დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აადუღეთ 1 ლ რძე, ჩაასხით მაიონეზის ქილებში და დადგით. ოდნავ რომ შეგრილდება, ჩაამატეთ თითოეულ ქილაში 1/2 ჩაის კოვზზე ოდნავ მეტი მაწონი, მოურიეთ, შეფუთეთ თბილად და 4-5 საათით დატოვეთ დადეთ სითბოში. შემდეგ 5-6 საათით მაცივარში შედგით. მაწონი კარგად რომ ჩადედდება, ორცხობილას რამდენიმე ნაჭერს დაახეხეთ ნიორი და ქილებში ჩააწყვეთ. შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ ძილის წინ.

ნივრიანი მაწონი გემრიელი და სასარგებლოა, შედეგს კი რამდენიმე დღეში დაინახავთ: გაქრება არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში, შებერილობა, მუცლის ყურყური. მე ნივრიანი მაწვნით მარტო მამას კი არა, მთელ ოჯახს ვკვებავ. ვისაც მამაჩემისმაგვარი პრობლემები გაქვთ, გირჩევთ, ჩემი რეცეპტით ისარგებლოთ - მერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით.

ნანა ბერუაშვილი

გემრიელი წნევის წამალი

მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ. ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი, რომელიც აქვეითებს მაღალ წნევას და თანაც ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომელთა ნაკლებობასაც ზამთარში ყველა განვიცდით. წამალი ადვილი მოსამზადებელია:

  • აურიეთ ერთმანეთში 200 გ წითელი ჭარხლის წვენი და თაფლი, დაამატეთ 100 გ შტოშის წვენი და 100 მლ სამედიცინო სპირტი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნარევს არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია, ამიტომ მისი მიღება შეგიძლიათ იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებთ. თუ წნევა ნორმას დაუბრუნდა და მისი უეცარი აწევ-დაწევა აღარ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ნარევის მიღება შეწყვიტოთ. მე ორმაგ დოზას ვამზადებ, ვინახავ მაცივარში და ვიღებ 3-კვირიან კურსებად, 10-12-დღიანი შესვენებით.

ლიკა სისაური

ტროფიკული წყლული წიწიბურას ფაფით მოვირჩინე

ისევე როგორც ჩემის ასაკის ყველა ადამიანს (71 წლის ვარ), მეც დაავადებათა მთელი თაიგული მაწუხებს: ჰიპერტონია, პოლიართრიტი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, ვარიკოზი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები... რასაკვირველია, ყველაფრისგან ერთდროულად ვერ განიკურნები, მაგრამ ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, შევინარჩუნო ჯანმრთელობა იმ რეცეპტებითა და რეკომენდაციებით, რომლებსაც თქვენს ჟურნალში ვპოულობ. თქვენი ჟურნალის გამოსვლას, ჩემი არ იყოს, ალბათ სხვებიც მოუთმენლად ელიან, რათა მის ფურცლებზე სასარგებლო რჩევა-დარიგება ამოიკითხონ. მინდა მოვუყვე მათ, როგორ მოვირჩინე ტროფიკული წყლული. სამი წლის წინ ვენების ვარიკოზული გაგანიერების ფონზე ტროფიკული წყლული გამიჩნდა. არ ვიცოდი, როგორ მემკურნალა. ვისვამდი მალამოებს, ვიკეთებდი საფენებს - არაფერმა მიშველა. ასე ვიტანჯე ოთხი თვე. დამეწყო საშინელი ტკივილი, ფეხი გამისივდა. ერთმა ნათესავმა ტროფიკული წყლულის სამკურნალო ოთხი რეცეპტი ჩამაწერინა. მათგან ყველაზე მარტივი ამოვირჩიე და მისი წყალობით საკმაოდ სწრაფად განვიკურნე. უადვილესი საშუალებაა, მართალი გითხრათ, თავიდან არც კი მჯეროდა, რომ მიშველიდა.

  • წყალში მოხარშეთ წიწიბურა - ფაფა არც მეტისმეტად სქელი უნდა გამოვიდეს და არც მეტისმეტად თხელი. ხარშეთ დიდხანს, რომ წიწიბურა კარგად მოიხარშოს. როცა მომზადდება, შეაგრილეთ და თბილ-თბილი პირდაპირ ჭრილობაზე დაიდეთ თანაბარ ფენად. ზემოდან დაიფინეთ პოლიეთილენის პარკი და სუფთა ნაჭრით შეიხვიეთ. დილით მოიხსენით, ფაფა მოიშორეთ და კალიუმის პერმანგანატის სუსტი, ბაცი ვარდისფერი ხსნარით ძალიან ფრთხილად გაიწმინდეთ ჭრილობა.

თავდაპირველად ამ პროცედურას დილა-საღამოს ვიტარებდი, როცა ჭრილობამ შეხორცება დაიწყო - მხოლოდ ღამით, დღისით კი ჭრილობას არ ვიხვევდი, რომ კარგად მომშრალიყო.

ნათელა წივწივაძე

ლიპომა უოპერაციოდ გამიქრა

რამდენიმე წლის წინ სახეზე გამომივიდა ლიპომა (ხალხში “ჟირავიკს”, ცხიმგროვას რომ ეძახიან). მივმართე ექიმს, რომელმაც მითხრა, ავთვისებიან ფორმაში არ გადაიზრდება, მაგრამ ესთეტიკური თვალსაზრისით ოპერაციულად მოშორებას გირჩევთო. გამეგონა, რომ ოპერაციის შემდეგ ლიპომამ ხელახლა გაჩენა იცის და არ დავთანხმდი. მეგობრის დედამ ლიპომის მოსაშორებელი შინაური რეცეპტი მასწავლა. რას ვკარგავდი, ვსინჯე და მართლაც, მიშველა. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ 30 გ (2 სუფრის კოვზი) არაყი და 30 გ მცენარეული (არარაფინირებული) ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, დაასველეთ ამ სითხეში ბამბა და დაიდეთ ლიპომაზე, ზემოდან დაიფინეთ გასანთლული ქაღალდი და დაიმაგრეთ ლეიკოპლასტირით. არაყი ახურებს, ზეთი კი დამწვრობისგან იცავს კანს. გამოიცვალეთ კომპრესი ყოველდღე, სანამ ლიპომა არ გაგიქრებათ.

გიორგი ბაბუნაშვილი