დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

თრომბოფლებიტის მოთვინიერებაც შეიძლება

აი, უკვე მერამდენე წელია, სიცხეებს დაიჭერს თუ არა, ფეხები ისე მიშუპდება, ნაბიჯის გადადგმაც კი მიჭირს,…

ექიმებში სიარულმაც დამღალა, ზოგჯერ კონსულტაციის საფასურის გადახდის საშუალებაც არ მაქვს, ამიტომ საშველს ისევ ხალხურ მედიცინაში დავუწყე ძებნა. ვინც ეძებს, ის ყოველთვის იპოვის და მეც ვიპოვე - მუმიოსაგან დამზადებული წამლის რეცეპტი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, რამდენიმე წლის სიცოცხლე შემმატა.

  • საჭიროა ერთი წილი (0,25-0,3 გრამი) მუმიო, 20 წილი (ანუ 5 გრამი) თაფლი და ამდენივე რძე. უნდა აურიოთ ერთმანეთში და მიიღოთ დღეში 2-ჯერ. 0,25 გრამი მუმიო არის ერთი მიღების დოზა.

მკურნალობის კურსი 20-25 დღეა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება 10 დღის შემდეგ. მკურნალობა ამცირებს ქვედა კიდურების შეშუპებას და მტკივნეულ შეგრძნებებს. მკურნალობის კურსის შემდეგ შეგიძლიათ გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი - თავად დარწმუნდებით, რომ ეს წამალი ზრდის სისხლში ერითროციტების რაოდენობას და, შესაბამისად, ჰემოგლობინის მაჩვენებელსაც. ლიანა სურმავა

როცა შაქრის კონტროლი გიჭირთ

დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ დიაბეტი ცხოვრების წესია, დაავადება გამუდმებით უნდა აკონტროლო. ბევრი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე საშუალება, რომლის წყალობითაც სისხლში შაქრის დონის კონტროლი აღარ მიჭირს. გირჩევთ, თქვენც სცადოთ:

  • აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. რომ მოიხარშება, გაყავით 4 თანაბარ ულუფად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.

არსებობს ასეთი წამალიც:

  • აიღეთ 10 ხახვის თავი, გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

სოფიო ტატიშვილი

როცა კოლიტი გაგიმწვავდებათ

დიდი ხანია, მაქვს კოლიტი - მოვლითი ტკივილები, აირების დაგროვება, ბუყბუყი... როდესაც ეს სიმპტომები განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება, ამ წამალს ვიშველიებ:

  • ვიღებ თითო ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ასისთავას, სალბსა და გვირილას, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, თავზე ვახურავ და ვაყენებ. როცა გაცივდება, გადავწურავ და ნახარშს ცალკე ჭურჭელში ვინახავ. ვიღებ 1 სუფრის კოვზს დღეში 5-7-ჯერ.

იმედი მაქვს, თქვენც გარგებთ. ლეილა ხუციშვილი, სიღნაღი

მუმიო ყურის ტკივილსაც შველის

ყურის ტკივილის დროს აიღეთ მუმიო და ქაფურის ზეთი თანაფარდობით 1:10, კარგად აურიეთ და ჩაიწვეთეთ ყურში 3-4 წვეთი დილით, გაღვიძებისთანავე, და ღამით, ძილის წინ.

  • იმავდროულად აუცილებელია 0,2-0,3 გრამი მუმიოს მიღება რძესთან ერთად, თანაფარდობით 1:20. ეს აძლიერებს ყურიდან ჩირქის გამოსვლას და ანთებითი პროცესი უფრო ადვილად ცხრება.

წამალი ნაწილობრივ აღადგენს დაკარგულ სმენას.

ზურაბ ელერდაშვილი

მხედველობას გაფრთხილება უნდა

ბევრი, თვალთ რომ დააკლდება, მერეღა შეშფოთდება ხოლმე და თვალების მოვლას იწყებს. არადა თვალისჩინს ახალგაზრდობიდანვე უნდა მოფრთხილება, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც ყველა, განურჩევლად ასაკისა, კომპიუტერთანაა მიმჯდარი. ამაში პიტნა დაგეხმარებათ.

  • გამოწურეთ პიტნის მწვანე ფოთლებიდან წვენი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის წყალი და ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ. ყოველ დილა-საღამოს ორივე თვალში ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

კარგია მცენარეული ჩაიც:

  • აიღეთ ერთწლიანი ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვი - 4,5 სადილის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი - 2 სადილის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი - 4-5 სადილის კოვზი. ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ თბილად შეფუთეთ და მთელი ღამით დააყენეთ. დილით გაწურეთ და სვით წყლის ნაცვლად, დღეში 0,5 ლ-მდე.

მკურნალობის კურსი 4 თვეა. დაე, თვალისჩინი არასოდეს მოგკლებოდეთ.

რამაზ ქისტაური

ღვიძლი რომ არ გადაგვეტვირთოს

ზრდასრული ადამიანის ღვიძლს წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება გაწმენდა. გთავაზობთ წამლის რეცეპტს, რომელიც ძალიან კარგია ღვიძლის გასაწმენდად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვირუსული ჰეპატიტი აქვს.

  • აიღეთ 40-40 გრამი გარეული ვარდკაჭაჭა, ბაყაყურა და სიმინდის ულვაში, 20 გრამი ასფურცელა და აურიეთ ერთმანეთში.
  • აიღეთ 2 სადილის კოვზი ნაკრები და დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დააყენეთ 2 საათით.

მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი 2 თვეა, შემდეგ 20 დღე ისვენებთ და კურსს იმეორებთ.

ნინო თავაძე

ნაწიბურები რომ არ დაგრჩეთ


დამწვრობის შემდეგ ნაწიბურები რომ არ დაგრჩეთ, კანის აღდგენაში ჭინჭარი და კრაზანა დაიხმარეთ.

  • ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და აადუღეთ.

დამწვარი ადგილი გაისუფთავეთ კირიანი წყლით (1 სადილის კოვზ დამწვარ კირს დაასხით 1 ლიტრი წყალი) და ჭრილობაზე დაიფინეთ ნარევით გაჟღენთილი საფენი. ეს წამალი მძიმე დამწვრობასაც კი 3-4 დაფენის შემდეგ აშუშებს.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ.

გამოყენებამდე კარგად უნდა აურიოთ და ისე დაიდოთ ჭრილობაზე.

თამაზ რეხვიაშვილი

ვაშლის ძმარი ცელულიტის წამალია

არ მეგულება ქალი, ცელულიტი რომ არ აწუხებდეს. მე მას შინაური საშუალებით ვებრძვი, რადგანაც ძვირად ღირებულ სალონებში სიარულის საშუალება არ მაქვს.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი, დაუმატეთ ლიმონისა და პიტნის ზეთი. ამ ხსნარით გაჟღინთეთ რამდენიმეკეცი დოლბანდი და პრობლემურ ადგილზე დაიდეთ. დაიფარეთ პოლიეთილენი, თბილად შეიხვიეთ, ჩაწექით და გადაიფარეთ თბილი პლედი. ასე იყავით 1 საათი. ამის შემდეგ გადაივლეთ შხაპი, გაიმშრალეთ და პრობლემურ ადგილებზე წაისვით დამატენიანებელი კრემი. ეს პროცედურები ჩაიტარეთ ცელულიტის სრულ გაქრობამდე.

ნაია ესართია, თბილისი

მტკივან სახსრებს ჭარხლის კომპრესი უხდება

ათიოდე წლის წინ შემაწუხა სახსრების ტკივილმა. მივედი ექიმთან, დამისვეს ოსტეოქონდროზისა და ართრიტის დიაგნოზი, გამომიწერეს წამლები, რომლებმაც კუჭი გამიღიზიანა და სატკივარზე სატკივარი დამირთო, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური წამლები მესინჯა. საკმაო შვება მომცა ჭარხლის წვენმა. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.

  • აიღეთ ორი საშუალო ზომის ჭარხალი, გახეხეთ და გაწურეთ. წვენს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ნავთი. გაჟღინთეთ ამ ნარევით 3-4-კეცი დოლბანდი და შეუკარით ბოლოები. მტკივან ადგილზე წაისვით ნებისმიერი კრემი ან არაჟანი და დაიდეთ დოლბანდი, დაიფარეთ ცელოფანი და შეიხვიეთ შალის ნაჭრით. თუ წვა ვერ იგრძენით, შეგიძლიათ 10-12 საათი დაიტოვოთ, ხოლო ქავილის ან წვის შემთხვევაში - 3-4 საათი. პროცედურის გამეორება შეიძლება ერთი დღის შემდეგ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი სამუდამოდ დაგავიწყდებათ.

ნათელა ნიკურაძე, სამტრედია

კარტოფილის წვენი კუჭის წყლულს შველის

რამდენიმე წელია, მაწუხებდა მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი. ამ რამდენიმე თვის წინ, მორიგი გამოკვლევისას, დამიდგინეს კუჭის წყლულოვანი დაავადება. მეუღლემ კარტოფილის წვენით მიმკურნალა და ძალიან მომიხდა. მინდა, ვურჩიო სხვებსაც:

  • ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე, მიიღეთ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი - 3/4 ჩაის ჭიქა. ამის შემდეგ ნახევარი საათით წამოწექით. ასე გააგრძელეთ 10 დღის განმავლობაში. მერე 10 დღე შეისვენეთ და კვლავ ჩაიტარეთ 10-დღიანი კურსი.

ლევან ბალანჩივაძე, ბათუმი

ოროვანდი გულის რიტმს აწესრიგებს

65 წლის კაცი ვარ. ეს წამალი მეგობარმა მასწავლა და მინდა, თავადაც გავუზიარო მათ, ვისაც სტენოკარდია და მოციმციმე არითმია აწუხებს.

  • ამოთხარეთ ოროვანდის ფესვი მზის ამოსვლამდე ან მზის ჩასვლისთანავე, 22 მაისიდან 1 ივნისამდე. მოაცილეთ ტალახი და მიწა, მოაჭერით ბუსუსები და კარგად გარეცხეთ. დაჭერით წვრილად და გამოაშრეთ.

აიღეთ 4 სუფრის კოვზი გამომშრალი ფესვი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, შეფუთეთ და 40 დღით დატოვეთ სიბნელეში. ყოველდღე შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ნიკოლოზ ხაჩიძე, სურამი