ყოჩივარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყოჩივარდა

ყოჩივარდა მეტად კოლორიტული, კომპაქტური და ოთახის მოსართავად შესაფერისი მცენარეა. ოთახის კულტურად უმთავრესად თურქული და ევროპული ყოჩივარდა გვევლინება, თუმცა, შესაძლებელია, სხვა სახეობებიც მოვიშინაუროთ. მთავარია, ისეთი რეჟიმი შევურჩიოთ, რომ ზამთარშიც - სხვა ყვავილების დასვენების პერიოდში - იყვავილოს. თანაც ყოჩივარდას ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია - არსებობს ჰიბრიდები თეთრი, მოვარდისფრო, მუქი წითელი, მეწამული და იისფერი ყვავილებით.

თანაც ყვავილობა საკმაოდ დიდხანს - 3,5 თვემდე გრძელდება.

ქართული ყოჩივარდა ადრე გაზაფხულზე, ცისთვალას, თეთრყვავილასა და სხვა ადრე მოყვავილე, ტყის კალთის ქვეშ მოზარდ ყვავილებთან ერთად წითელი (მოვარდისფრო) ლამაზი ყვავილებით ამკობს ჩვენს ტყეებსა და ბუჩქნარებს.

ზემოდან და ქვემოდან შებრტყელებული, მომრგვალო ფესვურის სიმსხო 2-4 სმ ფარგლებში მერყეობს. ფესვები ფუნჯისებრია და ტუბერის ქვედა მხარეს ვითარდება. ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზოგჯერ მოგრძო კვერცხისებრ გულისნაირი, კიდემთლიანი, ზემოდან მოთეთრო-მომწვანო ლაქებით.

საერთოდ ყვავილების ყუნწები სწორმდგომია, მაგრამ ყვავილობამდე და ყვავილობის ჟამს თავდახრილი, დაყვავილების შემდეგ კი სპირალურად ეხვევა და თესლი მიწაში ჩააქვს.

ყოჩივარდას ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობა შხამიანია და ყველა ცხოველს წამლავს, გარდა ღორისა.

გამხმარი ტუბერი ტოქსიკურობას კარგავს და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება.

მრავალრიცხოვანი წითელი ყვავილებით და თეთრლაქებიანი ფოთლებით ყოჩივარდა ლამაზი მცენარეა, იგი ფართოდ ინერგება დეკორატიულ მებაღეობაში; სელექციონერებმა გამოიყვანეს მისი საბაღო ფორმებიც.

ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლისა და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტისა და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს.

სისტემატური თავის ტკივილების დროს ცხვირის ნესტოებში ფესურის თბილ წვენს იწვეთებენ.

ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევისა და მასთან დაკავშირებული ნერვული აღგზნების დროს.

რეკომენდებულია ნევრალგიის, საჭმლის მონელების მოშლის, გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალებისა და რევმატული ტკივილების დროსაც.

იყენებენ ფესურის წყალზე დამზადებულ ცხელ ნაყენს (1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა 2 ჭიქა წყალზე, ორი დღის დოზა), ან სპირტიან ნაყენს (1გ ნედლეული 10გ 70-გრადუსიან სპირტზე). 30-40 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.