დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ოროვანდი სახსრების ტკივილისგან გიხსნით

მტკიოდა ხელები: მხრები, მკლავები, მტევნები... თითქოს მტეხდა, იმდენად, რომ თმის დავარცხნაც კი აღარ შემეძლო. აგარაკი მაქვს თბილისთან ახლოს. იქაურმა მეზობელმა რომ გაიგო ჩემი გასაჭირი, მასწავლა, როგორ მკურნალობდა დედამისი ოროვანდით და მირჩია, ესეც მეცადა. უკვე ოთხი წელია, მხოლოდ ოროვანდია ჩემი მხსნელი.

  • ოროვანდის ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ წვენი. ეს წვენი შეურიეთ არაყს ან სპირტს 1:1 პროპორციით. წამალი მზადაა. შეინახეთ მინის ქილაში ოთახის ტემპერატურაზე. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ და ძილის წინ შეიზილეთ მტკივან ადგილებში, შეიხვიეთ თბილად. ორი თვის შემდეგ ხელების ტკივილმა გამიარა.

ჩვეულებრივ, ამ წამალს ვამზადებ სამლიტრიანი ქილით და იატაკზე ვდგამ. დიდხანს მყოფნის. ლატავრა მამალაძე, თბილისი

წიწაკა და ნიორი თმის ცვენას შეგიჩერებთ

უეცრად, სრულიად უმიზეზოდ, დამეწყო თმის ცვენა. ეს ალბათ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შედეგი იყო, თუმცა მიზეზი ვერ დავადგინე. ვიხმარე სხვადასხვა საშუალება, მაგრამ უშედეგოდ. მეგობარმა მომცა თმის ცვენის საწინააღმდეგო შინაური წამლის რეცეპტი, რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა:

  • აიღეთ 1 ცალი მწარე წითელი წიწაკა, დაჭერით წვრილად და დაასხით 100 გრამი არაყი. დადგით 1 კვირით სიგრილეში. ეს ნაყენი შეიზილეთ სუფთა მშრალ თმის ძირებში დღეში ერთხელ, ძილის წინ, სამი დღის განმავლობაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო. სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ და გაიმეორეთ იგივე კურსი. ისევ დაიბანეთ თავი და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ყოველღამე შეიზილეთ თმის ძირებში ნიორი.

ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩამოცვენილ ადგილებში თმა ამოვიდა, მაგრამ მკურნალობა 3 თვე გავაგრძელე. თმის ცვენა შეჩერდა და თმა უფრო გამიხშირდა.

ინა გველესიანი, ქუთაისი

არყის ხის ფოთოლი კლიმაქსის წამალია

კლიმაქსური მოვლენები გვიან, 55 წლის ასაკში დამეწყო, მაგრამ ისე შემაწუხებლად, რომ სხვადასხვა საშუალების მიღება დამჭირდა. ყველაზე მეტად მომიხდა არყის ხის ფოთლების ნახარში, რომელიც ასე მზადდება:

  • არყის ხის 30-მდე ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 6 საათი. მიღებული ნაყენი გაყავით სამად და მიიღეთ დილას, შუადღისას და საღამოს. ორი კვირა იმკურნალეთ, ამდენივე ხანი შეისვენეთ და კვლავ მიიღეთ.

ლონდა ჭანტურია, სენაკი

კაკალი პილორუსის ჰელიკობაქტერიის წინააღმდეგ

6 თვის წინ დედაჩემს დაეწყო კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები. გავუკეთეთ ყველანაირი ანალიზი და გამოკვლევა, შედეგად დაუდგინეს ენტერიტი და პილორუსის ჰელიკობაქტერია. დაუნიშნეს მკურნალობა, მათ შორის - ძლიერი ანტიბიოტიკებითაც, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, ხალხური საშუალებებით ემკურნალა. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის წყლულის დროსაც.

  • აიღეთ 16 ცალი უმწიფარი კაკალი (შეაგროვეთ მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში), კარგად დაჭერით, დაასხით ნახევარი ლიტრი სპირტი და გააჩერეთ 2 კვირა. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, 1 საჩაროზე კოვზი.

ამასთან ერთად მიიღეთ ქაცვის ზეთიც - 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სწორედ კაკალი ებრძვის ბაქტერიას. ქაცვის ზეთი კი შეიცავს ბევრ C ვიატამინს, ამაღლებს იმუნიტეტს და ამაგრებს ორგანიზმს. მკურნალობის ხანგრძლივობა 21 დღეა.

ნატალია ზარნაძე, ხაშური

ქრისტესისხლა ჩვენი ჯანმრთელობის მცველია

რამდენიმე წელია მაწუხებს პოლიართრიტი, ფეხისგულები ისე მტკიოდა, სიარულიც კი მიჭირდა. მეგობარმა ქრისტესისხლას ნაყენი მირჩია, რომელიც ძალიან მომიხდა.

  • აიღეთ ქრისტესისხლა, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი და გააზავეთ სპირტით თანაფარდობით 1:1. ჩაასხით მინის ჭურჭელში და შეინახეთ სიბნელეში 1 კვირით.

ყოველ საღამოს ფეხებს ვილბობდი თბილ წყალში და ვიზელდი ტერფებს ამ ნაყენით. უკვე სამი წელია, თავს კარგად ვგრძნობ.

თინა გელოვანი, თელავი

მუხლების ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ

თქვენი ჟურნალის მუდმივი და ერთგული მკითხველი ვარ. ვცდილობ, არც ერთი სტატია არ გამოვტოვო. განსაკუთრებით მომწონს რუბრიკა “დავეხმაროთ ერთმანეთს”, სადაც მკითხველები ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ ამა თუ იმ მცენარეული საშუალების ეფექტურობის შესახებ. მეც მინდა, მოგაწოდოთ მარტივი რეცეპტი, რომლითაც მტკივან სახსრებსა და მუხლებს ვმკურნალობ.

  • 1:1 პროპორციით აურიეთ ერთმანეთში ნიშადურის სპირტი და მზესუმზირას ზეთი. წაისვით მტკივან ადგილებზე და თბილად შეიხვიეთ.

ლილი გუგეშაშვილი, თელავი

რძისა და შვრიის კოქტეილი ღვიძლის წამალია

რამდენიმე წლის წინ დამემართა ბოტკინის დაავადება, რომელმაც ღვიძლზე გართულებები დამიტოვა და ახლა ჰეპატიტის დიაგნოზი დამისვეს. პერიოდულად ღვიძლს ამ საშუალებით ვმკურნალობ და შედეგით კმაყოფილი ვარ:

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა შვრია, გარეცხეთ და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული რძე. შედგით ნელ ცეცხლზე და 10-15 წუთი ადუღეთ. მიიღეთ სურვილისამებრ, დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 20 დღეა.

კოტე არველაძე, ბათუმი

თაფლი, კარაქი და ვიშნევსკის მალამო ნანემსარს აცხრობს

ავადმყოფობისას ექიმმა ნემსები დამინიშნა. ერთ-ერთი ნანემსარი დამიჩირქდა და ვუმკურნალე შემდეგი საშუალებით:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ნაღების კარაქი, თაფლი, ვიშნევსკის მალამო და სუფთა სპირტი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და კომპრესად დაიდეთ მტკივან ადგილზე ღამით. გამაგრება ძალიან მალე გაიწოვება.

მეგი კორსანტია, ზუგდიდი