სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

;

  • გასტრიტის სამკურნალო მცენარეული ნაკრები

გაზაფხული და შემოდგომა საკმაოდ მძიმე პერიოდია ჩემი კუჭ-ნაწლავისათვის. ცხადია, დიეტასაც ვიცავ და გამოკვლევებსაც სისტემატურად ვიტარებ. ექიმებმა გასტრიტის დიაგნოზი დამისვეს. უპირატესობას მცენარეულ, ხალხურ წამლებს ვანიჭებ და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ბუნებრივი საშუალებებით ვცდილობ. მინდა, გასტრიტის სამკურნალო წამლის რეცეპტი თქვენც გაგაცნოთ:

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი დიდი კამის ნაყოფი, ალთეს ფესვი, ჭანგას ფესვი და ძირტკბილას ფესვი. ეს ყველაფერი კარგად დააქუცმაცეთ, აურიეთ და დაასხით 5 ჩაის ჭიქა წყალი. შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეფუთეთ და დადგით 3 საათს. გადაწურეთ და მიიღეთ ძილის წინ 1 ჩაის ჭიქა.

  • მუხის ქერქის ნახარში ფეხის ოფლიანობისგან გაგათავისუფლებთ

ფეხის ძლიერი ოფლიანობა დიდ უხერხულობას მიქმნის. იმდენად შემაწუხა ამ პრობლემამ, რომ ექიმთანაც მივედი. ცხადია, სათანადო მკურნალობაც დამინიშნეს, მაგრამ მაინც ვარჩიე მცენარეული, ხალხური, გამოცდილი რეცეპტების ხმარება, რომელთა შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი.

  • აიღეთ 50-100 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ამ ნახარშის აბაზანები გაიკეთეთ ყოველდღიურად.

  • კანის გაღიზიანების საწინააღმდეგო კრემი

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალისათვის მეტად მნიშვნელოვანია, როგორ მდგომარეობაში აქვს სახის კანი. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად მიმზიდველად გამოიყურება ქალი და რამდენად თვითდაჯერებულად გრძნობს თავს საზოგადოებაში. ჩემთვის ეს მეტად მტკივნეული საკითხია. სახის კანი ხშირად მიღიზიანდება, რადგანაც ანთებითი პროცესებისკენ მაქვს მიდრეკილება. დაინტერესებული ვარ კოსმეტოლოგიით და თვითონვე შევიმუშავე კრემის რეცეპტი, რომელიც სახის კანს მიწყნარებს და მიშუშებს.

  • აიღეთ 50 გრამი მარგარინი, გაადნეთ ცხელ წყალზე, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 2 კვერცხის ცილა და 30 გრამი ქაფურის სპირტი. კარგად აურიეთ და დაასხით 1/4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ისევ აურიეთ და 3 საათით დადგით. წაისვით ყოველდღიურად დაბანილ სახეზე.

  • ჭარხლის წვენი ანგინისგან გიხსნით

გრიპი და გაციება, როგორც წესი, ყელის ტკივილით მეწყება, რომელიც ხშირად მიხანგრძლივდება. ქიმიურს მცენარეული წამლები მირჩევნია და ყელის ტკივილსაც ჭარხლის წვენით ვმკურნალობ.

  • ჭარხალი გახეხეთ წვრილ სახეხზე და გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი. ჩაასხით მასში 1 სუფრის კოვზი ძმარი. ეს ხსნარი გამოივლეთ ყელში დღეში 5-6-ჯერ, ვიდრე ყელის ტკივილი არ გაგივლით.

  • ბარამბო თავის ტკივილისა და ყურებში ხმაურისგან გიხსნით

გაზაფხულდება თუ არა, მეწყება თავის ტკივილი, გულის გახშირებული ცემა, უძილობა, ყურებში ხმაური, ნერვული აშლილობა. ბევრ ექიმს მივმართე, გამოკვლევებიც ჩავიტარე და მითხრეს, რომ ორგანული დაზიანებები არ მაქვს. დამინიშნეს უამრავი წამალი, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი ამ მკურნალობას არ გამოუღია. ვიხმარე ჩვეულებრივი ბარამბო, რომლითაც მას შემდეგ ყოველ გაზაფხულზე ვიტარებ თითო კურსს და მეტად კმაყოფილი ვრჩები.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცებული ბარამბო, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთული დადგით ნახევარი საათის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 5-6-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

  • ხველას მცენარეული ნაკრები შეგიმსუბუქებთ

სუსტი ბრონქების გამო გაციება ყოველთვის ხანგრძლივი და მტანჯველი ხველით მირთულდება. დღეს ტელევიზიით თუ პრესით ხველების საწინააღმდეგო უამრავ პრეპარატს უწევენ რეკლამას, მაგრამ მე უპირატესობას ამ მცენარეულ წამალს ვანიჭებ, რომლის დამზადება მეგობარმა მასწავლა. სხვათა შორის, ჩემს შვილსაც დავალევინე, როდესაც ყივანახველა ჰქონდა და ძალიან მოუხდა.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ნაძვის კვირტი, 1 ჩაის კოვზი მრავალძარღვა ფოთოლი და ამდენივე ვირისტერფას ფოთოლი, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. დააყენეთ 2 საათს, შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ. 1 ჩაის ჭიქა 3 ულუფად გაყავით და დღის განმავლობაში მიიღეთ.

  • ხორბალი ყაბზობას შველისქერტლის მოსაშორებელი საშუალება

ბოლო ხანს თმაში ქერტლი გამიჩნდა და ცვენაც დამეწყო. ძალიან შევშფოთდი, ყველას ჩემს გასაჭირს შევჩიოდი. მეზობელმა მირჩია ქაცვი ზეთი, რომელიც ასე უნდა იხმაროთ:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ქაცვის ზეთი და 96%-იანი სპირტი, აურიეთ და ბამბის ტამპონით შეიზილეთ თავის კანში. 3-4 საათის შემდეგ თავი ბავშვის ან ლანოლინის საპნით დაიბანეთ, შემდეგ კი გადაივლეთ შემჟავებული წყალი (სუფთა წყალში ჩაწურეთ 1/2 ლიმონის წვენი ან ჩაასხით 1/2 სუფრის კოვზი ძმარი).

  • კარტოფილის ფქვილი შეკრულობის წამალიც ყოფილა

ძალიან სუსტი კუჭ-ნაწლავი მაქვს და სულ დიეტაზე ვარ. საკმარისია, კვების რეჟიმი ოდნავ დავარღვიო, რომ მაშინვე კუჭი მეშლება, ქიმიური პრეპარატების მიღების შემდეგ კი მეორე გასაჭირი მადგას - შეკრულობა მეწყება, ამიტომ ვხმარობ ჩემივე ხელით მომზადებულ კარტოფილის ფქვილის ნახარშს, რომელიც სწრაფად მშველის:

  • 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი გავხსნათ 1/2 ჩაის ჭიქა ცივ, გადადუღებულ წყალში, კარგად ავურიოთ, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წუთს. მივიღოთ ერთ ულუფად.

  • მასტიტის მკურნალობა

მეც და მეუღლეც პროფესიით მასწავლებლები ვართ. როცა განათლების სამინისტრომ ახალგაზრდა მასწავლებლებს მაღალმთიან რაიონებში წასვლა შესთავაზა, დაუფიქრებლად გავწიეთ ჯავახეთის ერთ-ერთი სოფლისკენ. მოსამშობიარებლად თბილისში ჩამოვედი, მაგრამ ვიმშობიარე თუ არა, პატარასთან ერთად კვლავ სოფელში დავბრუნდი. გამოუცდელობის გამო მარჯვენა სარძევე ჯირკვალზე მასტიტი დამემართა და არ ვიცი, რა მეშველებოდა, ერთ მოხუცს ჩემთვის შინაური საშუალებებით რომ არ ემკურნალა. ეს ამბავი თავად რომ არ გადამხდენოდა, სხვის მონაყოლს ნამდვილად არ დავიჯერებდი - ჩვეულებრივი კომბოსტოსა და თაფლში შემწვარი ხახვის გამაგრებულ მკერდზე დადება საოცრად ეფექტიანი გამოდგა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ამ საშუალებამ მიშველა:

  • მრავალძარღვას თესლი კარგად უნდა დაიფქვას და დასველდეს წყლით. რამდენიმე საათის შემდეგ მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა დაიდოთ მკერდის გამაგრებულ ადგილზე.

  • კოქტეილი ჰიპერტონიკებისთვის

სტაჟიანი ჰიპერტონიკი გახლავართ, წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, ვიტარებ სერიოზულ და კვალიფიციურ მკურნალობას, მკურნალობის შემდეგ რამდენიმე ხანს შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შემდეგ ისევ მაღალი არტერიული წნევის დასაქვეითებელი პრეპარატების ინტენსიური მიღება მიწევს. ქრონიკული ჰეპატიტიც მაქვს, ამიტომ ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივ და, მით უფრო, მუდმივ მიღებას ვერიდები. ერთ-ერთი ვიზიტისას მკურნალმა ექიმმა მითხრა, შეგიძლია, მკურნალობის შემდეგ შედეგის გასამყარებლად შინაური საშუალებები იხმაროო და მირჩია, წნევის მომატების საწინააღმდეგო კოქტეილი მეცადა, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 2 ჭიქა ჭარხლის წვენი, 250 გრამი თაფლი, 1 ცალი ლიმონი, 1 ჭიქა არაყი, აურიეთ ერთმანეთში და მინის ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

კოქტეილის მიღებიდან 3 საათის შემდეგ აუცილებელია წნევის გაზომვა, რათა კოქტეილმა მაჩვენებელი ნორმაზე დაბლა არ დასწიოს. როცა კოქტეილის მეშვეობით წნევა მართლაც დამირეგულირდა, გავთამამდი და ნაცნობ-მეგობრების მიერ ამ ხნის განმავლობაში ნასწავლები სხვა საშუალებებიც ვცადე. მათი წყალობით წნევის წამლებს იშვიათადღა ვსვამ.

ყველა ჰიპერტონიკს ვურჩევ, გამოსცადოს ეს საშუალებები:

  • აიღეთ რამდენიმე კარტოფილი, გაფცქვენით და ისე მოხარშეთ, რომ არ ჩაიშალოს, შემდეგ გადაწურეთ და ყოველდღიურად სვით 1-2 ჩაის ჭიქა ნახარში. წნევა 1 კვირაში მოგიწესრიგდებათ.

  • 3 კგ ხახვი გამოწურეთ, წვენში აურიეთ 500 გრამი თაფლი და 25 ცალი დაფქული კაკლი უღელი, დაასხით 0,5 ლ არაყი და 10 დღეს გააჩერეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

  • 2 მოზრდილი თავი ნიორი გაარჩიეთ და დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 12 დღე. მიიღეთ 20 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

  • გახეხეთ 3 თავი ნიორი და 3 ცალი ლიმონი, მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით 1,25 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 1 დღე-ღამით დადგით სითბოში. პერიოდულად ურიეთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • ჭიქაში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი და შეავსეთ ცხელი ანადუღარი წყლით, გააჩერეთ მთელი ღამით. დილით ჭიქიდან ფრთხილად გადაწურეთ წყალი, დარჩენილი სითხე კი ბოლომდე დალიეთ.

თუ ერთ-ერთი რეცეპტით 1-2-კვირიან კურსს მაინც ჩაიტარებთ, მერწმუნეთ, წნევის დამწევი წამლები გაცილებით ნაკლები დაგჭირდებათ.

  • ენერგიის აღდგენა ბაბუაწვერას მიანდეთ

ცივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ ბევრი უჩივის სწრაფად დაღლას, გამოფიტვასა და ენერგიის დეფიციტს, რაც არცთუ ისე ძნელი დასაძლევი ყოფილა:

  • აიღეთ ბაბუაწვერა ფესვები, ღეროები და ფოთლები. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირას.

ბაბუაწვერას ახალი ფოთლები აძლიერებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. შეგიძლიათ მისი ნორჩი ფოთლებისგან სალათის მომზადება, ასევე შეგიძლიათ დალიოთ ფოთლების გამონაწური -

  • თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ზოგიერთი უპირატესობას ბაბუაწვერას ფესვების წვეთებს ანიჭებს, რომელიც ასე მიიღება: აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, დააყენეთ 2 კვირით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად კარგია კაკლის ფოთლების ნაყენიც:

  • 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთს, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.

  • 2 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • აიღეთ 1 თავი ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის ჭიქა რძე, აურიეთ და სვით მთელი დღე. კურსი ორკვირიანია.

საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ ყურძენს, ჟოლოს, პამიდორს, სტაფილოს, ბადრიჯანსა და ხურტკმელს.

  • ნევრასთენია დაუძლეველი ნუ გგონიათ

ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მშვენივრად მესმის, რომ ნერვული მოშლილობებით ვერავის გავაოცებ, მაგრამ ის მარტივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ნევრასთენიას ვძლიე, ვიცი, ნამდვილად ბევრს გააკვირვებს.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათით შედგით ღუმელში ან დააყენეთ თერმოსში. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

  • აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელი ყვავილი და ნაყოფი, აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნარევი და დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ თერმოსში ისევ 2 საათს. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნერვებს შესანიშნავად ამშვიდებს კაკალი, ქიშმიში და ყველი. თურმე ეს პროდუქტები ტიბეტელი ბერების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ისინი უნდა ჭამოთ ყოველდღე, ერთ ჯერზე - 30 გრამი კაკალი, 20 გრამი ქიშმიში და 20 გრამი ყველი. ისინი ხსნიან დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებენ გულის კუნთის მუშაობას და ზრდიან ნერვული სისტემის მდგრადობას. ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლიც.

  • ძილის წინ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება მოქმედებს როგორც საძილე და ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალება.