პროფესია და ფსიქიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროფესია და ფსიქიკა

ამ გადაწყვეტილების სისწორეზე დამოკიდებულია პიროვნების ცხოვრების გზა, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილება, წარმატებები შრომასა და კარიერაში. პროფესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, გავლენას ახდენს მის განწყობაზე, ხასიათზე. წარმატება პროფესიულ საქმიანობაში, შრომითი მოტივაცია, პროფესიისგან მიღებული სიამოვნება და კმაყოფილება მნიშვნელოვანწილად სწორედ პროფესიის გააზრებულ არჩევაზეა დამოკიდებული.

ადამიანთა უმრავლესობა პროფესიის არჩევისას არ განიხილავს არსებულ ალტერნატივებს და გადაწყვეტილებას იღებს ინტუიციურად, სხვების რჩევით, გაუაზრებლად ან იმ განათლებასა და ტრენინგებზე დაყრდნობით, რომლებიც გავლილი აქვს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე ასრულებს სამუშაოს, რომელიც არ აინტერესებს, არ იძიებს დეტალურ ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ და ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებს, ხშირად - მცდარს. ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება უწევს იმ საქმის კეთება, რომელიც არ აინტერესებს ან რომლის შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევები არ გააჩნია, უჩნდება უკაყოფილებისა და არარეალიზებულობის განცდა. ასეთი განწყობა უყალიბდება მას არა მარტო გარშემო მყოფების, არამედ მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც “არ მისცა მას თვითრეალიზაციის შესაძლებლობა”. ასეთი ადამიანები მუდივ სტრესში არიან, ზოგჯერ დეპრესიაც ეუფლებათ, ამიტომ პროფესიის არჩევისას საჭიროა დაფიქრება, ანალიზი, ამომწურავი ინფორმაცია, რათა შეცდომის ალბათობა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი. პროფესიული საქმიანობა პიროვნების თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში დამკვიდრების ძირითადი საშუალებაა, მაგრამ თვითრეალიზაცია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, აქვს ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები და მისი შესრულება სიამოვნებას ანიჭებს. პროფესიის არჩევისას არსებული მოლოდინი და რეალობა, რომელთანაც შეჯახება უხდება ადამიანს, ყოველთვის არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს, ეს კი დარტყმას აყენებს მის ფსიქიკას. ეს პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომების გამო ხდება. ადამიანები მეტ-ნაკლებად ერთნაირ შეცდომებს უშვებენ. ისინი ხშირად ირჩევენ პროფესიას იმის მიხედვით, რამდენად მოდური ან პოპულარულია იგი, იმის მიხედვით, რამდენად რომანტიკულად ან ინტელიგენტურად მიაჩნიათ. არსებობს “შემოსავლიანი” პროფესიებიც.

რომანტიკული და ინტელიგენტური პროფესიები

ხშირად პროფესიის არჩევისას წარმმართველია მოტივი, ეს პროფესია “რომანტიკული” ან “ინტელიგენტური” იყოს. სამწუხაროდ, ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რომ ამ კატეგორიის პროფესიებში საკუთარი თავის სრული რეალიზაციისთვის საჭიროა მძიმე შრომა, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ რომანტიკულობისა და ინტელიგენტურობის ელფერს კარგავს.

მოდური პროფესიები

სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროფესიაა მოდური, მაგალითად, ექიმისა, იურისტისა, ჟურნალისტისა, ბიზნეს-ადმინისტრატორისა, მსახიობისა... ბევრი მათ მოდურობისა თუ პრესტიჟულობის გამო ირჩევს. შესაძლოა, გავიდეს ხანი და ეს პროფესია აღარ იყოს მოდური.


შემოსავლიანი პროფესიები

ადამიანი იწყებს საქმიანობას, მოგვიანებით კი აღმოჩნდება, რომ პროფესიას მართლაც მოაქვს მატერიალური დოვლათი, მაგრამ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ენერგიას, მოთმინებას, ხშირად - საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე უარის თქმას, დიდ რისკს და ა.შ. საკუთარ არჩევანში შეცდომის აღმოჩენისას ადამიანი არცთუ იშვიათად იძულებულია, უარი თქვას პროფესიაზე მას შემდეგ, რაც წლები შეალია კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას. პროფესიის შეცვლა საკმაოდ რთულია. ის ადამიანისგან გარკვეულ გარდაქმნებს მოითხოვს. პროფესიის არჩევასა და შეცვლაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს. მათ შორის:

  • მშობლების, ოჯახის წევრების პოზიცია (ხშირად სწორედ მშობლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შვილის პროფესიულ არჩევანზე);
  • მეგობრების პოზიცია;
  • პედაგოგების პოზიცია;
  • ინფორმირების დონე (ინფორმაცია ამა თუ იმ პროფესიაზე);
  • სამომავლო გეგმები;
  • რეალობის შესაბამისობა პირად გეგმებთან (სამუშაოს შოვნის პერსპექტივა);
  • პიროვნული უნარები და შესაძლებლობები;
  • მიდრეკილებები.

გადაწყვეტილების მიღებამდე ადამიანმა უნდა მოიძიოს დეტალური ინფორმაცია პროფესიის შესახებ, ზედმიწევნით იცოდეს პასუხისმგებლობა და მოვალეობები, რომლებსაც ეს პროფესია აკისრებს, შესასრულებელი დავალებები და აქტივობები, ის ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები და სხვა მახასიათებლები, რომლებიც მოეთხოვება ამ სამუშაოს შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს ზოგიერთი პროფესიისთვის დამახასიათებელ სირთულეებს, ექსტრემალურ პირობებს.

პროფესიები, რომლებიც დარტყმას აყენებს ფსიქიკას

ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა დაასახელეს პროფესიები, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია:

  • ბუღალტერი - ცნობილია, რომ ამ პორფესიის წარმომადგენელთა უმეტესობა საკმაოდ დაძაბული შრომით არის დაკავებული, რომელიც მათგან სიზუსტეს, წესრიგს მოითხოვს. ბევრს ეს პირად ურთიერთობებშიც გადააქვს, აშინებს სიახლე, რისკი, არ უყვარს ექსტრემალური სიტუაციები.
  • ჟურნალისტი - ზედაპირულობა ამ პროფესიის ადამიანების დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევა. ჟურნალისტის პროფესია არ მოითხოვს ამა თუ იმ საკითხის დეტალურ ცოდნას, სიღრმისეულ წვდომას. სამსახურებრივი თვისებები ბევრს პირად ურთიერთობებშიც მიჰყვება.
  • სამხედრო პირი - მათთვის, ვინც სამხედრო კარიერას ირჩევს, დისციპლინა ცხოვრების წესია. ხშირად ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა, ოჯახში დიქტატურასა და ტირანიას ამყარებენ.
  • იურისტი - მკაცრი კოსტიუმი, კეისი, სადა ვარცხნილობა - ეს ამ პროფესიის ადამიანების გარეგნული ნიშნებია. იურისტები შინაგანადაც თავშეკავებულნი არიან, ყოველთვის აკონტროლებენ თავიანთ ქცევას, თვითკონტროლის გამო საუბრისას დაძაბულნი არიან და, როგორც წესი, მაქსიმალურად იყენებენ პროფესიული ტერმინების მარაგს.
  • ექიმი - ეს პროფესია ადამიანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ექიმებს სხვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აბარიათ. მცირედი შეცდომა და უყურადღებობაც კი შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს. ექიმებს ხშირად ამჩნევენ ცინიზმს - ეს მათი ფსიქიკის თავდაცვითი რეაქციაა პაციენტების ტანჯვაზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ როცა ექიმის ცხოვრებაში რაიმე ტრაგედია ხდება, ის ამას მშვიდად, გულგრილად ხვდება, რაც, ფსიქოლოგთა განმარტებით, ფსიქოლოგიური პრობლემების მანიშნებელია. ყველაზე კმაყოფილების მომგვრელი პროფესიების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: რელიგიის მსახურები (არჩევანით კმაყოფილია მათი 87%), მეხანძრეები (80%), ფიზიოთერაპევტები (78%), მწერლები (74%), მასწავლებლები (70%).