გულძმარვით გამოწვეული დისკომფორტის სამკურნალო ხალხური რეცეპტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გასტრიტის სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებული ხალხური საშუალება თაფლია

ამის საწინააღმდეგოდ ვიცავ დიეტას, ვცდილობ არ ვჭამო ისეთი საკვები, რომელიც მდგომარეობას გამიუარესებს. თუმცა, კარგ შედეგს მაძლევს თაფლი.

  • 35 გრამი თაფლი გახსენით ერთ ჭიქა თბილ (გადადუღებულ) წყალში და დალიეთ კვებებს შორის. მიიღეთ თაფლიანი წყალი დღეში სამჯერ. თაფლის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს. მკურნალობის ეს კურსი გრძელდება არაუმეტეს ორი თვისა. მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ თაფლი დაუმატონ რძეს, ხაჭოს ან ფაფას გულძმარვის თავიდან ასაცილებლად.

გიორგი წიკლაური, თიანეთი

გულძმარვა

გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა.

დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი - სფინქტერი. საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის.

ამ უკუდენას რეფლუქსი ეწოდება და გულძმარვის მიზეზიც სწორედ ის არის. გულძმარვა საკმაოდ ხშირია. ის ამერიკის მოსახლეობის 10%-ს აღენიშნება. გულძმარვას უჩივის ორსულთა 50%. ეპიზოდური გულძმარვა საშიში არ არის, ქრონიკული კი შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის მიზეზად იქცეს. ქრონიკული გულძმარვა ხშირად გასტროეზოფაგური (კუჭ-საყლაპავის) რეფლუქსური დაავადების გამოვლინებაა.

რატომ ვითარდება გულძმარვა

როგორც უკვე მოგახსენეთ, გულძმარვის უმთავრესი მიზეზია საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება, მისი ღიაობა, ამას კი ორი რამ განაპირობებს - კუჭში მეტისმეტად ბევრი საკვების არსებობა, რაც ჭარბი კვების შედეგია და მუცლის პრესზე გადამეტებული ზეწოლა, უმეტესად - სიმსუქნის ან ორსულობის გამო. დადგენილია, რომ საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითებას ხელს უწყობს ზოგიერთი საკვები - პომიდორი, ციტრუსები, ნიორი, ხახვი, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელი (კოლა), ცხარე და ნოყიერი კერძები.

გულძმარვა შეიძლება ზოგიერთმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სტრესი ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის ჭარბ პროდუქციას და, შესაბამისად, გულძმარვას, თამბაქოს წევა კი აძლიერებს მჟავა წვენის წარმოქმნას და აქვეითებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.

არის თუ არა გულძმარვა წყლულის სიმპტომი?

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/skhvadaskhva/sindromi/2708-guldzmarva.html