Online Mkurnali

რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    მოცვი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    მოცვი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს

    "მოცვის რეგულარული მიღება თავიდან აგვაცილებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას და ხელს უშლის პრედჰიპერტონიის ჰიპერტონიაში გადასვლას", - წერს მკვლევარი სარა ჯონსონი.

    კვლევაში მონაწილეობა მიიღო პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფმა 48 ქალმა. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის ქალები 8 კვირის განმავლობაში ღებულობდნენ 22 გრამ მოცვის ლიოფილიზირებულ ფხვნილს, რაც ერთი ჭიქა მოცვის ეკვივალენტია. მეორე ჯგუფის მონაწილეებს აძლევდნენ პლაცებოს.

    მონაწილეებს, რომლებიც მოცვის ფხვნილს ღებულობდნენ, 8 კვირის შემდეგ სისტოლური არტერიული წნევა დაუქვეითდათ 5%-ით, ხოლო დიასტოლური 6,3%-ით. მათი სისხლძარღვები 6,5%-ით უფრო ელასტიური გახდა. სისხლში აზოტის ოქსიდის დონემ აიწია 68,5%-ით. აზოტის ოქსიდი ნაერთია, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს და არტერიულ წნევას აქვეითებს.

    ლალი ჩხიკვაძე

    მოცვის ნაყოფი სიბნელეში მხედველობას აუმჯობესებს