ნიგოზი თაფლით სექსუალურ უძლურებას უმკლავდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნიგოზი თაფლით სექსუალურ უძლურებას უმკლავდება

"სექსუალური ძალის აღსადგენად და მოსაძლიერებლად შეგიძლიათ სცადოთ გატარებული ნიგვზისა და თაფლის ნარევი: თანაბარი ულუფით შეურიეთ თაფლი და ნიგოზი და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ."

გიორგი ფესვიანიძე, ბათუმი

ერექციული დისფუნქცია

ერექციის ძალისა შესუსტება ეს არის ერექციული დისფუნქცია, ანუ ერექციის დარღვევა, რომლის ბოლო სტადიაც იმპოტენციაა.

40 წლის შემდეგ ერექციის ესა თუ ის დარღვევა მამაკაცთა 39%-ს აღენიშნება, ხოლო 50 წლის შემდეგ - 69%-ს. საბედნიეროდ, პრობლემის მოგვარება უმეტესად სავსებით შესაძლებელია. განასხვავებენ ერექციული დისფუნქციის სამ ხარისხს:

  1. მსუბუქს - ჩავარდნა იშვიათია. პერიოდულობა ძნელი დასადგენია.
  2. ზომიერს - წარუმატებელია აქტების თითქმის ნახევარი. მამაკაცი ძალიან ღელავს, სქესობრივ ურთიერთობას მისთვის კმაყოფილება არ მოაქვს, მაგრამ სქესობრივ ცხოვრებას მაინც აგრძელებს.
  3. მძიმეს - 5 სქესობრივი აქტიდან ერთი თუა ნორმალური. მამაკაცი ცდილობს, სქესობრივ კონტაქტს თავი აარიდოს.

არ დაუჯეროთ მითს, თითქოს მამაკაცს სქესობრივი აქტების განსაზღვრული ”ლიმიტი” ჰქონდეს. პირიქით, სქესობრივი აქტი ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი და სასუნთქი სისტემებისთვის საუკეთესო ვარჯიშია. ორწლიანი თავშეკავების შემდეგ ვითარდება ეგრეთ წოდებული ქვრივის სინდრომი: ”ზედმეტი” ფუნქცია ითრგუნება, მამაკაცი სექსისადმი გულგრილი ხდება. გარდა ამისა, ირთვება აჩქარებული დაბერების მექანიზმები, მწვავდება ისეთი დაავადებები, რომლებზეც მამაკაცს მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა.

მრავალი მამაკაცი ცდილობს, ფილმებსა და ინტერნეტში ნანახ სტანდარტებს გაუთანაბრდეს და რაკი არ გამოსდის, თავს იმპოტენტად მიიჩნევს. მაგრამ ანდროლოგები და სექსოლოგები გვარწმუნებენ, რომ ნორმა ძალიან პირობითი ცნებაა. იმდენად პირობითი, რომ ექსპერტები ზუსტი რიცხვების დასახელებაზე უარს ამბობენ. ყველაფერი დამოკიდებულია მამაკაცის ასაკზე, ტემპერამენტზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე, სამუშაოს სპეციფიკაზე, გარემოებებზე, ქალებისა და კონკრეტული ქალისადმი მის დამოკიდებულება

  • ერექციული დისფუნქციის ჯგუფები

არსებობს ერექციული დისფუნქციის ორი ძირითადი ჯგუფი:

  1. ორგანული მიზეზებით გამოწვეული;
  2. ფსიქოგენური მიზეზებით გამოწვეული.

25 % არის ორგანული მიზეზით გამოწვეული, 25% არის ფსიქოგენური, შემთხვევათა 45%-ს აქვს შერეული ხასიათი, ხოლო 5%-ში მიზეზი უცნობია.

  • ორგანული მიზეზები

ორგანულ მიზეზებს განეკუთვნება:
    • შაქრიანი დიაბეტი - დაავადებულთა 50%-ს უვითარდება სქესობრივი დარღვევები.
    • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - იგულისხმება როგორც გულის დაავადებები, ასევე არტერიული ჰიპერტენზია.
    • ქირურგიული ჩარევა - წინამდებარე ჯირკვალზე, შარდის ბუშტზე, მსხვილ და სწორ ნაწლავზე.
    • ზოგიერთი მედიკამენტი - ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, ასევე ანტიანდროგენები - შესაძლოა, გახდეს ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზი.
    • ზურგის ტვინის დაზიანება - ეს შეიძლება იყოს ავტოავარიის დროს, ან ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული დაზიანებები, პოლიომიელიტი და სხვ.
    • ჰორმონების დეფიციტი - ტესტოსტერონის ნაკლებობა
    • ცხოვრების წესი - ნიკოტინი, ალკოჰოლი, ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი - ყოველივე ეს შეიძლება გახდეს ერექციული დისფუნქციის მიზეზი.
  • ფსიქოგენური მიზეზები

ფსიქოგენური მიზეზებია:
    • ემოციური დარღვევები;
    • შიში;
    • სტრესი და დეპრესია

ეს ყველაფერი ლიბიდოს შესუსტებას, ერექციულ დისფუნქციასა და ნაადრევ ეაკულაციას განაპირობებს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე >>> https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/seqsologia/14844-sqesobrivi-darghvevebi-yovelthvis-impotencias-ar-guliskhmobs-ereqciuli-disfunqciis-mizezebi-da-mkurnalobis-methodebi.html