დავეხმაროთ ერთმანეთს
თირკმლის კენჭების უებარი წამალი
დიდხანს მაწუხებდა თირკმელების კენჭოვანი დაავადება. ყოფილა შემთხვევა, შეტევის დროს სასწრაფო დახმარებაც კი დამჭირვებია. ერთხელ მეუღლემ გამიკეთა შინაური წამალი, რომელმაც კენჭები დაშალა და უმტკივნეულოდ გამოიტანა თირკმელებიდან. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტი სხვასაც გამოადგება:
- ნახევარი ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილ მურყანის ქერქს დაამატეთ ამდენივე თაფლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და 10-15 წუთი დატოვეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაამატეთ 0,5 ჩაის კოვზი სოდა და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ჭამის შემდეგ.
სუპერმარკეტში გამყიდველ-კონსულტანტად ვმუშაობ და, ბუნებრივია, მთელი დღე ფეხზე მიწევს დგომა. ერთ დღეს შემისივდა, ამეწვა და ამტკივდა ფეხები. მალე წვივებზე ვენებიც დამაჩნდა... რაღა ბევრი გავაგრძელო, დამიდგინეს ვენების ვარიკოზული გაგანიერება. მოგეხსენებათ, ვენებს მუდმივი მკურნალობა სჭირდება ძვირად ღირებული წამლებით, მე კი ამის საშუალება არ მაქვს, ამიტომ ცხენისწაბლის წვენს ვსვამ და კმაყოფილი ვარ. ფეხს ჩვეული სისქე დაუბრუნდა, აღარც ისე მეწვის და მტკივა.
- ცხენისწაბლის ყვავილები დაჭყლიტეთ და გამოწურეთ. დღეში 2-ჯერ 1 სუფრის კოვზ წყალში გახსენით 25-30 წვეთი წვენი და მიიღეთ.
მშობიარობის შემდეგ ბუასილი დამემართა. დიდხანს მტანჯა, მაგრამ ბოლოს მივაგენი რეცეპტს, რომელიც ამ უსიამოვნების გადალახვაში დამეხმარა. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ:
- აიღეთ 20 სმ სიგრძის მუხის ახალი ყლორტები, დაჭერით წვრილად, აავსეთ ქვაბი მესამედზე ან ნახევრად და ბოლომდე შეავსეთ წყლით. აადუღეთ, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, გადმოდგით და 10-12 საათი გააჩერეთ. ამ ხნის განმავლობაში ნახარში მიიღებს ყავისფერს. შეათბეთ ასატანად ცხელ ტემპერატურამდე, გადაასხით ტაშტში, ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში და დაჯექით ამ ტაშტზე ნახარშის გაცივებამდე. საკმარისია 1-2 ამგვარი პროცედურა, რომ სამუდამოდ დაივიწყოთ ჰემოროი.
სუსტი იმუნიტეტი მაქვს და ხშირად ვცივდები. გაციება მიტოვებს ხანგრძლივ, მტანჯველ ხველას. მშველის წამალი, რომელსაც ბებიაჩემი ბავშვობიდანვე მასმევდა:
- 0,5 ლიტრ რძეში მოხარშეთ 10 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 თავი ნიორი, გემოვნებით დაამატეთ პიტნის წვენი და თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი საათში ერთხელ.
საბავშვო ბაღის მასწავლებელი ვარ. ერთ-ერთი აღსაზრდელისგან ყივანახველა გადამედო. დამტანჯა ხველის შეტევებმა. თანამშრომელმა რძისა და ნივრის ნახარში მირჩია. ვცადე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. გთავაზობთ ამ ნახარშის რეცეპტს:
- საშუალო ზომის 5 კბილი ნიორი წვრილად დაჭერით და მოხარშეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში. გააგრილეთ და სვით ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში.
ამ რამდენიმე თვის წინ ნერვიულობის ფონზე გულის არეში დამჩემდა ტკივილი. ექიმმა ამიხსნა, რომ ეს სტენოკარდიის შეტევაა. მეზობელმა, რომელსაც იგივე სიმპტომები აწუხებდა, მასწავლა შესანიშნავი საშუალება:
- ნიგოზი, ქიშმიში და კურაგა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ავიღოთ თანაბარი ოდენობით, თითოეულ კილოგრამზე დავუმატოთ ხორცსაკეპ მანქანაში ქერქიანად, ოღონდ უკურკოდ გატარებული 1 ლიმონი, 300 გრამი თაფლი, კარგად მოვურიოთ და მივიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, პირველი ულუფა - დილაობით, აუცილებლად უზმოზე.
- ნაძვის გირჩა დააქუცმაცეთ. 1 წილს დაასხით 5 წილი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, ნახევარი საათი ადუღეთ, გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში დღეში 5-6-ჯერ.