გოგრის თესლი პარაზიტებს აშორებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოგრის თესლი პარაზიტებს აშორებს

ბუნებრივი საშუალებებით მასთან გამკლავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლებად მავნეა ორგანიზმისთვის. ჩემს შვილს ყოველთვის გოგრის თე­სლისგან მომზადებულ საშუალებას ვაძლევდი:

  • გოგრის უმი თესლი გაფცქვენით, დაფქვით ბლენდერში, გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, დაამატეთ ადუღებული წყალი 1:1 თანაფარდობით. მიღებულ ნარევს დაუმატეთ 1 ჩ/კ. თაფლი, კარგად აურიეთ. მიიღეთ დილით, უზმოზე, ერთი საათის განმავლობაში, მცირე ულუფებით. ამის შემდეგ გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა.

ნატალია ზარნაძე, თერჯოლა

როგორ დავიცვათ თავი პარაზიტული დაავადებებისგან

"ჭიები განავალში" - უფროს თაობას ამ სიტყვებზე საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ჩატარებული

პროფილაქტიკური გამოკვლევები გაახსენდება. რამდენად ხშირია დღეს პარაზიტული დაავადებები, როგორ ხდება მათი გადაცემა და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან? ამაზე სასაუბროდ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ექიმ პარაზიტოლოგ ირმა კოკაიას ვეწვიეთ.

- დაგვეთანხმებით, რომ მშობლებს არცთუ იშვიათად შეუმჩნევიათ ბავშვის განავალში პარაზიტები და საკვლევი მასალით უმალვე ლაბორატორიისთვის მიუმართავთ. რომელი პარაზიტები შეიძლება აღმოვაჩინოთ ასეთი კვლევით?

- პაციენტები მართლაც ხშირად აღნიშნავენ განავალში პარაზიტების არსებობას, თუმცა მათ შთაბეჭდილებას ყოველთვის არ აქვს რეალური საფუძველი. განავალში უმეტესად არა პარაზიტი, არამედ მისი კვერცხები ხვდება, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, მხოლოდ მიკროსკოპიული გამოკვლევით შეიძლება აღმოვაჩინოთ. საზოგადოდ კი განავლის გამოკვლევით მართლაც შესაძლებელია ნაწლავური პარაზიტების გამოვლენა. ამათგან მოსახლეობა კარგად იცნობს ასკარიდოზს, ენტერობიოზს, ტენიოზს.

- როგორ ავადდება ადამიანი ენტერობიოზით?

- ენტერობიოზის გამომწვევია კუდმახვილა ანუ წვეტა ჭია – მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ნაწლავის პარაზიტი. ამ პარაზიტით ინვაზიას პაციენტები ხშირად "წვრილი ჭიებით დაავადებას" უწოდებენ. ენტერობიოზით უმეტესად სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები ავადდებიან, მაგრამ პარაზიტული ინვაზია ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს.

ადამიანი ავადდება კუდმახვილას მომწიფებული კვერცხის ჩაყლაპვით. კვერცხიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამოდის მოძრავი მატლი. ნორჩი კუდმახვილები მაგრდებიან ნაწლავის ლორწოვან გარსზე. დროთა განმავლობაში მდედრი ჭიის ორგანიზმში კვერცხები მწიფდება, პარაზიტი სწორი ნაწლავისკენ გადაადგილდება და უკანა ტანის გარეთა ნაოჭებში კვერცხებს დებს. ეს უკანა ტანის არეში ქავილს იწვევს. ხშირად სწორედ ქავილია ამ პათოლოგიის ერთადერთი და მკვეთრად გამოხატული ჩივილი. ჭიის გამოსვლა და კვერცხის დადება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად ეს ხდება ღამით, ძილის დროს.

ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადვილად ვრცელდება საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით. დადგენილია, რომ ენტერობიოზით ინვაზიის წყარო მხოლოდ დაავადებული ადამიანია. ენტერობიოზის დროს ხდება როგორც აუტოინვაზია ანუ ....

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/parazitologia/2136-rogor-davicvath-thavi-parazituli-daavadebebisgan.html