სამკურნალო წერილები

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
ცისტიტის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი
რამდენიმე წლის წინათ, გაზაფხულის დამდეგს, მე და ჩემს მეუღლეს გულმა ბუნებისკენ გაგვიწია. ხასხასა ბალახმა, ჩიტების ჟღურტულმა, წყლის ლივლივმა თავი დაგვავიწყა და ტბაში გადავეშვით...ფილტვების ანთებას კი გადავურჩი, მაგრამ ცისტიტს ვეღარ დავუძვერი. იმ ღამეს სიცხემ ამიწია, ტკივილმა ლამის კედელზე გამიყვანა... კიდევ კარგი, ჩემს ტანჯვას ჩემი და შეესწრო და ხალხური რეცეპტები მომაშველა. მინდა, ისინი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო.
აიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. მკურნალობა დაავადების ჩაცხრობამდე გააგრძელეთ. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ.აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.
მასტოპათიის მკურნალობის ხალხური მეთოდები
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
რამდენიმე წლის წინ მკერდში კვანძები შევამჩნიე. მეუღლემ ძლივს დამითანხმა და გამოსაკვლევად წამიყვანა. დამიდგინეს მასტოპათია. დავიწყე ხალხური საშუალებებით მკურნალობა, რაშიც ჩემი დეიდაშვილი დამეხმარა. იგი ექთანია, სოფლად ცხოვრობს და თვითონვე აგროვებს სამკურნალო ბალახებს. სწორედ მან მასწავლა რამდენიმე რეცეპტი, რომლებმაც ძალიან მარგო (რასაკვირველია, მათი მიღების თაობაზე ჩემს ექიმსაც შევუთანხმდი).
- აიღეთ მსხვილფოთოლა ნაღველა, დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ადუღეთ. გამოიყენეთ ამ ნაყენის საფენები.
- 20 გ სამკურნალო ძიძოს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთს. გამოიყენეთ საფენები.
- 20 გ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთს. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვი, პიტნა, გვირილის ყვავილი, ფენხელის ნაყოფი, კვლიავი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთით დააყენეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
როგორ მოვიცილოთ კოჟრი
დაცხება თუ არა, ტერფები მტკივდება, კანი მისქელდება და მიმკვრივდება. ერთხელ ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე, მან კი კოჟრების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება მასწავლა. მათი წყალობით უწინდელი დისკომფორტი აღარ მაწუხებს. აი ეს რეცეპტები:
- საღამოს ფეხები ცხელ წყალში ჩაყავით და 15-20 წუთს გააჩერეთ. თუ წყალი გაგრილდა, ფრთხილად ჩაამატეთ მდუღარე. შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ, კოჟრზე ლიმონის ნაჭერი დაიდეთ და კარგად შეიხვიეთ. 4-5 დღეში კოჟრი გაქრება.
- კოჟრი ჩამოიბანეთ შემწვარი ხახვის ნახარშით. პროცედურა ჩაიტარეთ რამდენიმეჯერ, კოჟრის ამოვარდნამდე.
- ხახვის ფურცელს დაასხით ძმარი და ორ კვირას გააჩერეთ. დაიდეთ კოჟრზე დაახლოებით 3 მმ სისქის ფენა და დილამდე დაიტოვეთ. გაიმეორეთ, ვიდრე კოჟრი არ ამოვარდება.
- დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით, კარგად გაიმშრალეთ და დაიდეთ გაჭრილი ლეღვი. გაიმეორეთ ყოველ ღამე, ვიდრე შედეგს არ მიიღებთ.
იშიაზმა თუ შეგაწუხათ
რამდენიმე თვის წინ ძლიერ წვიმაში მოვყევი და დავსველდი. იმ საღამოს - არაფერი, მაგრამ დილით წელში ვეღარ გავიმართე. განსაკუთრებით მტკიოდა დუნდულა კუნთების მიდამო, ბარძაყის უკანა ზედაპირი და წვივი. ნერვოპათოლოგმა იშიაზის დიაგნოზი დამისვა, წამლები და სითბო გამომიწერა. ამ ყველაფერმა შედეგი მართლაც გამოიღო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა გავცივდი და იმ საშინელმა ტკივილმა ისევ შემახსენა თავი. დედაჩემმა საგვარეულო რეცეპტები მოიძია და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა.
- აგავას ან ალოეს ფოთოლი გაჭერით, მტკივან ადგილას დაიდეთ და დაიმაგრეთ. შესაძლოა, დაგეწვათ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, გაუძელით. შედეგი ამად ღირს. კანის გაღიზიანების დასაცხრობად მტკივან ადგილას დროდადრო ახალი ხაჭო დაიდეთ.
- ფეხების დაბუჟების, ნევრალგიების, იშიაზის დროს კარგია უკვდავას ყვავილის ნახარში. ერთ სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა წყალი, დააყენეთ ერთი საათით. მიიღეთ თბილი, 1/2 ჭიქა, დღეში 3-4 ჯერ, ჭამამდე, 15-20 დღის განმავლობაში.
კბილის ტკივილი
აქამდე კბილებს არ ვუჩიოდი, მაგრამ ეს ორი წელიწადია, ძალიან შემაწუხა. ხან შემისივდება, ხან კი ტკივილისგან ლამის კედლებზე გავიდე. შარშან, ზაფხულის პირზე, სოფელში მომიხდა გამგზავრება, თან ბავშვებიც წავიყვანე. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ, მაგრამ იმ არეულობაში წამლების ჩანთა სახლში დამრჩა. რაღას ვიზამდი, მეუღლეს უნდა დავლოდებოდი - ერთ კვირაში აპირებდა ჩამოსვლას. ვლოცულობდი, ეს ერთი კვირა არაფერი დაგვმართნოდა, მაგრამ... სწორედ იმ ღამით კბილმა ისე შემომიტია, გამაგიჟა... უცებ გამახსენდა, რომ მამიდაჩემი (მის სახლში ვცხოვრობდით) სამკურნალო ბალახებს აგროვებდა... მოვიძიე და სხვენში მართლაც აღმოვაჩინე რამდენიმე საშუალება. მათი წყალობით ტკივილი რამდენიმე წუთში დამიცხრა და ჩამეძინა.
მინდა, მამიდაჩემის რეცეპტები თქვენც გასწავლოთ:
- 1-2 სუფრის კოვზ წითელი დიდგულას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 1 საათით. გამოივლეთ ცხელი.
- წითელი დიდგულას სპირტხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი მალე გაგივლით.
- 1-2 სუფრის კოვზ კაკლის ქორფა, ზეთოვან ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი და 1-2 საათით დააყენეთ. გამოივლეთ დღეში რამდენჯერმე.
- აიღეთ 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და ჩაუმატეთ 25 მლ ტყის კამის ნაყენი (ერთი ჭიქა ადუღებული წყალი 1-2 სუფრის კოვზ ბალახზე). სპირტხსნარი დააწვეთეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი დაცხრება.
გვირილა ღრძილების მკურნალია
დიდი ხანია, პირის ღრუს პრობლემები მაწუხებს. ღრძილებს განსაკუთრებით მწარე და მჟავე საკვები მიღიზიანებს. ფინანსურად მთლად წელში გამართული ვერ ვარ, ამიტომ სტომატოლოგისთვის არ მიმიმართავს, თანაც მცენარეული საშუალებების მოტრფიალე გახლავართ. ვიყენებ გვირილის ნაყენს, რომელიც ტკივილსა და დისკომფორტს საგრძნობლად მიმსუბუქებს.
ვიღებთ 2 სუფრის კოვზ გვირილას, ვათავსებთ მომინანქრებულ ჭურჭელში, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვახურავთ ხუფს და 2 საათით ვტოვებთ. ამის შემდეგ გადავწურავთ და ვივლებთ პირის ღრუში დღეში 2-4-ჯერ, ჭამის შემდეგ.
თუთის მალამო ჭრილობებს კურნავს
სოფელში პატარა მეურნეობა გვაქვს. მუშაობისას ხშირად ვიზიანებ ხელებს, ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ჭრილობაც მქონია. თუთა ძალიან მიყვარს, მაგრამ სასარგებლოც თუ იყო, არ ვიცოდი. მეზობელმა მასწავლა მალამო, რომელიც ჭრილობებს შესანიშნავად აშუშებს. აიღეთ თუთის ხის ქერქი და დაფხვენით. 2 სუფრის კოვზს დაასხით 1,5 ჭიქა მზესუმზირას ზეთი, კარგად აურიეთ და მალამოც მზად არის.