დავეხმაროთ ერთმანეთს

დისბაქტერიოზს მცენარეული ნაყენითაც მოერევით
ერთი წლისას დისბაქტერიოზი დამემართა. იმხანად ცოცხალი ბაქტერიებისგან დამზადებული ათასნაირი წამალი არ არსებობდა. პოლიკლინიკის პედიატრმა დედას ერთი მცენარეული ნაყენის რეცეპტი ასწავლა და მზა ნაყენიც მისცა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ როგორც კი საჭმლის მონელება დამერღვევა, მაშინვე ამ ნაყენს ვამზადებ:
აიღეთ: 1 წილი კრაზანა, 2 წილი გვირილა, 2 წილი პიტნა და 2 წილი მრავალძარღვა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. გადაწურეთ და მიიღეთ შეუზღუდავი რაოდენობით.
კუჭის მოქმედება ორ დღეში მოგიწესრიგდებათ. თუ მოზრდილი ადამიანისთვის ამზადებთ წამალს, მაშინ 1 ჩაის ჭიქა წყალი უნდა დაასხათ 1 სუფრის კოვზ ნარევს.
ღრძილებს მუხის ქერქით უმკურნალეთ
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შარშან ზაფხულს მთაში ვიყავი დასასვენებლად. იქიდან ქალაქში ჩამოსვლა ძნელია, ამიტომ ათასნაირი სამკურნალო საშუალება წავიღე თან. ჩემს მეგობარს ღრძილები აწუხებდა და სწორედ იქ გაუმწვავდა. პირის ღრუში და ლოყებზე გაუჩნდა მცირე ზომის წყლულები, რომლებიც საშინლად სტკიოდა. ჭამაც კი უჭირდა. გამახსენდა, რომ ჩანთაში დაფხვნილი მუხის ქერქი მედო და მოვუმზადე ნაყენი, რომელმაც ტკივილი და დისკომფორტი გაუქრო, მერე კი თბილისში დაბრუნებულმა, ცხადია, მკურნალობა სტომატოლოგთან გააგრძელა.
ნაყენი ასე მზადდება:
- 1 სუფრის კოვზ მუხის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და გადაწურეთ. გამოივლეთ პირში ნახევარ საათში ერთხელ.
ნაოჭების საწინააღმდეგო მათრობელა ნიღაბი
სახის მოვლა ყველა ქალისთვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რათა რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს მომხიბვლელობა. მინდა შემოგთავაზოთ გამაახალგაზრდავებელი ნაზავის რეცეპტი. მის მომზადებას ორი კვირა მაინც სჭირდება, მაგრამ, მერწმუნეთ, ამად ღირს.
ნიღბისთვის საჭიროა:
- 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი ან 2 პაკეტი გვირილის ჩაი, 1 ჩაის ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, პურის ფქვილი ან შვრია. გვირილას დაასხით ღვინო და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 კვირის განმავლობაში. კვერცხის გულს შეათქვიფეთ თაფლი და ზეთი და დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი ღვინის ლოსიონი. მიღებული ნარევი შეასქელეთ პურის ფქვილით ან შვრიით.
სახის კანი (კისერი, დეკოლტეს მიდამო) გაიწმინდეთ, დაისველეთ ლოსიონით და წაისვით ნიღაბი. გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, კანი ისევ გაიწმინდეთ ლოსიონით და წაისვით კრემი. ლოსიონი გამოიყენეთ დღეში 1-2-ჯერ, ხოლო ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
მასტოპათია სელმა მომირჩინა
მქონდა დიფუზური მასტოპათია. ოპერაციაზე უარი ვთქვი. ნაცნობმა მირჩია, მცენარეული საშუალებებით მემკურნალა და თვითონვე მომიტანა სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი რეცეპტები. მათი მეშვეობით დავამარცხე დაავადება. ტკივილისა და წვის შეგრძნების მოსახსნელად ვიკეთებდი კომპრესებს და ვსვამდი ბალახების ნაყენს. ექიმმა, რომელმაც შეიტყო, რომ მცენარეებით განვიკურნე, მითხრა, ბედმა გაგიღიმა, რადგან ორგანიზმზე მცენარეთა ზემოქმედება ინდივიდუალურიაო.
აი ჩემი რეცეპტი:
- 1 ს/კ სელის თესლი 1 ჩ/ჭ წყალში წამოადუღეთ, შეაგრილეთ, დაასველეთ შიგ ბამბა და მტკივან ადგილას დაიდეთ.
გარდა ამისა, აღმოვაჩინე, რომ თუ სელის მარცვლებს ცოტაოდენ მდუღარე წყალს დაასხამთ და რამდენიმე საათით გააჩერებთ, გამოყოფს სასარგებლო ლორწოს. ეს დარბილებული მასა გაახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ მკერდზე.
სასარგებლოა კომბოსტოს ფურცლის დაფენაც.
ყოველ მეორე დღეს ვამზადებდი ასეთ ნარევს: წყალში გაქნილი ჭვავის ფქვილის ფაფას ვუმატებდი ალოეს წვენს ან გახეხილ ფოთლებს და თაფლს. პროპორციებს ზუსტი დაცვა არ სჭირდება. ასე ვიდებდი ყოველდღიურად ხან ერთ, ხან მეორე საფენს, თან ვსვამდი ძალიან გემრიელ წამალს, რომელსაც თავად ვამზადებდი:
- 2 კგ ნიგოზს ვატარებდი ხორცსაკეპში, ვამატებდი ყავის საფქვავში დაფქულ კაკლის უღელს, 50 გ არყის ხის კვირტს და 1 ს/კ ასისთავას. ვურევდი, ვათავსებდი შუშის ქილაში, ვასხამდი 0,5 ლ არაყს, ვუმატებდი თითო სუფრის კოვზ თაფლსა და ალოეს წვენს. ვდგამდი 12 დღით, დროდადრო ვურევდი. ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში 3-ჯერ. ნაზავი რომ გათავდება, რამდენიმე თვე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.
მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა კანის მომატებული ცხიმიანობა. ცხიმიანი მქონდა შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, ზურგი და მკერდი. ეს ადგილები მუდამ სველს ჰგავდა, ცხიმისგან ბზინავდა. ცხიმოვანი ჯირკვლები ფორებგაფართოებული და მუქი საცობით - შავი ფერიმჭამელებით - დახშული იყო. ხშირად მიჩნდებოდა წვრილი ყვითელი კვანძები - თეთრი ფერიმჭამელები ანუ ცხიმოვანი კისტები. კანის ექიმმა ცხიმოვანი სებორეის დიაგნოზი დამისვა. მკურნალობისას ექიმის დანიშნულებასთან ერთად ძალიან მომიხდა ხალხური რეცეპტებიც: კანის ცხიმოვან ადგილებზე წაისვით ბადრიჯნის წვენი.