კოლაჟი

არაერთხელ გამოვცადე და არასდროს გამცრუებია იმედი. ისვით თითი შუბლის შუა ხაზზე ცხვირის ფუძიდან თმის ძირებამდე. შემდეგ ცხვირის ფუძის ორივე მხარეს, 1-1,5 სმ-ის დაშორებით, მოძებნეთ ორი სიმეტრიული წერტილი, ამ წერტილებზე მიიჭირეთ ორივე ხელის ცერი და რამდენიმეჯერ გადაისვით კეფისკენ, კისრის მალებამდე. ამის შემდეგ თავზე, მხრებსა და ხელებზე ნაზად გადაისვით ხელი და ხელის მტევნები ძლიერად დაიფერთხეთ, თითქოს ტკივილის გადაგდება, მოშორება გსურთ. რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ ტკივილს ვეღარ იგრძნობთ, გონება გაგინათდებათ.
როგორ მოვირჩინე ცისტიტი
ახალგაზრდობაში ისეთი პრანჭია ვიყავი, ზამთარშიც კი ლამის საზაფხულოდ ჩაცმული დავდიოდი და დამემართა კიდეც ცისტიტი. მადლობა ღმერთს, ბებიაჩემი მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა და სასწრაფოდ დამიწყო მკურნალობა. გარდა საყოველთაოდ ცნობილი დათვისყურასი, ბებო მიხარშავდა შვრიას თაფლთან ერთად, მიმზადებდა აბაზანებს, მიორთქლავდა ფეხებს. არ მეგონა, თუ შვრიის ნახარში ასეთი ეფექტური გამოდგებოდა... სამუდამოდ დავიმახსოვრე მისი რეცეპტი: 1 ჭიქა შვრიის მარცვალს ვასხამთ 2 ჭიქა წყალს, ვადუღებთ წყლის აბაზანაში, ვიდრე წყლის ნახევარი არ აორთქლდება. გაწურეთ და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. შემდეგ კიდევ 5 წუთს ადუღეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
- აბაზანის მოსამზადებლადაც ბევრი არაფერია საჭირო: აიღეთ 6 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი გვირილის ყვავილი, ჩაყარეთ ერთ ვედრო ადუღებულ წყალში, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთს, შემდეგ ვედროს თავსახური დაახურეთ, ნახევარ საათს დააყენეთ და გაწურეთ. ამ ნახარშის ორთქლით ყოველდღე გაიკეთეთ მჯდომარე აბაზანები, უმჯობესია, ძილის წინ. პროცედურა 15 წუთს უნდა გაგრძელდეს, აბაზანის შემდეგ კი პირდაპირ საწოლში ჩაწექით და კარგად ჩაიფუთნეთ.
ძალიან კარგია გვირილის ნახარშით ფეხების დაორთქვლაც. ბებიაჩემის წყალობით ცისტიტმა ზუსტად ერთ კვირაში გამიარა. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტები მათაც უშველის, ვისაც დაავადება დღემდე ტანჯავს.
ჰაიმორიტი უწამლოდ რჩება
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ვისთვისაც ერთხელ მაინც გადაუტანია ჰაიმორიტი და მის მიერ მიყენებული დისკომფორტი ახსოვს, იოლად წარმოიდგენს ჩემს მდგომარეობას. ათასი საშუალება ვცადე, ტრადიციულიც და არატრადიციულიც, მათ შორის - ლიმონისა და პირშუშხას ნარევიც, მაგრამ უშედეგოდ. დროებით მომეშვებოდა, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთმა ექიმმა ისიც კი მითხრა, ჰაიმორიტი არ იკურნება და ამაო ნერვიულობას მოეშვიო. ერთ დღეს მივლინებიდან ვბრუნდებოდი. რეისი საკმაოდ გრძელი იყო.
თვითმფრინავში ჩემს გვერდით ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იჯდა, რომელიც დროდადრო შუბლზე ხელს იკაკუნებდა. თავდაპირველად მეცინებოდა, შემდეგ გავღიზიანდი და ვთხოვე, შეეწყვიტა. მან ბოდიში მომიხადა და მითხრა, ეს უკვე ჩვევად მექცა და დიდი ხანია, ვეღარც კი ვამჩნევო. ნერვების ბრალია-მეთქი? - ვკითხე. აღმოჩნდა, რომ შუბლზე კაკუნით ჰაიმორიტი მოირჩინა. გაღიზიანებამ მაშინვე გამიარა და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ ჩემი თანამგზავრი ტექნიკური მოწყობილობებით იყო გატაცებული.
ერთხელ თვალში მოხვდა გამოკვლევა, სადაც ლაპარაკი იყო ზოგიერთი დაავადების, მათ შორის ჰაიმორიტის ვიბრაციის მეშვეობით განკურნების შესახებ. მან მეთოდურად დაიწყო თითების კაკუნი ჰაიმორის ღრუზე და მართლაც განიკურნა, მაგრამ თითების კაკუნი ჩვევად ექცა. მომინდა, ეს მეთოდი დაუყოვნებლივ გამომეცადა... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თუ სადმე დაინახავთ ასაკოვან ქალს, რომელიც ზის და შუბლზე თითებს იკაკუნებს, იცოდეთ, რომ ეს მე ვარ. მეც დამჩემდა თითების კაკუნი, თუმცა ჰაიმორიტმა უკვე დიდი ხანია გამიარა. არც გაბრაზდეთ და არც გაღიზიანდეთ, უბრალოდ გაიღიმეთ - მე ხომ თავი დავაღწიე დაავადებას, რომელიც მკურნალობას ძალიან ძნელად ემორჩილება.
შავბალახას სამკურნალო თვისებები
ახალგაზრდობისას მყავდა მეგობარი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. შემდეგ საზღვარგარეთ გადასახლდა და ალბათ უკვე 20 წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. ვფიქრობ, ძალიან კარგი ექიმი დადგა, რადგან სტუდენტობის პერიოდშივე ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი - ადამიანის დაიმედება შეეძლო. თუ ვინმეს უსიამოვნება შეხვდებოდა, ეუბნებოდა: "დალიე შავბალახა და ყველაფერი გაგივლის". მეგონა, ხუმრობდა. მაგრამ მალე თვითონვე დავრწმუნდი, რომ შავბალახა მართლაც საოცარი წამალია.
40 წელს რომ გადავაბიჯე, ჰიპერთირეოზი დამემართა. ძალიან გავხდი - დაახლოებით 20 კგ დავიკელი, დამეწყო ოფლიანობა, გამიხშირდა გულისცემა. ნევროპათოლოგმა ენდოკრინოლოგთან გამაგზავნა, რომელმაც, საბედნიეროდ, მალევე დამისვა სწორი დიაგნოზი, გამიბრაზდა, რომ თავიდანვე მას არ მივმართე და მკურნალობა დამინიშნა.
ვსვამდი მედიკამენტებს და ვიცავდი კვების რეჟიმს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაინც ვერ ვიყავი კარგად - უგუნებობასა და გაღიზიანებადობას ვერაფრით დავაღწიე თავი. ერთ საღამოს სრულიად უმიზეზოდ ავტირდი და კარგა ხანს ვერ დავმშვიდდი. ამის შემდეგ ვცადე, რაიმე სასიამოვნოზე მეფიქრა, რათა დავწყნარებულიყავი და დამეძინა. მართლაც, გავიხსენე მეგობარი, შემდეგ თითქოს მისი სიტყვებიც ჩამესმა... მაშინვე წამოვხტი, მოვძებნე ჩემს აფთიაქში ეს არაჩვეულებრივი ბალახი, დავაყენე, დავლიე და ისე მშვიდად ჩამეძინა, რომ არც კი შემიმჩნევია. მეორე დღეს გამახსენდა, რომ ნევროპათოლოგმაც და ენდოკრინოლოგმაც შავბალახას სმა მირჩიეს, მაგრამ ყური არ ვათხოვე - ეგ რა წამალია-მეთქი... ამ ამბის შემდეგ კი შავბალახათი დავინტერესდი და გადავწყვიტე, მის შესახებ ყველაფერი შემეტყო.
დავიწყე ძილის წინ მისი ნაყენის სმა. ძილიც მომიწესრიგდა და დღისითაც გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს. თავდაპირველად ნაყენს აფთიაქში ვყიდულობდი, ზაფხულში კი ეს მცენარე საკუთარ ბაღში აღმოვაჩინე, მაშინვე ვიცანი და გადავწყვიტე, ნაყენი დედაჩემისთვისაც მომემზადებინა, რადგან ვიცი, შავბალახა მაღალ წნევასაც შველის. პატარა მაკრატლით მოვჭერი, გაზეთზე გავფინე და ჩრდილში გავაშრე, ჩემთვის კი გამოვწურე ახალი წვენი (ის უფრო ეფექტურია) და ყოველ საღამოს ვსვამდი 30 წვეთს (ვაზავებდი ერთ კოვზ წყალში). გთავაზობთ შავბალახას სპირტხსნარის არაჩვეულებრივ რეცეპტს.
- შავბალახა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი და დაამატეთ იმავე რაოდენობის 96-გრადუსიანი სამედიცინო სპირტი, ჩაასხით ბოთლში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. მიიღეთ 20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
შავბალახას დღესაც ვსვამ. გულის ფრიალი გაცილებით იშვიათად მაწუხებს, დავმშვიდდი, ნორმალურად მძინავს და აღარც უმიზეზოდ ვქვითინებ. მკურნალობაც უფრო მეტი წარმატებით მიმდინარეობს.
ქერტლი აღარ შეგაწუხებთ
ეს რეცეპტი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მერწმუნეთ, გიშველით! წინათ თავი სავსე მქონდა ქერტლით, მუქი ფერის ტანსაცმელს ვერ ვიცვამდი. რა არ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. თანდათან ქერტლს მეორე უბედურებაც დაერთო - თმის ცვენა დამეწყო. ერთხელ ერთ სუფრაზე მოვხვდი, სადაც ნაცნობის ნაცნობმა შესანიშნავი საშუალება მასწავლა: ვიღებთ ალოეს ფოთოლს, ვჭრით შუაზე და თავის დაბანის წინ თმის ძირებში ვიზელთ. დაბანის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში უმჯობესია, 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი აიღოთ.