რა შედეგების მომტანია დღეში ორი კბილი ნივრის მიღება
- ნიორი დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროორგანიზმების სახეობრივ შემადგენლობაზე: ხელს უწყობს პათოგენური მიკროფლორას მოშორებას.
- ნიორი გამოიყენება როგორც მეტეორიზმის, კოლიტის და ენტეროკოლიტის, ყაბზობის, აპენდიქსის ანთების სამკურნალო საშუალება და არის შესანიშნავი დიეტური პროდუქტი, რომელიც ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას, აუმჯობესებს ფერმენტების და კუჭის წვენის სეკრეციას, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის დაქვეითება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის და ჭარბი წონის მქონე პაციენტებში.
- ნიორი ძალზე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. კვერცეტინის პოლიფენოლებისა და ფიტონციდების მაღალი შემცველობის გამო, ის ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას გაციების, ცხვირიდან გამონადენის, ყელის ტკივილის, მწვავე ვირუსული რესპირატორული დააავადების, გრიპის დროს, ხელს უწყობს ნახველის მოცილებას.
- ნიორი ასევე კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის: პროდუქტი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ანიჭებს მათ ელასტიურ თვისებებს.
- რეკომენდებულია ნივრის ჭამა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, რადგან ის ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას, ნაღვლის განზავებას და ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას.
ნიორი არ უნდა მიირთვან ნივრის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა, თირკმელების ქრონიკული დაავადების, ჰიპოთირეოზის, გასტრიტის და პეპტიური წყლულის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.