრისას. მაგალითად, ბევრი მათგანი მნიშვნელოვნად შფოთავს და რეკურენტული პანიკური შეტევებიც ემართება. სხვები ზიზღზე საუბრობენ. კომპულსიების შესრულებისას ზოგი დისტრესს და არაკომპეტენტურობას განიცდის, ზოგი კი გრძნობს, რომ „ზუსტად ისეა, როგორც საჭიროა“. ამ აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ჩვეულია ობსესიებისა და კომპულსიების აღმძვრელი ადამიანებისთვის, ადგილებისა და საგნებისთვის თავის არიდება.მაგალითად, დაბინძურების ობსესიის მქონე ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს (რესტორნებს, ტუალეტებს) შეიძლება ერიდებოდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გთხოვთ სწორი მიმართულებით მირჩიოთ რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო, ადამიანზე მიჯაჭვულობის, უიმედობის, შფოთვითი აშლილობის, პანიკური შემოტევების, გაფანტულობისა და აკვიატებული ფიქრების დასამარცხებლად. </p>

ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას ახასიათებს განმეორებითი, არასასურველი, შფოთვის მაპროვოცირებელი აკვიატებული აზრები, ხატები ან იმპულსები (აკვიატებები), რაც სულელურად, უცნაურად ან საშინელებადაც შეიძლება აღიქმებოდეს პირის მიერ, რომელიც მას განიცდის. ადამიანს უჩნდება სურვილი ან ვალდებულება, რამე იღონოს აკვიატებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.

ობსესიურ-კომპულსიური ქცევა ძალიან ხშირად დაკავშირებულია დაზიანების ან რისკის შიშთან;

მკურნალობა ტარდება ექსპოზიციური თერაპიით (კომპულსიური რიტუალების პრევენციით) და ანტიდეპრესანტებით.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიხშირე ორივე სქესის პაციენტებს შორის თითქმის თანაბარია და შეადგენს საერთო პოპულაციის დაახლოებით 2%-ს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გვხვდება ბავშვებს შორისაც.

აკვიატებები, როგო­რც წესი, დაკავშირებულია დაზიანების, რისკის, საფრთხის განცდასთან. ჩვეულე­ბრივ, აკვიატებები მოიცავს:

  • სიბინძურესთან შეხების შიშს (მაგალითად, დაავადების შიში კარის ჭუჭყიან სახელურთან შეხებისას);
  • ეჭვს (ორჭოფობას), მაგალითად, ორჭოფობა – არის თუ არა კარი ჩაკეტილი;
  • დაკარგვის შიშს;
  • შიშს, რომ აგრესიულობის გამო ვინმე არ დააშავოს.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებულთა 95% იძულებულია შეასრულოს რ­ი­ტუალი – განმეორებითი, მიზანმიმართული, წინასწარგანზრახული აქტი. აკვიატების გასაკონტროლებლად შესრულებული რიტუალები მოიცავს შემდეგს:

  • დაბანა ან გაწმენდა დაბინძურების მოსაშორებლად;
  • შემოწმება ეჭვის გასაქარვებლად (მაგალითად, შემოწმება, ჩაკეტილია თუ არა კარი);
  • დაგროვება დაკარგვის თავიდან ასაცილებლად;
  • იმ ადამიანებისთვის თავის არიდება, რომლებიც შესაძლოა აგრესიის ობიექტი გახდნენ.

რიტუალების უმეტესობა, როგორიცაა ხელის დაბანა ან ჩაკეტილი კარის განუწყვეტლივ შემოწმება, თვალსაჩინოა. სხვა რიტუალები უხილავია, მაგალითად, გაუთავებელი თვლა ან ბუტბუტი საფრთხისა და დანაკარგის შესამცირებლად. აკვიატებებს ყოველთვის არ მოჰყვება ნაძალადევი ქცევა.

პაციენტების უმეტესობა აცნობიერებს, რომ მათი აკვიატებები არ ასახავს რეალურ რისკებს, ხოლო იძულებითი ქცევა უშედეგოა. ამდენად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა განსხვავდება ფსიქოზური აშლილობისაგან, როდესაც პაციენტი კარგავს კონტაქტს რეალობასთან. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა განსხვავდება ობსესიურ-კომპულსიური პერსონალური აშლილობისგანაც, რომლის დროსაც გამოხატულია განსაკუთრებული პიროვნული თვისებები (მაგალითად, პერფექციონიზმი). ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებულები აცნობიერებენ, რომ მათი ნაძალადევი ქცევა გადაჭარბებული და იმდენად უცნაურია, რომ თავად მათში იწვევს უხერხულობის, საზოგადოებისგან გარიყვის გრძნობას. ამიტომ ისინი რიტუალებს გარშემო მყოფთაგან დაფარულად ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ რიტუალი შესაძლებელია რამდენიმე საათი ან მთელი დღე გრძელდებოდეს.

პაციენტთა დაახლოებით მესამედს დიაგნოზის დასმისას დეპრესია აღენიშნება. საბოლოოდ, პაციენტთა ორი მესამედი დროის გარკვეულ მონაკვეთში დეპრესიულია.

კომენტარები (1)
ნათია
ამ სტატიაში ოკა-ს აღწერილობაა და არა რჩევები, ვფიქრობდი გარკვეულ რჩევებს მივიღებდი, ის რაც აქ ამოვიკითხე დაავადების სიმპტომებია და არა გარკვეული რჩევები
თარიღი : 11-05-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რჩევები ოკა-ს მქონე ადამიანებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები