პირშუშხა - ხალხური მედიცინის სიმდიდრე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირშუშხა - ხალხური მედიცინის სიმდიდრე

პირშუშხა როგორც სამკურნალო მცენარე რუსეთში IX საუკუნიდან არის ცნობილი. სანელებლად მისი გამოყენება გაცილებით გვიან დაიწყო. დღეს პირშუშხა მთავარ რუსულ სანელებლად არის მიჩნეული. აქ მას უწინდებურად იყენებენ თევზეულისგან მომზადებული ცივი კერძების შესაკაზმად. რუსული კულინარიული წესისამებრ, პირშუშხა ძმრის გარეშე გამოიყენება, რადგან “ძმარი კლავს, ახშობს პირშუშხას ძალას”. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღესაც რჩება პირშუშხას ყველაზე ინტენსიურ მომხმარებლად, ყველაზე დიდი პოპულარობა ამ სანელებელმა თავდაპირველად ავსტრიასა და გერმანიაში მოიპოვა. ამ ქვეყნებში პირშუშხა თევზეულისა და ხორცეულის განუყოფელი დანამატი (სხვადასხვა სახითა და ფორმით) და საკაზმი გახლდათ. მაგალითად, ტრადიციული გერმანული რეცეპტით, საშობაო კობრი დღესაც იკაზმება ნაღებით, ნუშით, შაქრითა და პირშუშხათი, ხოლო ავსტრიაში საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს ტრადიციული კერძი - ლორი ვაშლითა და პირშუშხათი. ჩრდილოეთ ამერიკაში პირშუშხა გერმანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. ამ სანელებელს ამერიკელები ერთხანს გერმანულ მდოგვსაც უწოდებდნენ. პირშუშხას მეტად მძაფრი სუნი და გემო აქვს, თავდაპირველად თითქოს მოტკბოა, მერე კი მეტად ცხარდება, მწვავდება და დამახასიათებელ სიმძაფრეს იძენს. ინგლისში პირშუშხა თავიდანვე სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა, განსაკუთრებით - ცხელებისას, აგრეთვე - ნაღვლის ბუშტიდან და სადინარებიდან კენჭების გამოსადევნად. როგორც სანელებელი (ანუ გერმანული საკაზმი) ის მხოლოდ 200 წლის შემდეგ გახდა პოპულარული. ჩვენში სხვა სანელებლებისა და საკაზმების პოპულარობის გამო პირშუშხაზე დიდი მოთხოვნა არ არის, თუმცა, სხვა ბალახოვანი მცენარეების მსგავსად, ის საქართველოშიც ხარობს, ზოგან - ველურადაც. ზოგიერთს სოფლად ბოსტანშიც აქვთ მოშენებული მისი ერთ-ერთი სახეობა - ჩვეულებრივი პირშუშხა (სულ ორი სახეობაა ცნობილი).

ქიმიური შემადგენლობა

პირშუშხას მძაფრი და ცხარე გემო განსაკუთრებული ეთერზეთის - იზოთიოციანმჟავას ალილეთერის - შემცველობით არის განპირობებული. გახეხილი პირშუშხადან გამოიყოფა მდოგვის ზეთი, ალილიზოთიოციანატი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. პირშუშხა შეიცავს აგრეთვე C ვიტამინს, შაქარს, ფერმენტებს, ასპარაგინს, არგინინს, გლუტამინს, კაროტინს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს, კალიუმის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, გოგირდისა და ფოსფორის მარილებს. პირშუშხას წვენი მდიდარია ლიზოციმით - ანტიმიკრობული მოქმედების მქონე ნივთიერებით, ფოთლებში განსაკუთრებით უხვადაა ჩ ვიტამინი, კაროტინი და ალკალოიდები.

ხალხური მედიცინის საუნჯიდან

ხალხურ მედიცინაში პირშუშხა უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება. კარგი ეფექტი აქვს თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დროსაც. გარდა ამისა, ამოსახველებელ, ანტიმიკრობულ, შარდმდენ და ნაღველმდენ, ზოგადგამაჯანსაღებელ, ჭიების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც არის აღიარებული. პირშუშხას ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება, კომპრესების გაკეთება მიოზიტის (კუნთების ანთება), პნევმონიის (ფილტვების ანთება), პლევრიტის (პლევრის ანთება) დროს. ფესვების წვენი ეფექტურია გაციებისა და კბილის ტკივილის, აგრეთვე ჰიპოაციდური გასტრიტის (დაბალი სიმჟავით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) დროს. მცენარის ფესვების ნახარში უხდება ჰიპერტონიას, დიზენტერიასა და ღვიძლის დაავადებებს.